***
ჩვენ რთულ ეპოქაში გვიხდება ცხოვრება, ბოროტი ყოველნაირად ცდილობს ეკლესიაში განხეთქილებისა და შფოთის შემოტანას. დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანს დინების აღმა უხდება სვლა, რაც სულ უფრო მეტ წინააღმდეგობებს გვიქმნის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც უნდა ვიაროთ ამ გზით.ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
განა საით მივდივართ? მუდამ შინისკენ...
ჰერმან ჰესე
სადაც წმინდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცთუნებას.
წმინდა იოანე ოქროპირი
კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.
ნეტარი ავგუსტინე
მარადიულად არ ეხსომებათ არც ბრძენკაცი, არც უგუნური; გაივლის ჟამი, ყველაფერი დაივიწყება. ვაგლახ, რომ კვდება ბრძენი კაცი უგუნურივით.
და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი