წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – მოძღვრება, თქმული სოფელს ფარცხანაყანევს, თებერვლის გ-ს ეკკლესიის კურთხევაზედ
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – მოძღვრება, თქმული სოფელს ფარცხანაყანევს, თებერვლის გ-ს ეკკლესიის კურთხევაზედ
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! მადლითა და შეწევნითა ღვთისათა თქვენ დაასრულეთ შენობა ამ ეკკლესიისა და ჩვენ ვაკურთხეთ იგი. აწ ვიფიქროთ, რისთვის აღაშენეთ თქვენ და რისთვის ვაკურთხეთ ჩვენ იგი. გარნა, პირველ სიტყვის დაწყებისა, მივიქცეთ ღვთისადმი და ვსთხოვოთ მას, რათა მოგვცეს გულის-ხმის-ყოფა სმენად და აღსრულებად სიტყვისა მისისა.

ეკკლესიასა მისთვის ვაშენებთ ჩვენ, რომ იმაში ვემსახუროთ ღმერთსა, ესე იგი, ღმერთი ვადიდოთ, ვილოცოთ, მადლობა შევსწიროთ, ერთი სიტყვით, გარდვიხადოთ ყოველი მოვალეობა, რომელი გვმართებს ჩვენ ღვთის წინაშე, გარნა რისთვის უნდა ემსახუროს კაცი ღმერთსა, რათ მართებს კაცსა, ლოცვა, დიდება და მადლობა ღვთისადმი? ღმერთს მისთვის უნდა ემსახურებოდეს კაცი, რომელ ღმერთი არის მისი შემოქმედი, უფალი და მამა. ღმერთმან შექმნა ცა და ქვეყანა, მზე, მთვარე, ხე და ყოველნი ცხოველნი პირუტყვნი და შემდგომ ღმერთმან შექმნა კაცი. კაცს ღმერთმან მისცა უმჯობესი ბუნება და უდიდესი შეძლება; კაცს დაუმორჩილა ღმერთმან ყოველი ბუნება, კაცს მისცა ღმერთმან სამკვიდრებლად ქვეყანა; გარნა ეს კიდევ არაფერია: ღმერთმან თავის თავი გამოუცხადა და ამცნო მხოლოდ კაცსა. მარტო კაცმან იცის სახელი ღვთისა, მარტო კაცს აქვს გულში დანერგული აზრი ღმერთზედ; სხვა ხილული ქმნილება: წყალი, მიწა, ხე, პირუტყვი ვერარას იფიქრებენ ღმერთზედ; მხოლოდ კაცი მოიფიქრებს და წარმოიდგენს ღმერთსა: მაშასადამე კაცმან უნდა ადიდოს ღმერთი ყოვლისა ქვეყნისა და ყოველთა ქმნილებათა მაგიერად. გარნა ესეც კიდევ არაფერია: ჩვენ კაცთა გვაქვს კიდევ ამაზედ უმაღლესი მიზეზი, რომელისათვისცა ღმერთი უნდა შევიყვაროთ და ვადიდოთ. რომელი მიზეზი? ღმერთი ხომ ყოვლად-შემძლებელი არის და ყოველთა უმაღლესი, კაცი ხომ ვერაფერს ვერ მოუმატებს ღმერთსა; გარნა ღმერთი ესოდენ მოწყალე არის და კაცთმოყვარე, რომელ მან ინება მიახლება კაცთა, ინება, რომ კაცსა და ღმერთს შორის იყოს კავშირი; როგორც რომ ერთი კაცი მეორე კაცთან, თავის სწორთან, დასდებს რომელსამე პირობას და აღთქმას, ეგრედვე ღმერთმან ინება და დასდვა პირობა და აღთქმა კაცსა და თვის შორის. როდის და რანაირად? პირველად იმავე ჟამს, როდესაც შექმნა ღმერთმან კაცი, წინაპარნი ჩვენნი, ადამ და ევა, ღმერთმან შეიყვანა სამოთხეში, მისცა მათ ედემი და დასდვა მათთან პირობა და აღთქმა, და თუმცა ადამმა და ევამ დაარღვიეს ეს პირობა და მცნება ღვთისა, გარნა ღმერთმან არ დაუტევა კაცი, არამედ მაშინვე აღუთქვა მოვლინება ქვეყანასა ზედა ძისა თვისისა, მხსნელისა, რომელი აღადგინებს კვალადვე კავშირსა და ერთობასა კაცთა და ღმერთს შორის. მამამთავარნი და წინასწარმეტყველნი სულითა წმიდითა მრავალ-გზის განუმეორებდენ ერსა ამ ღვთის აღთქმასა. შემდგომ მოიწია ჟამი წინასწართქმული და იშვა მაცხოვარი ქალწულისაგან მარიამისა. მან გვიქადაგა ჩვენ ახალი აღთქმა, მან მოგვცა ჩვენ სახარება, მან აღადგინა აღთქმა და კავშირი კაცთა და ღმერთს შორის; იგი ჯვარს-ეცვა ჩვენთვის; სისხლითა თვისითა მან აღხოცა ჩვენნი უსჯულოებანი, თავის თავზედ მიიღო ჩვენნი ბრალნი და ესრედ შეგვარიგა ღმერთსა-თანა. აჰა, ძმანო ჩემნო, რაოდენნი და ვითარნი მიზეზნი გვქონან, რათა ვადიდებდეთ ღმერთსა, ვლოცულობდეთ და ვმადლობდეთ მას მარადის!

გარნა გახსოვთ მარადის, ძმანო: ღმერთმან თავისი მხრით ყოველივე აღასრულა და ყოველივე მოგვცა, რათა ჩვენ ვსცხონდეთ და ვიყვნეთ ბედნიერნი; აწ ჩვენზედ არის დამოკიდებული, თუ მივიღებთ მათ ყოველთა და კეთილად ვიხმართ ჩვენდა საცხოვნებლად. ეკკლესიაში დასდვა ღმერთმან ყოველნი სწავლანი, ღონის-ძიებანი, საშვალობანი, რომლითაც კაცმან უნდა იცხოვნოს სული თვისი. ღმერთი ყოველს კაცთან თითოეულად დასდებს პირობასა და აღთქმასა. როგორადაც რომ პირველი აღთქმა დასდვა ღმერთმან ადამ და ევასთან, ეგრედვე ჩვენ თვითოეულთან დასდებს იგი პირობასა და კავშირსა. როდის, რა ნაირად? როდესაც კაცი ნათელს იღებს, მაშინ ღმერთს მისცემს პირობასა და აღთქმასა. არ გახსოვსა, რას კითხავს ნათლიას მოძღვარი ჟამსა ნათლისღებისასა? - უარ-ყოფა შენ ეშმაკსა და ყოველსა მსახურებასა მისსა, და ყოველსა საქმესა მისსა, კითხავს მაშინ მოძღვარი; ხოლო ვინც ნათელს იღებს ანუ მის მაგივრად მიმრქმელი უპასუხებს: უარ-ვყოფ სატანასა და ყოველთა საქმეთა მისთა და ყოველთა მსახურებათა მისთა. შეერთდებია ქრისტესთან? ხოლო შენ უპასუხებ: შევერთდები, თაყვანის-ვცემ და მრწამს იგი. მაშასადამე კაცი ნათელ-ღებული არის ღვთის მოპირდაპირე. გარნა ამისა, ყოველთა შვიდთა საიდუმლოთა შინა ეკკლესია მისცემს კაცსა ღვთის მადლსა და შემწეობასა. რითღა გაიმართლებ თავსა შენსა შენ, ძმაო ჩემო, უკეთუ გააუქმე ესოდენი ღვთის მოწყალებანი. რას უპასუხებ ღმერთსა, ოდეს იგი გეტყვის შენ: მე შენ აღგამაღლე და განგწმიდე. ძე ჩემი წარმოგივლინე, რომელი შენთვის ჯვარს-ეცვა, ყოველი საშუალება მოგეც, რათა სული იცხოვნო, გარნა შენ არ სარგებლობ ყოვლითა ამით და ცუდად სცხოვრობ. ნათლის-ღებასა შინა შენ უარ-ჰყავ სატანა და ყოველი საქმე მისი, აღმითქვი დიდებად და თაყვანის-ცემად ჩემდა, გარნა კვალადვე ხშირად მიექცევი ეშმაკისადმი და ივიწყებ აღთქმასა შენსა. სახელი ჩემი გიწოდე და დასდევ შენზედა, გარნა ცუდითა ცხოვრებითა შენითა ხშირად ამცრობ და განჰკიცხავ სახელსა ჩემსა. რას უპასუხებს, ძმაო, კაცი ცოდვილი ღმერთსა? ამისათვის ეცადეთ, ძმანო ჩემნო, და ისარგებლეთ დიდითა მით მადლითა, რომელი ღმერთმან დასდვა ეკკლესიასა შინა. ადიდეთ ღმერთი, ვითარცა სიტყვითა თქვენითა, ეგრედვე უმეტესად საქმითა თქვენითა. უგუნურება არ იქმნება, რომ ეკკლესია უმჯობესი აღაშენეთ და თქვენ თვით კი არ შეიქმნეთ უმჯობესნი? რას გარგებს ეკლესია, თუ თქვენ თვითონ არ ეცდებით და არ მიიღებთ სწავლასა და მადლსა ეკკლესიისასა? დასასრულ სიტყვისა ჩვენისა კვალადვე მივიქცეთ ღვთისადმი, კვალადვე ვევედროთ მხურვალედ ღმერთსა, რათა ამ წმიდა ტრაპეზითგან მან მიიღოს მარადის მსხვერპლი და შესაწირავი - უწმიდესი ხორცი და სისხლი მისი და გარდამოავლინოს თქვენ ზედა მადლი თვისი. როგორც თქვენ თქვენი ეკლესია უმჯობესი აღაშენეთ და შეამკეთ, ეგრედვე თქვენ ღმერთმან სულიერად და ხორციელად აღგაშენოსთ და შეგამკოსთ. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat