წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – მოძღვრება ქრისტეს შობის წინა-კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – მოძღვრება ქრისტეს შობის წინა-კვირიაკესა ზედა
შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვალად მელმის,ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქვენ შორის (გალ.ე.ით).

მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, მიგებებად ქრისტეს შობის დღესასწაულისა. მრავალის დღის მარხვა მისთვის დააწესა წმიდამან ეკლესიამა, რათა ჩვენ, განწმედილნი სულითა და ხორცითა, ღირსებით შევეგებოთ ქრისტესა, ქვეყნად მომავალსა. ყოველნი საღმრთონი საკითხავნი, საგალობელნი, ლოცვანი, რომელნი გესმოდათ თქვენ ეკლესიასა შინა განმავლობასა შინა ამა მარხვისასა, წინადვე გვახარებდენ, მოასწავებდნენ და მოგვამზადებდენ ჩვენ, ქრისტეს შობას. მაშასადამე, უკეთუ წმიდა ეკლესია ესრედ ჰცდილობს ჩვენსა მომზადებასა, ჩვენც ჩვენითა მხრითაც უნდა ვეცადოთ და განვამზადოთ გული და გონება ჩვენი მიღებად ქრისტესა გულთა შინა ჩვენთა. მოვიხმაროთ აწ რაოდენიმე წამი განზრახვად და გამოკლევად აზრისა მის, რომელსა მოგვცემს ჩვენ წმიდა მოციქული პავლე ამ სიტყვებში: შვილნო ჩემნო საყვარელნო, რომელთათვის კვალად მელმის, ვიდრემდე გამოისახოს ქრისტე თქვენ შორის. როგორ უნდა გამოისახოს ქრისტე ჩვენს გულში? ანუ რა დამოკიდებულება უნდა იყოს ქრისტიანესა და იესო ქრისტეს შორის?

როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ერთხელ იშვა ქალწულისაგან ბეთლემს, მერმე აღიზარდა, შემდეგ იწყო სწავლა და ქადაგება, იქმოდა მრავალთა სასწაულთა, ბოლოს ივნო, ჯვარს ეცვა, მოკვდა, დაიმარხა, აღსდგა მკვდრეთით და ამაღლდა ზეცად, მსგავსად ამისა იგივე ჩვენი უფალი იესო ქრისტე ხელ-ახლა ყოველი ქრისტიანე კაცის გულში უნდა იშვას, აღიზარდოს, იწყოს სწავლა და ქადაგება, სასწაულები ქმნას, ივნოს, ჯვარს ეცვას, აღსდგეს მკვდრეთით და ამაღლდეს ზეცად.

შენ ქრისტიანე ხარ, ძმაო ჩემო, და უეჭველია არა ერთგზის გიფიქრია იესო ქრისტეზე, ათასჯერ გილოცავს მის სახელზე, გარნა ნუ გაგიკვირდება, თუ გითხრა რომელ იესო ქრისტე, იქნება, ჯერ არც კი დაბადებულა შენთვის, ანუ შენს გულში. როდის დაიბადება, ანუ რა სახით დაიბადება ქრისტე კაცის გულში, გკითხავ მე შენ? მხოლოდ იმ წამს, ძმაო, როდესაც შენ იგრძენ ჭეშმარიტი და ნამდვილი სიყვარული იესო ქრისტესი. რა სიყვარული არის ეს, იფიქრებ შენ. მე მეგონა, რომ კიდეც მიყვარდა იესო ქრისტე? როგორ აგიხსნა მე, ძმაო, რა არის სიყვარული? სიყვარულს კაცი ვერ ახსნის სიტყვითა, თუმცა გულში კი გრძნობს. მაგრამ, იქმნება, რომლითამე მაგალითითა გაცნობო, რა არის სიყვარული: იქმნება შენ ვინმე გყავდეს ყოველთა უსაყვარლესი პირი, ანუ მეუღლე, ანუ შვილი, ანუ მეგობარი. წარმოიდგინე, რომ იგი დიდი ხანი არ გენახოს და მერმე უცებ დაინახო, რას გრძნობ მაშინ? გული დაიწყებს ძგერასა; სული გაგინათლდება; რაღაცას გამოუთქმელს სიხარულს იგრძნობ. სწორედ ეგრედვე უნდა იგრძნოს ერთხელ მაინც კაცმა, როდესაც იგი იფიქრებს იესო ქრისტესა ზედა, და მაშინ მხოლოდ დაიბადება ანუ გამოისახება ქრისტე მის გულში. უკეთუ ესრედი გრძნობა არ გაუჩნდა კაცს გულში, მისთვის ქრისტე არ არის დაბადებული.

როდესაც ესრედ ქრისტე გამოისახა, ანუ დაიბადა სიყვარულის საშუალებითა შენს გულში, მერმე იგი უნდა გადიდდეს, ანუ გაიზარდოს მუნვე. იგი გაიზრდება მაშინ, როდესაც შენ ფიქრობ მას ზედა სიყვარულითა და ლმობიერებითა. როგორადაც კაცი კაცს დაუახლოვდება, მაშინ იგი შეიტყობს მისსა ხასიათსა, მისთა აზრთა, სურვილთა, ერთი სიტყვით, იცნობს მას და ყოველთა მისთა თვისებათა, ეგრედვე უნდა ეცადო და გაიცნო იესო ქრისტე. როდესაც კაცს გაიცნობ და დაუახლოვდები, ამ ორში ერთი მოხდება: ან შეატყობ, რომ იმ კაცს ბევრი ცუდი თვისება აქვს და ბევრი ცუდი ხასიათი, და შეწუხდები ამაზე და აღარ შეიყვარებ, ან შეატყობ, რომ ის კაცი კეთილი არის, მრავალი კარგი თვისება აქვს და უმეტესად შეიყვარებ მას და მიუახლოვდები. მზგავრად ამისა, ოდეს ხშირად ფიქრობ და მახლობლად გაიცნობ იესო ქრისტესა, იცნობ, ვითარი განუსაზღვრელი ღვთაებრივის სიკეთისა და სისრულის სახე იყო იესო ქრისტე, რასაკვირველია, უმეტესად შეიყვარებ მას, და ესრედ, ღვთაებრივი მისი სახე გადიდდება და გაიზრდება შენს გულში.

ესრედი დაახლოება და გაცნობა იესო ქრისტესი, რასაკვირველია, არ დარჩება უქმად შენს გულში; იგი იწყებს სწავლასა და ქადაგებასა შენს შორის. ჰოი, ვითარცა სიტყვათა გეტყვის იგი! ვითარცა გრძნობასა გააჩენს იგი შენს გულში: იგი იწყებს სწავლასა და ქადაგებასა შენს შორის. ჰოი, ვითარცა სიტყვათა გეტყვის იგი! ვითარცა გრძნობასა გააჩენს იგი შენს გულში! ვითარცა გაუმაძღარსა წყურვილსა ღვთაებრივისა მადლისასა, ვითარცა მისწრაფებასა, ვითარცა ნუგეშსა, ვითარცა მწუხარებასა, ვითარცა ნეტარებასა! მწუხარებას -მაშინ, უკეთუ შენ შთავარდი ცოდვაში და უღალატე მას; ნეტარებასა - მაშინ, როდესაც შენ ჰგრძნობ მისსა სიახლოვესა. ქრისტე ღმერთი დაუცხრომელად ქადაგებს გულსა შინა მოყვასისასა; ასწავლის მას, ანათლებს, სწმედს მისსა ზნეობასა და ყოფაქცევასა. როგორადაც რომელმანმე ბრძენმა მოძღვარმა აიყვანოს ჭაბუკი მცირეწლოვანი, შეუდგეს მისსა სწავლასა და განათლებასა, დღითი დღე აღიყვანდეს მას ხარისხისთგან ხარისხამდე, გაშლიდეს მისსა ჭკუასა, მართავდეს მისსა ზნეობასა, ვიდრემდის შეიყვანოს იგი სრულსა ჰასაკსა შინა, ეგრედვე ქრისტე ღმერთი ზრდის სულსა იმ კაცისასა, რომლის გულში იგი გამოისახა და იზრდება.

ესრედი ქადაგება, სწავლა და ხელმძღვანელობა ქრისტეს მადლისა არაოდეს არ დარჩება უნაყოფო კაცისათვის. კაცის გული და ზნეობა ცოტ-ცოტათი იცვლება, და კეთდება. აქ, ძმაო, ქრისტე ღმერთი იწყებს სასწაულის-მოქმედებასა შენს ბუნებაში. სასწაული არ არის ის, ძმაო, რომ გაგანათლოს შენ სწავლითა ანუ აღგიხილოს გონიერი თვალი, ვითარცა მან ოდესმე აღუხილა ხორციელი თვალი შობითგან ბრმასა: ანუ ოდეს ქრისტე ღმერთი მადლითა თვისითა კაცსა, ცოდვასა შინა შთაფლულსა, აღადგინებს, გააცოცხლებს, ცოდვას მოაძულებს და კეთილს საქმეს შეაყვარებს: ვგონებ, რომელ ეს იქნება ამის მზგავსი სასწაული, როგორადაც მან ააყენა ოდესმე ოთხის დღის მკვდარი ლაზარე.

გარნა, ძმაო ჩემო, მოქცევა კაცისა ცოდვილისა არ არის ადვილი, ერთობ ძნელი არის ყოვლისა კაცისათვის დასტოვოს ცოდვა, რომელსა იგი მიეჩვია, რომელი გარდაიქცა თითქმის მისდა ბუნებად, და მიიქცეს კეთილისა ყოფაქცევადმი. დიდად უჭირს მას ეს: დიდსა მწუხარებასა ჰგრძნობს იგი, ოდესაც სურს დაივიწყოს თვისი საყვარელი ცოდვა და დაიწყოს წმინდა და პატიოსანი ცხოვრება. უკეთუ შენ ჰგრძნობ, ძმაო, გულში ესრედსა მწუხარებასა, გარნა, არა მიმხედველი ამისა, ჰცდილობ იწყო წმინდა ცხოვრება და ყოველსავე სულგრძელად ითმენ უფლისა იესო ქრისტესათვის, იცოდე, რომ თვით უფალმა იესო ქრისტემ იწყო შენს გულში ეს მწუხარება და ვნება.

გარნა, ოდეს შენი მწყხარება და თმენა ერთობ გადიდდა, ოდეს ცოდვამან ერთობ იწყო ძალადობა გულში და ტანჯვა შენი, გარნა შენ არა მიხედე ამას, არამედ სძლიე ცოდვასა, მაშინ შენ ჯვარცმულ ხარ უფლისა იესო ქრისტესთანა: სოფელი შენიდამო ჯვარცმულ არს და შენ სოფლისათვის, ვითარცა იტყვის პავლე მოციქული; ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯვარს აცვეს ვნებითურთ და გულისთქმით; გარნა უკეთუ შენ ქრისტესა თანა ჯვარცმულ ხარ, უთუოდ რომ ქრისტესთანა აღსდგები მკვდრეთით.

აჰა, ძმანო, რას ნიშნავს სიტყვა პავლე მოციქულისა: ვიდრემდის გამოისახოს ქრისტე თქვენს შორის. იგივე წმინდა მოციქული პავლე იტყვის: თუ ცოცხალი ვარ ახლა, ჩემით არ ვარ ცოცხალი, არამედ ქრისტე სცხოვრებს ჩემს შორის. შენს გულშიდაც უნდა სცხოვრებდეს ქრისტე! ცხოვრება მისი ხელახლად უნდა განმეორდეს შენს გულში ნაცვლად საკუთარისა ნებისა, ცოდვის უწმიდურის სურვილისა, ქრისტეს ნება, ქრისტეს სურვილი, ქრისტეს ნათელი ჰსუფევდეს შენს გულში, ერთი სიტყვით, ქრისტეს ტაძრად, ქრისტეს სადგურად უნდა გახდეს შენი გული, რომელიც და ინებოს ქრისტემან. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat