წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა კზ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა კზ-სა კვირიაკესა
ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისათა (ეფეს. ვ, ი.)

ვინც კარგად გასინჯავს ცხოვრებასა აწინდელთა ქრისტიანეთასა და კარგად წარმოიდგენს სულიერსა მათსა მდგომარეობასა, ნახავს, რომელ იგინი სრულიად არა თუ არ ფიქრობდენ, რა დიდი და ძნელი საქმე არის კეთილი ქრისტიანობრივი მოქალაქეობა, და რაოდენსა შრომასა და სიფრთხილესა მოითხოვს ჩვენგან აღსრულება სულიერისა მოვალეობისა ჩვენისა, არამედ ესრედ იფიქრებს კაცი, რომელ იგინი დარწმუნებულ იყვნენ, ვითომც ამაზედ უადვილესი საქმე არ იყოს ქვეყანაზედ. რაში გამოუჩნდება აწინდელთა ქრისტიანეთა, რომელ მათ ახსოვთ, თუ რაოდენსა სიმტკიცესა და მოთმინებასა მოითხოვს ჩვენგან აღსრულება ქრისტეს მცნებათა? არც ლაპარაკში, არც ყოფა-ქცევაში და მოძრაობაში არა სჩანს, რომ იგინი ფიქრობდნენ ამაზედ, ფიცხლად განარჩევდნენ კეთილსა და ბოროტსა, ცოდვასა და მადლსა. ყოველი მათი სიტყვა, საქმე დაფუძნებულ-არს მხოლოდ ამ სოფლის ანგარიშზედ: დილითგან საღამომდის მიცემული აქვსთ მათ თავი ამაოისა სოფლისადმი; განმავლობასა შინა მთელის დღისასა ერთხელაც არ გაახსენდებათ მათ ღმერთი, ერთხელაც არ მიაქცევენ იგინი გულსა ღვთისადმი, თუმცა ენითა ხშირად ახსენებენ სახელსა მისსა. თვით უმცირესი განსაცდელი მოაკლებს მათ სასოებასა და სიყვარულსა ღვთისასა; უკანასკნელი დაბრკოლება საკმაო არს შეირყიოს მათი სარწმუნოება, განაშოროს გული მათი ღვთისაგან, ერთი სიტყვით, ცხოვრება აწინდელთა ქრისტიანეთა ცხადად გამოაჩენს, თუ ვითარ სუსტ და გამოუცდელი არიან იგინი მსახურებასა შინა ღვთისასა.

გარნა წმიდა მოციქული პავლე გვამცნებს ჩვენ, რა დიდი და მძიმე საქმე არს კეთილი ქრისტიანობრივი ცხოვრება, რა ფრთხილ და მღვიძარე უნდა იყოს კაცი, რომელსა სურს კეთილად იღვაწოს და მიაღწიოს სასუფეველსა ღვთისასა. განძლიერდით უფლისა-მიერ, გვეტყვის იგი, ესე იგი: დიდი ღონე და ძალა იხმარეთ სულიერსა ცხოვრებასა შინა, და არა თუ მხოლოდ თქვენი საკუთარი ძალა, არამედ ძლიერება უფლისა. განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისათა. იგი გვასწავლის ჩვენ, რომელ მოქალაქობა ქრისტიანობრივი არის დაუცხრომელი ბრძოლა, და ბრძოლა არა სისხლთა და ხორცთა მიმართ, არამედ მთავრობათა მიმართ ბნელისა სოფლისა მპყრობელთა; რომელ ქრისტიანე ყოველთვის უნდა იყოს აღჭურვილ სულიერითა საჭურველითა, ვითარცა მხედარი ომსა შინა, გამზადებული საომრად, მდგომარე წინაშე მტერისა, ვინაითგან სულიერნი მტერნი მისნი, ვითარცა ლომნი, მზად არიან ყოველს წამს შთანთქმად მისა. ეგრეთვე სხვათარცა საღმრთოთა წერილთა შინა ამოვიკითხავთ, რომელ ქრისტიანობრივი მოქალაქობა არის უმთავრესი და უმძიმესი საქმე ჩვენი ამ სოფლად ცხოვრებისა, რომელ ქრისტიანე უმჯობესსა კერძოსა და უმაღლესსა ძალასა სულისა და გულისა თავისისასა უნდა იხმარებდეს აღსასრულებლად ქრისტეს მცნებათა; რომელ ყოველ-დღე და ყოველს წამს შეემთხვევიან მას ყოველნი განსაცდელნი და დამაბრკოლებელნი მიზეზნი, რომელთა იგი უნდა მარადის ებრძოდეს: მტერნი ხილულნი და უხილავნი, სოფელი ესე, ბოროტნი კაცნი, თვით შინაგანი მისნი ვნებანი, ავნი მიდრეკილებანი მარადის აცდუნებენ მას და განაშორებენ ღვთისაგან; შესვლა სასუფეველსა შინა ღვთისასა არის ძნელი და მძიმე, გზა მიმყვანებელი მას შინა ვიწრო; და არა მრავალნი არიან რომელნი ვლენან მას ზედა, კარის ბჭე მისი იწრო და მცირედნი არიან, რომელნი შევლენ მას შინა; თუმცა მრავალნი არიან წოდებულ, გარნა მცირედნი რჩეულნი. მას და ამის მსგავსსა მრავალსა ხშირად გვეტყვის ჩვენ საღმრთო წერილი, რათა ვიევნეთ ფრთხილი და მტკიცედ, არა დავიძინოთ ცოდვათა შინა ჩვენთა და, წარტაცებულნი სოფლისა ამის ამაოებითა და ბოროტებითა, არ მივცეთ დავიწყებასა მაღალი და ძლიერი სულიერი მოვალეობა ჩვენი.

ყოველნი ესე სიტყვანი და მცნებანი საღმრთოსა წერილისა თვით საქმით განამართლებს ყოველთა წმინდათა ცხოვრებათა შინა თვისთა. ერთი ქონდათ მათ ამ სოფელში აზრი და ზრუნვა, რათა არა სცოდონ, არამედ კეთილად აღასრულონ მცნებანი ღვთისანი. არცა ერთს წამს არ დაავიწყდებოდათ მათ ეს ჰაზრი, თუმცა ზოგნი მათგანნი მრავალთა და დიდთა საქმეთა შინა ამა სოფლისათა იყვნენ გართულნი და ასრულებდნენ დიდთა თანამდებობათა. ხოლო ზოგნი მათგანნი სრულიად დაუტევებდნენ ამ სოფელს, ცხოვრებდნენ უდაბნოთა შინა, მისთვის,რომ ეშინოდათ, რათა სოფელმან არ აცდუნოთ იგინი და არ შთააგდოს ცოდვასა შინა. გარნა შენ, რომელი ცხოვრებ ამ სოფელში, შენ, რომელნი შთაფლულ ხარ ამაოებასა შინა ამ სოფლისასა, გარემოცულ ხარ მრავალთა და მძიმეთა განსაცდელთაგან, ყოველდღე ხედავ ათასთა ცუდთა მაგალითთა, ხოლო კეთილსა ვერც ერთხელ ვერ ნახავ გარემოსა შენსა, შენ არა ზრუნავ და არა რაისა გეშინის; შენ ფიქრობ, რომ ადვილად შეგიძლია ცხოვნება სულისა შენისა, და, თუმცა ხშირად გრძნობ, რომ მრავალ გზის სცოდავ, გარნა მწუხარე არა ხარ, მალე გავიწყდება სიცოდვე შენი და გული არ გეწვის. უმცირესი ამ სოფლის ზარალი, ან ერთი მცირე სოფლიურის სარგებლობის მოკლება უმეტესად გაწუხებს შენ და მოგაკლებს ნუგეშსა, ვიდრე სიცოდვე და ავი სულიერი მდგომარეობა შენი.

ქრისტეს სჯული, დიდი და მაღალი შენი სულიერი მოვალეობა არა თუ მაშინ უნდა გახსოვდეს, როდესაც შენ სდგეხარ ეკლესიაში, არამედ უმეტესად მაშინ როდესაც შენ ხარ ეკლესიაში, არამედ უმეტესად მაშინ როდესაც შენ ხარ შენს სახლში და სოფელში და აღასრულებ ნიადგთა შენთა საქმეთა; გარნა, საუბედუროდ, სხვათა აწინდელთა ქრისტიანეთა შორის, შენ ღმერთს მოიგონებ მხოლოდ ეკლესიაში და როდესაც გახვალ იქიდგან, დაიწყებ ჩვეულებრივთა შენთა საქმეთა, მაშინ სხვა ანგარიში გაქვს და სხვა საფუძველზედ მოქმედებ. ღა ზომად დაემორჩილე შენ, ძმაო, სჯულისა ქრისტესა, რა სიღრმეზედ შევიდა შენს გულში მადლი ღვთისა, გაიბა თუ არა შენს გულში ფესვი სიტყვამან ღვთისამან, ამაზედ შენ არ ფიქრობ; არ განიკითხავ არასოდეს, უახლოვდები, თუ შორდები სასუფეველსა ღვთისასა. გარნა თუ გახსოვს სჯული შენი და გაძლიერებული ხარ სიმტკიცითა ძლიერებისათა უფლისათა, ადვილად წინ აღუდგები ყოველთა განსაცდელთა ცოდვისათა, ადვილად წარმართავ სულიერსა სულსა შენსა ყოველთა მტერთა და მაცდუნებელთა შორის.

წმინდა მოციქული პავლე გვასწავებს ჩვენ იმასაც, რა სახით განძლიერდება ქრისტიანე და რა სახით შეუძლიან დაიცვას თავი ყოველთა განსაცდელთა შორის; მოირტყენით წელნი თქვენნი ჭეშმარიტებითა, გვეტყვის იგი და შეიმოსეთ ჯაჭვი სიმართლისა. სოფელი ესე არის ზღვა სიცრუისა უსამართლოებისა. აღელვებულსა ამა ზღვასა და შთაინთქმის ქრისტიანე, უკეთუ არ არის იგი შემოსილ სიმართლითა და ჭეშმარიტებითა შეიხსენით ფერხთა თქვენთა განმზადებულობა სახარებისა მის მშვიდობისა, ესე იგი, ყოველთა თქვენთა მიმოსვლათა და ზრუნვათა შინა ამა სოფლისათა გახსოვდეთ და დაიდევით გულთა შინა თქვენთა მშვიდობა იგი, რომელი მოგცა თქვენ მადლმან სახარებისამან. ყოველთა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისა, განაგრძობს მოციქული სიტყვასა თვისსა. სარწმუნოებითა წინააღუდგება და სძლევს კაცი ყოველთა განსაცდელთა. ჩაფხუტი იგი ცხოვრებისა დაიდგით და მახვილი იგი სულისა, რომელ არს სიტყვა ღვთისა. აჰა, ვითარ უნდა იყოს აღჭურვილი ქრისტიანე ბრძოლასა შინა თვისსა; სამოსელი მისი უნდა იყოს სიმართლე და ჭეშმარიტება, თავსახურავად უნდა ჰქონდეს სარწმუნოება, ხელში უნდა ეპყრას მახვილად სიტყვა ღვთისა. ესრეთ მხოლოდ აღჭურვილი ქრისტიანე სძლევს სულიერთა მტერთა, უვნებლად გაივლის ყოველთა განსაცდელთა შორის და გვირგვინოსან იქმნება სასუფეველსა შინა ღვთისასა, რომლისა მიღწევასა გვაღირსოს ჩვენ ყოველთა ღმერთმან მადლით თვისთა. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat