წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა კზ-სა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა კზ-სა კვირიაკესა ზედა
მიუგო შესაკრებელის-მთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათსა განჰკურნა იგი იესო, და ეტყოდა ერსა მას: ექვსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ, და ნუ დღესა შაბათსა ( ლუკ. იგ, იდ)

უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, ვითარცა გვესმა დღეს წაკითხულისა სახარებითაგან, ერთს შაბათის დღესა განჰკურნა ერთი მძიმედ უძლური ქალი შესაკრებელსა შინა, ანუ სალოცველსა ურიათა. წინამძღვარი შესაკრებლისა მის, ნაცვლად მადლობისა და პატივის-ცემისა, განრისხდა და სთქვა: ექვსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა. რას ნიშნავს, ძმანო, ეს საკვირველი მრისხანება ამ მოძღვრისა? როგორ მოხდა, რომელ ეს კაცი, სასწაულის მხედველი და საწყალისა დედაკაცისა გაბედნიერების მოწამე, ნაცვლად სიხარულისა შეყვარებისა, მრისხანე და მწუხარე არს? ძმანო ჩემნო საყვარელნო! ეს მოხდა შურისაგან; შურმან დააბნელა ესოდენ გული მისი, რომელ ნაცვლად სიყვარულისა და რწმუნებისა, მას გაუჩნდა გულში მრისხანება და სიძულილი. რაი არს შური? შური არს მწუხარება, რომელსა კაცი ჰგრძნობს გულში, ოდეს იგი ჰხედავს სიკეთესა, წარმატებასა და ბედნიერებასა თვისის მოყვასისასა. ესრედ, იმ შესაკრებელისა-მოძღვარმან, იხილა რა დიდი სასწაული უფლისა და იფიქრა, რომელ ამ სასწაულისათვის მოემატა უფლისა სიყვარული, პატივი და რწმუნება ყოვლისა ერისაგან, ხოლო თვით მას, შესაკრებელის-მოძღვარსა, ესენი მოაკლდენ, ეწყინა და განრისხდა გულითა თვისითა.

თვით ამ მაგალითითგან სჩანს, თუ ვითარ საშინელი და მავნებელი არის ცოდვა ესე შურისა, ოდესაც კაცი, მხედველი მოყვასის სიკეთისა და ბედნიერებისა, გრძნობს გულში არა სიხარულსა, არამედ მწუხარებასა და მრისხანებასა, ცხადად აჩვენებს მათ, თუ ვითარ შორ-არს მისგან სული იესო ქრისტესი; და უკეთუ ვინმე ხშირად გრძნობს გულში ესე ვითარცა მწუხარებასა და არა ცდილობს, რათამცა შეიტყოს თვისი სულიერი მდგომარეობა, განიშოროს გულითგან საშინელი ესე ვნება, არ შთავარდებაა იგი ბოლოს საფრთხესა მტერისასა და არ დაკარგავსა იგი სრულიად მადლსა ქრისტესსა? შური და მადლი ქრისტესი, შური და სიყვარული ვერ დაადგრებიან გულსა შინა ერთისა და იმავე კაცისასა. ეს არის პირველი მიზეზი, რომლისათვისცა ჩვენ თანამდებ-ვართ ვეკრძალებოდეთ საშინელსა ამა ვნებასა.

მეორე მიზეზი, რომელი გადააქცევს ცოდვასა ამას უსაშინელეს მტრად სულისა ჩვენისა, ის არის, რომელ შურსა შეუდგებიან მრავალნი სხვანი ცოდვანი; ვინაითგან შური მისდრეკს კაცსა უნებრივად მრავალთა სხვათა ცოდვათადმი. დასამტკიცებელად ამისა შეგვიძლიან ჩვენ მოვიყვანოთ მრავალნი მაგალითნი, ვითარცა საღმრთოითა წერილითგან, ეგრედვე სამოქალაქო ისტორიითგან. საითგან შემოვიდა სოფელში კაცთა შორის ცოდვა და სიკვდილი, თუ არა შურისაგან, რომელი იგრძნო ეშმაკმან, მხედველმან ბედნიერებისა და უმანკოებისა ჩვენის წინაპირისამან, და აცდუნა იგი? არა შურმან დასდვა ქვეყანაზედ დასაწყისი უსაშინელესისა ცოდვისა, ესე იგი, კაცის კვლისა, დასთესა რა სიძულილი პირ-მშოთა ძმათა, კაენსა და აბელსა შორის და მოაკვლევინა რა პირველსა მეორე? რა შურისაგან განსყიდესა უმანკო იოსებ ძმათა მისთა ეგვიპტედ? რისგან მოხდა, თუ არა შურისაგან, რომელ მეფე საულ სდევნიდა და მრავალ-გზის მოინდომა სიკვდილი დავით წინასწარმეტყველისა? ბოლოს, რამ დააბნელა გონება ჭკუა ფარისეველთა და მწიგნობართა ესოდენ, რომელ მათ არ მიიღეს მაცხოვარი და არა რწმენა მისი? ვითარ არ გაუკვირდება კაცსა, ვითარ არ იფიქრებს იგი, თუ რა საშინელი აქვს შურსა ძალა და მოქმედება გულსა ზედა კაცისასა, ოდეს იგი წაიკითხავს სახარებასა შინა, რომელ ფარისეველნი თვალითა ხედვიდენ სასწაულთა ქრისტესთა, ხედვიდენ ბრმათა თვალახილულთა, მკელობელთა განკურნებულთა, მუნჯთა მღაღადებელთა, ყრუთა მსმენელთა, ლაზარეს, ოთხის-დღის მკვდარსა, საფლავით გამომავალსა, ოთხი ათასსა კაცსა ხუთითა პურითა გამაძღართა, მზესა დაბნელებულსა, მიწასა შერყეულსა და სხვათა საკვირველთა საქმეთა, გარნა მაინც არ აღიარებენ იესოს მაცხოვრად, მაინც სძულდათ იგი და ბოლოს ჯვარს-აცვეს? რომელი-ღა მაგალითი გვინდა ამის მეტი, რომ შევიტყოთ, რის შემძლებელ-არს შური გულსა შინა კაცისასა?

ესოდენნი მაგალითნი შეგვიძლიან კიდევ განვამრავლოთ მაგალითებითა სამოქალაქო ისტორიითგან; შეგვიძლიან ვაჩვენოთ მაგალითი, რომელთა შინა ზოგიერთნი მეფენი, აღძრულნი შურითა, აღაოხრებდნენ მრავალთა ქვეყანათა, შურსა თვისსა შესწირვიდენ კეთილ-დღეობასა თვისთა ქვეშემრდომთასა; შური აღძვრიდა მტერობასა მცხოვრებთა შორის ერთისა და იმავე ქვეყანისათა და გააჩენდა მათ შორის ბრძოლასა და ესრედ მოწყვეტდა მრავალთა ერთა. გარნა რა საჭირო არს, ძმანო, რომ შორითგან მოვიყვანოთ მაგალითნი? გარემოს ჩვენსა მომოვიხედოთ, ჩვენს თავზედ ვიფიქროთ, ჩვენი თავი ვიცნათ!

მრავალთა ცოდვათა შინა ვართ ჩვენ დანაშაულ ღვთისა წინაშე; მრავალ-ფერად ვამწარებთ ღმერთსა ჩვენ, მცხოვრებნი ამა ქვეყნისანი, ვითარცა კაცნი ცოდვილნი, გარნა, ვგონებ, უპირველესი ჩვენი ვნება არის შური; რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ჩვენ ამ საშინელის ვნებისადმი. ღმერთო! მოვა ოდესმე ის დრო, რომ, ბოლოს ჩვენ ვიცნათ თავი ჩვენი? მოვა ოდესმე ის ჟამი, რომ შევიტყოთ, ბოლოს, რასა შინა მდგომარეობს ჩვენი უბედურება, რა გვტანჯავს ჩვენ და რა გვაკლებს კეთილ-დღეობასა და წარმატებასა სულიერსა და ხორციელსა? მოვა ოდესმე ის დრო, რომ მადლმან შენმან, ღმერთო, განანათლოს გული ჩვენი და ბოლოს ვსთქვათ: აჰა, მტერი ჩვენი, აჰა ჩვენი მომაკვდინებელი, აჰა, ის გვტანჯვიდა ჩვენ, აჰა ვინ გვაშორებდა ჩვენ იესო ქრისტეს მადლისაგან და ყოვლისა სიკეთისაგან! ჭეშმარიტად, ძმანო ჩემნო, შური არის ერთი დიდი და უწყალო მფლობელი და სასტიკი უფალი საწყალთა ჩვენთა გულთა; ჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავისა ამის გველისანი. ვისი ენა გამოსთქვამს, ვისი კალამი აღწერს ურიცხვთა ვნებათა, რომელნი წარმომდინარეობდნენ ამ მოწამლულისა წყაროისაგან და გააშორებენ ჩვენს ქვეყანასა შინა ყოველსა კეთილსა? არ არის არცა ერთი ეჭვი, რომელ მცხოვრებნი ამა ქვეყნისანი ას-წილ იქმნებოდნენ უბედნიერეს, უკეთუმცა არ იყოს მათ შორის შური და ნაყოფი მისი, შურის-ძიება! უეჭველია, რომელ უმრავლესი ნაწილი ჩვენთა ნაკლულევანებათა, ცოდვათა და ბოროტთა მოქმედებათა გამოდის ამ წყაროისაგან. ძველად, აღძრულნი შურითა მცხოვრებნი ამ მცირე ქვეყნისანი, განიკერძოებოდნენ მრავალ-ნაწილად, ებრძოდენ და აოხრებდნენ ერთი მეორესა: რაჭის მთავარნი ეჩხუბებოდნენ შორაპნის მთავართა და აოხრებდნენ; წარჩინებულის კაცის მცხოვრებნი განუცხადებდენ ომსა იმერეთის მეფეთა; იყო ერთი დიდი ჩხუბი, განხეთქილება, მეფის ღალატობა, მტერთადმი მიდრეკილება, და ესე ყოველი ურთიერთობრივისა შურისაგან. აწ, ამ ჩვენ დროში, მადლითა ღვთისათა და მოწყალეობითა შემძლებელისა მთავრობისათა, არ შეიძლება იყოს ის ცხადი ომი და მოოხრება, გარნა შურმან სხვა გზა და ბილიკი გამოირჩია, სხვა ფერი მიიღო, სხვაფერად მოქმედობს აწ. ახლა შური იგონებს ცილის-წამებასა; შური სთესავს სიძულილსა ძმათა შორის, მეზობელთა შორის; შური ცეცხლად ეკიდება მრავალთა კაცთა და შეაგონებს მრავალთა უმსგავსთა საქმეთა, შური სთხრის ორმოსა, სადაცა მოყვასმან შთააგოს მოყვასი თვისი. გარნა ყოვლად უსაშინელესი და გულის მომაკვდინებელი მოქმედება შურისა ჩვენს შორის ის არის, რომელ იგი არა ზოგავს უმახლობელესთა ნათესავთა; მან დაარღვია ბედნიერება მრავალთა ოჯახთა, განაშორა ძმა ძმისაგან, მამა შვილს შეაძულა; დაარღვია ყოველნი საღმრთონი კავშირნი.

რა არის, ძმაო, მიზეზი ესრედის საშინელისა ჩვენისა მიდრეკილებისა შურისადმი? შეიძლება ახსნას კაცმან, რისთვის გვაქვს ჩვენ, მცხოვრებთა ამა ქვეყნისათა, უმეტესი მიდრეკილება ამ ვნებისადმი, ვიდრე მცხოვრებთა სხვა ქვეყნისათა? შეიძლება, ძმაო ჩემნო ვაჩვენოთ რამოდენიმე მიზეზი, რომელნი, თუმცა სრულიად არ ახსნიან, რისთვის ვართ ჩვენ უმეტესად მიდრეკილნი შურისადმი, ვიდრე სხვანი, გარნა ცხადყოფენ, თუ რა განაძლიერებს ჩვენს შორის ვნებასა ამას.ერთი მიზეზთაგანი, რომელი შობს და განავრცელებს ვნებასა ამას ამ ქვეყანაში, ვგონებ, უნდა იყოს უსაქმობა, ანუ უქმად დროების გატარება. ერთი მაგალითი ახსნის ამას. ვსთქვათ, ერთს რომელსამე სოფელსა შინა არიან ორი ვინმე ოჯახის პატრონნი. ერთი მათგანი არის კაცი ვინმე ჭკვიანი, შრომის მოყვარე, მეცადინე, ესრედ რომელ კარგად დაესახლა და მრავალი შეიძინა; ხოლო მეორე არის კაცი მცონარე, უქმი და უმეტესად კარგავს, ვიდრე შეიძენს: ამ მეორე კაცს გაუჩნდება გულში შური და სიძულვილი. ნაცვლად მისა, რომ თვითონ გაისარჯოს და შეიძინოს რაიმე, იგი ცდილობს, რომ დააბრკოლოს და წაახდინოს მეზობელი თვისი. მრავალ-გზის მომხდარა ეს მაგალითი ჩვენს შორის.

მეორედ, თვით უმძიმესი მიზეზი შურის გაძლიერებისა ჩვენს შორის ის არის, რომელ სჯული ქრისტესი, მადლი და სული სახარებისა, ვითარცა ცხად-არს, ვიდრე აქამომდე არ შესულა სიღრმესა შინა გულისა ჩვენისასა, არ დაუმორჩილებია ჩვენი ბუნება. დავარდნილსა ბუნებასა კაცისასა ყოველთვის ქონდა და აქვს მიდრეკილება ყოვლისა ბოროტისადმი, გარნა მადლი ქრისტესი უნდა იყოს აღვირად ჩვენდა ვნებათა. შური არის სნეულება სულისა ჩვენისა; გარნა ყოველსა სნეულებასა აქვს თვისი წამალი. წამალი შურისა არის ქრისტეს სიყვარული. განძლიერდა ჩვენს გულში ქრისტიანებრივი სიყვარული,- მოუძლურდა შური და სიძულილი; დამცირდა ქრისტეს მადლი და სიყვარული ჩვენს გულში, გაცოცხლდა შური, აღიმაღლა თავი შურმან და სიძულვილმან. იესო, მაცხოვარო ჩვენო! განაშორე ჩვენგან შური და სიძულილი; დაშრიტე ცეცხლი იგი დამწველი გულისა ჩვენისა, მოსწყვიტე მადლითა შენითა გველი, რომელი ძველთაგანვე ბუდობს გულთა შინა ჩვენთა, და ნაცვლად მისა მოგვეც სიყვარული და ერთობა. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat