წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა კზ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა კზ-სა კვირიაკესა
მიუგო შესაკრებლის-მთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათსა განჰკურნა იგი იესე, და ეტყოდა ერსა მას: ექვსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურებოდეთ, და ნუ დღესა შაბათსა (ლუკ, იგ. იდ)

უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, ვითარცა გვესმა დღეს წაკითხულისა სახარებითაგან, ერთს შაბათის დღეს განჰკურნა შესაკრებელსა შინა ურიათასა დედაკაცი უძლური, რომელი უმეტეს თვრამეტის წლისა იყო დარონებული და ვერ შეეძლო ზე-ახილვად. მოძღვარსა მის შესაკრებელისასა არა თუ არა იამა ესრეთი ქველის-მოქმედება მაცხოვრისა და ბედნიერება იმა დედაკაცისა, არამედ მრისხანებით აყვედრა მუნ შეკრებილსა ერსა: ექვსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ, და არა დღეთა შაბათსა. ამით შესაკრებელის მთავარი შეაგონებს ერსა, ვითომც მაცხოვარმა დაარღვია მეოთხე მცნება, მაშინ, როდესაც მან უმჯობესად აღასრულა იგი. მეოთხესა მცნებასა შინა ღმერთი უბრძანებდა ურიათა: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი; ექვსთა დღეთა შინა იქმოდე ყოველთა საქმეთა, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღმრთისა შენისა. მაშასადამე, ამა მცნებასა შინა ღმერთი პირდაპირ უბრძანებს ქმნად კეთილთა საქმეთა. ვინაითგან იტყვის: წმიდა ჰყავ იგი; ცხად არს, რომელ ოდესაც მაცხოვარი შაბათის დღეს განჰკურნებდა სნეულსა, იგი პირდაპირ აღასრულებდა მცნებასა მას; გარნა ურიანი მრავალ-გზის აყვედრებდნენ მას და ეტყოდნენ: მან დაარღვია მცნება შაბათისა, იგი არ ასრულებს სჯულსა ჩვენსა! რა იყო ამის მიზეზი? ისა, ძმანო ჩემნო, რომელ ყოველთა ურიათა და უმეტეს ბრმათა მოძღვართა და სჯულის მასწავლებელთა მათთა ახსოვდათ მხოლოდ ასო სჯულისა და არა შინაგანი ჰაზრი მისი; იგინი აღსრულებდნენ მხოლოდ გარეგანსა მოთხოვნილებასა სჯულისასა და არა მისდევდნენ საგანსა, ანუ ჰაზრსა მისსა; იგინი საკმაოდ რაცხდნენ, ოდესაც ერი შაბათს დღეს დასტოვებდა ნიადაგსა მუშაობასა, უძრავად განატარებდა დროებასა, ხოლო წმიდაჰყოფდა იგი თუ არა დღესა შაბათსა რომლითამე კეთილითა საქმითა, ამას იგინი არ მისდევდდენ.

გარნა ჩვენ, ძმაო ჩემნო, ჩვენ, რომელნი ვართ ქრისტიანენი, რომელთა მაცხოვარმან მოგვცა სჯული მაღალი და სულიერი, ჩვენ, რომელთა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს შინაგანი ჰაზრი და მოთხოვნილება სჯულისა და არა მხოლოდ ასო მისი, არა დავემსგავსებითა ხშირად ამ შემთხვევაში ურიათა მათ? ნაცვლად შაბათისა ჩვენ გვაქვს უქმად კვირა და სხვანი რომელნიმე დღესასწაულნი: რა უნდა ჰქმნას ქრისტიანემან დღეთა ამათ შინა და რანაირად გაატაროს იგინი? წმიდა ჰყავ იგინი, გვიბრძანებს ჩვენცა ღმერთი. ხოლო წმიდა ჰყოფ შენ მათ არა მხოლოდ მაშინ, როდესაც უქმად განატარებ დროებასა, დასტოვებ ნიადაგსა შრომასა და მუშაობასა, არამედ მაშინ, ოდეს აღასრულებ მათ დღეთა შინა რომელსამე კეთილსა და მადლიანსა საქმესა. თუ გულში ნამდვილად გაქვს სული სჯულისა შენისა, დიდ ცოდვად უნდა მიგაჩნდეს, როდესაც კვირას, ანუ დღესასწაულს დღეს, დააკლდები წირვა-ლოცვასა; გარნა რავდენ-გზის თვით უმცირესმა მიზეზმა დაგაბრკოლა შენ მისვლად ეკლესიასა შინა. ცოდვად მიგაჩნია შენ, როდესაც დღესასწაულს დღეს ვინმე მუშაობს, გარნა ადვილად შეუნდობ შენს თავს, როდესაც მოაკლდები წირვა-ლოცვასა; სჩანს, რომ შენ გაჰხსოვს ასო სჯულისა და არა ჰაზრი მისი. გარნა ერთიცა მხოლოდ მისვლა ეკლესიაში და დადგომა წირვა-ლოცვაზედ არ იქმნება აღსრულება მცნებისა ამის, უკეთუ ჯეროვნად არ ილოცე და არ ისარგებლე წირვა-ლოცვითა, არაოდეს არ დააკლდეს წირვასა, გარნა მაინც სულიერად აღასრულოს მცნება ესე. როდესაც შენ ისმენ, ძმაო, წირვა-ლოცვასა, თუ კარგად არ გასინჯე შენი სულიერი მდგომარეობა, თუ არ ილოცე ყოვლითა სიმდაბლითა, სასოებითა და შემუსვრილითა გულითა, ერთი სიტყვით, უკეთუ წირვის მოსმენამ და ლოცვამ არ მოგანიჭა შენ უმჯობესი სულიერი მდგომარეობა, მაშინ შენცა გაქვს გულში მხოლოდ ასო მცნებისა და არა სული მისი.

ურიანი კიდევ აყვედრიდნენ მაცხოვარსა და მოწაფეთა მისთა, ვითომც ისინი არ მარხულობდენ. ფარისეველთა ჰკითხეს ერთგზის უფალს: რაისთვის მოწაფენი იოანესნი და ჩვენნი მარხულობენ, ხოლო მოწაფენი მისნი არ ინახავენ მარხვასა?

რისთვის იყო ეს კითხვა? მისთვის, რომელ ურიანი მისდევდნენ მხოლოდ ასოსა სჯულისასა და არა სულსა მისსა. კარგია მარხვა; დიდი ფასი აქვს მარხვას, გარნა მაშინ, როდესაც იგი არის ნიშანი შინაგანისა მდგომარეობისა, მონანებისა, გლოვისა, მწუხარებისა; ხოლო თუ მარხვა არის ერთი ოდენ საჭმლისა გამოცვლა, მაშინ მას არა აქვს ფასი. მარხვა ფარისეველთა მდგომარეობდა საჭმელში და სასმელში; იგინი მარხვაში ანუ გამოიცვლიდენ, ანუ მოიკლებდენ საჭმელს და სასმელსა, გარნა ყოფაქცევასა საქმეთა თვისთა არ გამოიცვლიდენ. არ ვემსგავსებითა ჩვენცა, ქრისტიანენი, აქაც ურიათა მათ? როდესაც დადგება მარხვა, მაშინ უმრავლესი ნაწილი ქრისტიანეთა გამოიცვლის მხოლოდ საჭმელსა და ჰგონებს, რომელ ამით მხოლოდ დაკმაყოფილდება მოთხოვნა მცნებისა ამის. წმიდა ეკლესია გვასწავებს ჩვენ, რათა დღეთა მარხვათასა ვერიდებოდეთ უმეტესად ცოდვასა და ცუდთა საქმეთა, და არა მხოლოდ სასმელსა და საჭმელსა; გარნა ვინ შეატყობს აწინდელთა ქრისტიანეთა, რომელ იგინი განმავლობასა მარხვისასა იქცევიან კრძალულებითა და სიწმიდითა? უკეთუ, ძმაო ჩემო, ყოფაქცევასა შენსა ჰმართავს სული სჯულისა შენისა და არა მხოლოდ ასო მისი, ეცადე, რომ მარხვათა შინა მოერიდო ცუდთა საქმეთა, და არა მხოლოდ რომელთამე საჭმელთა. ან უგუნური, ან ფარისეველი არის ის ქრისტიანე, რომელიცა დღესა მარხვისასა გამოიცვლის საჭმელსა, ხოლო ცუდსა ყოფაქცევასა არ გამოიცვლის.

ფარისეველნი ეგრედვე აყვედრებდნენ მაცხოვარსა და მოწაფეთა მისთა, ვითომც ესენი დაუბანელითა ხელითა სხდებიან სუფრასა ზედა, არ გარეცხენ ჭურჭელთა თვისთა, ჩვეულებისამებრ ურიათასა, და არ მისდევენ ეგრეთვე სხვათა, ამის მსგავსთა, გარეგანთა უსარგებლოთა ჩვეულებათა. ვიცით ჩვენ, ძმაო, სახარებითგან, თუ ვითარ უპასუხებს მაცხოვარი ფარისეველთა ამ შემთხვევაში და ვითარ გვასწავლის ჩვენ შესახებ ამის მსგავსება ჩვეულებათა. უპირატესი ჩვენი მეცადინეობა მას შინა უნდა მდგომარეობდეს, რათა განვიწმიდოთ სული და გული ჩვენი და არა მხოლოდ გარეშეობა. კაცსა შეაგინებს არა რაიმე პირითა შთამავალი სტომაქში, არამედ იგი, რაიცა ამოვალს გულისა მისისაგან. ფარისეველო ბრმაო, განსწმიდე პირველად შინაგანი იგი სასმელისა და პაროქსიდისა, რათა იყოს გარეგანიცა მისი წმიდა. აჰა, რას უპასუხებდა მაცხოვარი ფარისეველთა. ერთი სიტყვით, ძმაო ჩემო, ეცადე, რომ აგიგო და შეიძინო სული ქრისტეს სჯულისა; ნუ ატყუვებ თავსა შენსა: ნუ ჰგონებ, რომელ ოდესცა აღასრულებ ერთსა მხოლოდ ასოსა სჯულისასა, მაშინ შენ იყო ნამდვილი მოწაფე ქრისტესი. სული გააცოცხლებს, ასო მოაკვდინებს. კეთილი ხასიათი, განათლებული გონება, განწმედილი გული, მართალი და წრფელი სვლა, შიში ღვთისა და სიყვარული მოყვასისა - აჰა, რაი არს და რასა შინა მდგომარეობს ქრისტიანობა, რომელიც მოგვცეს ჩვენ ქრისტემან. ამინ.

ხატის წყარო»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat