წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
ცოდვა უნდა გძულდეს, ცოდვილი კი უნდა გიყვარდეს.
***
ყოველი ახალი ცოდვა ახალ ლაქას აჩენს ჩვენს სულზე.***
გიყვარდეს ცოდვილნი, მაგრამ გძულდეს მათი საქმენი.წმინდა ისააკ ასური
გიყვარდეს თავმდაბლობა: იგი შენს ცოდვებს დაფარავს.
წმინდა ანტონი დიდი
ვინც უსაქმურად ცხოვრობს, ის განუწყვეტლივ სცოდავს.
***
მცირე ცოდვასაც შეუძლია, ადამიანი დიდ უკანონობამდე მიიყვანოს.როგორც სიბოროტის ქმნაა ცოდვა, ასეთივეა სიკეთის აღუსრულებლობა.
წმინდა ტიხონ ზადონელი
ვერც მცირე ცოდვებით დაიმკვიდრებ ცათა სასუფეველს.
***
ვინც მცირე ცოდვაზე გაიმარჯვებს, ის დიდსაც მოერევა.დიდია ცოდვის ძალა, მაგრამ ასმაგად მეტია ღვთის მადლი.
***
სხვისი ცოდვაში ჩაგდების გამო ორმაგად ვაგებთ პასუხს.წმინდა იოანე ოქროპირი
ქრისტე მოკვდა იმისათვის, რომ ჩვენში ცოდვა მომკვდარიყო.
***
სადაც სიტყვა მრავლადაა, იქ, ჩვეულებრივ, მრავალი ცოდვაა.ილია II
სასოწარკვეთაზე დამღუპველი და საშინელი ცოდვა, სულისთვის არ არსებობს.
წმინდა სერაფიმე საროველი