წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – მოძღვრება, თქმული რაჭის უეზდის სოფლის ცახის ეკკლესიის კურთხევაზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – მოძღვრება, თქმული რაჭის უეზდის სოფლის ცახის ეკკლესიის კურთხევაზედა
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

მოგილოცავთ კურთხევასა ახლისა ამის თქვენის შრომით და წარსაგებელით აშენებულის ეკკლესიისასა!ვსთხოვ ღმერთსა, რომ ახალმან ამან ეკკლესიამან განაახლოს სულიერიცა თქვენი ცხოვრება, მოგცეს განათლება, მოგიმატოს მადლი და ნუგეში ზეციერისა მამისა. უეჭველად არის, რომ კიდეც ესრედ მოხდება, თუ თქვენი მხრითგანაც არ დააკლებთ მეცადიენეობასა და გონიერად ისარგებლებთ ახლისა ამის ეკკლესიისაგან, და არა ისრე, როგორც აქამომდე სარგებლობდით. სამწუხაროდ, არა თუ თქვენ, არამედ თითქმის ყოველგან ჩვენს ქვეყანაში ეკკლესიას ისე ვერ ეპყრობიან, როგორც ჯერ არს,ამისთვის სულიერიცა სარგებლობა მცირედი აქვსთ ქრისტიანეთა ეკკლესიისაგან. თქვენ კიდევ სხვათა უმეტესად იყავით მოკლებული ეკკლესიის მადლისაგან: უწინდელი თქვენი ეკლესია იყო ერთობ ვიწრო, შორს და მაღალს გორაზე აშენებული; ვერც მოხუცებულნი, ვერც ყმაწვილნი, ვერც დედაკაცნი ადვილად ვერ დადიოდნენ ძველს საყდარში, ავს ტაროსში და სიცივეში სულ ვერავინ ვერ მიდიოდა. ამისთვის იმ ეკკლესიას თითქმის არაფერი მნიშვნელობა არა ქონდა თქვენთვის. თქვენ თვითონ ხედავდით და გრძნობდით ამას და, დიდი ხანია, გსურდათ აშენება ეკკლესიისა მარჯვე, დაბალს ადგილზედ და აჰა, შეწევნითა ღვთისათა, დღეს აღსრულდა თქვენი სურვილი. ეს ახალი ეკკლესია არის მახლობლად თქვენდა, ამასთანავე საკმაოდ ვრცელი, მაშასადამე ყოველს კაცს შეუძლიან მოვიდეს და მოისმინოს წირვა-ლოცვა.

გარნა, როგორც წინედ ვსთქვით, თუ კაცმა არ იცის ჯეროვნად მოხმარება და სარგებლობა ეკკლესიისა, სიარული ეკკლესიაში და წირვა-ლოცვის მოსმენა, მისთვის დარჩება უსარგებლოდ. ვინც ეკკლესიაში მოვა და წირვა-ლოცვას ისმენს დაფანტულითა გონებითა, ეკკლესიითგან რომ გავა, არაფერი მადლი არ გაყვება; ზოგიერთნი საცოდავნი, უსწავლელნი კაცნი ისე ფიქრობენ, რომ ოღონდ წირვას დაესწროს, ორიოდე პირჯვარი გადაიწეროს, მეტი არაფერი საჭირო არ არისო. რას კითხულობენ ეკკლესიაში და რას გალობენ? რა დარიგება, რა აზრები იყო წარკითხულსა სახარებასა და სამოციქულოში, რას ნიშნავს და რას მოასწავებს სხვა და სხვა მოქმედება ეკკლესიასა შინა? ამას არავინ არ კითხულობს. მაგალითად ვსთქვათ: შენ ხედავ საყდარში მრავალს ანთებულს სანთლებს ხატთა წინაშე და თითონაც მიიტან და ანთებ სანთელსა: რას ნიშნავს ეს და რას მოასწავებს? იქმნება ამაზე არც კი გიფიქრია შენ. ახლა მაინც შეიტყვე: ანთებული წმინდა სანთელი შენ გასწავლის იმას, რომ თვით შენი გულიც და სულიც უნდა იყოს აღნთებული ღვთის წინაშე ლოცვითა, ერთგულებითა და სიყვარულითა. ეკკლესიაში შენ ხშირად პირჯვარს იწერ; გიფიქრია და იცი, რას ნიშნავს პირჯვარის დაწერა? სამი თითი ერთად, რომლითაც პირჯავრს იწერ, ნიშნავს წმიდა სამებასა; ორი მათგანი - იესო ქრისტეს ბუნებასა, ესე იგი, კაცისა და ღვთის ბუნებასა; პირველად შუბლზე დაისხამ თითებს, რათა განიწმიდოს შენი აზრი, მერმე გულზე, რათა განიწმიდოს გული, და მერე მხრებზე, რათა განძლიერდე ქრისტეს გულში; ჯვარის სახეს მისთვის გამოჰხატავ, რათა დაგიფაროს და დაგიცვას ჯვარცმულმა ქრისტე იესომ. მღვდელი ანუ დიაკონი ხშირად აიღებს საყდარში საცეცხლურსა, უკმევენ ტრაპეზსა, საკურთხეველსა, ხატებსა, ერსა. რას ნიშნავს ეს მოქმედება? ნიშნავს ამას: როგორც საკმეველი არის კეთილ-სუნნელოვანი და კვამლი მისი ადის ზეცას, ეგრედვე შენიცა ლოცვა უნდა იყოს ღვთის წინაშე შეზავებული გულის სიტკბოებით და ზეცად აღიწეოდეს. მღვდელი ანუ ეპისკოპოსი შემოსილი და მწირველი მოასწავებს და წარმოადგენს თვით უფალსა იესო ქრისტესა. მთელი წირვა არის მოკლედ გამოხატვა და წარმოდგენა უფლისა იესო ქრისტეს ცხოვრებისა. როდესაც მღვდელი, ანუ დიაკონი სახარებასა წაიკითხავს, წარმოიდგინე, რომ გესმის ხმა და ქადაგება თავად უფლისა იესო ქრისტესი. როდესაც მღვდელი სამკვეთლოთგან გამოასვენებს ტარიგსა და შეასვენებს საკურთხეველში და დაასვენებს ტრაპეზზე, იცოდე, რომ ის არის თვით უფალი იესო ქრისტე, შემავალი იერუსალიმს, რათა მიიღოს ტანჯვა და ჯვარცმა ჩვენთვის. ბარძიმში არის მისი სისხლი დაფეშხუმზე მისი ხორცი. ერთი სიტყვით, ყოველსა ეკკლესიურს მოქმედებასა და წესსა აქვს თვისი მნიშვნელობა; მაშასადამე, როდესაც შენ სდგეხარ ეკკლესიაში, არც გონებითა და არც გულითა არ უნდა იყო უქმი, დაფანტული: გონებითა უნდა განიზრახვიდე, რას ნიშნავს და რას გვასწავლის ის, რასაც ხედავ და რაიცა გესმის; გული უნდა გქონდეს მდუღარე, მონანული, შემუსვრილი შენისა უღირსებისა და ცოდვისათვის. ამ სახით და ამ შემთხვევაში შენ ეკკლესია მოგცემს დიდსა სულიერსა სარგებლობასა; შენ და ეკკლესიას შორის დაიბადება მტკიცე და ღვთაებრივი კავშირი: შენ შეიყვარებ ეკკლესიასა, მოგეწონება წირვა-ლოცვის მოსმენა; ეკკლესიას ექმნება შენს გულში გავლენა და მოქმედება: იგი ცოტ-ცოტად გამოგიცვლის შენ გულს, გაგიკეთებს სასოებას და ხასიათს და ესრედ ცოტ-ცოტად მოამზადებს სულსა შენსა ზეციერისა სუფევისათვის, რომელიც და მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.

სურათზე: სოფელ ცახის სამლოცველო (ამბროლაურის რაიონი) კომუნისტების დროს მაღაზია იყო ამ შენობაში.ეკლესია დაანგრიეს და ტაძრის ქვებით ააშენეს მაღაზია , შემდეგ აკურთხეს სამლოცველოდ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat