წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - განმარტება ანუ აღხსნა ცხრათა ნეტარებათა, თქმული ოსეთში, კუდრის ხეობაში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - განმარტება ანუ აღხსნა ცხრათა ნეტარებათა, თქმული ოსეთში, კუდრის ხეობაში
მოძღვრება პირველი
ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

წმიდასა ეკკლესიასა შინა ხშირად გვესმის ჩვენ, ძმანო, სიტყვანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, რომელთა შინა იგი უწოდებს ნეტარად გლახაკთა, მგლოვარეთა, მშივდთა, მოწყალეთა და აღუთქვამს მათ სასუფეველსა ღვთისასა, ანუ ნუგეშინის-ცემასა. ამ სიტყვებში მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ ცხრა ნეტარებასა, ანუ ცხრა სათნოებათა. მე მსურს აღგიხსნა თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, ეს სწავლა მისთვის, რომელ დიდად საჭირო არის, ყოველმან ქრისტიანემან იცოდეს და ახსოვდეს იგი.

პირველი ნეტარება არის შემდგომი: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ვინ არის, ძმანო, გლახაკნი სულით? თუ გინდა შეიტყო, ვის უწოდებს ესრედ მაცხოვარი, მოიგონე, ვის ვეძახით იმისთანა კაცს, რომელსაც თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც სახლი, არც კარი, არც ტანის-სამოსი, არც საჭმელი. არამედ ყველგან დადის და მოწყალებას ითხოვს და იმითი ცხოვრობს. აქედგან, სულიერი გლახაკი, ანუ გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური ღვთის წინაშე, არამედ ღვთისაგან გამოითხოვს მოწყალებასა და იმით სცხოვრობს სულიერად; მაშასადამე, გლახაკი სულითა არის კაცი თავმდაბალი, წყნარი, რომელსაც თავის თავი დიდად არ მიაჩნია და. თუ-გინდ კეთილი კაცი იყოს და ბევრი კეთილი საქმე ექმნას, მაინც თავის გულში მდაბალი არის. ხორციელი გლახაკი ყოველთვის არის დაღონებული და მწუხარე თავის სიღარიბისაგან; ეგრედვე, ვინც არის სულიერად გლახაკი, ისიც არის მწუხარე და დაღონებული თავის უღირსებებისა და სიცოდვისაგან. - ხორციელს გლახაკს არა აქვს თავის თავზედ იმედი, არამედ ყოველსავე მოწყალებას ელის კეთილთა კაცთაგან; ეგრედვე, ვინც არის გლახაკი სულითა, მასაც არა აქვს იმედი, რომ თავისი თავი გაიმართლოს ღვთის წინაშე, არამედ ყოველი სასოება ღმერთზედ აქვს. ესე ვითართა კაცთა ღმერთი აღუთქვამს სასუფეველსა ცათასა: ნეტარ-იყვნენ გკახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. რისთვის აღუთქვამს მათ ღმერთი ესრედსა დიდსა ჯილდოსა? მისთვის, რომელ, ვისაც აქვს გული მდაბალი, ვინც ხედავს თავის უღირსებას და მწუხარე არის, ესრედი კაცი ყოველთვის მოერიდება ცოდვასა, ყოველთვის ევედრება ღმერთსა, რათა განსწმიდოს იგი ცოდვათა მისთაგან. ჩვენ ყოველნი ვართ ღარიბნი, ძმანო ჩემნო, სულიერად მოკლებულნი მადლითა და სათნოებითა და აღვსებულნი ცოდვათა; მაშასადამე, თუ თვით ღმერთი არ შეგვეწია თვისითა მადლითა და მოწყალებითა, არ შეგვიძლიან განვმართლდეთ ღვთის წინაშე. გარნა მადლი ღვთისა მიეცემა და შეეწევა კაცსა თავმდაბალსა, ანუ გლახაკსა სულითა. აქეთგან სჩანს, რა დიდი და საშინელი ცოდვა არის ამპარტავნება, ესე იგი, როდესაც კაცს თავის თავი დიდათ მიაჩნია და თავის გულში ფიქრობს, ვითომც იგი იყოს მართალი და წმიდა ღვთის წინაშე. ამპარტავნება არის სულის მომაკვდინებელი ცოდვა, მისთვის რომელ ამპარტავანს ღვთის მადლი არ შეეხება; გარნა ვინც განშორებული არის ღვთის მადლისაგან, ის სულიერად მკვდარია.

ნეტარ-იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ.

მეორე ნეტარებასა ღმერთი აღუთქვამს მათ, რომელნიც არიან მწუხარენი, ანუ მგლოვარენი გულითა: ნეტარ-იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ. მგლოვარება ანუ მწუხარება, ძმანო ჩემნო, არის ორ-გვარი: ერთი ხორციელი ანუ სოფლიური და მეორე სულიერი, ხორციელი ანუ სოფლიური მწუხარება ის არის, ოდესცა კაცი სწუხს ამ სოფლის ზარალისა ანუ უბედურებისაგან; მაგალითებრ, ავათ-მყოფობისა, ანუ სიკვდილისა, ანუ სიღარიბისაგან, ანუ სხვათა რომელთამე ამ სოფლის უკმაყოფილებათა, გინა უბედურებათაგან. სულიერი მწუხარება ანუ მგლოვიარება ის არის, ოდესცა ქრისტაინე დაღონებულია და მწუხარე თავის საკუთარის სიცოდვისა და უღირსებისაგან. მაცხოვარი მეორე ნეტარებას აღუთქვამს სულიერისა მწუხარებისათვის. ამ ქვეყანაზედ ჩვენ ყოველნი ადამიანნი ისრედს კაცს უწოდებთ ნეტარად და ბედნიერად, რომელიც ყოველთვის არის მხიარული და კმაყოფილი, ყოველთვის იცინის და ლხინობს; გარნა მაცხოვარი ნეტარად უწოდებს მათ, რომელნი არიან მგლოვარენი გულითა. რისთვის? მისთვის, ძმანო ჩემნო, რომელ ვისაც ახსოვს თვისი უღირსება, ვინც სწუხს სიცოდვისა თვისისაგან, იგი ყოველთვის ერიდება ცოდვას, ინანებს, როდესაც უნებლიედ ცოდვა ქმნა და ესრედ მიიღებს ღვთისაგან სულიერსა მადლსა. გარნა რისთვის სთქვა ღმერთმან: რამეთუ იგინი ნუგეშინის ცემული-იქნებიან? როდის იქმნებიან იგინი ნუგეშინისცემულ? იგინი იქმნებიან ნუგეშინისცემულ სრულითა ნუგეშის-ცემითა მომავალსა საუკუნესა შინა, ოდესცა მიიღებენ იგინი განსვენებასა ცოდვათასა და ნეტარებასა; გარნა აქაც, ქვეყანასა ზედა, მიიღებენ იგინი რომელსამე ნუგეშსა. იქმნება ზოგმა თქვენგანმან, ძმანო, კიდეც გამოსცადა, რომელ მწუხარებით დამძიმებულსა მიეცემა რაოდენიმე შვება და მოსვენება, უკეთუ მან შეიძლო ტირილი; ხოლო მგლოვარე კაცი უმეტესად შეწუხდება, უკეთუ არ მოუვიდა ცრემლი, ვინაითგან მწუხარება დაეცა გულსა მისსა და ვერ გამოვიდა გარეშე: ესე-ვითარი თვისება აქვს ცრემლთა, რომელ იგინი შიგნიდან გამოიყვანენ მწუხარებასა გარეთ და შეიმსუბუქებენ გულსა მგლოვარისასა. გარნა უმეტესი შვება და ზოგჯერ გამოუთქმელი ნუგეშიც მიეცემა მგლოვარეს, ოდეს იგი შეაერთებს ცრემლსა ლოცვასა-თანა. ვინც ერთხელ ცრემლით ილოცა წინაშე ხატისა, მას კიდეც გამოუცდია, რომელ არცა ერთი ნუგეში არ დაატკბობს გულსა კაცისასა მზგავსად ამისა. ამისთვის, ძმანო, ყოველთა მწუხარებათა შინა თქვენ მოიქცეოდეთ ნუგეშინის-ცემისათვის მაცხოვრისადმი. წყარო არის იგი სიტკბოებისა და ნუგეშინისა მათთვის, რომელნი გაუხსნიან მას გულსა. მან უწყის ყოველი სისუსტე და უღონობა ჩვენი; მან თვით გამოსცადა ყოველივე მწუხარება კაცისა; თვით მან იტირა საფლავსა ზედა მეგობრისა თვისისა; იგი ეტყვის მწუხარეთა: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისვენო თქვენ. აღიღე უღელი ჩემი თქვენ ზედა და ისწავეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა... რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს. (მათ. ია, კჱ-ლ). ამინ.



მოძღვრება მეორე

ნეტარ-იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.

მშვიდი, ძმანო ჩემნო, არს კაცი იგი, რომელი არავის არ აწუხებს, არავის არ აწყენს, არამედ ყოველთა შეძლებისა-მებრ, სათნო-ექმნება, ყოველს კაცს აამებს, ყოველთა შეიყვარებს და შეეწევა, - მოკლედ, რომელსა აქვს კეთილი და სახიერი გული, წინააღმდეგ მშვიდისა ითქმის კაცი ამაყი, მოუსვენებელი, რომელთან ვერავის ვერ შეუძლიან ქონდეს კეთილ-განწყობილება. გარნა რაისთვის აღუთქვამს ღმერთი ესრედთა კაცთა ქვეყნის დამკვიდრებასა? როგორ შეიძლება, კაცმან მშვიდმან, რომელი არც ეძებს აღმატებასა და თვით სიმშვიდე არ აძლევს ნებას, რომ ისურვო უფლება, ანუ აღმატება, დაიმკვიდროს ქვეყანა? ხშირად აღსრულდება ეს ღვთის აღთქმა ქვეყანასა ზედა! მშვიდი და წყნარი იყო დავით წინასწარმეტყველი, არა ქონდა იმედი, რომ მიეღო სხვა რაიმე ღირსება, თვინიერ ცხოვართა მწყსობისა, გარნა ღმერთმან აღამაღლა იგი ტახტსა ზედა სამეუფოსა. მშვიდნი, დამდაბლებულნი იყვნენ ქრისტიანენი პირველთა შინა საუკუნეთა: არა ქონდათ სადგომი და საზრდო, იყვნენ მარადის დევნულ და ტანჯულ უსჯულოთაგან; გარნა მიხედეთ ახლა, ვინ დაიმკვიდრა ქვეყანა, თუ არა ქრისტიანეთა: სადღა არიან მდევნელნი მათნი კერპთ მსახურნი და მაჰმადიანნი? ვის უპყრიეს ახლა უმჯობესი ნაწილი ქვეყანისა? ვის აქვს შეძლება და წარმატება? ქრისტიანეთა, თუ მდევნელთა მათთა? ახლა მთელი ქვეყნის დიდება აქვსთ ქრისტიანეთა; რაც განათლება არის ქვეყანაზედ, ანუ ძლიერება, ანუ წარმატება, ყოველი ქრისტიანობის ხელში არის. სხვანი ყოველნი ტომნი, ურწმუნონი მაჰმადიანნი ანუ კერპთ-მსახურნი, არიან გაუნათლებელნი, სუსტნი და უძლურნი, ხოლო ყოველი ძლიერება და პატივი ღმერთმან მისცა ქრისტიანეთა. აჰა, რა სახით აღსრულდა სიტყვა ღვთისა.

ახლა თქვენზედ ვიტყვი, ძმანო ჩემნო. თქვენ, ამ მთებში მცხოვრებთა, ახლა მონათლულთა, უფრო მტკიცედ უნდა გახსოვდესთ ეს სიტყვა მაცხოვრისა: ნეტარ-იყვნენ მშვიდნი. რისთვის? მისთვის, რომელ თქვენ გულფიცხელნი ხართ; ხშირად გაფიცხდებით და სიფიცხითა თქვენითა ხშირად შთავარდებით დიდთა ცოდვათა შინა. რამდენჯერ მომხდარა, რომ გაფიცხებული კაცი წასჩხუბებია თავის ძმას, უგინებია და უცემია; გარნა ეს კიდევ არაფერია: საშინელი ის არის, და იქმნება თქვენც გაგეგონოსთ ამისთანა მაგალითი, რომ გაფიცხებულს კაცს ჩხუბში მოეკლას კაცი. აჰა, რა საშინელს ცოდვასა შინა შთავარდება კაცი, თუ გაფიცხელდა; ამისთვის, ძმაო, როდესაც გული მოგივა და გაფიცხლდები, მოიგონე ეს სიტყვა მაცხოვრისა: ნეტარ იყვნენ მშვიდნი, და გული დაიმშვიდე და გექმნება ღვთისაგან დიდი მადლი.

ნეტარ-იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ.

მეოთხე ნეტარება იტყვის: ნეტარ-იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ.

რაისთვის არა სთქვა უფალმან: ნეტარ-იყვნენ, რომელთა უყვარსთ სიმართლე; არამედ ნეტარ-იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის? ნეტარად უწოდებს მაცხოვარი მხოლოდ მათ, რომელთა უყვარსთ სიმართლე, ვითარცა მშიერსა კაცსა უყვარს და სურს საჭმელი და მწყურვალესა სასმელი. კაცს რომ მოშივდება, მაშინ მისთვის უძვირფასეს ყოვლისა არის საჭმელი. მას ერთი ლუკმა პური ურჩევნია ოქროსა და თვალთა; მზგავსად ამისა ესოდენ უნდა უყვარდეს ყოველსა კაცსა სიმართლე, რომ მიაჩნდეს იგი უძვირფასესად ყოვლისა ნივთისა; ყოველსა სიტყვასა და საქმესა შინა ყოველგან და ყოველთვის უნდა ეძიებდეს სიმართლესა და უხაროდეს მისთვის.

რას აღუთქვამს მაცხოვარი მათ, რომელთა შიისთ და სწყურისთ სიმართლისათვის? აღუთქვამს, რომელ იგინი განსძღებიან. ეს აღთქმა მათთვის არის უმჯობესი ყოვლისა სასყიდელისა. როგორადაც კაცის ფრიად მშვენიერისათვის უდიდესი ბედნიერება არის განძღობა საჭმლითა, ეგრედვე მათთვის, რომელთა შიისთ სიმართლისათვის, უდიდესი ბედნიერება იქმნება, ოდეს იგინი იხილვენ და მიიღებენ სრულს სიმართლესა; ოდეს შეიტყობენ, რომ სიმართლემან სძლო და დასთრგუნა უმართლობა და სიცრუე. გარნა მშვიდნი და მწყურვალენი სიმართლისათვის, რა საკვირველია, ვერ განძღებიან ამა ქვეყანასა ზედა, ვინაითგან აქ ვერ იხილვენ სრულსა სიმართლესა, არამედ განსძღებიან სასუფეველსა ცათასა. მხოლოდ მუნ იხილვენ იგინი სრულსა ჭეშმარიტებასა შინაგან და გარეშე თვისსა; მაშინ ნახვენ იგინი თვალითა, ვითარ კაცი, რომელი ატყუებდა ყოველთა ამ ქვეყანაზე და აღვსებული იყო მზაკვარებითა და ფარისევლობითა, მუნ იქმნება შერცხვენილ და დამდაბლებულ. ხოლო კაცი, რომელი იყო გულწრფელ, დევნული და შეურაცხ აქ სიმართლისათვის, იქმნება ამაღლებული და ნეტარ წინაშე თვალთა უფლისასა სასუფეველსა შინა მისსა; და თუ ესოდენ ძვირფასია, ძმანო ჩემნო, ღვთის წინაშე სიმართლე, ეცადეთ, რომ შეიყვაროთ იგი/ მოერიდეთ სიცრუესა და მოტყუებასა. ნურცა სიტყვით, ნურცა საქმით ნუ ატყუებ მოყვასსა შენსა; ხოლო უმეტესად უნდა გახსოვდეს ეს მცნება მაშინ, როდესაც არის რომელიმე ძიება მთავრობისაგან და შენ მოწმედ ხარ მოწოდებულ. მოწმემ გულ-წრფელად უნდა სთქვას, რაც იცის. ვინც მოწმობაში იტყვის სიცრუეს, იგი დიდსა და საშინელს ცოდვაში შთავარდება, მისთვის რომელ მთავრობა ვერ შეიტყობს სიმართლეს და იქნება ამით უბრალო კაცი დაისაჯოს და ბრალიანი გამართლდეს. ზოგჯერ კაცის მორიდებით და მეზობლების შიშით დამალავს კაცი სიმართლესა, იმას კი არ ფიქრობს, რომ ღვთისა უფრო უნდა ეშინოდეს კაცსა, ვიდრე კაცისა. ამინ.

მოძღვრება მესამე

ნეტარ-იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

ამ ნეტარებას არ უნდა დიდი განმარტება, ძმანო ქრისტიანენო; ვინც მოწყალე არის თავის ძმაზედ, მას ღმერთიც შეიწყალებს; ვისაც ებრალება თვისი მოყვასი, მას ღმერთიც შეიბრალებს; ვინც მოეხმარება თავისს მოყვასს, ნუგეშსცემს, ხელს შეუწყობს, გლახაკს შეეწევა, უგუნურს და უჭკუო კაცს დაარიგებს, ავად-მყოფს ნახავს, ქვრივს და ობოლს გამოზრდის, ამისთანა კაცს ღმერთიც შეეწევა და შეიწყნარებს ამ ქვეყანაშიც და უმეტესად მომავალსა საუკუნესა შინა. მოწყალებითა ანუ შეწუხებულის და გაჭირვებულის შემწეობა არის ყოველთა უდიდესი სათნოება. სახარებითგან ხშირად გესმისთ თქვენ ეკკლესიაში, რომე მეორესა საშინელსა მოსვლასა უფლისა იესო ქრისტესსა ქვეყანასა ზედა განსჯად ყოველთა კაცთა ცხოვნებულნი დადგებიან მარჯვენით ქრისტესსა, ხოლო წარწყმედულნი მარცხენით მისსა. მაშინ უფალი იესო ქრისტე განუცხადებს მდგომარეთა მარჯვენით თვისსა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა: მშიოდა მე და მომეცით საჭმელი, მწყუროდა და მომეცით სასმელი, შიშველ ვიყავ და შთამაცვით მე, საპყრობილესა შინა ვიყავ და მნახეთ მე. გარნა მდგომარეთა მარცხენით მისსა ეტყვის: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა შინა საუკუნესა: მშიოდა მე და არა მეცით მე საჭმელი, მწყუროდა და არა მასვით მე, საპყრობილესა შინა ვიყავ და არა მნახეთ მე. აჰა, ძმანო, რა დიდი სათნოება არის მოწყალება; მოწყალე კაცი თავის სულს აცხოვნებს; უწყალო თავის სულს წარწყმედს; მოწყალებას კაცი კაცს კი არ აძლევს, თვით იესო ქრისტეს აძლევს; უწყალო კაცი თვით იესო ქრისტეს უარ-ყოფს: ამისთვისცა იტყვის მაცხოვარი საშინელსა სამსჯავროსა ზედა: მშიერ ვიყავ და არა მეცით მე ჭამადი, შიშველ ვიყავ და არა შემმოსეთ მე.

იქმნება ვინმე თქვენ შორის იფიქროს: რა მოწყალება შემიძლიან მე, როდესაც თვითონ ვარ ერთი საწყალი კაცი, მაკლია საჭმელი და სასმელი; თუ ასრე იფიქრა ვინმე, ის უმართლოდ იფიქრებს. რაც გინდა ღარიბი იყოს კაცი და საწყალი, მაინც შეუძლიან აღასრულოს მოწყალება. ვსთქვათ, რომ შენ ღარიბი და საწყალი კაცი ხარ; გარნა ზოგიერთნი შენზედ უღარიბესნი და გაჭირვებულნი არიან. თუ ბევრის მიცემა არ შეგიძლიან, ცოტა-ოდენი მოწყალება მაინც უყავ. თუ ფულით, ანუ ნივთით არ შეგიძლიან მოწყალება, სიტყვით მაინც უყავ მოწყალება, ესე იგი შეწუხებულს კაცს ნუგეში-ეც, უგუნური და უჭკუო კაცი დაარიგე და მოაქციე. იქმნება შენ მართლა საწყალი და ღარიბი კაცი ხარ, მაგრამ იქმნება გყავს ცოლი, შვილები, იქმნება გყვანან უმცროსნი ძმანი; თუ გსურს აღასრულო ეს მცნება, ამათთან იყავ წყნარი, მშვიდი, მოწყალე; თუ არ გახსოვს ეს მცნება და ცუდი ხასიათი გაქვს, მაშინ შენ უთუოდ ამათთან იქმნები უწყალო; ესე იგი, ცუდად მოეპყრობი მათ, გაუჯავრდები, აგინებ, სცემ. მოკლედ ვსთქვათ, ყოველ კაცს შეუძლიან ეს მცნება აღასრულოს, ან დაარღვიოს.

ნეტარ-იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

ღმერთი ჩვენგან, ქრისტიანეთაგან, მოითხოვს, რომ არა თუ მხოლოდ საქმით ვიყვნეთ წმიდანი, არმედ გულიცა წმიდა გვქონდეს. რისთვის? თუ კი კაცი კარგად იქცევა და კეთილს საქმეს იქმს, რა საჭიროა, რომ გულიც წმიდა ქონდეს? სულ ერთი არ არის, რაც უნდა იფიქროს კაცმა გულში, ოღონდ ცუდი საქმე არა ქმნას? უფალი იესო ქრისტე მისთვის მოითხოვს ჩვენგან, ძმანო, წმიდა გულს, რომელ ჩვენი ყოფაქცევა პირველად გულში მოიფიქრებს ანუ განიზრახავს კეთილსა, გინდა ბოროტსა საქმესა, და მერმე აღასრულებს. როგორიც გული აქვს კაცსა, ისრეთი საქმეც ექმნება. ამისთვის, ძმაო ჩემო, ეცადე, რომ წინაპირველად განიწმიდო გული შენი: რაც გაქვს გულში, ანუ ცუდი სურვილი ანუ განზრახვა ბოროტი, განაგდე გულისაგან. თუ გაგიჩნდა გულში მსწრაფლ ცუდი რაიმე განზრახვა, ანუ სხვამ ვინმე შეგაგონა რაიმე ცუდი, ეცადე და მაშინვე მოინანე და დაივიწყე; თუ დიდხანს დაუტევე გულში ბოროტი აზრი, ანუ სურვილი, როგორც რომ თესლი მიწაში, ისრე გაიბამს ფესვსა შენს გულში ის აზრი და ცოდვაში შთაგაგდებს.

ვისაც წმიდა გული აქვს, იმას მაცხოვარი აღუთქვამს ღვთის ხილვას: ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. ვინაითგან ღმერთი არის უწმიდესი არსება, მას იხილავს მხოლოდ კაცი წრფელი გულითა, ღმერთი არის ნათელი ბრწყინვალე; ამისთვის ღმერთს ვერ მიეახლება კაცი იგი, რომელსა აქვს გული დაბნელებული უწმინდურითა აზრითა. ამინ.

მოძღვრება მეოთხე

ნეტარ-იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.

მშვიდობის-მყოფელი არის ის კაცი, რომელსა უყვარს მშვიდობით და მყუდროებით ცხოვრება, რომელი არა თუ თვითონ არავის შეაწუხებს, არ წაეჩხუბება, არამედ ცდილობს შეარიგოს, ვინც არიან წაჩხუბებულნი და უკმაყოფილონი ერთმანეთში. ამისთანა კაცს მაცხოვარი აღუთქვამს დიდს და გამოუთქმელს ჯილდოს: იგინი ძედ ღვთისად იწოდებიან. რისთვის აღუთქვამს მათ, ძმანო ჩემნო, ესრეთს დიდს ჯილდოს მაცხოვარი? მისთვის, რომელ ღმერთს უყვარს მშვიდობა და მყუდროება. საღმრთო წერილში ღმერთი თავის თავს უწოდებს ღმერთად მშვიდობისა და მამად მოწყალებისა. თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მისთვის მოვიდა ქვეყანასა ზედა, მისთვის მიიღო ბუნება კაცისა, მისთვის ივნო, ჯვარს ეცვა და აღსდგა, რათა შეაერთოს და შეარიგოს კაცი ღმერთთან. ცოდვამან და ურჩებამან კაცი განაშორა ღმერთისაგან; ღმერთი განრისხებული იყო კაცზედ, გარნა უფალმან იესო ქრისტემან მოახდინა მშვიდობა ღვთისა და კაცთა შორის. აქედამ, ვინც კაცს კაცთან შეარიგებს, მშვიდობას და შერიგებას მოახდენს მოყვასთა თვისთა შორის, ამით იგი დაემსგავსება თვით უფალსა იესო ქრისტესა, ანუ შეეწევა მას. აჰა რა დიდი და პატიოსანი საქმე არის მშვიდობის მოხდენა ქვეყანასა ზედა! ყოველი ქრისტიანე უნდა ცდილობდეს, რომ შეიძინოს ეს სათნოება; გარნა სხვაზედ უმეტესად ამას უნდა ცდილობდეთ თქვენ, ამ მთებში მცხოვრებნი და ახალ მონათლულნი. რისთვის? მისთვის რომელ, როგორადაც გითხარით ამას წინაც, გულფიცხელნი ხართ, ხშირად მოგივათ ხოლმე ერთმანეთში ჩხუბი და უკმაყოფილება, ხშირად გაქვსთ ერთმანეთში შური და გიყვარსთ შურის-ძიება. მაშასადამე, თქვენ მტკიცედ უნდა გახსოვდესთ, რა დიდი სათნოება არის მშვიდობის მოხდენა. თუ მშვიდობის-მყოფელს ღვთის ძე ეწოდება, მაშასადამე, შფოთის მყოფელი ეშმაკის შემწე არის. ჩვენს სულიერ მტერს, ეშმაკს, უხარიან, ოდესცა ხედავს ჩვენ შორის ჩხუბსა, შფოთსა, შურსა, მისთვის, რომელ, ოდესცა ჩვენ შორის არის ჩხუბი და განხეთქილება, მაშინ ადვილად გვაცდენს იგი და ადვილად შთაგვაგდებს იგი ყოველსა ცოდვასა შინა; გარნა როდესაც ხედავს ჩვენ შორის ერთობასა და სიყვარულსა, მაშინ ვერაფერს დაგვაკლებს.

ნეტარ-იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

ამ სიტყვებისაგან ვხედავთ ჩვენ, ძმანო, ჩემნო, რა დიდი სიყვარული უნდა გვქონდეს სიმართლისთვის. სიმართლისათვის კაცმან ყოველი დევნა უნდა მოითმინოს. ხშირად მოხდება ხოლმე თქვენ შორის, როდესაც ვისმე საქმეში მოწამედ დაიბარებენ, თუმცა კი იცის სიმართლე გარნა შიშისაგან არ იტყვის. მეშინიან, რომ შური არ იძიოსო და ცუდი რაიმე არ მიყოსო. გარნა, ძმაო ჩემო, ვისი უნდა გეშინოდეს უმეტესად, - ღვთისა თუ კაცისა? თუ სიმართლეს დამალავ ღმერთს განარისხებ; თუ სიმართლეს იტყვი და ვინმემ ამისთვის მოგიძულა და ცუდი რაიმე გიყო, ნუ გეშინიან: ღმერთი სასუფეველს მოგცემს.

ნეტარ-იყვნენ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი მრავალ არს ცათა შინა.

რით შეგიძლიან დაამტკიცო, რომ შენ ხარ ნამდვილი ქრისტიანე? მით, როდესაც ქრისტეს გულისთვის მოითმენ ჭირსა და განსაცდელსა ქვეყანასა ზედა. ჭეშმარიტი ქრისტიანე მხოლოდ ის არის, რომელიც თავის თავს არ დაზოგავს ქრისტეს სჯულის შენახვისათვის.

ახლა, ძმაო ჩემო, მე, შეძლებისა-მებრ ჩემისა, აღგიხსენი ცხრა ნეტარება, თქმული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს-მიერ. შენზედ არის დამოკიდებული, როგორ მიიღებ და ისარგებლებ, რაც მე აღგიხსენი. თუ არ შეგიძლიან შეიძინო ყოველივე ცხრანი ნეტარებანი, ერთი რომელიმე მათგანი მაინც აღასრულე. გახსოვდეს, ძმაო, რომ ვინც ისმენს ღვთის სიტყვასა და არ აღასრულებს, ის უმეტესად არის დამნაშავე ღვთის წინაშე.

უკანასკნელ, ვევედროთ ღმერთსა, რათა თვით იგი შეგვეწიოს მადლითა თვისითა და გამოგვაჩინოს კეთილ აღმასრულებელად თვისთა მცნებათა. მოიფიქრე, ძმაო, და სცან, როგორ მართლ-მსაჯულ არს ღმერთი: ყოველს კაცს ღმერთი მიაგებს, რისაც ღირსი არის და რაც შეიძინა. გლახაკსა სულითა ღმერთი მისცემს სასუფეველსა; მგლოვარეს ეტყვის, რომელ იგი ნუგეშინის-ცემულ იქმნება; მშვიდთა აღუთქვამს ქვეყანის დამკვიდრებასა... ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat