წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - სიტყვა კგ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - სიტყვა კგ-სა კვირიაკესა
ხოლო ეშმაკნი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკეთუ განგვასხამ ჩვენ, მიბრძანე ჩვენ მისვლად კოლტსა იმას ღორთასა (მათ. ჱ, ლა).
დღეს წაკითხული სახარება იპყრობს თვის შორის, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, საშინელსა და განსაცვიფრებელსა მოთხრობასა. ერთხელ იესო ქრისტე მიმოსვლასა თვისსა სოფლითი-სოფლად მიეახლა ერთსა სოფელსა, სახელდობრ გერგესეველთასა; მაშინ მიუხდნენ მას ორნი კაცნი, შეპყრობილნი და საშინელად გატანჯულნი სულთაგან არა-წმიდათა, იგინი სცხოვრობდენ ტყეში და კლდეებში, სამოსელს არ იცვამდნენ, საზარელად ყვიროდნენ და აშინებდენ ყოველთა მიმომსვლელთა. უფალსა იესო ქრისტეს შეეწყალა იგინი და მაშინვე უბრძანა სულსა არა-წმიდათა განსვლად მათგან. უკეთურნი, ვერ ბედვენ მისის ბრძანების წინააღმდეგობასა; იგიგნი მხოლოდ სთხოვენ მას, რათა უბრძანოს მას შესვლად კოლტსა ღორთასა: უკეთუ განგვასხამ ჩვენ, მიბრძანე მისვლა კოლტსა იმას ღორთასა. რას ნიშნავს, ძმანო, ეს გასაოცარი თხოვნა სულთა უკეთურთა? რისთვის მოინდომეს ამათ შესვლა კოლტსა ღორთასა? თუ სხვა უკეთესს ადგილს ვერ იპოვნიდნენ იგინი განსასვენებელად? რამ დაამდაბლა, რამ გააფუჭა იგინი იმ ზომამდე, რომ ვიდრემდის იყვნენ იმ ორთა კაცთა შინა, სტანჯვიდნენ მათ უწყალოდ და მერმე, როდესაც მაცხოვარმან უბრძანა გამოსვლა მათგან, იგინი ვერ ჰპოულობენ სხვა თავის შესაფერს, ადგილსა, თვინიერ უწმინდურთა ცხოველთა? ნუთუ თვით ღმერთმან თავითგანვე შექმნა ისინი ესრედნი? არა, ძმაო ჩემო! ვიცით საღმრთო წერილთაგან, რომელ იგი დასაბამითგან იყვნენ ანგელოზნი, ნათლით შემოსილნი. მაშასადამე, რამ წაახდინა და რამ დაამახინჯა მათი ბუნება ამ ზომად? ცოდვამ! ღვთის-წინააღმდეგობამ! იგინი განდრკნენ ღვთისაგან, შეიქმნენ ღვთის ურჩნი და შეიყვარეს ღვთის-წინააღმდეგობა, სიცუდე, ბოროტება და სიცრუე; ამისთვის, ნაცვლად სინათლისა, მათ შეიმოსეს სიბნელე და შეიქმნენ უკეთურნი და ბოროტნი.

ეჰა, ძმაო ქრისტიანენო, რა საშინელი მოქმედება აქვს ცოდვას ყოველსა ქმნილებასა ზედა! აჰა, როგორ გააფუჭებს ცოდვა თვით მაღალთა, ნათლით შემოსილთა ანგელოზთა ბუნებათა! ეხლა ის იფიქრე, ძმაო ჩემო, და წარმოიდგინე: თუ ცოდვა ესრედ გააფუჭებს თვით ანგელოზის ძლიერსა ბუნებასა, რა სახით არ უნდა გააფუჭოს და გაამახინჯოს მან შენი სუსტი და უღონო ბუნება? კაცის ბუნებაზე აქვს განუზომელი და აღუწერელი მოქმედება.

ვსთქვათ მოკლედ, რა ცვლილებას მოახდენს ცოდვა ბუნებასა შინა კაცისასა.

კაცს ღმერთმან მისცა ორნი უმთავრესი ნიჭნი, რომელნი მას დაემსგავსებენ თითქმის ღვთაებასა; ესე იგი, პირველად ჭკუა ანუ გონება, და მეორედ ნება, ანუ თავისუფლება.

ჭკუითა ანუ გონებითა კაცი იცნობს თავის თავსა, ღმერთსა, ბუნებასა; ნებითა ანუ მნებლობით იგი თავისუფლად იწყებს ყოველსა საქმესა, დააწყობს თავისსა ცხოვრებასა, ანუ დაემორჩილება, ანუ ურჩი ექმნება სჯულსა და ნებასა ღვთისასა. ორთა ამათ უმაღლესთა ნიჭთა ცოდვა ეგოდენ გააფუჭებს, რომელ ხშირად კაცი თითქმის სრულიად მოაკლდება მათ და დაემსგავსება პირუტყვთა. საჭირო არ არის, რომ შორითგან ვიწყოთ და ვეძიოთ ამის დამტკიცება. თვით უბრალონი მაგალითნი, ყოველ-დღის შემთხვევანი დაამტკიცებენ ამას. ზოგჯერ რომელიმე ცოდვა იმ სახით შეჰკრავს კაცსა, რომელ იგი ხშირად ვეღარ ხმარობს თავისუფლად ვერცა ჭკუასა, ვერცა ნებასა თვისსა. მაგალითებრ, ზოგჯერ კაცი იმ სახით გაფიცხლდება, რომელ აღარც კი ახსოვს, რას ლაპარაკობს და რას იქმს და, როდესაც გული დაუმშვიდდება, მაშინ თვითონაც რცხვენია იმ საქმისა, რომელიც მან ჰქმნა გულფიცხელობასა შინა. კაცი ცოდვისაგან წარტაცებული და დაპყრობილი თვითონაც ხშირად სწუხს თავის მდგომარეობაზედ; მრავალგზის მოინდომებს გამოსვლად ცოდვითგან, გარნა ეგოდენ არის შეკრული, რომელ ვერ ასრულებს თვისსა სურვილსა. უფალი იესო ქრისტე იტყვის: ამინ, ამინ, გეტყვი თქვენ, ყოველმან, რომელმან ჰქმნას ცოდვა, მონა არს იგი ცოდვისა. აგრედვე მშვენიერად აღწერს წმიდა მოციქული პავლე მდგომარეობასა კაცისა ცოდვილისასა: ვხედავ სხვასა სჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი იგი წინაგანეწყვების სჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყვენავს მე სჯულისა მით ცოდვისათა, რომელი იგი არს ასოთა შინა ჩემთა (რომ. ზ. ი. კგ). Eესე იგი, მე მსურს, რომ კეთილი საქმე ვქმნა, გარნა ვხედავ ჩემს შორის რაღაცა ძალსა და სჯულსა, რომელი მიშლის მე კეთილსა საქმესა: უბადრუკი მე კაცი ვინმე მიხსენ მე ხორცითა ამისაგან სიკვდილისათა. ესე იგი, რა საწყალობელი და რა საცოდავი კაცი ვარ მეო, ვინ უნდა გამომიხსნას მე ამ ცოდვის მონებისაგანო. აჰა, რა სახით წაახდენს ცოდვა კაცსა და მოაკლებს მას მისთა დიდთა ნიჭთა, გონებასა და თავისუფლებათა.

გარნა მოქმედება ცოდვისა კაცის ბუნებასა შინა არ გათავდება ამით; ცოდვა არათუ დააბნელებს სულსა კაცისასა, არამედ იგი მოქმედობს ხორცსა შინა მისსა, იგი მოაკლებს მას სიმრთელესა, შემოაკლებს მისსა სიცოცხლესა და შთააგდებს უდროოდ სამარესა შინა. ზოგიერთნი ხორციელნი ცოდვანი ისე ხშირად და მსწრაფად დაარღვევენ კაცის სხეულსა, რომელ არც კი არის საჭირო ამისი დამტკიცება. ყოველმან კაცმან იცის ეს. გარნა არა ყოველნი კაცნი ჰფიქრობენ, რომელ თითქმის სულიერნიცა ცოდვანი, მაგალითებრ, შური, სიძულილი, ამპარტავნება, პატივის-მოყვარება და სხვანი ცოდვანი მოქმედებენ ვითარცა საწამლავი, არათუ მხოლოდ სულსა შინა კაცისასა, არამედ თვით ხორცსა შინა მისსა. ჩოდვასა კაცის გულში გაძლიერებულს, ეწოდება სახელად ვნება. რისთვის? მისთვის, რომელ იგი ავნებს, სტანჯავს სულსა და ხორცსა კაცისასა. ზოგიერთს საწამლავს გემო ტკბილი აქვსა მაგრამ მოქმედება სასიკვდინე; აგრეთვე ზოგიერთი ცოდვა ერთს წამს დაატკბობს კაცსა, გარნა მერმე ავნებს მას და გააფუჭებს.

გარნა არც ამითა გათავდება დამღუპველი მოქმედება ცოდვისა ბუნებასა შინა კაცისასა. შენი ცოდვა და ბოროტება, ძმაო ჩემო, მარტო შენს ბუნებაში რომ მოქმედობდეს, მარტო შენ რომ გავნებდეს და შენთა მოყვასთა არ შეეხებოდეს, მაშინ კიდევ არ იქნებოდა იგი ეგოდენ დასაძრახავი: გარნა უბედურება ის არის, რომელ ცოდვა შენი შეეხება მოყვასთა შენთა და მათცა ავნებს; იგი აგრედვე გარდავა შენთა შვილთა და მომავალთა და, ვითარცა თესლი ბოროტი, გამოიღებს მრავალთა ბოროტთა ნაყოფთა.

აჰა, ძმაო, რაოდენი და რა მძიმე მიზეზები გაქვს, რათა გეშინოდეს ყოვლისა ცოდვისა, ვითარცა უბოროტესისა შენისა მტერისა. ღმერთო, დანერგე ჩვენს გულში შიში ცოდვისა! ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat