წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - სიტყვა კბ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - სიტყვა კბ-სა კვირიაკესა
ხოლო აბრაამ ჰრქვა მას: შვილო! მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და ლაზარე ეგრედვე მსგავსად ბოროტი; და აწ ესერა, აქა ესე ნუგეშინის-ცემულ-არს ხოლო შენ იტანჯები (ლუკ. ივ. კე).
დღეს წაკითხული სახარებითგან გესმა თქვენ, ძმანო, იგავი მდიდრისა კაცსა და გლახაკსა ლაზარესა ზედა. გესმა, რომელ მდიდარი იგი დღითი-დღე ატარებდა ცხოვრებასა თვისთა განცხრომითა, მხიარულებითა და ლხინითა, ხოლო გლახაკი ლაზარე იგი, მდებარე კარის ბჭეთა სახლისა მისისათა, იყო მარად-დღე მშიერი, მწყურვალი და დაწყლული; გარნა შემდგომად გარდაცვალებისა იგი იქნა წიაღთა შინა აბრაამისათა ნეტარი და ცხოვნებული; და მდიდარი, შთავრდომილი ჯოჯოხეთსა შინა, იტანჯებოდა მწარედ.

რისთვის სთქვა, ძმანო, მაცხოვარმან იგავი ესე? რას გვასწავლის ჩვენ მით იგი? რა დარიგებას გვაძლევს ჩვენ ამით? ესე ყოველი ცხადად და პირდაპირ სჩანს თვით ამ იგავითგან. აქ უფალი ჩვენი, ერთი მხრით, ყოველთა ღარიბთა, საწყალთა და უბედურებითა კაცთა აძლევს დიდსა ნუგეშსა, ასწავლის მხნეობასა და სულგრძელებასა მისთვის, რათა მოთმინებითა იტვირთონ ყოველი თვისი უბედურება და ესრედ, ვითარცა ლაზარემ, შეიძინონ საუკუნო ნეტარება; მეორე მხრით, ყოველთა მდიდართა და ნუგეშინის-ცემულთა ქვეყანასა ზედა უფალი იგავითა ამით წინადვე გააფრთხილებს, რათა სიმდიდრე თვისი არ მოიხმარონ, ვითარცა მდიდარმან ამან კაცმან,ერთისა მხოლოდ ხორციელისა ფუფუნებისათვის და ესრედ არ წარმწყმიდონ საუკუნოდ სული თვისი.

მართლა, ძმანო ჩემნო, როდესაც კაცი კარგად შეხედავს და დაუკვირდება სოფლიურსა ცხოვრებასა და მდგომარეობასა კაცთასა, ნახავს, რომელ მდგომარეობა ადამის ძეთა ქვეყანასა ზედა არის ორისა ხარისხისა. ზოგიერთნი კაცნი არიან მდიდარნი და მით პოულობენ ყოველსა ნუგეშსა და კმაყოფილებასა ამა სოფლისასა; სხვანი არიან ღარიბნი და სიღარიბისა გამო თვისისა ქვეშევრდომნი ყოვლისა ნაკლულევანებისა და სიგლახაკისა. მდიდართა კაცთა სიმდიდრე თვისი ხშირად გარდაექცევათ საფრთხედ და განსაცდელად. ბუნება კაცისა არის მიდრეკილი ცოდვისადმი; გარნა მდიდარი კაცი თვით სიმდიდრესა შინა თვისსა ჰხედავს ადვილსა საშუალებასა დასაკმაყოფილებლად ყოვლისა თვისისა, ცუდისა მიდრეკილებისა. ლხინი და დაუცხრომელი მხიარულება ესოდენ დაავიწყებინებს მას თავსა თვისსა, რომელ იგი აღარ ხედავს, რავდენნი არიან მის სიახლოვეს მშიერნი და უბედურნი. ოდეს იგი ყელამდე არის მაძღარი და შთაფლული ფუფუნებასა შინა, იქნება იმავე ჟამს მრავალი გლახაკი კვდება შიმშილითა და წყურვილითა; გარნა იგი არ ჰფიქრობს ამაზე. აჰა მიზეზი, რომლისათვისცა მაცხოვარი დღეს იგავსა შინა აღწერს და ცხოვლად დაადგენს წინაშე თვალთა ჩვენთა, რა ხვედრი მოელის ყოველსა უგრძნობელსა მდიდარსა მომავალსა შინა საუკუნესა. ამით მაცხოვარი ცხადად ეტყვის მდიდარსა: ნუ დაივიწყებ თავსა შენსა, არ დაგეძინოს განცხრომასა და ლხინსა შინა; სხვა სახით, მოიხმარე სიმდიდრე შენი, და არა ისრე, ვითარცა იხმარდა მდიდარი იგი იგავისა. რომელიც კაცი ჭამისა, სმისა და ლხინის მეტს არაფერს აკეთებს ქვეყანასა ზედა, იგი ცხადად დაემსგავსება პირუტყვთა. ადამიანს მისთვის მისცა ღმერთმა უმაღლესი ბუნება, რათა იგი ეძიებდეს უმაღლესსაცა სახესა ცხოვრებისასა.

გარნა, ძმანო, მდიდარნი და ბედნიერნი ფრიად მცირედნი არიან ქვეყანაზე, მეტადრე ჩვენსა ქვეყანასა შინა, უმეტესი ნაწილი კაცთა არის ღარიბი და სიღარიბისა გამო ითმენს აღურაცხელსა იწროებასა და უბედურებასა. ვინ აღწერს, რავდენნი არიან ქვეყანასა ზედა ღარიბნი და უბედურნი! რავდენსა სხვადასხვა ნაირსა ითმენენ იგინი ჭირსა, იწროებასა, თუ შიმშილით, ანუ წყურვილით, თუ სიშიშვლით, ანუ ავადმყოფობით, ანუ კაცთა უსამართლოებით, და სხვათა და სხვათა მრავალფერთა ჭირთა. მაცხოვარი ამათ ყოველთა, გლახაკი ლაზარეს სახითა, აძლევს გამოუთქმელსა ნუგეშსა და სწავლასა.

ამით უფალი ესრეთ ეტყვის: ჭირი თქვენი და უბედურება არის მოკლე, დროებითი. მოვა მალე დრო, როდესაც გამოიცვლება თქვენი მდგომარეობა; უკეთუ თქვენ მსგავსად ლაზარესა სულგრძელად მოითმენთ ჭირსა, მსგავსადმე მისსა იქმნებით დაჯილდოებულნი საუკუნოითა ნეტარებითა. მართლა, ძმაო, წარმოიდგინე ერთი ვინმე გლახაკი და უბედური ლაზარე. ამ ქვეყანაზე აღარ დარჩა მისთვის არცა ერთი ნუგეში. რაღა იქმნებოდა მისი სიცოცხლე, თუ ამასთანავე მას არც ის ნუგეში ქონდეს, რომ ზეცათა შინა არს ღმერთი, საზოგადო მამა ყოველთა, მასაც უყურებს მოწყალითა თვალითა და მისთვისაც ამზადებს ზეცათა შინა საუკუნოსა განსვენებასა! ამ ნუგეშით ყოველი გლახაკი ადვილად მოითმენს სიგლახაკესა თვისსა. და არათუ მოითმენს, არამედ აქითგან ისწავლის მეორესა და დიდსა მცნებასა მაცხოვარისასა, ესე იგი, რათა გლახაკსა და საწყალსა კაცსა არ ქონდეს შური და სიძულვილი მდიდრისა და ბედნიერისა კაცისა.

მართლა, ძმაო ჩემო, ადამიანის ცხოვრება რომ გათავდებოდეს მხოლოდ ამ სოფლის ცხოვრებითა, გლახაკმა და შეწუხებულმა კაცმა არ იცოდეს, რომ საფლავისა გადაღმა არის კიდევ სხვა განსაკუთრებითი ცხოვრება, ერთი სიტყვით, სახარება რომ არ გვარწმუნებდეს ჩვენ, რომელ მომავალსა საუკუნესა სხვაფერ დაიწყება ცხოვრება ჩვენი, იქ სიმართლისამებრ გასწორდება ხვედრი ყოვლისა კაცისა; იქ მომკის ყოველი კაცი, რაცა აქ დასთესა, უკეთუ ესრეთი ჰაზრი არ აძლევს მხნეობასა ყოველსა საწყალსა კაცსა, მაშინ არ ვიცი, რითღა ახსნიდა კაცის გონება ამ სოფლის მდგომარობასა. რით გაამართლებდა ჭკუა ჩვენი განგებასა ღვთისასა ანუ ახლა ხორციელისა კაცის სიცოცხლისა დაწყობილებასა. მართლა, წარმოიდგინე, ძმაო, რომელ ერთი ვინმე გლახაკი ლაზარე მაშვრალი და ტვირთ-მძიმე ყოვლითა უბედურებითა და განსაცდელითა, მოკლებულ ყოვლითა ნუგეშითა შესცქერის განცხრომასა და ლხინსა მდიდარისა კაცისასა. გლახაკი იგი გრძნობს თავის გულში, რომ იგი არაფრით არ არის უარესი მდიდარისა მის, არა თუ უარესი, არამედ იგი გრძნობს ხშირად, რომელ ყოვლის-ფრით, ჭკუით, სიმართლით არის უმჯობესი მდიდარისა მის, გარნა აჰა-ესერა იგი იტანჯება და მდიდარი იგი, უგრძნობელი და უგუნური, არის აღვსებული ყოვლითა ბედნიერებითა. არ იფიქრებსა იგი: სად არის სამართალი, სად არის ღმერთი, რა არის ჩვენი ცხოვრება, ვინ დააწყო ესრედ უგუნურად ეს სოფელი, ღირსა, რომ იცოცხლოს კაცმა ამ ქვეყანაზე, არ სჯობია, რომ ერთ წამსვე მოვსპო ეს ჩემი უგუნური სიცოცხლე? უთუოდ ესრედ იფიქრებს ზოგჯერ გამწარებული გლახაკი ლაზარე: გარნა ნუგეშინინ, საწყალო, გლახაკო ლაზარე! აჰა-ესერა სახარება გაძლევს შენ გამოუთქმელსა ნუგეშსა: იგი ისე კარგად ახსნის შენსა ცხოვრებასა, რომელ იქმნება ნაცვლად ტირილისა შენ მადლობაც შესწირო ღმერთსა, რომ ცხოვრება შენი არის ესრეთი და არა მზგავსი მდიდარისა მის; თვით ამ სიგლახაკითა და უბედურებითა შენითა შენ უადვილესათ შეგიძლია მიაღწიო დიდსა მას ბოლოსა, რომელი დაუნიშნა ღმერთმა ყოველსა ადამიანსა, მაშინ ოდეს მდიდარი იგი, მისდა საუბედუროდ. თვით სიმდიდრითა თვისითა დაჰკარგავს მას.

აჰა, ძმანო, რა დიდი სწავლა და ნუგეში მოგვცა დღეს ჩვენ მაცხოვარმან. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat