წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - სიტყვა მეცხრამეტესა კვირიაკესა
წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - სიტყვა მეცხრამეტესა კვირიაკესა
ხოლო თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენნი (ლუკ. ვ. ლე.)

სხვათა მშვენიერთა დარიგებათა შორის, რომელი ჩვენ გვესმა დღეს წაკითხული სახარებითგან, მაცხოვარი გვაძლევს ჩვენ იმ დარიგებასაც, რათა გვიყვარდეს ჩვენ მტერნი ჩვენნი, და კეთილს-ვუყოფდეთ მათ; ხოლო თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, და კეთილსა უყოფდეთ და ნურა რას უსასო-ჰყოფთ.

ვინაითგან მცნება ესე იყო უცხო და თითქმის წინააღმდეგი ცოდვილის კაცის ბუნებისა, მეტადრე იმ ჟამად, როდესაც მაცხოვარმან პირველად გამოსთქვა იგი, მისთვის რომელ წარმართთა და კერპმსახურთა სიძულვილი და შურისძიება მტერთადმი მიაჩნდათ თითქმის დიდ სათნოებად, ხოლო ებრაელთა, თუმცა მათი სჯული იყო ღვთისაგან მიღებული, მტერობა ცოდვად არ მიაჩნდათ, არამედ თვით მათი სჯული ასწავლიდა მათ: კბილი კბილისა წილ, თვალი თვალისა წილ, ამისთვის მაცხოვარმა მისცა რა მოწაფეთა თვისთა ეს უჩვეულო მცნება, მაშინვე აჩვენა საფუძველი, ანუ მიზეზი, რომლისათვისაც იგი მოითხოვდა მათგან ესრეთსა მძიმესა მსხვერპლსა, რათა მათ შეიყვარონ მტერნიცა თვისნი. რომელი არს ესე საფუძველი, ანუ მიზეზი? ის, ძმაო ჩემო, რომელი მაცხოვარმან მოგვცა ჩვენ უმაღლესი მადლი და უმშვენიერესი ზნეობითი სწავლა, და მოითხოვს მოწაფეთაგან, რომ იგინი იყვნენ უმჯობესნი ზნეობითა სხვათა კაცთა და აღემატებოდნენ სათნოებითა და ღირსებითა, ვითარცა კერპთ-მსახურთა, ეგრედვე ებრაელთა ზედა. ქრისტიანენი არიან ნათელნი სოფლისა, თესლი წმიდა, ერი რჩეული, მარილი ქვეყნისა. ჩვენ გვყო ღმერთმან ძედ ღვთისა, ამისთვის უდიდესსა მოითხოვს ჩვენგან სათნოებასა. უკეთუ გიყვარენ თქვენ მოყვარენნი თქვენნი, იტყვის მაცხოვარი, რა მადლი არს თქვენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყვარეთა მათთა ყვარობენ. წარმართმაც და ურიამაც კი იცოდა შეყვარება მოყვარეთა და მეგობართა თვისთა. გარნა ქრისტე უნდა იყოს უმჯობესი და უმაღლესი მათ ზედა და ეს დაამტკიცოს მით, რომ მან შეიყვაროს მტერნიცა თვისნი, და უკეთუ კეთილის მყოფელთა თქვენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქვენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ყოფენ. რით უნდა განსხვავდეს ქრისტიანე ცოდვილთა კაცთაგან, უკეთუ იგი კეთილუყოფს მხოლოდ კეთილისმყოფელთა თვისთა? ამას კერპთმსახურნიცა, ცოდვილნიცა და ურიანიცა იქმოდნენ; ხოლო ჩვენ, ქრისტიანეთა, გვიყვარდენ მტერნიცა ჩვენნი, კეთილს უყოფდეთ მათ, და ნურა რას უსასო-ვყოფთ.

თუმცა თითქმის ორი ათასი წელი გავიდა მას აქეთ, რაც მაცხოვარმან წარმოსთქვა ეს დიდებული და განსაკვირვებელი სწავლა: ხოლო თქვენ გიყვარდესთ მტერნი თქვენნი, და კეთილს უყოფდეთ მათ, და თუმცა განმავლობასა შინა უმეტეს თვრამეტის საუკუნოისა ათასთა და ბევრეულთა ქრისტეს მოწაფეთა თვით საქმით ცხოვრებასა შინა თვისთა აღასრულეს ეს საკვირველი მცნება და მით დაამტკიცეს, რომ კიდეც შეიძლება აღსრულება მისი, და ეს არათუ არ დაამდაბლებს კაცსა,არამედ უმეტესად აამაღლებს და გააკეთებს. გარნა ცოდვილსა და დაცემულსა ბუნებასა კაცისასა ახლაც უჩნს იგი წინააღმდეგად. არას-გზით არ შეიძლება ამ მცნების აღსრულება, ფიქრობს ზოგიერთი კაცი. მტერი რომ შეიყვარო და ნაცვლად ბოროტისა კეთილი უყო მას, მაშინ იგი მე შემჭამს და დამჩაგრავს, მომაკლებს ყოველსა საცხოვრებელსა და თვით ცხოვრებასა. ესრეთ ფიქრობენ მრავალნი პირნი და ცდილობენ მტერობასა მტერობა მიაგონ, შურსა-შური, სიძულვილსა-სიძულვილი, და მითუმეტეს აღაგზნებენ მტერობის და შფოთის ცეცხლსა. ესრეთი ფიქრი და მოქცევა არის მავნებელი და უგუნური. მაცხოვარი იმას კი არ მოითხოვს ჩვენგან, რომ ჩვენ მტერთა თავი მივსცეთ შესაჭმელათ და არც ერთი ზომა არ მივიღოთ ჩვენი თავის დასაფარავად მტერთაგან. თუ მტერი გდევნის შენ, ძმაო, შეგიძლია შენ მიიღო ყოველნი ქრისტიანულნი, სჯულიერნი და კანონიერნი ზომანი შენი თავის დასაფარავად, გარნა სიყვარული მაინც გქონდეს მტრისადმი. არასოდეს არ ეძიებდე მისსა დაჩაგვრასა და წახდენასა, არამედ გულში კიდეც გებრალებოდეს იგი. მაგალითებრ: თუ გყავს მტერი ვინმე და მას სურს შენი დაჩაგვრა, მაშინ შენ შენი მხრით, გამახსოვნებელი, რომ მაცხოვარი იტყვის: გიყვარდეთ თქვენ მტერნი თქვენნი და კეთილ უყოფდით მათ. პირველად ის ზომა მიიღე, რომ როგორმე შეურიგდე მას და მოსპო მის გულში მტრობა. თუ ეს აღასრულე და შეურიგდი, მაშინ შენ მოიგე კაცი და ჰქმენი დიდი მადლი; თუ ვერ შეიძლე და მტერმან განამრავლა დევნა და უსამართლოება შენდამი, შენ უნდა ეცადო დაფარვა თავისა შენისა იმ ზომითა, რომელსა გაძლევს შენ სამოქალაქო წესი და სოფლისა ამის ჩვეულება; გარნა მოძულებით მაინც ნუ მოიძულებ მას. ძვირად კი იქმნება ამ ქვეანაზე ისეთი უგრძნობელი და გაქვავებული ხასიათის კაცი, რომელიც ხედვიდეს შენი მხრით სიმდაბლესა და სიყვარულსა და მაინც არ მოიშალოს დევნა და მტერობა შენი, და თუ კი, სამწუხაროდ, არის ესრეთი კაცი, მაშინ იგი უნდა გებრალებოდეს შენ. ბოლოს ის უფრო უნდა გვახსოვდეს ჩვენ, ძმაო ჩვენო, რომელ ამ დიდს და მაღალსა მცნებასა: გიყვარდეს თქვენ მტერნი თქვენნი, აღასრულებს მხოლოდ ის კაცი, რომლის გული და ხასიათი არის სრულიად შეცვლილი, განათლებული და გაკეთებული სახარების სწავლითა და მადლითა. ეს მცნება არის თითქმის შევსება და ბოლო ქრისტიანულის ცხოვრებისა. რომელიც ქრისტიანე არ არის აღსრული მაღალსა ხარისხსა ზედა სარწმუნოებისასა, იგი ვერ შეიტკბობს ამ სწავლას და ვერ აღასრულებს მაღალსა ამას მცნებასა. წინაპირველად კაცმან უნდა იგრძნოს სრული ქრისტიანული სიყვარული ყოველთა მოყვასთა თვისადმი და მერმე მას შეუძლია შეიყვაროს მტერნიცა თვისნი. ამასთანავე წინაპირველად კაცმან უნდა განსწმიდოს გული თვისი ყოვლისა მრისხანებისა, სიძულვილისა და ამპარტავნებისაგან და მერმედ შეუძლია აღასრულოს ესე მცნება, ვითარმედ: გიყვარდეს მტერი თქვენნი.

როგორ შევიყვარო მე მტერი ჩემნი, მეტყვის მე ვინმე კიდევ, თუ კი ვხედავ, რომ იგი არის ბოროტი, უმართლო და ღვთის სჯულის წინააღმდეგი. თუ ესრეთი ცუდი კაცი შეიყვარე, მაშინ მეც უნდა დავემსგავსო მას და შევიქმნე ბოროტი და ცუდი კაცი. არა, ძმაო! ეცადე და ყოველთვის განარჩიე თვით ცუდი კაცი და მისის სიცუდე და ბოროტება. კაცი შეიყვარე, ცოდვა, უსამართლობა და ბოროტება მოიძულე. კაცი არის ღვთის ქმნილება, შენი ძმა, უკვდავი არსება, ამისთვის ის უნდა გიყვარდეს; ხოლო უსამართლობა და ბოროტება, რომელიც სამწუხაროდ, არის დანერგილი მის გულში, ეს გძულდეს. აღარ ვიტყვი მას, რაოდენი კეთილნი და სასარგებლონი საქმენი შეუდგებიან, უკეთუ ჩვენ შევიყვარებთ მტერთა ჩვენთა და კეთილსა უყოფთ მათ. უმრავლესნი ნაწილნი ჩვენის უბედურებისა წარმომდინარეობენ მტერობისა და სიძულვილისაგან, ესენი ყოველნი მოისპობიან და ნაცვლად მათთა განმრავლდება ჩვენს შორის სიყვარული, მშვიდობა, ერთობა, სიწმიდე და ბედნიერება სულიერი და ხორციელი, რომელიმცა განამტკიცოს ჩვენს შორის უფალმან იესო ქრისტემან თვისითა მადლითა. ამინ.

ფრეკაზე: უფალი ჩვენი იესო ქრისტე პილატეს სამსჯავროზე.

კოსოვო, სერბეთი დიდი დეჩანის მონასტრის ფრესკა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat