წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - სიტყვა თქმული ბ-სა ოქტომბერს მოწამეთის მონასტერსა შინა
წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - სიტყვა თქმული ბ-სა ოქტომბერს მოწამეთის მონასტერსა შინა
რასა მეტყვით მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ (ლუკ.ვ. მვ.)

ვის აყვედრებს, ძმანო, ესრედ უფალი იესო ქრისტე? ვის ეტყვის სამდურავსა ამას? ეტყვის მათ, რომელნი მივიდოდენ მასთან, ისმენდენ სიტყვას მისსა, გარნა არა აღასრულებდენ მას. აყვედრებს მათ, რომელთა უყვარდათ კი დარიგება მისი, კიდეც ჰქონდათ სასოება მას ზედა, ხშირად ევედრებოდენ მას და ეტყოდენ: უფალო! შეგვიწყალენ, უფალო! შეგვეწიე, უფალო! შეგვინდევ ცოდვანი ჩვენნი: გარნა საქმით კი არ ჰცდილობდენ აღსრულებასა მცნებათა მისთათა. სჩანს, ძმანო, რომ მაშინაც იყვნენ კაცნი სულმოკლენი, სუსტნი ხასიათითა, რომელთა ჰქონდათ კი სარწმუნოება, სასოება, გარნა ესოდენსა ძალსა ვერ დაატანდენ თავსა თვისთა, რომ მოეშალათ ცოდვა და ეწყოთ სიწმინდით ცხოვრება. გარნა აწ, ამ ჩვენს დროებაში, უმრავლესნი არიან ესრეთნი პირნი; მაშასადამე, მათცა აყვედრებს მაცხოვარი: რასა მეტყვით მე: უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვით თქვენ. თუ სარწმუნოება და სასოება გაქვს შენ, ძმაო ჩემო, თუ ეკლესიაში მოდიხარ და ლოცულობ ღმერთსა, თუ გამოითხოვ შენდობასა და მოტევებასა ცოდვათა შენთასა, თუ ხშირად ევედრები ღმერთს: ღმერთო! მილხინე მე ცოდვილსა, უფალო! შემიწყალე მე ცოდვილი, - მაშასადამე, თვით საქმითაც უნდა ეცადო, ყოველი ღონისძიება უნდა იხმარო, რომ მოიშალო ცოდვა და აღასრულო სათნოება. წინააღმდეგ შემთხვევაში შენც გაყვედრებს ოდესმე უფალი: რასა მეტყოდი მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფდი, რომელსა მე გეტყოდი შენ.

ესრეთ აყვედრებს უფალი ყოველსა ცოდვის-მოქმედსა.

ამას გაყვედრებს უფალი შენ ძმაო მტყუარო და სიცრუის მოყვარეო. უფალმან დაგიდვა შენ მცნებად: ნუ სტყუი. მაცხოვარმან სიტყვით და საქმით გასწავა შენ, ვითარცა დიდი ცოდვა არის სიცრუის თქმა; ვითარცა იგი უფალი იყო ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებასა იტყოდა ყოველთვის და თავიცა თვისი შესწირა სიმართლესა, ეგრეთვე შენგანაც მოითხოვს, რათა გიყვარდეს სიმართლე და სიმართლისათვის თავი შესწირო. გარნა შენ ხშირად ატყუებ მოყვასსა შენსა, ხშირად ლაპარაკობ წინააღმდეგ შენისა სინდისისა და იმავე დროს მოდიხარ ეკლესიაში, დასდგები წინაშე მაცხოვრის ხატისა და ევედრები მას: უფალო! შემიწყალე მე, უფალო! შემინდევ მე, უფალო! მილხინე მე. რასა მეტყვით მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ?

გაყვედრებს შენ, კაცო ბოროტო, აღვსებულო სიძულვილითა და შურითა მოყვასისა მიმართ შენისა. შენ გული გეწვის, ოდესცა ჰხედავ შენი მეზობლის სიკეთესა და ბედნიერებასა, მაშინ, როდესაც შენ უნდა გიხაროდეს, რომ ღმერთმა მისცა სიკეთე და ბედნიერება ძმასა შენსა. უფალმან გაცნო შენ შეყვარებად ყოვლისა მოყვასისა, ვითარცა თავისა შენისა, გარნა შენ ბოროტ-ხარ მრავალთა მოყვასთა შენთა ზედა; მრავალგზის ცილისწამებას მოიგონებ მათ ზედა, მრავალგზის ემტერები მათ. როგორ ბედავ შენ ამისთანა ცუდი გულით შემოსვლას ამ ღვთის სახლში? რა იმედით მოდიხარ აქ და ევედრები ღმერთსა: უფალო! უფალო! განიწმიდე უწინარეს გული, განაძე სულისა შენისაგან ყოველი შური, მტრობა და ბოროტება, და მაშინ მხოლოდ მოხვიდოდე და ევედრებოდე ღმერთსა. რასა მეტყვით მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ.

გაყვედრებ შენცა, კაცო ხარბო და გაუმაძღარო, რომელსა ესოდენ გიყვარს ვერცხლი, რომელ მზად ხარ ვერცხლის მოგებისათვის დაარღვიო ყოველი სჯული და დაივიწყო სინიდისი; რომელსა ვერცხლი გიყვარს, თითქმის, უმეტეს ღვთისა. უკეთუ გსურს, რომ ღმერთმან მიიღოს ლოცვა და ვედრება შენი, განაგდე გულისა შენისაგან სიხარბე: რასა მეტყვით მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვით თქვენ.

გაყვედრებს შენცა, მპარაო და მტაცებელო შენი მოყვასის საქონლისაო. ღმერთმან მოგცა შენ მცნება: ნუ იპარავ. ვიდრემდის არ მოისპობ საძაგელსა ამას ჩვეულებასა და არ განაგდებ გულისა შენისაგან ამ ვნებას, ღმერთი არ მიგიღებს შენ, არამედ გაყვედრებს: რასა მეტყვით მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვით თქვენ.

ერთი სიტყვით, ყოველს ქრისტიანეს, რომლისა გულში კიდევ სუფევს ცოდვა, რომელი უმეტესად ემორჩილება ცოდვასა და ვნებასა, ვიდრე ღმერთსა, რომელი არ ებრძვის ცუდსა თვისსა ხასიათსა, არ ცდილობს, რომ ცოდვას განეშოროს და მადლი აღასრულოს, და იმავე დროს ღმერთს ევედრება, ლოცულობს, გამოითხოვს შენდობასა ცოდვათა თვისთა, ღმერთი უთუოდ აყვედრებს და ეტყვის: რასა მეტყვით მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვით თქვენ.

ესრეთ, ძმანო ჩემნო, უფალი ჩვენი არ იქმნები კმაყოფილ ჩვენგან მხოლოდ მით, რომ ენითა ჩვენითა ვევედრებით მას და ვადიდებთ. შენ უწოდებ მაცხოვარსა: უფალო! უფალო! და თუ გულწრფელად მიიღებ მას, ვითარცა უფალსა და მეუფესა, მაშასადამე, აღასრულე მცნება მისი: რასა მეტყვით მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვით თქვენ.

ვინც მხოლოდ ისმენს სიტყვასა ღვთისასა, სთქვა უფალმან იმავე სახარებაში, რომელიც დღეს ჩვენ გვესმა, ხოლო არ აღასრულებს მას, ემსგავსება იმ უგუნურ კაცსა, რომელმან სახლი თვისი აღაშენა ქვიშაზე და არ გაუკეთა მაგარი საფუძველი. ატყდნენ ქარნი, დაეცნენ მას წყალნი და დაარღვიეს სახლი იგი. გარნა კაცი, რომელი ისმენს სიტყვასა ღვთისასა და კიდეც აღასრულებს მას, ემსგავსება იმ გონიერ კაცს, რომელმან აღმოსთხარა საფუძველი და სახლი თვისი დააშენა კლდესა ზედა. ატყდნენ ქარნი, დაეცნენ მას ნიაღვარნი, გარნა ვერა რაი ავნეს მას. ესრეთი სიმტკიცე აქვს კაცსა მას, რომელი აღასრულებს მცნებათა ღვთისათა.

თუ გსურს შეიტყო, ვითარ უნდა აღასრულებდეს კაცი მცნებათა ღვთისათა, დიდი მაგალითი გაქვს თვალთა წინაშე: შეხედე წმიდასა ამას კუბოსა და იფიქრე, რისთვის მისცა უფალმან ესოდენი მადლი წმიდათა დავითს და კონსტანტინეს, არგვეთის მთავართა, რომელ ნაწილნი მათნი, უმეტეს ათასის წლისა, არიან ჩვენს შორის უხრწნელ და კეთილსურნელოვან, მაშინ როდესაც გვამი ყოვლისა კაცისა, სიკვდილისა შემდეგ, გარდაიქცევა მტვერად და მიწად. იყო ერთხელ საშინელი და უბედური დრო მამულსა ამას შინა ჩვენსა; ურწმუნო და სასტიკი მტერი მურვან-ყრუ ურიცხვითა ლაშქრითა დაეცა მამულსა ჩვენსა, ააოხრა ქვეყანა და აიძულებდა ქრისტიანეთა მიღებად მაჰმადიანობისა. მაშინ ზოგნი სუსტნი და სულმოკლენი, შეშინებულნი სასტიკსა ამას მტრისაგან, უარ-ყოფდნენ სარწმუნოებასა, გარნა მხნენი დავით და კონსტანტინე, ვიდრემდის შეეძლოთ, მხნეთ ებრძოდნენ მტერსა. მერმე, თუმცაღა შთავარდნენ ხელთა შინა მურვან-ყრუისათა, კადნიერათ აღიარეს სჯული ქრისტესი მოითმინეს მრავალნი და სასტიკნი ტანჯვანი და შემდეგ მიიღეს გვირგვინი მოწამეობისა. მაშასადამე, წმიდათა ამათ თვით საქმით დაამტკიცეს თვისი სასოება და სარწმუნოება.

მობაძავნ ვიყვნეთ ჩვენცა, ძმანო, მხნეთა ამათ მოწამეთა; თვით საქმითა აღვასრულებდეთ მას, რაიცა გვესმის უფლისაგან სახარებასა შინა, და უკეთუ არა, გვეტყვის ბოლოს მაცხოვარი ჩვენცა მწარესა საყვედურსა: რასა მეტყოდით მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფდით, რომელსა მე გეტყოდით თქვენ. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat