წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - მოძღვრება იე-სა კვირიაკესა ზედა
წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - მოძღვრება იე-სა კვირიაკესა ზედა
შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, ესე არს დიდი და პირველი მცნება და მეორე მსგავსი ამისი: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი (ლუკ. კბ. ლზ. ლჱ. ლთ)

დღეს, ძმანო ქრისტიანენო, წმიდა სახარება წინა-დაგვიგებს ჩვენ საგნად ჩვენის უბნობისა ღვთისა და მოყვასის სიყვარულსა; დავემორჩილნეთ სიტყვასა სახარებისასა და შევიტყოთ ჰაზრი მისი.

შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ... რაისთვის გვიბრძანებს ესრედ, ძმანო, სახარება? ნუთუ შესაძლებელი არის კაცმა რაიმე შეიყვაროს, ანუ მოიძულოს თავის ნების და წინა-განზრახვით? სიყვარული ანუ სიძულვილი არის ბუნებითი გრძნობა გულისა. ხანდისხან კაცმა არც კი იცის, საითგან ანუ როგორ გაჩნდა მის გულში სიყვარული, ანუ სიძულვილი; ეს მართალია, ძმანო გარნა კაცსა აქვს ჭკუა გონება და მით შეუძლია იცნას, რომელი გრძნობა არის მის გულში კეთილი და რომელი ბოროტი. მერმედ, კეთილი და წმიდა გრძნობა გულისა შეუძლიან განამტკიცოს და განაცოცხლოს, ხოლო ბოროტი მოსპოს და დათრგუნოს. და ესრედ, უკეთუ შენს გულში არა ჰგრძნობ სიყვარულსა ღვთისა და მოყვასისადმი, ეცადე და შეიძინე იგი. რა სახით? პირველად მით, რომელ თუ შენს გულში არის სხვა ვითარმე ხორციელი, სოფლიური, არა კეთილი სიყვარული და სურვილი, რომელიცა არ უშვებს შენს გულში ღვთისა და მოყვასის სიყვარულსა, განაძე გულისაგან ცუდი იგი სიყვარული და მერმე ლოცვითა, სიმდაბლითა და კეთილი ყოფაქცევითა შეიძინე სიყვარული ღვთის და მოყვასისა.

შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა. რისთვის დაუმატებს სახარება სიტყვითა ამათ: ყოვლითა გულითა შენითა? ნუ თუ შესაძლებელი არის კაცისათვის, რათამცა თვინიერ ღვთისა სხვა არაფერი არ უყვარდეს ამ ქვეყანაზე? არა, ძმანო ჩემნო, სიტყვითა ამით საღმთო წერილი გვასწავებს ჩვენ მხოლოდ ამას, რომელ სიყვარული ღვთისა უნდა იყოს ჩვენს გულში უმაღლესი და უმტკიცესი ყოველთა სხვათა გრძნობათა, ესრეთ რომელ ყოველი სხვა სურვილი და სიყვარული გულისა ჩვენისა ემორჩილებოდეს ღვთის სიყვარულსა. შენი ღმერთი, ძმაო, ის არის, რაც შენ გიყვარს უმეტეს ყოვლისა. კაცის გულს ისეთი თვისება აქვს, რომელ იგი ხშირად დაემორჩილება ერთს რომელსამე საგანსა; ხშირად მომხდარა, რომ კაცი ოქროსა და ვერცხლსა ისე შეიყვარებს, რომელ იგი იქმნება მისი ღმერთი. კაცი ხშირად ისე დაემორჩილება რომელსამე ცოდვასა და ვნებასა, რომელ ის ცოდვა ანუ ვნება არის მისი უფალი და ღმერთი. ამისგან გვაფრთხილებს ჩვენ სახარება და გვეტყვის: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა. გული ჩვენი უნდა ემორჩილებოდეს ღვთის სიყვარულსა; ცხოვრებასა ჩვენსა უნდა მართავდეს ერთი მხოლოდ ღვთის სიყვარული.

შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა. სიტყვათა ამათ, ყოვლისა სულითა შენითა, მისთვის დაუმატეს საღმრთო წერილი, რათა განასხვაოს ღვთის სიყვარული ყოველთა სხვათა გრძნობათაგან, ვინაითგან ყოველნი სხვანი გულის-თქმანი და წადილნი არიან შერეულ ხორციელსა სურვილსა თანა, ხოლო სიყვარული ღვთისა არის წმიდა, სულიერი და განშორებული ყოვლისაგან ხორციელისა გრძნობისა.

ბოლოს, კვალად დაუმატებს: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გონებითა შენითა. გონებითა კაცი ღმერთს მაშინ შეიყვარებს, ოდეს ხშირად ჰფიქრობს და განიზრახავს ღმერთზედ; ხშირად წარმოიდგენს მისთა თვისებათა, მისთა განგებულებათა და მისს დიდებათა. თუ, გსურს ძმაო, განმტკიცდეს შენს გულში სიყვარული ღვთისა, წარმოიდგინე ხშირად, რაოდენი სიყვარული აქვს თვით ღმერთსა შენზედ, რაოდენი განგებულება აღასრულა ღმერთმან შენის განათლებისა და ცხოვნებისათვის.

ესე არს პირველი და დიდი მცნება. რისთვის არის ღვთის სიყვარული პირველი და დიდი მცნება? სარწმუნოება, სასოება ანუ სხვა რომელიმე სათნოება რისთვის არა არის პირველი და დიდი მცნება, არამედ სიყვარული? რისთვის გვიქადაგებს ჩვენ საღმთო წერილი დაუცხრობელად და თითქმის ყოველს ფურცელზედ მხოლოდ სიყვარულსა ღვთისა? მისთვის, ძმანო ჩემნო, რომელ სიყვარული ღვთისა არის წყარო ყოველთა სხვათა სათნოებათა. ღვთის სიყვარულისაგან სწარმოებს კაცის განათლება, სულიერი სისრულე, ცხოვნება. ადამიანს ერთი ის თვისება აქვს, რომელი რასაც ანუ ვისაც შეიყვარებს ყოვლითა გულითა, იმას დაემორჩილება და იმას დაემსგავსება. მაშასადამე, როდესაც შენ შეიყვარებ ყოვლითა გულითა ღმერთსა, მისი მორჩილი იქნები და მას დაემსგავსები.

ხოლო მეორე მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ღვთის და კაცის სიყვარულსა აქვს გაუწყვეტელი კავშირი; ღვთის სიყვარული გამოსცხადდება მოყვასის სიყვარულში. სიტყვისამებრ იოანე ღვთის-მეტყველისა, კაცმა რომ სთქვას, ღმერთი მიყვარსო და მოყვასი სძულდეს, იგი მტყუარ-არს და შემცდარ. გარნა რა არის მოყვასის სიყვარული და რაში გამოსჩნდება იგი? ამას დიდი განმარტება არ უნდა. აქ ჩვენ მხოლოდ იმაზედ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელ სახარება მოითხოვს ჩვენგან მოყვასის სიყვარულსა არა სუსტსა, არამედ დიდსა; მოყვასი ისე უნდა გვიყვარდეს, ვითარცა თავი ჩვენი.

ახლა ერთი რამე უნდა გკითხო მე თქვენ, ძმაო ჩემნო მსმენელნო: არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში კაცთ-მოყვარება? გვაქვს ჩვენ, იმერეთის მცხოვრებთა, გულში კაცთ-მოყვარება? ერთი სიტყვით, კაცთ-მოყვარენი ვართ ჩვენ, თუ არა? ერთს ნამდვილ მაგალითს გეტყვი მე თქვენ და იქითგან თვით თქვენ ჰსაჯეთ, რა ხარისხი აქვს ჩვენს კაცთ-მოყვარებას. თვით ამ დღეებში, ერთი შორი სოფლითგან მოსული კაცი მოდიოდა გზაზედ, მახლობლად ჩვენის ქალაქისა; იგი იყო უძლური, ვერსად ვერ იშოვნა მან თავის მისადრკობი ადგილი. დაეცა გზის პირზე, ათი დღე ეგდო იქ, გზის პირზე, უჭმელი, უსმელი, დაუხურავი, დღე - სიცხეში, ღამე - სიცივეში. ის გზა დიდი შარა არის; ამ ათი დღის განმავლობაში რავდენმა ადამიანმა გაიარა იქ,- ერთმაც შემწეობა არ მისცა, ერთმაც არ იფიქრა, რომ ის არის ადამიანი, ძმა მისი და ღმერთი გვიბრძანებს ჩვენ: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. აქედან ჰსაჯეთ, გვაქვსა თუ არა ჩვენ კაცთ-მოყვარება? ამისთანა შემთხვევა გამოაჩენს, აქვსა სიყვარული კაცს გულში, თუ არა? ნურცა იმას ჰგონებ, ძმაო, რომელ ეს მაგალითი იყოს მარტივი, ესე იგი სხვა ამისთანა მაგალითი არ მომხდარიყოს ჩვენს ქვეყანაში. არა, ძმანო ჩემნო, ეს არის თითქმის საზოგადო ჩვეულება ჩვენში: როდესაც ვინმე გახდება სასტიკად ავად და როდესაც ავადმყოფს უნდა ფაქიზი მოვლა, სიყვარული და ერთგულება და როდესაც ავადმყოფი მორჩება ერთითა მხოლოდ მოვლითა, მაშინ ხშირად იმას გამოაგდებენ კარზედ, დააყენებენ ტყეში სიცივეში, არავინ არ მიეკარება, თითქმის უმახლობელესნი ნათესავნიც დასტოვებენ და ესრეთ მოუვლელი ავადმყოფი ხშირათ მოკვდება. აჰა, ჩვენი კაცთმოყვარება! მიზეზად ამისა იტყვიან: სახადი არისო, ჩვენც დაგვემართებაო; მაგრამ რატომ სხვა ქვეყნებში არ იციან ესრეთ? ქართლი შორს არ არის ჩვენგან, უთუოდ, რომ იგივე ავადმყოფობა იქაც დაემართება კაცსა, მაგრამ არ გამიგონია, რომ იქ სახლითგან გააგდონ ავათმყოფი და არ მოუარონ.

არა, ძმანო ჩემნო, ფრიად მოკლებულნი ვართ ჩვენც კაცთ-მოყვარებასა! ვევედროთ ღმერთსა, რათა მადლითა თვისითა განაცოცხლოს ჩვენს გულში და დანერგოს ჯეროვანი სიყვარული ყოვლისა მოყვასისა. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat