წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - მოძღვრება ჱ-ს სეკტემბერს ჩყჲდ-ს წელსა, გენათს მონასტერსა შინა
წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - მოძღვრება ჱ-ს სეკტემბერს ჩყჲდ-ს წელსა, გენათს მონასტერსა შინა
მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!

მოგილოცავნ აწინდელს დღესასწაულსა, დღეობასა ძველისა ამის დიდებულისა ტაძრისასა. მიხარის მე, ოდეს გხედავ თქვენ დღევანდელსა დღესასწაულსა ესრეთ შეკრებულთა სხვათა და სხვათა სოფლებითგან, ერთგულთა მლოცველთა და მსასოებელთა წმიდისა ამის ადგილისა და მრავალთა ძველთა და წარჩინებულთა სიწმინდეთა, რომელნი უხსოვარისა დროისაგან განისვენებენ მას შინა. მიხარის და ამასთანავე ყოველთვის მსურს და მოსურნე ვარ ძალისამებრ ჩემისა და საღმრთოისა მოვალეობისა, წინა-დაგიგო თქვენ რომელიმე სულიერი საზრდო, ესე იგი, მოგცე თქვენ რომელიმე მოძღვრება. გარნა რა საგანი აღმოვარჩიო დღეს ჩვენისა უბნობისათვის? რა საგანზე მოგცე დღეს თქვენ მოძღვრება? ვგონებ, რომელ, ვინაითგან თქვენ ყოველნი აქ მდგომნი შეკრებულ-ხართ სხვათა და სხვათა მხარეთაგან, ზოგიერთნი თქვენგანნი არის მოსულნი შორითგან, მაშასადამე საგანიცა აწინდელისა ჩვენისა უბნობისა უნდა იყოს სასარგებლო და საჭირო არა ერთისა ანუ ორისა პირისათვის, არამედ საზოგადოდ ყოველთა ჩვენსა სამწყსოსა შინა მცხოვრებთათვის. იგი უნდა შეეხებოდეს არა ერთსა ანუ ორსა პირსა, არამედ ყოველთა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებთა. და ესრეთ ვიწყებ მე თქმად იმ ცუდს ჩვეულებაზე, რომელი გავრცელებულ-არს თითქმის ყოველთა სოფელთა შინა და რომელსა თქვენ დაბიურად უწოდებთ მკითხაობასა, ანუ მარჩიელობასა. მართალია, მრავალთა სოფლის ეკლესიათა შინა მითქვამს მე ამ ჩვეულებაზე, თუ ვითარი მავნებელი არის იგი და წინააღმდეგი საღმრთო რჯულისა; გარნა ჩვეულება იგი ესეოდენ არს საძაგელ და ბოროტ, რომელ ათასჯერ რომ განვიმეორო სიტყვა მას ზედა, ისიც არ იქმნება ნამეტანი, რა არს მკითხაობა ანუ მარჩიელობა? მკითხაობა ანუ მარჩიელობა ის არის, როდესაც რომელსამე სოფელსა შინა გამოჩნდება კაცი, ანუ დედაკაცი, ცბიერი, ცრუ და, შეხედავს რა, ვითარი უმეცარი და გამოუცდელი არის დაბალი ხალხი და ადვილად იჯერებს იგი ყოველსა ცრუსა და უცნაურსა ანბავსა, გამოაცხადებს, ვითომც, მას შეუძლია შეტყობა ყოვლისა საიდუმლოისა, მან იცის მიზეზი ყოვლისა ვნებისა და უბედურებისა. მას შეუძლია მოსპობა ყოვლისა ვნებისა და ზარალისა. თუ ვინმე გახდა ავად სოფელში, მკითხავი მოუგონებს და ეტყვის მას რაღაცა უცნაურსა და გაუგონებელსა მიზეზსა, ვითომც მას უწყრება ხატი რომელიმე, ანუ სალოცველი საყდარი, და მოიგონებს სხვათა ესრეთთა გაუგონებელთა მიზეზთა, რომელნიცა არიან ერთი მხოლოდ სიცრუე. ხშირად მომხდარა-ჩვენ თვით ვართ ამისი მოწმე და მნახველი- რომელ მკითხავსა, ნაცვლად მორჩენისა, მოუკლავს ავადმყოფი და დაუთესია უკმაყოფილება და მძულვარება მეუღლეთა შორის, მეზობელთა შორის, გარნა მოკლე სიტყვით არ აღიწერება ყოველი ვნება, რომელსა მკითხავი მოახდენს სოფელსა შინა. ამისთვის გეტყვი თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, მსმენელნო ჩემნო. ნუ ატყუებთ თავსა თქვენსა, ნუ ჩააგდებთ თავსა თქვენსა ხელთა შინა მკითხავთასა. თუ ვინმე დაიჩემოს მორჩენა რომლისამე ავადმყოფისა, მაშასადამე, პირდაპირ მისცეს რომელიმე წამალი, გარნა ოდეს, ნაცვლად წამლის მიცემისა და დარიგებისა, ვინმე მოტყუებით იწყებს მოგონებასა სხვათა და სხვათა უცნაურთა მიზეზთა, იწყებს მარჩიელობასა წყალზე, ანუ ლობიოზე, ანუ სხვათა რომელთამე უგუნურთა მოქმედებათა, იცოდე, რომ იგი ცბიერია, მას უნდა შენი მოტყუება. მოერიდე ესრეთსა კაცსა, თუ შენი თავის სიკეთე გსურს.

ახლა ის ვიფიქრით, რა მიზეზი არის, რომელ ესრეთნი მცბიერნი და ცრუნი მკითხავნი ასე ადვილად ატყუებენ დაბალსა ერსა? მიზეზი აქ მეტი არაფერი არის, მხოლოდ ერთი უმეცრება და უსწავლელობა. როგორ არ მოტყუვდება ის კაცი, რომელმან არაფერი არ იცის, ქრისტიანე არის და "მამაო ჩვენო" არ იცის ზეპირად. ზოგჯერ პირჯვარს ვერ დაიწერს კანონიერათ. უმეცარი და დაბნელებული ხალხი ყოველთვის გახდება საშოვარი მცბიერებისა მკითხავისა. მკითხავს რა ენაღვლება, იგი ეძიებს მხოლოდ თავის სარგებლობასა; სიცრუეს ეტყვის და საჩუქარს მიიღებს, ძღვენს გამოგართმევს. რა წამალი გაეწყობა ამას? რით მოისპობა ეს უწესოება? ერთითა მხოლოდ სწავლითა და განათლებითა. ვიდრემდის დაბალი ერი თვითონ არ მიხვდება, რომ მკითხავი მას ატყუებს, არ მოიშლის მკითხავის გაგონებას; და ამას მიხვდება მხოლოდ სწავლითა. მაშასადამე, ყოველი კაცი იმას უნდა ცდილობდეს, რომ რაიმე ასწავლოს თვისთა შვილთა. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat