წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - მოკლე მოძღვრება დიდსა ხუთშაბათსა ზედა
წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - მოკლე მოძღვრება დიდსა ხუთშაბათსა ზედა
საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო!
მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, აჰა ესერა ჩვენ მოვახწიეთ აღსასრულსა დიდისა ამის მარხვისასა. ორნი დღენი, დაშთენილნი აღდგომამდი, არ ეკუთვნიან დიდსა მარხვასა. იგინი არიან დანიშნულ ხსენებისა და თაყვანის-ცემისათვის ქრისტეს ვნებათა. გარნა, ვინ როგორ გაატარა აწინდელი მარხვა? ეს უწყის ერთმან მხოლოდ ღმერთმან. მოინანია ვინმე ცოდვანი თვისნი, ანუ თუ ცოდვასა კვალად ცოდვა დაუმატა? გაძლიერდა მის გულში მადლი ღვთისა და სასოება, ანუ თუ სამწუხაროდ, უმეტესად დასუსტდენ იგინი? იცნო მან, ბოლოს, თავი თვისი და მიიღო მტკიცე განზრახვა ამიერითგან სიწმიდით და კრძალულებით განტარებად ცხოვრებისა მისისა, ანუ თუ დაშთა უდებ და უზრუნველ, ამას ყოველსა შეიტყობს იგივე გულთ-მეცნიერი ღმერთი და თავის დროზედ გამოგვიცხადებს ჩვენ, ძმაო ჩემო. გარნა შენც უნდა იფიქრო ამაზე, ძმაო შენი სინიდისიც უნდა იყოს ამის გამომეძიებელი! მოვაჭრე კაცს ყოველთვის წინათვე აქვს დანიშნული ერთი დღე, როდესაც იგი გულსმოდგინედ გააწყობს ანგარიშსა, რათა შეიტყოს, არის იგი მოგებასა შინა, თუ არა. უკეთუ იგი ამას იქმს ამაოისა და წუთის სიმდიდრის მოგებისათვის, შენ, რომელი ეძიებ საუკუნესა ნეტარებასა, უმეტესად არ გმართებსა მარადის გამოიკვლიო და ჰკითხო თავსა შენსა, ხარ შენ სულიერსა წარმატებასა შინა, ანუ არა? გარნა, სამწუხაროდ ჩვენდა, ცხად არს, რომელ არა მრავალნი არიან ესრეთსა ძიებასა შინა და გამოკვლევასა. დასამტკიცებელად ამისა ჩვენ გვსურს დღეს მივაქციოთ ყურად-ღება თქვენი, ძმანო ქრისტიანენო, ერთისა ჩვენის ქვეყნის ჩვეულებისადმი, რომელი ფრიად განაკვირვებს კაცსა. რომელი არს ეს ჩვეულება? ის, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რომელ მართლ-მადიდებელნი ქრისტიანენი თუმცა ყოველ ქვეყნებში დიდითა კრძალულებითა, მარხვითა და გულსმოდგინებითა ემზადებიან ზიარებას, გარნა ჩვენ ქვეყანაში უმეტესითა მარხვითა და მოთმინებითა; მეტადრე სოფლის მცხოვრებნი ნამდვილ გააკვირვებენ კაცსა მათითა მოთმინებითა და მზადებითა ზიარებისათვის. განმავალობასა შინა ექვსისა ანუ შვიდისა დღისა ზოგიერთნი მათგანნი სრულიად არ მიიკარებენ სასმელსა და საჭმელსა, და თუ მიიღებენ, ფრიად მცირესა და უმარილოსა, იმ ზომად, რომ უმეტესნი მათგანნი ავათ გახდებიან ესრეთის მარხულობისაგან. ესრეთისა მარხულობისათანა სხვათაცა ცოდვათა დიდად ერიდებიან და ცდილობენ, რომ მყუდროდ და კაცთაგან განშორებით იცხოვრონ, გული არ მოუვიდესთ ლაპარაკში და ღმერთს არ შესცოდონ და სხვათა ყოველთა ცოდვათა ფრიად ერიდებიან, მტერთა და მოძულეთა შეურიგდებიან; ერთი სიტყვით, ვინც დაუკვირდება მათსა მოთმინებასა და მოღვაწებასა, ესრეთ იფიქრებს, რომ ამათზედ უმჯობესი ქრისტიანე აღარ უნდა იყოს ქვეყანაზედ. გარნა რას ვხედავთ მერმე, ჩვენდა განსაცვიფრებლად? როდესაც ამ სახით მოემზადებიან და მიიღებენ წმიდასა ზიარებასა და გავა თვით მოკლე დრო, ვნახავთ რომელ ესრეთ მონანულნი და განწმენდილნი სრულიად ისრეთნივე დაშთნენ, ვითარნიცა იყვნენ უწინ, იგინი სრულიად არ გამოიცვალნენ ყოფაქცევითა, უმჯობესნი არ შეიქმნენ; გულფიცხელი ისრეთვე გულფიცხელი დარჩა; კაცის მოშურნე და მეშფოთე რომ იყო, მან კვალადვე იწყო მოშურნეობა და შფოთი. მტერთა თვისთა იგი თურმე ერთ წამს შეურიგდა; მისი ბოროტი გული, აღვსებული მრისხანებითა და სიძულილითა, არ გამოიცვალა, ისრევე დარჩა შავად. რას ნიშნავს, ძმანო, ეს საშინელი საქმე? რა არის, რომ დღეს შენ მოინანებ შენთა ცოდვათა, აღუარებ მოძღვარსა: ესა და ეს ცუდი ჩვეულება მაქვსო და მოითხოვ ღვთისაგან მხურვალედ შენდობასა და ხვალე ისრეთვე მიიქცევი იმა ცოდვათადმი და არ დაივიწყებ ცუდთა შენთა თვისებათა? მიზეზი ამისა ის არის, ძმაო ჩემო, რომ, ვითარცა ვსთქვით, ანგარიშს არ აძლევ შენს თავს, არ განიკითხავ და არ გამოიკვლევ შენსა სულიერსა მდგომარეობასა. ვითარცა მოვაჭრე კაცი, რომელი მოგიყვანე მაგალითად, არ ჰკითხავ შენს თავს: შეგეძინა მადლი თუ დაგაკლდა, უმჯობესი შეიქმენ შენ სულიერად ანუ უარესი.

ფრიად საჭირო არის, რომ ქრისტიანე განიკითხავდეს თავსა თვისსა. თვინიერ ესრეთისა განკითხვისა არ იქმნება იგი წარმატებულ სულიერსა მადლსა შინა. და ვინაიდგან უმრავლესთა თქვენგანთა განმავალობასა შინა დიდ-მარხვისასა მიიღეთ ქრისტეს საიდუმლო, გევედრები არაოდეს არ დაივიწყოთ ის შიში, კრძალვა და მორიდება ცოდვისა, რომელი გქონდათ ზიარების წინათ; ის სასოება და საღმრთო გრძნობა, რომლითაც იყავი აღვსებულ მიმავალნი ქრისტეს ბარძიმისადმი, მარადის დარჩეს თქვენს გულში. ნუ თუ ქრისტიანე მხოლოდ ერთის კვირის განმავლობასა შინა უნდა ერიდებოდეს ცოდვასა და მერმე არა? განა ისრე გვამცნო ქრისტემან ღმერთმან: შვიდის დღის განმავლობაში იყავით მონანებასა და კრძალვასა და მერმე, როგორც გსურსთ, ისრე იცხოვრეთო? ნუ თუ ექვსი დღის მარხვა და ცოდვის მორიდება მისცემს კაცსა დაუსრულებელსა ნეტარებასა? არა, ძმანო ჩემნო, მრთელი სიცოცხლე უნდა განვატაროთ მონანებასა და ცოდვის მორიდებასა შინა. ესრეთი დაუდგრომელობა არ დაგვამსგავსებსა ჩვენ ურიათა მათ, რომელნი გუშინ აღტაცებით ღაღადებდენ: ოსანნა მაღალთა შინა! და ხვალე იწყებენ, ვითარცა ცოფნი ხმობად: ჯვარს აცვი ეგე! ყოველი ცოდვის მოქმედი ქრისტიანე არის ქრისტეს მოღალატე. ნუ იყოფინ ჩვენდა ესრეთ, არამედ ვევედროთ ქრისტესა ღმერთსა რათა მოგვცეს მისი შეურყეველი ერთგულება. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat