წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - სიტყვა მეორესა კვირიაკესა
წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - სიტყვა მეორესა კვირიაკესა
და იხილა იესო სხვანი ორნი ძმანი იაკობ ზებედესი და იოანე ძმა მისი... და უწოდა მათ, ხოლო მათ მეყვსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი, და მისდევდეს მას (მ. დ, კბ)
სახარება დღეს წაკითხული მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, როდის და რა სახით აღმოარჩია უფალმან ათორმეტნი მოციქულნი თვისნი. მოთხრობასა ამას შინა უმეტესად ყოვლისა ის განაღვიძებს ყურადღებასა ჩვენსა, რა სისწრაფით და ერთგულად მიიღეს აღმორჩეულთა ამათ წოდება უფლისა: და იხილა იესო სხვანი ორნი ძმანი...... და უწოდა მათ, ხოლო მათ მეყვსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა თვისი და მისდევდეს მას. აჰა, რა სახით უბრალოთა ამათ მეთევზეთა გული ჰქონდათ განმზადებული მიღებად ღვთის წოდებისა. რაკი ერთხელ ესმა მათ ხმა უფლისა, აღარც ეჭვი, აღარც შიში, აღარც სიყვარული მშობელთა, ანუ მონაგებისა აღარ შეარყევს მათ. გული ეტყვის მათ, რომელ კეთილ არს წოდება ესე; ჭკუა მათი შეაგონებს მათ, რომელ იგინი ვერ იშოვნიან ამაზე უკეთესსა მოძღვარსა და განმანათლებელსა, სინიდისი გააღვიძებს მათ, რათა არა დაჰკარგონ კეთილი ესე შემთხვევა, არამედ ისარგებლონ მით, და იგინი მაშინვე დაემორჩილებიან ხმასა უფლისასა: ხოლო მათ მეყვსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა თვისი და მისდევდეს მას.

აჰა, ძმაო ჩემო საყვარელო, რა კეთილსა მაგალითსა და სწავლასა გაძლევენ შენ უბრალონი ესე და უსწავლელნი მეთევზენი, უკეთუ გსურს მიღება სწავლისა და მაგალითისა. როდესაც ღმერთი გიწოდებს შენცა, რა სახითაც გამოგიჩნდეს წოდება მისი, ნუღარ ჰყოვნი, ნუ მიზეზობ, ნუ ირყევი; არამედ მეყვსეულად ისმინე ხმა მისი და შეუდეგი მას. მაცხოვარი ასწავლიდა რა ერსა, ხშირად ესრეთ დააბოლოვებდა სიტყვათა თვისთა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! შეიძლება და საჭიროც არის შენდამიც მოვაქციოთ აწ სიტყვა ესე! თუ გული გაქვს, ძმაო, გამზადებული მიღებად სიტყვისა ღვთისა, თუ ჭკუა შენი არ არის განდრეკილი, არამედ მსურველი შეწყნარებად ღვთისაგან მოვლინებული სწავლისა და ქადაგებისა, ყური დაუგდე შენცა ყოველსა წოდებასა ღვთისასა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! მრავალ-გზის და მრავალ ფერად გიწოდებს შენცა მაცხოვარი განმავლობასა შინა შენისა სიცოცხლისასა. შენთვისაც იყო ეს მაგალითი და სწავლა, რომელი გესმა დღეს წაკითხულისა სახარებისაგან: ისმინე იგი და იყავ მბაძავი კეთილ გონიერთა ამათ მეთევზეთა. ღვთისაგან არის ყოველი იგი შემთხვევა, როდესაც გული შენი, მარადის გართული სოფლისა ამის ამაოებასა შინა, უცეფ გაიხსოვნებს ღმერთსა, მოსწყინდება ყოველი ამ სოფლის ამაოება და ურვა, მოსწყურდება მიქცევა ღვთისადმი და დავიწყება ამ სოფლის ბოროტებისა; ან როდესაც სინიდისი შენი ტვირთ-მძიმე ცოდვათაგან სწუხს, იურვის და გდევნის შენ გამოსვლად ცოდვის მონებისაგან და მიქცევად ღვთისადმი; გარნა საუბედუროდ ნაცვლად მისა, რომ შენ ყური დაუგდო ესრეთ შინაგანსა შენსა ხმოვანებასა და მიიღო იგი, ვითარცა წოდება ღვთისა, მზაკვარმან გონებამან შენმან სხვა რამე მიზეზს მიაწერა იგი და დააჩუმა შინაგანი თვისი მოძრაობა და მით გააუქმა წოდება ღვთისა. ღვთისაგან იყო ისიც, როდესაც შენ შეგემთხვია რომელიმე უბედურება, როდესაც იყავი შეწუხებული ანუ სიკვდილითა მოყვასთა შენთა, ანუ სიღარიბითა, ანუ სნეულებითა: ყოველთა ესრეთთა შემთხვევათა კაცნი ღვთის მოშიშნი და ღვთის მოსავნი მიიღებენ, ვითარცა ღვთისაგან მოვლინებულსა სწავლასა, შეიმუსვრიან გულთა თვისთა, დაემორჩილებიან სიმართლით დამსჯელსა მარჯვენასა ღვთისასა და ცდილობენ, რომ სინანულითა, მოთმინებითა და მორჩილებითა გაისწორონ ცხოვრება თვისი და კვალად შეიქმნენ ღირსნი ღვთის მოწყალებისა; გარნა შენ ესრეთთა შემთხვევათა შინა საუბედუროდ სხვაფერ იქცევი: შენ ანუ დაღონდები და შთავარდები სასოწარკვეთილებასა შინა, ანუ მხოლოდ ერთ წამს მიიქცევი ღვთისადმი და მერმე დაგავიწყდება სწავლა ღვთისა. ანუ იქმნება ღმერთმან შეგაგონა შენ სხვითა სახითა, იქმნება მან მოგცა შენ პატივი შორის მოყვასთა შენთა, იქმნება შეგამკო შენ ჭკუითა, განათლებითა, მოგანიჭა სიმდიდრე და წარმატება; კაცი კეთილ გონიერი და მორწმუნე ყოველთა ამათ ნიჭთა მიიღებს ვითარცა ღვთისაგან მოცემულსა წყალობასა, იგი იფიქრებს: უთუოდ ყოველი ესე მომცა ღმერთმან მისთვის, რათა ამით ვემსახურო ღმერთსა; გარნა შენ ხშირად სხვაფერ უყურებ ესრეთსა წოდებასა ღვთისასა; სიმდიდრე და წარმატება შენ ხშირად მიაწერე საკუთარსა შენსა ჭკუასა და ღირსებასა, ანუ ერთსა ბრმასა ბედსა და იგი მოიხმარე შენ არა ღვთის მსახურებისათვის, არამედ დასაკმაყოფლად შენთა ცუდთა სურვილთა და ვნებათა. ერთი სიტყვით რაოდენ გზის გააუქმე შენ წოდება ღვთისა! რაოდენ გზის გული გეტყოდა: დრო არის მიქცევად ღვთისადმი და დატევება ყოვლისა ამ სოფლის ამაოებისა; გარნა შენ მაინც ემონები ცოდვასა და ამაოებასა. რა არის მიზეზი შენისა ამის დაუდევნელობისა და უზრუნველობისა? ის, ძმაო, რომ შენ ისე არ აფასებ ღვთის წოდებასა, ვითარცა დააფასეს უბრალოთა მეთევზეთა. მათ ისრე დააფასეს წოდება ღვთისა, რომელ არათუ დაუტევეს ნავი თვისი, ესე იგი ყოველი ქონება თვისი, არამედ მშობელნიცა თვისნი. შენგან ღმერთი არ მოითხოვს ესოდენსა მსხვერპლსა, რომ დასტოვო ყოველი შენი ამ სოფლის საქმე და შეუდგე მხოლოდ ღვთის მსახურებასა. ესრეთსა მსხვერპლსა მოითხოვდა ღმერთი მხოლოდ რომელთამე რჩეულთაგან. შენთვის ისიც საკმაო იქნება, რომ წოდება ღვთისა, მისი მსახურება და მორჩილება მიგაჩნდეს უდიდესად ყოველთა სხვათა ამ სოფლის საქმეთა და არ დაივიწყო ეს სიტყვა მაცხოვრისა: სული უფროს არს საზრდელისა და გვამი სამოსლისა, ანუ ესე: რა მიუზღოს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა, და სულის ცხოვნების საქმე წინა უვიდოდეს, სხვათა ყოველთა შენთა საქმეთა და არათუ მხოლოდ წინა უვიდოდეს, არამედ სხვანიცა ყოველნი - ამ სოფლის შენნი საქმენი, შრომანი, ზრუნვანი, იმ სახით გქონდეს დაწყობილნი, რომელ არა თუ არ უშლიდენ, არამედ შეეწეოდენ ერთსა ამას უმაღლესსა და უსაჭიროესსა საქმესა, ესე იგი სულის განათლებასა და ცხოვნებასა, რომელიცა მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat