წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - მოძღვრება კვირიაკესა მეზვერისა და ფარისეველისასა
წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - მოძღვრება კვირიაკესა მეზვერისა და ფარისეველისასა
აწინდელსა კვირიაკესა წმიდამან ეკკლესიამან დააწესა წაკითხვა სახარებაში მეზვერისა და ფარისეველის იგავისა, მისთვის, რათა ჩვენ, მსმენელნი იგავისა ამის, ვეკრძალებოდეთ ფარისევლურს ცოდვასა და ვბაძვიდეთ მეზვერის სიმართლესა და მონანებასა.

ფარისევლობა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, არის ერთი უსაშინელესთა და უმძიმესთა ცოდვათაგანი, რომელნი ჰბუდობენ გულსა შინა კაცისასა. იგი მით უმეტესად არის მძიმე და მავნებელ, რომელ თითქმის ძვირად მოიპოვება ქვეყანაზედ კაცი რომლითამე სახითა, ანუ რომელთამე შემთხვევათა შინა არა მოზიარე ამ ცოდვისა. რასა შინა მდგომარეობს ფარისევლობა? იგი მდგომარეობს მას შინა, ოდესაც კაცი გარეგანითა თვისითა, ვითომც წესიერითა და მოსაწონითა ყოფაქცევითა, მხოლოდ დაჰფარავს შინაგანთა თვისთა უმსგავსთა და უშვერთა თვისებათა; ოდეს იგი მოაჩვენებს თავსა თვისსა, ვითარცა კეთილსა და მართალსა, გარნა თვით კი არ არის ესრეთი და მით ატყუებს ქვეყანასა; ერთი სიტყვით, ოდეს იგი მიითვისებს სახესა სათნოებისასა, მაშინ ოდეს ძალი სათნოებისა შორს არს გულისა მისისაგან. გარნა რისთვის ვცდილობთ ჩვენ ფარისევლობის აღწერასა სუსტითა ენითა ჩვენითა? თვით მაცხოვარმან ვრცლად აღწერა შესაძრწუნებელთა სიტყვათა შინა ფარისევლობა და მოქმედება მისი. ფარისეველნი, სიტყვისამებრ მაცხოვრისა, ყოველთა საქმეთა მათთან იქმენ საჩვენებლად კაცთა (მათ. კგ, დ.); იგინი შესჭამენ სახლთა ქვრივთასა და მერმე გრძლად ილოცვენ (მუხ. იგ.); აღასრულებენ მხოლოდ მცირეთა და გარეგანთა მცნებათა და დაუტევებენ უმძიმესსა სჯულისასა, სამართალსა და სიყვარულსა; განსწმედენ გარეგანსა ჭურჭლისასა, ხოლო შინაგანი მისი სავსე არიან ნატაცებითა და არა-წმიდებითა (კე). იგინი ემსგავსებიან საფლავთა განგოზილთა, რომელი სჩანედ გარეშე მშვენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძვალებითა მკვდართათა. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიიღებთ უმეტესსა სასჯელსა; ცოფნო და ბრმანო, გველნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარმე განერნეთ სასჯელსა მას გეენიისასა. აჰა, ვითართა საშინელთა სიტყვათა შინა აყვედრებდა მაცხოვარი ფარისეველთა! რას ნიშნავს ეს, ძმანო ჩემნო? როგორ მოხდა, რომელ ყოვლად მშვიდი იგი და ყოვლად მოწყალე, განხორციელებული ცოდვილთა-თვის უფალი თითქმის დაივიწყებდა მოთმინებასა და შებრალებასა, ოდეს უბნობდა ფარისეველთა ზედა? ღვთაებრივითა სიბრალულითა აღვსებული იგი, რომელმან შეიწყნარა ცოდვილი ქალი, ღირსი სიკვდილისა, რისთვის აღწერდა ესრეთთა ფიცხელთა და მრისხანეთა სიტყვათა შინა ბოროტებასა ფარისეველთასა? სჩანს, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რომელ საშინელ არს ცოდვა ფარისევლობისა! რისათვის? მისთვის, რომელ ფარისეველი ცხოვრებითა თვისითა თითქმის შეაგინებს თვით სათნოებასა; იგი ზოგჯერ სხვათა კაცთაცა შეაძულებს ღვთის-მსახურებასა; იგი განაუქმებს ღვთის-მოყვარებასა და მრავალთა კაცთა დაუბრკოლებს სულის ცხონებასა. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისევგლნო ორგულნო, რამეთუ დაჰხშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა, თქვენ შეარახვალთ და შემავალთა არა უტევებთ შესვლად (მთ. კგ, იდ). რა სახით? ესრეთ, რომელ კაცი გულ-წრფელი, მხედველი ფარისევლობითის ყოფა-ქცევისა, ხშირად უკუნ-იქცევა ღვთის მსახურებისაგან.

ჩვენ ვსთქვით, რომელ თითქმის არ მოიპოვება კაცი, სრულიად უცხო ამ ცოდვისა. ჭეშმარიტად, ძმაო ჩემო! ყოველთვის, ოდესცა შენ ნაცვლად გულის გაწმედისა და ცუდთა ჩვეულებათაგან განშორებისა, ჰმალავ ცოდვასა სიღრმესა შინა გულისა შენისასა და მიიღებ კეთილსა გარეგანსა სახესა, ფარისევლობასა შინა შთავარდები. ფარისევლობ, ოდეს შენ პირის-პირ კაცს აქებ და ეფერები და პირ-იქით ცუდათ ახსენებ მას; ფარისეველი ხარ, ოდეს ელაპარაკები რა შენზე უფროსს კაცსა, ამბობ არა იმას, რასაც გული გეტყვის, არმედ რაც იამება იმ კაცს; არა სიმართლეს იტყვი, არამედ რასაც მოითხოვს შენი საკუთარი სარგებლობა. ფარისეველი ხარ, ოდეს შენ ერთს კაცს აქებ, არა მისთვის, რომელ იგი ღირსი არის ქებისა, არამედ მისთვის, რომ იგი არს მოყვარე და მეგობარი შენი, ხოლო მეორეს განკითხავ მისთვის, რომელ იმას აქვს შენთან მცირე-ოდენი უკმაყოფილება; ოდეს ენითა შენითა ამტკიცებ დიდსა სიყვარულსა სიმართლისა და სათნოებისასა, ხოლო საქმით კი უმართლო ხარ. რა არის, თუ არა ფარისევლობა, ოდეს სინიდისი გამხილებს შენ რომელთამე ცოდვათა-თვის და შენ კი პირ-მოთნედ იტყვი: ღმერთი მოწყალე არისო, რა ვქმნაო, კაცი სუსტი არისო, სხვანიც ესრეთ სცხოვრობენ, ვინ არის უცოდველი ქვეყანაზედაო, თავის დროზედ მოვინანებო; ყოველთა შინა ესე ვითართა შემთხვევათა კაცი ცხადად ეზიარება ფარისევლობის ცოდვასა.

გარნა აქ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, მე გამოვითხოვ ნებასა, ვითარცა სულიერი თქვენი მოძღვარი და მზრუნველი, გადავსდგა კიდევ ერთი ნაბიჯი და ვაახლო სიტყვა ჩემი თქვენდამი. ვინაიდგან სიტყვა ჩვენი არის ფარისევლობასა ზედა, მაშასადამე იგი უნდა იყოს პირ-უთნეველი და განშორებული ფარისევლობისაგან. და ესრეთ, ვიტყვი პირ-უთვნელად, ჩვენ მცხოვრებთა ამ ქვეყანისათა გვაქვს საკუთარი მიდრეკილება ფარისევლობისადმი. ეს გამოჩნდება უმეტესად მით, რომელ ხშირად სიტყვანი ჩვენნი არიან წინააღმდეგნი საქმეთა ჩვენთა, და გარეშეობა ჩვენი არ ეთანხმება შინაგანსა ჩვენსა. ის მართალია, რომელ ყოველთა მცხოვრებთა ჩვენის ქვეყანისათა, ვიწყოთ დაბალის ხალხისაგან ვიდრე აზნაურთ და თავადთადმდე, აქვსთ და იციან უმეტესი ზრდილობა და თავაზობა, ვიდრე სხვათა კავკასიის მცხოვრებთა, გარნა ისიც უნდა აღვიაროთ, რომელ ამ ზრდილობას და თავაზობასა ხშირად გაერევა ფარისევლობა. ვგონებ, რომ უმჯობესი და ყოვლად საქები ზრდილობა ის არის, როდესაც კაცი იქცევა გულწრფელად.

ვიცნოთ, ძმანო, თავნი ჩვენნი; ნუ ვიქნები პირმოთნენი ნურაოდეს, ნურცა თავთა წინაშე ჩვენთა, ნურცა წინაშე სხვათა, არამედ გულ-წრფელად აღუაროთ ღმერთსა ნაკლულევანებანი ჩვენნი. ვევედროთ ღმერთსა, რათა მადლითა თვისითა განაქარვოს და აღმოჰფხვრას ყოველი ფარისევლობა გულთა შინა ჩვენთა და მოგვცეს სული წრფელი და მართალი. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat