წმინდა იოანე სინელი
ეს არის უმოკლესი გზა ცხოვრებად მიმყვანებელი - არ განიკითხოთ!
წმინდა იოანე კიბისაღმწერელი
ეცადე, რომ არ მიეჩვიო სხვების მხილებას და გასწორებას და შენი თავი არ დაგრჩეს უმხილებელი და გაუსწორებელი.
***
სულის აღმოსვლის დროს მარტო შენსას გკითხავენ და არა სხვისას.წმინდა ალექსი ბერი (შუშანია)
თუ დაინახავ, რომ ძმამ შესცოდა, ნუ შეიძულებ მას, ნუ შეაქცევ ზურგს და ნუ განიკითხავ, რამეთუ ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ჩააგდებ მტრის ხელში.
***
ნურავის მოკვდავთაგანს ნუ განიკითხავ, რათა უფალმა შენი ლოცვები შეისმინოს.წმინდა ანტონი დიდი
ვინც ცნობისმოყვარეობას იჩენს სხვისი ცოდვების გამო და ეჭვის გამო ძმას განიკითხავს, მას ჯერ არც სინანული დაუწყია და არც საკუთარი ცოდვების შეცნობაზე ზრუნვა.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
ვისი საქმეა უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, განკითხვა და ზიანის მიყენება, თუ არა ეშმაკისა?და აი, ჩვენ ეშმაკებს ვეხმარებით საკუთარი თავისა და მოყვასის დაღუპვაში. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ჩვენში სიყვარული არ არის! რამეთუ სიყვარული მრავალ ცოდვას ფარავს
(1 პეტრე 4, 8).
ცხოვნების დასაწყისი საკუთარი თავის განკითხვაა.
ღირსი ნილოს სინელი