წმინდა ეფრემ ასური
ვინც შორსაა ბოროტებისაგან, ის ყველაზე ნაკლებად ამჩნევს ბოროტებას.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
გინდა აიცილო მოყვასის განკითხვის ცოდვა? მიბაძე იმ მოღვაწე მამას, რომელმაც დაინახა რა, რომ ძმამ შესცოდა, ამოიოხრა და თქვა: "ვაი ჩემს თავს! როგორც მან შესცოდა დღეს, ასე მე შევცოდავ ხვალ. იგი ნანობს ამას, მე კი ვინ იცის, იქნებ ვერც კი მოვასწრო ეს, სინანულისთვის არ მეყოს ძალა".
თუ შენი თანდასწრებით, ვინმე განიკითხავს ახლობელს, უთხარი მას: "შეჩერდი ძმაო, მე ყოველდღე ვვარდები მძიმე ცოდვებში: მე როგორ უნდა განვიკითხო სხვა?" ასეთი წამლით შენ განკურნავ შენს თავსაც და იმასაც, რომელიც შენთან განიკითხავს სხვას.
***
როგორც ქარი აქრობს კანდელს, ისე განკითხვა განაქარვებს ღვთის მადლს.ვისაც განკითხვის ცოდვის დაძლევა უნდა, იმ შეცოდებებს, რომელსაც ძმასთან იხილავს, მას ნუ მიაწერს, არამედ ეშმაკს, რომელმაც შთააგონა იგი.
წმინდა იოანე კიბისაღმწერელი
ჩვენ კი, შეჩვენებულები, განურჩევლად განვიკითხავთ ჩვენს მოყვასთ, და კიდევ უარესი, ჩვენ არ ვჯერდებით ჩვენს დანაშაულს და გვინდა, ვავნოთ სხვებსაც, როცა სხვათა ცოდვებზე ვუყვებით მათ, რითაც იმათ გულებში შეგვაქვს განკითხვის ცოდვა. ჩვენ რომ სიყვარული გვქონოდა, მაშინ ახლობლის ნაკლის დანახვა ჩვენში წუხილსა და თანაგრძნობას აღძრავდა, როგორც ნათქვამია: "სიყვარულმან დაჰფარის სიმრავლე ცოდვათა" (1 პეტ. 4, 8).
ღირსი დოროთე