წმინდა ბასილი დიდი
ნუ შეიყვარებ სხვისი ძვირის ხსენების მოსმენას, საკუთარ ცოდვებზე ილაპარაკე, საკუთარი თავი დაადანაშაულე და არა ადამიანები.
ოპტელი ბერი ამბროსი
განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას.
ბარსანუფი დიდი
როდის დაგვიფარავს უფლის მადლი? მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი ძმების ცოდვების დაფარვას შევეცდებით.
თუ დაფარავ ძმის შეცოდებას და არ გაამჟღავნებ, ღმერთიც დაფარავს შენს შეცოდებას.
ღირსი მამა პიმენი
უგუნურებაა საკუთარი მიცვალებული მიატოვოს კაცმა და წავიდეს სხვისი მკვდრის დასატირებლად. ვინც განიცდის თავისი ცოდვების სიმძიმეს, იგი არ უყურებს თავისი მოყვასის ცოდვებს.
ღირსი მოსე
და მართლა, ვინ იცის სხვისი სინდისი? შენ განიკითხავ მას, ღმერთმა კი უკვე აპატია, ამიტომ ახლა შენ განიკითხავ უდანაშაულო ადამიანს, ღმერთმა რომ გაამართლა, მომავალ წმინდანს...
მღვდელმთავარი ფილარეტი
რომელი საქმის გამოც განვიკითხავთ მოყვასს, ან ვაბრალებთ რასმე, იგივე ცოდვაში ჩავცვივდებით, გინდა ხორციელი იყოს, გინდა სულიერი.
წმინდა იოანე კიბისაღმწერელი