წმინდა თეოფანე დაყუდებული
ჯვრის სკოლა - საუკეთესო სკოლაა. ჯვრის სკოლა გადააქცევს: უგუნურს - გონიერად, ჭკვიანს კი ბრძნად; ამაყს - მდაბლად, მდაბალს - სიმდაბლისმოყვარედ; უკეთურს კეთილად, კეთილს - უკეთესად; სუსტს - ძლიერად, ძლიერს - უძლეველად.
***
ძველ აღთქმაში სპილენძის გველზე შეხედვა გველის ნაკბენს კურნავდა. ახალ აღთქმაში ქრისტეს ჯვრისა და მაცხოვრის მოთმინების გონებისმიერ წარმოსახვას ძლიერი შეწევნა ძალუძს ზნეობრივი გველის - ვნებების მიერ მიყენებული წყლულების მოსაშუშებლად.***
ჰურიათათვის საცდურს, ჯვარცმის საიდუმლოს, ელინები დასცინოდნენ, როგორც სისულელეს, რადგანაც ქადაგება ჯვარზე რწმენით არის შემკული და არა რიტორიკით, რომელზეც ისინი იყვნენ მიჯაჭვულნი.ნეტარი თეოფილაქტე
აზრი მეუბნება: წმინდა ჯვრის ხილვის შემთხვევაში ამპარტავნებაში ჩავარდები, რადგან შენ ამის ღირსი არა ხარო. ეს მაშინებს და ძრწოლას მგვრის.
ეს ნუ გაწუხებს, იმიტომ რომ თუ წმინდა ჯვარი სინამდვილეში გამოგეცხადა, ის გააქარწყლებს ამპარტავნულ ქედმაღლობას, სადაც ღმერთია, იქ ბოროტებას ადგილი არა აქვს.
წმინდა ბარსანოფი დიდი და იოანე
"ღვთის შიში ადამიანს ამდაბლებს, მაგრამ ამავე დროს აღამაღლებს კიდეც".
***
"როგორც ცვილი დნება ცეცხლით, ასევე უწმინდური გულისთქმა ქრება ღვთის შიშისგან".წმინდა ათანასე დიდი