ი~ბ ებისტოლე წმიდისა ეგნატისი ჰრომაელთა მიმართ
ი~ბ ებისტოლე წმიდისა ეგნატისი ჰრომაელთა მიმართ
ეგნატი ღმერთშემოსილი, შეწყალებულსა დიდებითა მაღლისა ღმრთისა მამისაჲთა და იესუ ქრისტეს მხოლოდშობილისა ძისა მისისაჲთა1 , წმიდასა ეკლესიასა და განათლებულსა ნებითა ღმრთისა ყოველთა შემოქმედისაჲთა, რომელი-იგი არს, და სიყუარულითა და სარწმუნოებითა იესუ ქრისტეს - ღმრთისა და მაცხოვრისა [619]ჩუენისაჲთა და მადლითა სულისა წმიდისაჲთა, რომელი იგი შენ2 არს ღმრთივბრწყინვალედ სოფელსა შინა ჰრომაელთასა, ღირსსა ღმრთისასა, ღმრთივშუენიერსა, ღირსსა ნეტარებისასა, ღირსსა ქებისასა, ღირსსა პატივისასა, ღირსსა სურვილისასა და წინამძღუარსა სიყუარულისასა. ქრისტეს აღმსარებელსა, მამისა მადიდებელსა და სულ[ისა წმიდისა თაყუანის]მცემელსა, (II) რომელსაცა მოვიკითხავ სახელითა მამისა ყოვლისამპყრობელისაჲთა, და იესუ ქრისტეს ძისა მისისაჲთა. და მადლითა სულისა წმიდისაჲთა, სულით და ჴორცით შეერთებულთა და ყოველთა მცნებათა აღმასრულებელთა და აღვსებულთა ყოველთა საღმრთოთა მადლთა მიერ, შეუორგულებელად და განშორებულად ყოველსავე უცხოჲსა სახისაგან და წესისა, ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტესა და სულისა ყოვლად წმიდისა დაუსრულებელითა სიხარულითა გიხაროდენ.

ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ღირს ვიქმნე ხილვად სასურველთა პირთა თქუენთა, რომელთა მიმთხუევად და განცდად დიდ არს წადიერებაჲ და სურვილი ჩემი. რამეთუ ვესავ, ვითარმედ შეკრულმან მოგიკითხნე თქუენ და ამბორს-გიყო, უკუეთუ ოდენ ჯერ-იჩინოს ღმერთმან და ღირს მყოს მე სრულყოფად საწადელისა ჩემისა. უწყი, რამეთუ დასაბამი კეთილად განაგო ღმერთმან, უკუეთუ ოდენ ღირს მყოს მადლსა სრულებისასა მიმთხუევად და ნაწილი ჩემი და ხუედრებული სრულებითა კეთილითა სრულ იქმნეს.

რამეთუ მეშინის მე სიყუარულისა თქუენისაგან, ნუუკუე ვიმძლავრო მისგან. რამეთუ თქუენდა ადვილ არს, რაჲთა ჰქმნეთ რომელიცა ინებოთ; ხოლო ჩემდა ძნელ არს და საძნაურ3 , უკუეთუ ღმერთსა არა მივემთხჳო. და ესე იქმნების, უკუეთუ და მიწყალობთ მე მიზეზითა ჴორციელისა სიყუარულისაჲთა.

და არა ნებავს თქუენი, რაჲთა კაცთა სათნო ეყოფვოდით, არამედ ღმერთსა, ვითარცა-იგი და სათნოცა ეყოფვით. რამეთუ არცა მე ვჰპოებ უმჯობესსა ჟამსა ამის ჟამისასა მიმთხუევად ღმრთისა და ვერცა რას თქუენ იქმთ უაღრესსა, უკუეთუ სდუმნეთ და შემწიროთ მე ღმრთისა. რამეთუ უკუეთუ მიტეოთ მე, ვიქმნე მე4 ღმრთისა, ხოლო უკუეთუ (429)5 ჴორცთა ჩემთა ეტრფიალნეთ, კულავად ვრბიოდი და მიმოვიქცეოდი სოფელსა ამას შინა. და რად მეჴმარების მე ესე, უფროჲსღა მომმადლეთ მე, რაჲთა შევიწირო მე ღმრთისა, ვიდრე-ესე საკურთხეველი განმზადებულ არს. რაჲთა [620]განაწყოთ მწყობრი სიყუარულისაჲ და უგალობდეთ ღმერთსა მამასა და იესუ ქრისტეს და სულსა წმიდასა, ვითარმედ: ეპისკოპოსი ასურეთისაჲ ღირს იქმნა დასავლეთს შეწირვად ღმრთისა, რომელი-იგი აღმოსავალით მოიყვანა მოწამედ ვნებათა თჳსთა. და ესრეთ განვიჴსნე რაჲ სოფლისაგან, წინაშე ღმრთისა აღვიდე.

არაოდეს ვის სადა ეშურენით ყოლადვე. დაჰმარხეთ ესე ჩემ ზედაცა. ვითარცა-იგი სხვათა ასწავეთ, მნებავს, რაჲთა მეცა მასწავოთ და სრულჰყოთ ჩემზედა სიყუარული თქუენი; ვითარცა-იგი თქუენ ისწავეთ და სხუათა ასწავეთ და განამტკიცენით, მეცა იგივე სახე მაჩუენეთ. ოდენ ძალი მითხოვეთ მე ღმრთისაგან და სიმტკიცე შინაგან და გარეშე, რაჲთა არა ვიტყოდი ხოლო, არამედ, რაჲთა ვიქმოდიცა; და რაჲთა არა მეწოდებოდის ხოლო ქრისტიანე, არამედ რაჲთა ვიპოვოცა ქრისტიანე. რამეთუ უკუეთუ საქმით ვიპოვო, თქმადცა ძალმიც. და ესე მაშინ იქმნების სარწმუნო, რაჟამს არღარა ვჩნდე სოფელსა შინა. რამეთუ არღა რაჲ არს ხილულთაგანი საუკუნო, რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო უხილავი იგი - საუკუნო (II კორ.4.18). არა ცილობისაჲ არს საქმე ესე, არამედ სიქველისაჲ.

რამეთუ ქრისტიანე რაჟამს საძულველ იქმნეს სოფლისაგან, მაშინ საყუარელ იქმნების ღმრთისა, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: "უკუეთუმცა სოფლისა ამისგან იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; ხოლო აწ არა ხართ სოფლისა ამისგან, არამედ მე გამოგირჩიენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა" (იოანე 15,19,9).

ამისთჳს მივსწერ (II) მე ყოველთა ეკლესიათა და ყოველთა უწამებ, რამეთუ ნებსით მოვკუდები მე ღმრთისათჳს, უკუეთუ ოდენ თქუენ არა დამაბრკოლოთ. ვინაჲცა გლოცავ თქუენ, ნუ მაჩუენებთ ურგებსა წყალობასა და მაცადეთ მე, რაჲთა ვიქმნე მჴეცთა შესაჭმელ, რომელთა მიერ მომენიჭების მე მიმთხუევაჲ ღმრთისაჲ.

იფქლი ვარ მე ღმრთისაჲ და კბილი მჴეცთაჲთა დავიფქვი, რაჲთა ვიქმნე მე პურ წმიდა ღმრთისა. უფროჲსღა განაძვინენით6 მჴეცნი, რაჲთა მექმნენ მე სამარე და რაჲთა არარაჲ დაუტევონ ჴორცთა ჩემთაგან, რაჲთა არა შემდგომად სიკუდილისა ჩემისა მძიმე რაჲმე ვიპოვო და ძნიად სატჳრთავ. ხოლო მაშინ ვიყო მე მოწაფე ჭეშმარიტი იესუ ქრისტესი, რაჟამს არცაღა ჴორცნი ჩემნი [621]დაშთენ სოფელსა ამას შინა სახილველად. ლიტანია ყავთ უფლისა მიმართ ჩემთჳს, რაჲთა ორღანოჲსა ამის მიერ ჴორცთაჲსა მსხუერპლად ღმრთისა ვიპოვო.

არათუ ვითარცა პეტრე და პავლე გიბრძანებ თქუენ, რამეთუ იგინი მოციქულნი იყვნენ ქრისტესნი, ხოლო მე - ნარჩევი და უდარესი ყოველთა მორწმუნეთაჲ, იგინი აზნაურნი, ვითარცა მონანი ღმრთისანი, ხოლო მე ვიდრე აქამომდე მონაჲ (I კორ. 7.22). არამედ, უკუეთუ ვიწამო, თავისუფალ ვიქმნე იესუ ქრისტეს მიერ და აღვდგე მის თანა აზნაურ. აწ მის თანა შეკრული ვისწავებ, რაჲთა არა რაჲსა მსოფლიოჲსა და ამაოჲსა მითქუმიდეს გული.

ვინაჲცა ასურეთითგან, ვიდრე ჰრომამდე მჴეცთა მიერ შევიჭამები ზღუათა შინა და ჴმელთა, ღამე და დღე, შეკრული ათთა მიერ ლეკუთა ლომისათა7 , რომელ არიან მჴედარნი, რომელნი-იგი უძჳრეს იქმნებიან ქველისმოქმედებითა. გარნა გუემანი მათნი უფროჲს სათნო მიჩან და ვითარცა მოძღუართა დავემოწაფები ველურებასა მათსა. და არა თუ ამით რასმე განვმართლდები (I კორ. 4.4). და ღირსმცა ქმნილ ვარ განლევად მჴეცთა მათგან (V) ჩემთჳს განმზადებულთა და ადრემცა მიმთხუეულ ვარ მათდა. რამეთუ ესე არს ლოცვაჲ ჩემი: რაჲთა ადრე განმბძარონ მე. და მნებავს, რაჲთა გან-ცა-ვაძჳნნე8 იგი[ნი] შეჭმად ჩემდა და არა, ვითარცა-იგი ვიეთნიმე შეშინდე და არა შეეხნეს9 . ხოლო მე, ვესავ უფალსა, რომელ უკუეთუ ნეფსით არა ინებონ, უნებლიეთ ვიძულო მათ განლევაჲ ჩემი.

შემინდვეთ მე და ნუ მაბრალებთ მე, რამეთუ არა უმეცარ ვარ უმჯობესსა ჩემსა და რაჲ იგი თანამაც ყოფად. რამეთუ აწღა მიწყიეს, რაჲთა ვიქმნე მოწაფე უფლისა (ლუკა 14.27). და ნუმცა ვინ ქმნილ არს მოშურნე ჩემდა ხილულთაგანი, გინა უხილავთაჲ, რაჲთა იესუ ქრისტესა მივემთხჳო. ცეცხლი და ჯუარცუმაჲ და მჴეცთა სიმრავლე, განღებანი ნაწლევთანი და განბრძარვანი. ასოთანი და განბნევანი ძუალთანი და დაჴსნანი ნასხამთანი და დაფქვანი ყოვლისავე გუამისანი და ტანჯვანი ეშმაკისანი ჩემ ზედა მოიწინედ, გარნა ხოლო, რაჲთა ქრისტეს მივემთხჳო (შდრ. რომ. 8.35-39).

[622]რამეთუ არას მარგებენ მე კიდენი ქუეყანისანი, არცა დაპყრობაჲ სოფლისაჲ და არცა მეფობაჲ ქუეყანისაჲ. არამედ კეთილ არს ჩემდა სიკუდილი ქრისტესთჳს, ვიდრეღა პყრობილობაჲ ყოვლისა სოფლისაჲ, რამეთუ რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი წარიწყმიდოს? (მათე 16.26; ლუკა 9.25).

უფლისა მსურის – ძისა მხოლოჲსა მის ჭეშმარიტისა მამისა იესუ ქრისტესა, მას ვეძიებ, რომელი ჩუენთჳს მოკუდა და აღდგა. ვინაჲცა შემნდობელ მექმნენით მე ძმანო და ნუ დამაბრკოლებთ მე10 შესლვად ცხორებასა, რამეთუ იესუ არს ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ. და ნუ გნებავს მოკლვაჲ ჩემი, რამეთუ სიკუდილი არს თჳნიერ ქრისტესა ცხორებაჲ. და ვინაჲთგან მნებავს, რაჲთა ღმრთისა შევიწირო, ნუ მიმცემთ მე ნჳჭად სოფლისა და ნუცა მე მანიჭებთ სოფელსა. მაცადეთ მე, რაჲთა მოვიღო წმიდაჲ იგი ნათელი11 . რამეთუ მუნ რაჲ მივიწიო, ვიქმნე მე კაც ღმრთისა. მიბრძანებ მე, რაჲთა ვემსგავსო ვნე(II)ბათა ქრისტეს ღმრთისათა]. უკუეთუ ვისმე12 აქუს იგი თავსა შორის თჳსსა, უწყის მან: თუ ვითარი სიტკბოებაჲ აქუს მიმთხუევასა მისსა, - და არა მაბრალოს მე სურვილისა ამისთჳს, რომელი მაქუს მისა მიმართ და რომელი შესწუვავს შინაგანსა ჩემსა, - და თუ ვისსა მივისწრაფი.

მთავარსა ამის სოფლისასა ჰნებავს განჭრაჲ ჩემი და განხრწნაჲ საღმრთოჲსა მის სიყუარულისა ჩემისაჲ. და ნუმცა ვინ თქუენგანი შეეწევის მას. უფროჲსღა ჩემდა მოიქეცით და მე შემეწიენით, ესე იგი არს - ღმერთსა. და ნუ იტყჳთ პირითა უფლისა იესუ ქრისტესა და სოფელსა აღირჩევთ მისა.

ნუმცა დამკჳდრებულ არს თქუენ შორის შური. და დაღაცათუ მე გევედრებოდი სოფელსა ამას შინა ყოფისა ჩემისათჳს, ნუ გრწამნ ჩემი, ნუცა ისმენთ ჩემსა, არამედ უფროჲსღა ესე ირწმუნენით, რომელსა მივსწერ თქუენდა. რამეთუ ცხოველი მივსწერ თქუენდა და გონიერი და სათნო მიჩნს და მნებავს ქრისტესთჳს სიკუდილი.

ჩემი იგი ტრფიალი ჯუარცუმულ არს13 და არა არს ჩემ შორის [623]ცეცხლი შემჭამელი ნივთთაჲ14 , არამედ წყალი ცხოველი (შდრ. იოანე 4.10; 7.38) ვალს ჩემ შორის შინაგან და მეტყჳს მე: მოვედ მამისა ჩემისა (შდრ. იოანე14,12).

არა მსურის განხრწნადთა საშუებელთათჳს, არცა გულისთქუმათა ამის სოფლისათა. პურისათჳს საღმრთოჲსა მსურის, პურსა ზეცათასა ვეძიებ, პური ცხორებისაჲ მნებავს, რომელ არს ჴორცი ქრისტეს ძისა ღმრთისაჲ, რომელი-იგი იშვა ჟამთა მათ უკუანაჲსკნელთა ნათესავისაგან დავითისა (იოანე 7.42; რომ. 1.3) და აბრაჰამისა, და სუმად მნებავს სასუმელი მისი, რომელ არს სიყუარული უხრწნელი და სამარადისოჲ ცხორებაჲ.

არღარა საჴმარ არს ჩემდა კაცობრივი ესე ცხორებაჲ. და ესე იქმნეს, უკუეთუ თქუენ ინებოთ. ქრისტეს თანა ჯუარცუმულ ვარ. ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ქრისტე ჩემ შორის (გალ. 2.19,20).

მცირეთა ამათ (430) ასოთა მიერ ვითხოვ თქუენგან. და ნუ ურჩ მექმნებით მე და გრწმენინ ჩემი, რამეთუ ქრისტე მიყუარს, რომელი ჩემთჳს ჯუარს-ეცუა.

რამეთუ და რაჲ მივაგო მე უფალსა ყოველისათჳს, რომელი ესე მომაგო მე? (ფს. 115.2) და მან თავადმან, ღმერთმან და მამამან და უფალმან იესუ ქრისტემან და სულმან ყოვლადწმიდამან გამოგიცხადოს თქუენ ესე, რამეთუ ჭეშმარიტსა ვიტყჳ. და თქუენცა ლოცვა ყავთ ჩემთჳს, რაჲთა მივემთხჳო საწადელსა ჩემსა. და არა ჴორციელად მივწერე ესე თქუენდა და ლიტონად, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა. და უკუეთუ ვიწამო, შეყუარებულ ვიქმნე, ხოლო უკუეთუ შეურაცხ ვიქმნე - მოძაგებულ.

ნუ და[ივი]წყებთ ლოცვათა შინა თქუენთა ეკლესიასა ასურეთისასა, რომელსა ჩემ წილ მწყემსი ეჴმარების უფლისა მიერ, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: "მე ვარ მწყემსი კეთილი" (იოანე 10.11). და მან მხოლომან იგულოს და თქუენმან მისსა მიმართ სიყუარულმან. რამეთუ მე და ამისაცამებრ15 თქუმად მრცხუენის, ვითარმედ მათგანი ვარ, რომელი-ესე ვარ ღირს რაჲთამცა ნარჩევთა მათთანა შევირაცხე და მორყუნილთა. გარნა თუ ღმრთისა მიმთხუევითა შეწყალბეულ ვიქმნე.

[624]ამბორს გიყოფს თქუენ სული ჩემი და სიყუარული ეკლესიათა შემწყნარებელთა ჩემთაჲ სახელისათჳს ქრისტესისა. არა ვითარცა მწირი და მოგზაური, არამედ ვითარცა თავი და მოძღუარი მათი. და, რამეთუ ყოველივე საჴმარი ჩემი და საგზალი ქალაქად-ქალაქად უხვებით მომიძღუანეს.

ხოლო მივწერე თქუენდა წიგნი ესე ზმირნით ეფესელთა მიერ, ღირსთა ნეტარებისათა (და არა ჩემთანა, სხუათა თანა მრავალთა, კროკოსცა - სასურველი სახელი), რომელნი-იგი აღმოვიდეს ჩემთანა ასურეთით, რაჲთა განმისუენონ მე და მმსახურონ და მოვიდენ ჩემთანა ჰრომედ სადიდებელად ღმრთისა, რომელთათჳს-იგი არა ურწმუნო ვარ, ვითარმედ გეცნა; და უწყებულ იყოს თქუენდა, რამეთუ ფრიად დაშურეს ჩემთჳს; და გევედრები, რაჲთა მოწლედ16 და სიყუარულით მოიკითხნეთ და ნუგეშინის-სცეთ, რამეთუ ყოველნივე არიან ღირსნი ღმრთისანი და თქუენნი. და აუწყეთ მათ, რამეთუ მოახლებულ ვარ. და განუსუენეთ მათ ყოვლით კერძო, რამეთუ შუენის ესე ღირსება(II)სა თქუენსა და შეჰგავს.

ხოლო მივწერე თქუენდა ეპისტოლე ესე უწინარეს ცხრისა დღისა სეკდენბერისა17 . და ცოცხლებითმცა ხართ სამარადისოდ მოთმინებასა შინა და მოღუაწებასა ქრისტეს იესუს მიერ. ამენ.

განსრულდეს ეპისტოლენი წმიდისა ეგნატისნი ათორმეტნივე18 .
....
თარგმანი წმიდა გიორგი მთაწმინდელისა

ხელნაწერი შეისწავლა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ანდრია ბოროდამ

საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1988 წ.
....................................................................................................................................................................

შენიშვნები:

1. ხელნაწერშია: მამისაჲთა. A 66: მისის(ა)თა.

2. შენ-ი - მკვიდრი, დასახლებული.

3. საძნაურ - სამწუხარო.

4. ხელნაწერში: [მე].

5. 429 ფურცლის დასაწყისში შეცდომით გამეორებულია სიტყვე "უკუეთუ".

6. ბერძნულში ზმნებია, რომლებიც მოფერების მნიშვნელობას ატარებენ (κολακεύω, κολακίς).

7. ბერძნულში: ათთა ლეოპარდთა (δέκα λεοπάρδιος).

8. ბერძნულში ზმნებია, რომლებიც მოფერების მნიშვნელობას ატარებენ (κολακεύω, κολακίς).

9. ე.ი. ზოგიერთნი ისე დაუდგნენ მხეცებს, რომ ისინი შეშინდნენ და არ მიჰკარებიან მათ.

10. ხელნაწერში: [მე]

11. ბერძნულშია: καθαρὸν φῶς - წრფელი (სუფთა) ნათელი (ლათ. პარუმ ლუმენ; რუს: чистый свет.

12. ვისმე - ვინმეს.

13. სიტყვები: ჩემი ტრფიალი ჯუარცმულ არს (ὁ ἐμὸς ἕρος εσταύρωσαι) ნახსენები აქვს წმ. დიონისე არეოპაგელს თხზულების "საღმრთოთა სახელთათჳს" მე-4 თავში და ორიგენეს "ქება-ქებათაჲს შესავალში" (Pროლოგო ინ ცანტიცო ჩანტიცორ).

14. ცეცხლი შემჭმელი ნივთთაჲ - ბერძნ. πῦρ φιλοῦν τι, ანუ ნივთთა მოყუარე ცეცხლი. (ლათ. იგნის ქუიდრიამ ამანს, რუს.: огонь любящий вещество).

15. ხელნაწერში: ამის[აცა]მებრ.

16. მოწლედ - კეთილად, სიკეთით.

17. PG-ს ბერძნულ ტექსტში ვკითხულობთ: ἔγραψα δὲ ὑμῖν ταῦτα τῇ πρὸ ἐννέα καλανδῶν Σεπτεμβρίων - ეს მოგწერეთ თქვენ სექტემბრის კალენდობის ცხრა დღით ადრე, ე.ი. რომაული კალენდარული ათვლის წესით 24 აგვისტოს.

18. A 60-ში წერია: განსრულდეს ეპისტოლენი წმიდისა ეგნატისნი ათორმეტნი, თარგმნილნი წმიდისა მამისა ჩუჱნისა გიორგი მთაწმიდელისანი მაღლად და ღმრთივშუჱნიერად.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat