მეათერთმეტე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ეფესელთა მიმართ
მეათერთმეტე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ეფესელთა მიმართ
ეგნატი ღმერთშემოსილი, ღმრთისა მიერ მამისა კურთხეულსა სავსებითურთ და წინა საუკუნეთაგან წინაჲსწარ განჩინებულსა სადიდებელად თჳსა სამარადისოდ და უცვალებელად და შეერთებულსა და გამორჩეულსა ვნებითა მით ჭეშმარიტითა, ნებითა [605]ღმრთისა მამისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მაცხოვრის ჩუენისა და სულისა მიერ წმიდისა, ეკლესიასა ღირსსა ნეტარებისასა, რომელი-ეგე ხარ ეფესოს შინა ასიისასა: ქრისტეს იესუჲს მიერ განმრავლდინ და აღორძინდინ უბიწოჲ ეგე სიხარული და მხიარულებაჲ შენი.

მივითუალე თქუენი-ეგე ღმრთისა მიერ მრავალსასურველი სახელი, რომელი გაქუს მშჯავრითა სიმართლისაჲთა და სარწმუნოებითა და სიყუარულითა იესუ ქრისტეს მაცხოვრის ჩუენისაჲთა, რამეთუ ჰბაძავთ თქუენ ღმრთისა კაცთმოყუარებასა, რამეთუ განაცხოველეთ საუფლოჲთა მით სისხლითა მოსწრაფებაჲ იგი დანერგული (425) თქუენ შორის [და აღმატებულად სრულყავთ].

რამეთუ გესმა შეკრვაჲ ჩემი ასურასტანს ქრისტესთჳს, ზოგადისა მის სასოებისა, რომელი-ესე ვესავ ლოცვითა [თქუენითა], [რაჲთა] ღირს ვიქმნე ჰრომს მჴეცთა [მიერ] განლევასა, რაჲთა წამებითა შეუძლო მოწაფე ყოფად მისა, რომელმან-იგი ჩუენთჳს შეწირა თავი თჳსი მსხუერპლად და შესაწირავად ღმრთისა (ეფეს. 5.2). და გესმა რაჲ, არა წარიცონეთ და უდებჰყავთ, არამედ სიყუარულითა აურაცხელითა მოავლინეთ ჩუენდა ეპისკოპოსი თქუენი ონისიმე, რომლისა მიერ ყოველივე სიმრავლე თქუენი და ერმრავალი კრებული ვიხილე. და ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ყოველნივე მობაძავ მისა იყვენით და რაჲთა ყოველნივე საყუარელ მისსა იყვნეთ და ერჩდეთ მცნებათა მისთა.

და კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან ესევითართა კეთილთა და სათნოთა, ესევითარი კეთილი და საღმრთოჲ ეპისკოპოსი მოგანიჭა თქუენ.

და კუალად ჩუენთანა მონისა და ქრისტეს მიერ დიაკონისა თქუენისა, ყოვლითურთ კურთხეულისა ვირროჲსთჳს1 ვევედრები ღმერთსა, რაჲთა ეგოს იგი უბიწოდ პატივად და არძანიგად2 წმიდისა ეკლესიისა და ნეტარისა ეპისკოპოსისა თქუენისა. ხოლო კროკოს, ღირსმან ღმრთისამან და თქუენმან, რომელი-იგი სალბუნად სიყუარულისა თქუენისა მოვიდა ჩუენდა, ყოვლით-კერძო განმისუენა ჩუენ და ჯაჭუნი იგი ჩემნი არა სირცხჳლ-იჩინა (II ტიმ. 1.16). და ეგრეთვე მასცა განუსუენენ მამამან უფლისა ჩუენისამან იესუ ქრისტემან ვირროჲსთანა და ონისიმესა და ევპლოჲსა და ფრონტონისა, რომელთა მიერ თქუენ ყოველნი გიხილენ და სიყუა[606]რულით თქუენითა აღვივსე. და მარადისმცა მესმის მშჳდობაჲ და სიხარული და წარმატებაჲ თქუენი, უკუეთუ ოდენ მიითუალვის ვედრი3 ჩემი და ღირს ვიჩინები.

გშუენის უკუე და შეჰგავს თქუენდა, რაჲთა ყოვლითავე სახითა ადიდებდეთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელმან-იგი გადიდნა თქუენ, და რაჲთა ერთითა ერთობითა იყვნეთ დამტკიცებულ და ერთითა ნებითა და ერთითა გონებითა და რაჲთა მასვე ზრახვიდეთ მისთჳს (II) ყოველნი (I კორ. 1.10) და რაჲთა ერჩდეთ ეპისკოპოსსა და მღდელთა, რაჲთა ყოვლითურთ იყვნეთ წმიდა.

არა გიბრძანებ ესრეთ, ვითარცა ვიყავ რაჲმე, რამეთუ, დაღაცათუ შეკრულ ვარ სახელით, გარნა წუთღა არა სრულ ქმნილ ვარ ქრისტეს იესუჲს მიერ, არამედ დასაბამი ოდენ მაქუს, რაჲთა დავემოწაფო: ხოლო გზრახავ თქუენ, ვითარცა ჩემთანა მონათა ღმრთისათა. უფროჲსღა თქუენდა ჯერ-იყო, რაჲთამცა მასწავეთ მე და მომაჴსენეთ სარწმუნოებისათჳს, მოთმინებისა, გულსმოდგინებისა და სულგრძელებისა და ნეშტთა მათ საღმრთოთა სწავლათათჳს. გარნა ვინაჲთგან სიყუარული თქუენი არა მიტევებს მე თქუენთჳს დუმილსა, ამისთჳს წინაჲს-უსწარ სწავლასა თქუენსა და გლოცავ და მოგაჴსენებ, რაჲთა ჰრბიოდით ნებისაებრ ღმრთისა. და რამეთუ უფალიცა ყოველსავე ნებისაებრ და ჯერჩინებისა მამულისა იქმს, ვითარცა თავად მან თქუა, ვითარმედ: "ყოვლადვე ნებასა მისსა და სათნოებასა მისსა ვჰყოფ" (იოანე 8.29). ვინაჲცა ჩუენდაცა ჯერ-არს, რაჲთა ნებისაებრ ღმრთისა ვცხონდებოდეთ ქრისტეს მიერ და ვჰბაძვიდეთ, ვითარცა პავლე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა" (I კორ. 11.1).

და ეგრეთვე ჯერ-არს, რაჲთა ნებასა ეპისკოპოსისასა შეუდგეთ, რომელი-იგი გმწყსის თქუენ ნებისაებრ ღმრთისა; რომელსა-იგი ჰყოფთცა თავით თჳსით, განბრძნობილნი სულისა მიერ წმიდისა. რამეთუ წმიდანი და პატიოსანნი მღდელნი და ღირსნი ღმრთისანი ესრეთ მორთხმულ არიან და შეწყობილ ნებასა მღდელთმოძღურისა თჳსისა, ვითარცა ძალნი ათძალთა; და ეგრეთ აბმულ არიან ერთობითა და სიყუარულითა, ვიდრეღა განმგებელად და მცველად მათდა მოუგიეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. და ეგრეთვე კაცად-კაცადი ერთმწყობრ იქმნენით, რაჲთა ერთითა ერთობითა ერთნება იყვნეთ ღმრთისა მიერითა შეერთებითა და ზოგადი და სწორი [607]გულსმოდგინებაჲ აჩუენოთ და საკუთარ იქმნნეთ ღმრთისა და საყუარელ4 ძისა (V) მისისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: "მიეც მათ მამაო წმიდაო, რაჲთა, ვითარცა იგი მე და შენ ერთ ვართ, ეგრეთვე იგინიცა ერთ იყვნენ ჩუენ შორის" (შდრ. იოანე 17.11). ვინაჲცა თანანადებ არს და ღირს, რაჲთა უბიწოჲთა ერთობითა შეერთებულნი ღმრთისა თანა მობაძავ ვიქმნნეთ ქრისტესა და ვითარცა ასონი შეინაწევრნეთ ურთიერთარს.

რამეთუ, უკუეთუ მე ესეოდენ მცირედსა ჟამსა, ესევითარი სიყუარული მოვიგე მწყემსისა თქუენისაჲ, - არა კაცებრივი, არამედ საღმრთოჲ, არა ჴორციელი, არამედ სულიერი, - რაოდენ უფროჲს უმეტესისა თანაგაც თქუენ მოგებად? და ჭეშმარიტად ვჰნატრი სიყუარულსა თქუენსა განზავებულსა მის თანა5 , ვითარცა იგი აქუს ეკლესიასა ქრისტეს თანა და ქრისტესა ღმრთისა მამისა თანა, რამეთუ ეგრეთვე თქუენცა ყოვლითურთ შეერთებულ ხართ და განზავებულ და შენაწევრებულ.

ნუმცა ვინ უკუე სცთების, რამეთუ არათუ შინაგან ვინმე იყოს საკურთხეველისა, დაკლებულ იქმნების პურისაგან საღმრთოჲსა (იოანე 6.33). და რამეთუ, უკუეთუ ერთისა და ორისა ლოცვასა ესოდენი ძალი აქუს, ვიდრეღა ქრისტე მათ შორის იხილვების (შდრ. მათე 18.20), რაოდენ უმეტეს იქმნეს ესე, რაჟამს ეპისკოპოსი და ყოველი კრებული და ეკლესიაჲ ერთჴმობით შესწირვიდენ ლოცვასა ღმრთისა მიმართ და ჰრწმენეს, რამეთუ მოიღონ ქრისტესგან ყოველივე თხოვაჲ მათი?

ვინაჲცა, რომელი-იგი ესევითართა მათ კრებულთაგან განიყოს და განეშოროს საკურთხეველისაგან მსხუერპლთაჲსა და ეკლესიისაგან პირმშოთაჲსა, რომელნი-იგი აღწერილ არიან ცათა შინა (ებრ. 12.23), - მგელი არს [ეგევითარი-იგი სა]მოსლითა ცხოვართაჲ[თა მოსილ (მათე 7.15) და] მყუდროებისა მჩემებელი [და განმბძარ]ველი სამწყსოთაჲ.

[ისწრაფეთ] უკუე, საყუარელნო ჩემნო, რაჲთა დაე[მორჩილ]ნეთ ეპისკოპოსსა და [მღდელთა] და დიაკონთა. რომელი ამათ დაემო[რჩილოს], ეგევითარი-იგი ღმერთსა ჰმორჩილობს, რომელმან იჩინნა იგინი მნეობასა თჳსსა; და რომელი [ურჩ იყოს] მათდა, [608]ურჩ არს იგი ქრისტესა; და რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს მან [ცხორებაჲ, არამედ] რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს (II) მას ზედა (იოანე 3.96), რამეთუ თავჴედ არს იგი და მაცილობელ და ამპარტავან, რომელი უაღრესთა თჳსთა უჴდებოდის. და "ამპარტა[ვანთა], - ვითარცა წერილ არს, - შეჰმუსრა[ვს ღმერთი], ხოლო მდაბალთა მოსცემს მადლ[სა]" (იგავ. 3.34; იაკ. 4.6; I პეტრე 5.5); და ვითარმედ: "ამპარტავანნი უშჯულოებდეს ვიდრე ფრიად" (ფს. 118.51); და მოწაფეთა ეტყოდა უფალი, ვითარმედ: "რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინოს; და რომელმან ჩემი ისმინოს, ისმინოს მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხმყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა" (ლუკა 10.16; მარკ. 9.37; ლუკა 9.48).

რაოდენცა მდუმარედ ხედვიდეთ ეპისკოპოსსა, უფროჲსად გეშინოდენ, რამეთუ ყოველი, რომელი სახლისა უფალმან წარავლინოს თჳსსა სამსახურებელსა და განსაგებელს (შდრ. ლუკა 12.42; მათე 24.25), ესრეთ თანაგუაც შეწყნარებაჲ მისი, ვითარცა თჳთ მის მომავლინებელისაჲ (შდრ. მათე 10.40; მარკ. 1.37; ლუკა 7.48; იოანე 13.20). და ვინაჲთგან ეპისკოპოსი მნე არს უფლისაჲ და წინაშე მისსა მდგომარე, ესრეთ თანაგუაც კრძალვაჲ და შიში მისი, ვითარცა თჳთ თავადისა უფლისაჲ, რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: "ფრთხილი და მახჳლი კაცი მეფეთა წინაშე ღირს არს დგომად და არა კაცთა მედგართა"6 (იგავ. 22.29).

ონისიმე უკუე ფრიად აქებს თქუენსა მას საღმრთოსა წესიერებასა და რამეთუ საღმრთოდ და ჭეშმარიტად სცხონდებით ყოველნი და რამეთუ არცა ერთი წვალებაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის და არცა თუ ისმის სხუაჲ რაჲმე ყოვლადვე თჳნიერ ქრისტესთჳს, ხოლო ჭეშმარიტისა მის მწყემსისა და მოძღურისა, და ხართ ერთსულ და ერთჴორც, ვითარცა-იგი პავლე გასწავათ თქუენ, ვითარცა იჩინენით ერთითა მით სასოებითა სარწმუნოებისაჲთა ვინაჲთგან არცა რაჲ არს სხუაჲ, არამედ ერთ უფალ და ერთ სარწმუნოება და ერთ ნათლისღება და ერთ ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, [609]რომელი-იგი არს ყოველთა ზედა და ყოველთა მიერ და ყოველსა შინა (ეფეს. 4.4-6).

თქუენ უკუე ესევითარნი ხართ ნებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ვთქუთ და ესევითართა მოძღუართა მიერ სწავლულ: პავლე ღმერთშემოსილისა და ტიმოთეს საკჳრველისა და, უფროჲს(426)ღა, დიდისა მის და აღმატებულისა მოძღურისა, მოძღუართაჲსა იოანე ღმრთისმეტყუელისა7 .

ხოლო ვიეთმე უკუეთურთა ჩუეულება[ჲ აქუს] სლვად ზაკუვითა ბორო[ტითა და] სახელითა მწიკულევა[ნითა და] იქმან სხუათა რათმე საქმეთა უღირსთა ღმრთისათა და ზრახვენ წინააღმდგომსა ქრისტეს მოძღურებისასა წარსაწყმედელად თავთა თჳსთა და მორჩილთა თჳსთა. რომელთაგან ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა, ვითარცა მჴეცთა ესრეთ განეშორნეთ, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: "მართალმან მიაქციოს და ცხოვნდეს უკუნისამდე, ხოლო მზა იქმნეს და მოსაცხრომელ წარწყმედაჲ უღმრთოთაჲ" (იგავ. 10.25; 11.3; 13.6). ესევითარნი-იგი არიან ახალნი ძაღლნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ყეფად (ის. 56.10), განცოფებულნი და იდუმალ მკბენარნი, რომელთაგან ჯერ-არს ფრიადი კრძალვაჲ, რამეთუ უკურნებელად სნეულ არიან.

ხოლო მკურნალ თქუენდა არს მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი, დაუსაბამოჲ და უცვალებელი და ყოველთა უფალი და მხოლოდშობილისა ძისა ხოლო მამაჲ და მშობელი. და კუალად გუაქუს მკურნალად უფალიცა ჩუენი და ღმერთი იესუ ქრისტე, წინასაუკუნეთა მამისაგან მხოლოდშობილი ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ ჴორცშესხმული ქალწულისა მარიამისაგან; რამეთუ სიტყუაჲ განჴორციელდა (იოანე 1.14), უჴორცო ჴორციელ იქმნა და უვნებელმან ივნო ჴორცითა და უკუდავი მოკუდა ჴორცითა და ცხორებამან ხრწნილებისა გემოჲ იხილა ჴორცითა, რაჲთა სიკუდილისა და ხრწნილებისაგან განათავისუფლნეს და განკურნოს სულნი ჩუენნი დასნეულებულნი უღმრთოებითა და ბოროტითა გულისთქუმითა.

ნუმცა ვინ უკუე გაცთუნოს თქუენ, რომელ-იგი ვერცა გაცთუნებს და არც სცთების, რამეთუ ყოვლითურთ ყოველნივე ხართ ღმრთისანი. რამეთუ ვინაჲთგან ვერცა თუ ერთი გულისთქუმაჲ [610]გმძლავრობს თქუენ, რომელმანცა შეგაფარილნა8 და უჴხმარ გყვნა, ვითარ9 არა სცხონდე(II)ბით საღმრთოდ და ხართ ქრისტიანე.

ვინაჲცა10 მივსწერ თქუენდა, ვითარცა უნარჩევესი თქუენი და უმრწემესი შვილი საუკუნითგან განთქმულისა მის ეფესელთა ეკლესიისა, უბიწოჲსა მის და მრავალსაგალობელისა. საყუარელნო, ჴორციელთა სულიერთა საქმეთა ქმნა ვერ ჴელეწიფების და არცა სულიერთა - ჴორციელთაჲ და არცა სარწმუნოებასა - ურწმუნოებისაჲ. ხოლო თქუენ, ვინაჲთგან აღსავსე ხართ სულითა წმიდითა, არა რას იქმთ ჴორციელსა, არამედ ყოველსავე სულიერსა, განსრულებულნი ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი-იგი არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ და უფროჲსღა მორწმუნეთაჲ (ტიმ. 4.10).

მესმა ვიეთთჳსმე, რომელთა-იგი განვლეს თქუენ შორის, რომელთა-იგი აქუნდა მოძღურებაჲ ბოროტი ველურისა მის და უკეთურისა სულისაჲ, რომელთა-იგი არა გზა უყავთ თესვად ღუარძლისა, არამედ დაიყვენით ყურნი თქუენნი არაშეწყნარებად საცთურსა მას, თქუმულსა მათ მიერ ერის მაცთურსა და სწავლასა მტერისასა და არა ქრისტესსა. რამეთუ მუცლითმეზღაპრეობაჲ და სიტყუაჲ ტყუვილისაჲ, თავით თჳსით მოპოვნებული, სატანაჲსი არს და ანტიქრისტესი.

ხოლო სული წმიდაჲ არა უცხოსა რასმე იტყჳს, არამედ ქრისტესსა; და არა თავით თჳსით, არამედ უფლისა მიერ, ვითარცა-იგი უფალმან ნებაჲ მამისაჲ მოგჳთხრა ჩუენ, ვითარცა თქუა, ვითარმედ: "და სიტყუანი, რომელნი გესმიან, არა არიან ჩემნი, არამედ მომავლინებელისა ჩემისა მამისანი" (იოანე 14.24). და სულისა წმიდისათჳს ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "არა იტყოდის თავით თჳსით, არამედ, რაოდენი რაჲ ესმეს ჩემგან" (იოანე 16.13). და თავისა თჳსისათჳს იტყჳს მამისა მიმართ, ვითარმედ: "მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა და საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე"; და ვითარმედ: "გამოუცხადე სახელი შენი კაცთა" (იოანე 17.4,6). და სულისა წმიდისათჳს, ვითარმედ: "მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს" (იოანე 16.14).

ხოლო მაცთური სული თჳსსა თავსა ქადაგებს და თჳსსა ზრახავს, რამეთუ თავდაჯერებულ არს და თავსა თჳსსა ადიდებს; რა[611]მეთუ სავსე არს ზუა(ვ)ობითა და მტყუვარ და მაცთურ და მცბიერ და მლიქნელ და მზაკუვარ და ორგულ და მყეფარ და შეუთქუმელ11 და მრავლის მეტყუელ და საძაგელ და მეზღაპრე და შემწმასნელ სიტყუათა ტყუვილისათა და მოქადულ და მაოცარ. რომლისა საცთურთაგან გჳჴსენინ ჩუენ იესუ ქრისტემან, რომელმან დამაფუძნნა ჩუენ კლდესა ზედა სარწმუნოებისასა, ვითარცა ლოდნი რჩეულნი, შენაწევრებულნი შემტკიცებულნი აღშენებითა მამისაჲთა და სიმაღლედ აღწევნულნი ქრისტეს მიერ (რომელი-იგი ჩუენთჳს ჯუარს-ეცუა), თანაშეწევნითა სულისა წმიდისაჲთა. რაჲთა სარწმუნოებითა აღკუართულნი და სიყუარულითა ფრთოვანქმნულნი და სასოებითა აღფრინვებულნი, ქუეყანით ზეცად აღვიდეთ და თანამოგზაურ ვექმნნეთ უბიწოთა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა" (ფს. 118.1). ხოლო გზა უცთომელ არს - ქრისტე ღმერთი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "მე ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხოვრებაჲ" (იოანე 14.6). და ესე გზაჲ მიმიყუანებს ჩუენ მამისა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "არავინ მივიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იოანე 14.6).

ნეტარ უკუე ხართ თქუენ და სამგზის სანატრელ და ღმერთშემოსილ და სადგურ სულისა წმიდისა, და ტაძარ წმიდა და სათნო და უბიწო, და ყოველთავე საღმრთოთა მცნებათა მიერ შემკულ და განშუენებულ, და სამეუფო და სამღდელო და ნათესავ წმიდა, და ერ მოგებულ (I პეტრე 2.9) და საზეპურო.

ვინაჲცა განვსცხრები სულითა და მხიარულ ვარ, რამეთუ ღირს ვიქმენ ესევითართა წმიდათა ზრახვად წიგნისა ამის მიერ და მიწერად მორწმუნეთა მათ და წმიდათა ძმათა, რომელნი-იგი ბრწყინვენ ქრისტეს მიერ ეფესოს შინა (ეფეს. 1.1). მიხარის უკუე, ვითარცა ვთქუ, თქუენთჳს და მხიარულ ვარ, რამეთუ ესრეთ განკრძალულ ხართ და რამეთუ ესრეთ შეზღუდვილ ხართ და არა საწაუთროთა პატივთა მეძიებელ, არცა მოქენე ცუდისა დიდებისა და არცა ჴორციელად სცხოვნდებით, (II) არამედ საღმრთოდ და რამეთუ არა ჴორციელნი საქმენი გიყუარან, არამედ საღმრთონი.

ვინაჲცა გევედრები თქუენ ქრისტეს მოყუარენო, რაჲთა სხუათა მათცა ვნებულთა ძმათათჳს ზრუნვიდეთ და ილოცვიდეთ, რამეთუ არს მათდა სასოებაჲ ცხორებისაჲ (უკუეთუ ინებონ სინანუ[612]ლითა) და მიმთხუევაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: "ნუუკუე რომელი-იგი დაეცის, არა აღდგისა? ანუ თუ რომელი მიიქცის, არა მოიქცესა?" (იერ. 8.4). ვინაჲცა თქუენცა იღუაწეთ, რაჲთა მოაქცინეთ იგინი და მოიმოწაფნეთ, ვითარცა ქრისტეს მოწაფეთა. იქმნენით უკუე, ჵ, საყუარელნო! მსახურ ღმრთისა და პირ ქრისტესა. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "უკუეთუ გამოიყვანოთ პატიოსანი უპატიოჲსაგან, ვითარცა პირი ჩემი იყვნეთ" (იერ. 15.19).

ეწყვენით მრისხანებასა მათსა სიმდაბლითა და გმობასა მათსა - ლოცვითა ძლიერითა, და ცთომილებასა მათსა და მიმოკუეთებასა - სიმტკიცითა სარწმუნოებისაჲთა. და სძლეთ ველურსა მას სახესა და გონებასა მათსა სიმშჳდითა და აღშფოთებასა - მყუდროებითა, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: "ნეტარ იყვნენ მშჳდნი" (მათე 5.4); და მოსესთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: "უმშჳდეს იყო ყოველთა კაცთა" (რიცხ. 12.3); და დავითისათჳს, ვითარმედ: "მშჳდი იყო ფრიად" (I მეფ. 24); ხოლო პავლე იტყჳს, ვითარმედ: "მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაჲ და შფოთი, არამედ, რაჲთა მყუდრო იყოს ყოველთა მიმართ და მასწავებელ და ძჳრუჴსენებელ და სიმშჳდით განმმართებელ მჴდომთა მათ და წინააღდგომთა" (II ტიმ. 2.24-25). ნუ მოსწრაფე ხართ ბოროტის ყოფად მავნებელთა თქუენთა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "ანუ თუ მისა დავაგე ბოროტისმყოფელთა ჩემთა ბოროტი" (ფს. 7.5). ძმად ჩუენდა გამოვაჩინნეთ იგინი მყუდროებითა ჩუენითა, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: "არქუთ მოძულეთა თქუენთა: ძმანი ჩუენნი ხართ", რაჲთა ესრეთ სახელი უფლისაჲ იდიდოს. და მობაძავ იქმნნეთ უფლისა ჩუენისა, რომელი-იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ჯუარს-ეცუმოდა და არავის ცილობდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა (I პეტრე 2.23), (427) არამედ უფროჲ[სღა მტერთა] მათთჳს ილოცვიდა დ[ა იტყოდა, ვითარმედ]: "მიუტე[ვე მამაო, რამეთუ] არა იციან რასა იქმან" (ლუკა 23.34).

და [რომელსა ფრიად ევნ]ოს და ფრიად მოითმინოს, [ნეტარ იყოს] იგი და სამგზის სანატრე[ლ. და უკ]უეთუ რაჲ ვის დაშჭირ[613]დეს [და] უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ი[ქმნეს] სახელისათჳს უფლისა, ეგევითარი-იგი ჭეშმარიტად ქრისტესი არს და ნეტარ არს იგი.

ეკრძალენით, ნუუკუე ეშმაკისა თესლი იპოვოს თქუენ შორის, რომელი-იგი მწარე არს და უგემურ და სავსე გესლითა მაკუდინებელითა. განიფრთხჳდეთ და მღჳძარე იქმნენით და სიწმიდე შეიტკბეთ ქრისტეს მიერ, რამეთუ უკუანაჲსკნელნი ჟამნი არიან (შდრ. I პეტრე. 4.7).

ამიერითგან შევირცხჳნოთ და შევიკდიმოთ სულგრძელებისაგან ღმრთისა და ნუმცა შეურაცხვჰყოფთ სიმდიდრესა სიტკბოებისა და თავსდებისა მისისასა (რომ. 2.4). ანუთუ მერმისა მისთჳს რისხვისაგან შევიშინოთ და ანუთუ საწუთროჲ ესე სიხარული შევიყუაროთ.

ოდენ ქრისტე იესუჲს მიერ ვიპოვებითმცა მპოვნელ ჭეშმარიტისა ცხოვრებისა, რომელ არს იგი მხოლოჲ. და თჳნიერ მისა არცარად სიწმიდე შერაცხილ არს და არცა სხუაჲ რაჲ სათნოებათაგანი. რამეთუ იგი მხოლოჲ არს სასოებაჲ ჩემი და იგი არს სიქადული ჩემი და იგი არს დაულევნელი სიმდიდრე ჩემი, რომლისათჳს საკრველნი ესე ასურასტანითგან და ვიდრე ჰრომამდე მიმომქონან - სულიერნი ესე მარგალიტნი, რომელთა შინამცა სრულ ქმნილ ვარ თანაშეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა, რაჲთა ვიქმნე ზიარ ვნებათა ქრისტესთა და თანანერგ სიკუდილისა მისისა და თანამოდგამ აღდგომისა და გამოუთქუმელისა მის და უსაზღვროჲსა ცხორებისა, რომლისა მიმთხუევად ღირს მყავნ მე უფალმან. რაჲთა ვიპოვო ნაწილსა ეფესელთა ქრისტიანეთასა, რომელნი-იგი ერჩდეს მოციქულთა და მათთა მათ მცნებათა იმარხვიდეს (II) და მათ თანა იქცეოდეს მარადის, - პავლეს და იოანეს და ტიმოთეს, სარწმუნოსა მას და საღმრთოსა მწყემსსა, - განძლიერებულნი ქრისტეს მიერ.

უწყი თუ ვინ ვარ და ვიეთა მივსწერ, უნდოჲ ესე და ნარჩევი ყოველთაჲ ეგნატი (და ღელვათა და განსაცდელთა და სიკუდილისა და ცხორებისა და დაშჯისა და განმართლებისა შორის მღელვარე), თქუენდა მიმართ, შეწყალებულთა მაგათ და განმტკიცებულთა ქრისტეს მიერ. გარნა ხოლო თუ ესე, რამეთუ შევერთე მე ქრისტესთჳს მოკლულთა მათ თანა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე ეგნატი გლახაკისა (მათე 23.35).

პავლესნი უკუე ხართ თანამზრახველნი და მოწაფენი, ყოვლად ქებულისა მის და წმიდისანი, რომელი-იგი იწოდა ჭურად [614]რჩეულად; რომლისა-იგი ღირს მყავნ უფალმან, რაჲთა ვიპოვო ღირს კუალსა ფერჴთა მისთასა და სახეთა მათ წმიდათასა, რაჟამს იგი იესუ ქრისტეს მივემთხჳო. რამეთუ იგი მადლიერ არს თქუენდა და მარადის ლოცვათა და ვედრებათა თჳსთა შინა მოგიჴსენებს თქუენ.

ისწრაფეთ, რაჲთა უგულისმოდგინესადრე შეჰკრბებოდით მადლობად ღმრთისა და დიდებისმეტყუელებად. რამეთუ რაჲჟამს ზედაჲსზედა ერთბამად შეჰკრბებოდეთ - დაემჴობვიან ძალნი სატანაჲსნი და განჴურვებულნი იგი მის მიერ ისარნი ცოდვისანი უქმად უკუნ-იქცევიან, მართლუკუნ (ეფეს. 6.16). რამეთუ ერთობაჲ იგი თქუენი და ზოგადი სარწმუნოებაჲ მომსპოლველ და მომსრველ მისა იქმნების და მისთა მათ ეშმაკთა თანაშემწეთა მისთა. უღმრთოთა მტანჯველ და დამწუველ.

არა რაჲ არს უმჯობეს ქრისტეს მიერისა მშჳდობისა, რომლისა მიერ ყოველივე ბრძოლაჲ ეშმაკთა და კაცთაჲ დაიჴსნების, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: "არა არს ბრძოლაჲ ჩუენი ჴორცთა მიმართ და სისხლთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწი(ვ)ფებათა და სოფლის[მპყრობელთა] ამის ბნელისათა და ს[ულთა მიმა]რთ უკეთურთა, რომელნი არიან ჰაერთა შინა (ეფეს. 6.12).

ვინაჲცა არარაჲ შეგეხოს თქუენ საცთურთაგან საეშმაკოთა, უკუეთუ, მსგავსად პავლესსა, სრულებით შეიყუაროთ ქრისტე სარწმუნოებითა და სიყუარულითა (I ტიმ. 1.14), რომელი-იგი არს დასაბამი და სრულმყოფელი ცხორებაჲ. რამეთუ დასაბამ ცხორებისა არს სარწმუნოებაჲ და სრულმყოფელი - სიყუარული. ხოლო რაჟამს ორნივე ერთად შეკრბენ, კაცად ღმრთისად გამოაჩინებენ კაცსა. ხოლო სხვანი ყოველნი სათნოებანი სიკეთე და განმაშუენებელ იქმნებიან და ვითარცა ველსა ყუავილნი, გინა თუ ხესა ნაყოფნი, ესრეთ შეუდგან. და რომელმან სარწმუნოებაჲ მოიგოს, შეუძლებელ არს თუმცა ცოდა და რომელმან სიყუარული წარჰმართოს - თუმცა მოიძულა ძმაჲ თჳსი. რამეთუ, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი", მანვე თქუა, ვითარმედ: "და მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (ლუკა 10.27).

რომელნი იტყოდიან, ვითარმედ ქრისტესნი არიან, არა სიტყუათა მიერ საცნაურ იქმნებიან, არამედ საქმეთა, რამეთუ ნაყოფისაგან საცნაურ იქმნების ხე (მათე 7.33).

[615]უმჯობეს არს დუმილი და ყოფაჲ, ვიდრეღა თქუმაჲ და არაყოფაჲ. რამეთუ არა სიტყჳთ არს სასუფეველი ცათაჲ, არამედ ძალითა (I კორ. 4.20). რამეთუ გულსა ჰრწამს და პირითა აღიარებს, ერთითა მით სიმართლედ და მეორითა საცხორებელად (რომ. 10.10).

კეთილ არს სწავლაჲ, უკუეთუ იქმოდის რასა იგი იტყოდის; რამეთუ რომელმან ყოს და ასწავოს, მას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა (მათე 5.19). და უფალმან ჩუენმან და ღმერთმან იესუ ქრისტემან, ძემან ღმრთისა ცხოველისამან პირველად ყო და მერმე ასწავა, ვითარცა დასწერენ მახარებელნი და ლუკა (საქმე 1.1), რომლისა ქებაჲ ყოველთა ეკლესიათა შინა განთქმულ არს.

არარაჲ დაეფარვის უფალსა, არამედ საიდუმლონიცა ჩუენნი წინაშე მისსა ცხად არიან. ყოველსავე ესრეთ ვიქმოდით, ვითარმცა იგი თავადი ჩუენ შორის მკჳდრ იყო, რაჲთა ვიქმნნეთ (II) ტაძარ მისსა და იგი თავადი მკჳდრ იყოს ჩუენ შორის, ვითარცა ღმერთი. და ქრისტემცა იტყჳს ჩუენ შორის, ვითარცა-იგი პავლეს შორის. და სულიმცა წმიდაჲ გუასწავებს ჩუენ სიტყუათა საღმრთოთა მეტყელებასა, ვითარცა-იგი ასწავა წმიდათა მოციქულთა ქორსა მას ზედა საიდუმლოთასა.

ნუ სცთებით ძმანო ჩემნო, რამეთუ ტაძრისა ღმრთისა განმხრწნელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ (I კორ. 6.9-10). რამეთუ, რომელნი კაცობრივნი სახლნი განხრწნენ, სიკუდილისა თანამდებ იქმნებიან (I კორ. 10.8), რაოდენ უფროჲსისა ტანჯვისა ღირს იყვნენ, რომელნი საღმრთოჲსა მოძღურებისა განხრწნასა ჴელჰყოფდენ. რამეთუ ესევითართა მათ საშჯელი საუკუნოჲ მიეჴადის, ვითარცა სარწმუნოებისა12 განმრყუნელთა, რომლისათჳს-იგი ჯუარცუმაჲ და სიკუდილი დაითმინა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან; რომლისა-იგი მოძღურებაჲ, რომელმან შეურაცხყოს და განსუქნეს და განსხუეს უღმრთოებითა (II შჯ. 32.15), ცეცხლსა შინა გეჰენიისასა დაისაჯოს.

[616]და ეგრეთვე ყოველივე კაცი, რომელსა განკითხვაჲ და გულისჴმისყოფაჲ ღმრთისაგან მიეღოს და ეგევითარი-იგი გამოუცდელსა მწყემსსა შეუდგეს და მტყუვარი ეჭჳ, ვითარცა ჭეშმარიტი შეიწყნაროს, ვითარცა განმხრწნელი სულისა თჳსისა დაისაჯოს. რამეთუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისაჲ ბნელისა მიმართ? გინა ქრისტესი და ბელიარისი? ანუ რაჲ ნაწილი უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა? ანუ თუ ტაძარსა ღმრთისასა კერპთა თანა? (II კორ. 6.14-16) და რაჲთა მეცა შევსძინო: რაჲ ზიარებაჲ არს ტყუვილისაჲ ჭეშმარიტებისა მიმართ? გინა სიმართლისაჲ სიცრუვისა მიმართ? ანუ თუ ჭეშმარიტისა დიდებისაჲ მტყუარისა და იჭუეულისა დიდებისა მიმართ?

და ამისთჳს დაისხა უფალმან თავსა ნელსაცხებელი (მათე 26.7; მარკ. 14.3), რაჲთა ეკლესიაჲ უხრწნელებასა ჴშოდის და სულნელებდეს. რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: "ნელსაცხებელ წარმოცალიერებულ არს (428) სახელი შენი, ამისთჳსცა ქალწულთა შეგიყუარეს და მიგიზიდეს, კუალსა სულნელებათასა შენთასა რბიოდეს" (ქება 1.2-3). ნუმცაჲ იცხებს მოძღურებათა წარმწყმედელთა სიმყრალესა წმიდაჲ და უბიწოჲ ღმრთისა ეკლესიაჲ და ნუმცა წარიტყუენვის სივერაგითა და მანქანებითა წვალებათაჲთა, ვითარცა პირველი ევა.

რაჲსათჳს არა ვიქმნებით გონიერ, ვითარცა პირმეტყუელნი, რაჲსათჳს შთავვარდებით უმეცრებასა ღმრთისასა, - ვინაჲთგან სამშჯავროჲ გონებისაჲ თანანერგად მოგჳღებიეს ღმრთისაგან ქრისტეს მიერ და სიმედგრითა ჩუენითა არცა თუ უწყით მადლი იგი, რომელი მოგჳღებიეს ღმრთისა მიერ, - და ესრეთ უგულისჴმოდ წარვწყმდებით?

ჯუარი ქრისტესი ურწმუნოთათჳს შესაბრკოლებელ არს, ხოლო მორწმუნეთათჳს - მაცხოვარ და ცხორება საუკუნო (I კორ. 1.18,23-24).

სადა არს ბრძენი? სადა არს გამომეძიებელ? (I კორ. 1.20) სადა არს სიქადული ამაოთა მათ ძლიერთაჲ? რამეთუ ძე ღმრთისაჲ წინასაუკუნეთა მისგან შობილი, რომელმან ნებითა მამისაჲთა ყოველივე არარაჲსაგან არსად მოიყვანა, ესე განჴორციელდა ქალწულისა მარიამისგან განგებულებითა13 , ნათესავისაგან დავითისა (იოანე 7.42; რომ. 1.3; II ტიმ. 2.8) ჴორციელად, სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "აჰა, [617]ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და ეწოდოს მას ემმანუელ" (მათე 1.23). რომელიცა იშვა და ნათელ-იღო14 იოანესგან, რაჲთა სარწმუნო ყოს საქმე იგი და ბრძანებაჲ, რომელი ჴელთ-უდვა წინაჲსწარმეტყუელსა.

და დაეფარა მთავარსა მას ბნელისასა15 ქალწულებაჲ მარიამისი და შობაჲ მისი და ეგრეთვე სიკუდილი უფლისაჲ16 . სამნი ესე საიდუმლონი ჴმამაღალნი მყუდროებით აღესრულნეს, ესე იგი არს ფარულად მტერისაგან, ხოლო ჩუენ გამოგუეცხადნეს, რამეთუ ჩუენისა ცხორებისათჳს იქმნებოდეს. და მისგანცა ვითარ ფარულად? რამეთუ, არათუ საიდუმლოდ იქმნნეს, არამედ ცაჲ და ქუეყანაჲ აღივსო დიდებითა და ანგელოზნი და კაცნი წამებდეს და ადიდებდეს. რამეთუ უფალი არა გამოუცხადებდა საღმრთოთა საიდუმ(II)ლოთა მტერსა მას ჭეშმარიტებისასა; და თჳთ თავჴედობისაგან ვერ აგძნობდა ეგეოდენსა მას კაცთა წყალობასა. უკუეთუ არავინ არა უწყის ვარსკულავი იგი, რომელი ცათა შინა გამობრწყინდა, რომელი-იგი ბრწყინვალებითა თჳსითა განაკრთობდა ყოველსა გონებასა და ნათელსა შინა მზისასა უბრწყინვალეს მზისა ბრწყინვიდა და უცხოჲ იგი სასწაული შეაძრწუნებდა ყოველთა დაბადებულთა. ვინაჲცა განცოფნა სიბრძნე იგი მსოფლიოჲ და გრძნებაჲ და მწამლველობაჲ განიბასრა და მოგუებაჲ დაიჴსნა და ყოველივე შჯული უღმრთოებისაჲ უჩინო იქმნა და უმეცრებისა ბნელი განიბნია და მძლავრებისა ჴელმწიფებაჲ დაირღუა, რამეთუ უფალი ვითარცა კაცი გამოჩნდა და კაცი, ვითარცა ღმერთი17 იქმოდა. არამედ არცა პირველი იყო საოცრებით და არაცა მეორე - ლიტონებით, არამედ ერთი იგი - ჭეშმარიტებით და მეორე - განგებულებით. და საფუძველი და სიმტკიცე მიეცემოდა ღმრთისა მიერითა სრულყოფითა და სიკუდილისა დაჴსნითა არე სიხარულევანი მიმოეფინებოდა სოფელსა შინა.

ვინაჲცა დეგით ძმანო მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესა და სიყუარულსა და ვნებასა და აღდგომასა. და ყოველნივე ზოგებით შეკრბებოდეთ ერთითა სარწმუნოებითა ღმრთისა მამისა და [618]მხოლოდშობილისა ძისა მისისა იესუ ქრისტესითა (რომელი-იგი არს პიმრშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ (კოლას. 1.15), ხოლო ჴორციელად ნათესავისაგან დავითისა (II ტიმ. 2.8; იოანე 7.42; რომ. 1.3), დაცულნი ძლიერებითა და წინამძღუებითა ნუგეშინისმცემელისაჲთა; მორჩილებასა შინა მწყემსისა და ეპისკოპოსისა თქუენისასა და მღდელთა და დიაკონთასა, განმტკიცებულითა გონებითა; ერთისა პურისაგან ტეხად, რომელ არს წამალი უკუდავებისაჲ და სასწაული უხრწნელებისაჲ; და რაჲთა არღა მოვკუდეთ, [არამედ] ცხოველ ვიქმნნეთ ღ[მრთისაგან ქრისტეს მიერ], (V) რომელი-იგი არს სალხინებელი და განმწმედელი ჩუენი, რომელი-იგი გეყავნ თქუენ მცველ და მფარველ ყოველისაგან ბოროტისა და მაცხოვარ და უკუდავმყოფელ სულთა თქუენთა.

მივითუალეთ მადლობით, რომელი-იგი პატივად ღმრთისა წარმოეცით ჩუენდა ზმირნს, - ვინაჲ ესე მივსწერ თქუენდა წიგნსა ამას, - და მადლობასა მიგიძღუანებთ უფლისა მიერ. და ვითარცა-იგი გჳყუარს პოლიკარპოს სამგზისსანატრელი, ეგრეთვე გჳყუართ თქუენცა, ძმანო და შვილნო საყუარელნო.

მომიჴსენეთ მე და ნუ დაივიწყებთ სიგლახაკესა ჩუენსა, ვითარცა-იგი არცა ქრისტემან დაგივიწყნეს თქუენ, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.

ლოცვა ყავთ ეკლესიისათჳს ანტიოქიისა, რომელი არს ასურეთს; ვინაჲ-იგი შეკრული ჰრომედ აღვიყვანები, რომელი ესე უნარჩევეს ვარ ყოველთა მათ მუნ მყოფთა მორწმუნეთა, დაღაცათუ პატივად ღმრთისა ღირს ვიქმენ ჯაჭუთა ამათ შემოსად.

და ცოცხლებითმცა ხართ სულით და ჴორცით ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, ზოგადისა მის სასოებისა ჩუენისა, და სულისა მიერ წმიდისა. ამენ. მადლი ყოვლადწმიდისა სამებისაჲ იყავნ ეგნატის ზედა და ეფესელთა.
..................................................................................................................................................................

შენიშვნები:

1. ვირროჲ, ბერძნულშია Βίῤῥος ან Βύῤῥος.

2. არძანიგი - ღირსი, ღირსეული (ბერძნ.τιμήεις).

3. ვედრი - აქ: თხოვნა, ვედრება.

4. საყუარელ] საყუარელისა A 66.

5. წმ. ეგნატი ნატრის ეფესელებს სიყვარულისთვის, რომლითაც არიან ისინი შეერთებულნი (განზავებულნი) თავის ეპისკოპოსთან. განზავებული ბერძნულში μίξεως კი არ არის, არამედ ανακρεμυννυμι, რაც შეერთებას, შეკვრას ნიშნავს.

6. შდრ. "მცხეთურ ბიბლიაში": "შუენიერი კაცი და მალე საქმითა თჳსითა მეფეთა წინაშე ღირს დგომად, არა წინაშე კაცთა გულკლებულთა". გულკლებული - დასუსტებული, მოუძლურებული, ზარმაცი.

7. PG-ს ბერძნულ ტექსტში არ არის ნახსენები მოციქული იოანე.

8. შეფარილება, ფარილება - შემურვა, შესვარვა.

9. ვითარ - ნუთუ.

10. ვინაჲცა - ამის გამო.

11. შეუთქუმელი - შეუთანხმებელი (ἀσύμφωνων, დისსონუს).

12. PG-ს ძირითად ბერძნულ ტექსტში სიტყვა "სარწმუნოებისა"-ს ადგილას წერია ქრისტეს ეკლესია. აზრობრივად ეს მეორე უფრო მართებულია. ხოლო ვარიანტში არის διδασκαλία - სწავლება, მოძღვრება.

13. განგებულებით - ღმრთის განგებით (ბერძნ. κατ οἰκονομιαν Θεοῦ; რუს. по устроению Божию

14. ხელნაწერშია: ნათელ-იღო.

15. PG-ს ბერძნულ ტექსტში წერია ἄρχοντος του αἰώνου - მთავარი (ამა) სოფლისა (საუკუნისა). იხ. იოანე 12.31; 14.30.

16. ამ სიტყვებს იმოწმებენ ორიგენე (ჰომილია სეხტა ინ Lაცამ), წმ. ბასილი კესარიელი (ჰომ. 25, ქრისტეს შობისათჳს), ნეტ. იერონიმე (წიგნი I, ჩომმენტ. ინ Mატტჰ., ცაპ. I) და სხვები.

17. ხელნაწერში: [ღმერთი].

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat