მერვე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი პოლიკარპოჲს მიმართ, ზმირნელ ეპისკო(II)პოსისა
მერვე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი პოლიკარპოჲს მიმართ, ზმირნელ ეპისკო(II)პოსისა
ეგნატი, ეპი[სკო]პოსი ანტიოქისაჲ და მოწამე იესუ ქრისტესი, პოლიკარპოსს ეპისკოპოსსა ზმირნელთა ეკლესიისასა, უფროჲსღა ღუაწლსა და განგებულსა ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ვახარებ მრავლითა სიხარულითა.

მივითუალე ღმრთისა მიერი ეგე გონებაჲ შენი და ნებაჲ და ცნობაჲ დამყარებული კლდესა ზედა შეუძრველსა ქრისტეს მცნებათასა. და უფროჲსღა ვადიდებ ღმერთსა, რამეთუ ღირს ვიქმენ ხილვად უბიწოჲსა პირისა შენისა, რომლისა-იგი მადლითა აღმავსენ მე უფალმან.

გლოცავ შენ მადლითა მით, რომელი შეგიმოსიეს, რაჲთა შესძინო სრბაჲ სრბასა ზედა შენსა; და ყოველთავე ჰლოცვიდე, რაჲთა ცხოვნდენ. შემწე ექმენ და იღუაწენ სამწყსონი შენნი ყოვლითა მოღუაწებითა სულიერითა და ჴორციელითა. და ერთობისა მათისათჳს მზრუნველ იქმენ, რომლისა-იგი უაღრეს არა რაჲ არს. ყოველნივე იტჳრთენ, ვითარცა-ეგე შენ - უფალმან; ყოველთაჲ თავს-იდევ სიყუარულით, ვითარცა-ეგე იქმ. ლოცვად მოიცალე [590]მოუკლებელად, ითხოვე უვაღრესი გულისჴმისყოფაჲ, რომელი-ეგე გაქუს; იღვიძებდ და მოიგე სული დაუძინებელი. კაცად-კაცადსა განთჳსებულად ასწავებდ შიშსა ღმრთისასა. ყოველთა სენნი იტჳრთენ, ვითარცა მოღუაწემან სამეუფომან ახოვანმან და სრულმან, ვითარცა-იგი უფალმან ყოვლისა სოფლისანი. რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: "მან უძლურებანი ჩუენნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი თავს ისხნა" (ის. 53.4. მათე 8.17). სადა შრომაჲ ფრიადი იყოს, მუნ უფროჲს არს შესაძინელი.

უკუეთუ კეთილნი მოწაფენი გიყუარდენ, არა გაქუს ეგეოდენი მადლი, უფროჲსღა უმედგრესთარეს სიმშჳდით ჰმოძღურიდ და მოიზიდევდ და ასწავებდ შიშსა ღმრთისასა.

ყოველი წყლულებაჲ (421) [ერთითა სალბუნითა არა განი]კურნების. შერისხვასა სულმცირედ დააცხრობდი, ყოველსა შინა ბრძენ იქმენ, ვითარცა გუელი და სამარადისოდ უმანკო, ვითარცა ტრედი (მათე 10.16). ამისთჳს აგებულ ხარ სულისაგან და ჴორცთა, სულიერად და ჴორციელად, რაჲთა ცხადნი ცთომანი ცხადად განჰმართნე პირისპირ და საჩინოდ სწავლითა, ხოლო უჩინოთათჳს ითხოვო ღმრთისაგან გამოცახდებაჲ; რაჲთა არარაჲ გაკლდეს ყოვლადვე, არამედ ყოვლითა მადლითა აღმატებულ იყო. ჟამი ესე ითხოვს შენგან ლოცვასა ლმობიერსა და ვედრებასა ღმრთისასა. ვითარცა მენავეთმოძღურისა საძიებელ არს მობერვაჲ ნიავისაჲ და ღელვაგუემულსა ნავისა მყუდროჲ ნავთსაყუდელი, ეგრეთვემცა შენდა საძიებელ არს, რაჲთა ღმერთსა მიემთხჳო.

განიფრთხვე, ვითარცა მოღუაწემან ქრისტესმან, რომლისა ნებაჲ უხრწნელება არს და ცხოვრება საუკუნო, რომლისა-იგი ბრძანებანი გრწმენან და აღასრულებ და საწადელ არიან შენდა. სული ჩემი ჰკიდავს სულსა შენსა და საკრველნი ჩემნი, რომელ შეიყუარენ.

რომელნი-ეგე რეცა1 სარწმუნოდ საგონებელ იყვნენ და გულარძნილად მოძღურიდენ, ნუმცა განაკრთობენ სულსა შენსა. დეგ მტკიცედ და ვითარცა გურდემლი იცემებოდე, რამეთუ დიდსა მოღუაწისა საქმე არს, რაჲთა იცემებოდის და სძლევდეს. უფროჲსღა, ვინაჲთგან ღმრთისათჳს ყოვლისავე მოთმინებაჲ თანაგუაც, რაჲთამცა გჳზიარნეს ჩუენ სუფევასა თჳსსა. უფროჲს შესძინე მოსწრაფებასა შენსა, რომელი-ეგე გაქუს, და უახოვნეს რბიოდე და [591]ჟამთა გამოიფრდიდე (ეფეს. 5.16) და სძლე, ვიდრეღა ესე სოფელსა შინა სცხონდები. რამეთუ აქა არიან სტადიონნი, ხოლო მუნ გჳრგჳნნი (შდრ. I კორ. 9.25 და I პეტრე 5.4).

აღიარებდი ქრისტესა - ძესა ღმრთისასა, ჟამიერად და უჟამოდ, ბუნებით უხი(II)ლავად და ჴორცითა ხილულად, ღმრთეებით განუხილველად და შეუხებელად და უჴორცოდ, ხოლო ჩუენთჳს ხილულად და შეხებულად და განხილულად ჴორცითა, უვნებელად ღმრთეებითა, ხოლო ჩუენთჳს ვნებულად კაცებითა, რომელი-იგი ყოვლითურთ გუემსგავსა ჩუენ, თჳნიერ ხოლო ცოდვისა, და ყოველნივე ვნებანი ჩუენთჳს დაითმინნა.

ქურივნიმცა ნუ უდებ არიან უფლისა მიერ, შენ თჳთ იქმენ მათდა მოღუაწე.

თჳნიერ ბრძანებისა შენისა ნუმცა რაჲ იქმნების; და ნუცა რას შენ იქმ თჳნიერ ღმრთისა ნებისა, ვითარცა-ეგე და არცა რას იქმ. ახოვან იქმენ და განჴმნდი და მტკიცედ დეგ. კრებანი საღმრთონი უჴშირესმცა იქმნებიან. და სახელით მოითუალევდ ყოველთა.

მონათა და მჴევალთა სწავლასა ნუ ითავდიდებ და ნუცამცა იგინი არიან ურჩ და თავჴედ თჳსთა უფალთა, არამედ სადიდებელად ღმრთისა უფროჲსღა ჰმონებდ, რაჲთა უაღრესსა აზნაურებასა მიემთხჳნენ ღმრთისა მიერ. ნუ აღირჩევენ თავით თჳსით თავისუფლებასა, რაჲთა არა მონა გულისთქუმისა იპოვნენ.

უჯეროთა ჰავჴელოვნებათაგან ივლტოდე. და ნუცაღა ზრახავ უქმთა და უწესოთა ზრახვათა.

დათა ჩემთა ასწავებდ, რაჲთა უყუარდეს უფალი და კმა იყოფდენ თჳსთა მეუღლეთა სულიერად და ჴორციელად ეგრეთვე და ძმათა ჩემთა ამცნებთ, სახელითა იესუ ქრისტესითა, რაჲთა უყუარდენ თჳსნი მეუღლენი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ (ეფეს. 5.25).

უკუეთუ ვისმე ძალ ედვას სიწმიდით დადგრომად, დაადგერინ პატივად ჴორცთა უფლისათა. და ნუცა იქადის და ნუცა მაღლოის, და უკუეთუ იქადოს - წარწყმდა. და უკუეთუ ვისმე განუცხადოს, თჳნიერ ეპისკოპოსისა, საიდუმლოჲ თჳსი - განიხრწნა.

და ეგრეთვე თანააც ქორწინებულთა, რაჲთა (V) შეერთებაჲ თჳსი ნებითა და განზრახვითა ეპისკოპოსისათა აღასრულონ, რაჲთა ქორწინებაჲ იგი უფლისა მიერ იყოს და არა გულისთქუმით. და ესრეთ ყოველივე პატივადმცა უფლისა აღესრულების.

[592]ეპისკოპოსსა ეკრძალენით, რაჲთა ღმერთი თქუენ გერიდოს. და უწყოდეთ, რამეთუ რომელი მღდელთმოძღუარსა არა ერიდებოდის, არცა ღმერთმან ჰრიდოს მას დღესა რისხვისასა. და მათ თანამცა არს ნაწილი ჩემი, რომელნი ერჩდენ ეპისკოპოსსა და მღდელთა და დიაკონთა, და მათ თანა ღირს მყავნ მე უფალმან დღესა მას განკითხვისასა.

თანად შურებოდეთ ურთიერთარს, თანად იღუწიდით, თანად რბიოდეთ, თანად გევნებოდენ, თანად დაწვებოდეთ და თანად აღდგებოდეთ, ვითარცა მნენი და განმგენი და მსახურნი ღმრთისანი. და ვითარცა მჴედარნი სამეუფონი სათნო იყვენით მჴედართმფლობელსა თქუენსა, რომლისაგანცა სასყიდელსა და როჭიკსა მოიღებთ. და ნუმცა ვინ ივლტის საგრობისაგან თჳსისა (I ტიმ. 1.18).

წმიდაჲ ნათლისღებაჲ ყოვლადსაჭურველად მიიღეთ და სარწმუნოებაჲ - ჩაფხუტად და სიყუარული - ლახურად და მოთმინებაჲ - ჯაჭუად. და ფერჴნი თქუენნი საქმეთა მიერ კეთილთა მოიმტკიცენით, რაჲთა დასთრგუნნეთ მთავარნი ბნელისანი და სამძალი ძლევისაჲ ღმრთისაგან მოიღოთ (შდრ. სიბრძნე 5.17-19; I თეს. 5.18).

სულგრძელებდით ურთიერთარს სიმშჳდით და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა. სამარადისოჲმცა მშჳდობაჲ მიფენილ არს თქუენ ზედა.

მესმა რამეთუ ლოცვითა თქუენითა მშჳდობით ჰგიეს ეკლესიაჲ ანტიოქიისაჲ ასურეთს. და უგულსმოდგინეს ვიქმენ მე უზრუნველობითა საღმრთოჲთა, უკუეთუ ოდენ ჭირთა და ღუაწლთა მიერ ღმერთსა მივემთხჳო, რაჲთა ვექმნე მე ნიჭ ლოცვათა თქუენთა და მოწაფე ღირსები(II)სა თქუენისაჲ

ჯერ-არს და გშუენის ღმრთივსანატრელო პოლიკარპე, რაჲთა ჰყოთ განზრახვაჲ ღმრთივშუენიერი და ჴელნი დაასხნეთ რომელიცა იყოს საყუარელ თქუენ შორის და უცონელ და ფრთხილ და ძალედვას მკჳრცხედ ღმრთისა წოდებად; და ესე ღირს ჰყოთ წარსლვად ასურეთად დამყარებად მღვდელთმოძღურისა, რაჲთა, მირაჲწიოს მუნ, განთქუას უცონელი იგი სიყუარული თქუენი სადიდებელად ღმრთისა. ქრისტეანესა თავსა ზედა თჳსსა ჴელმწიფებაჲ არა აქუს, არამედ ჯერ-არს, რაჲთა ღმერთი უფლებდეს მის ზედა. და უკუეთუ ღმერთმან სამე იჩინოს იგი, თანააც, რაჲთა მოწიწებით ერჩდეს მას. აწ უკუე ესე საქმე ღმრთისაჲ არს და თქუენი. და უწყი, ვითარმედ სრულ იყოს იგი2 . რამეთუ მრწამს, ვითარმედ მადლითა ღმრთი[593]საჲთა მზა ხართ აღსრულებად საქმეთა ღმრთისათა. და, ვინაჲთგან უწყოდე სიმტკიცე ჭეშმარიტებისა თქუენისაჲ, შემოკლებულად გაუწყე მცირეთა მიერ ასოთა.

ვინაჲთგან ყოველთა ეკლესიათა ვერ უძლე მიწერად, - რამეთუ მყისსა შინა განმიყვანეს ნავითა ტროადით და ნეაპოლის განვიდეს, ხოლო, ვითარცა ნებამან ღმრთისამან განაგოს, მიუწერე წინაკერძოთა ეკლესიათა (რამეთუ უწყი, ვითარმედ გარეშე ნებისა ღმრთისა არა რას ჰყოფ), რაჲთა მათცა იგივე ჯერ-იჩინონ ქმნად. და რომელთა ძალედვას მკჳრცხლნი წარავლინენ; და რომელთა ვერ ძალ-ედვას, ეპისტოლენი წარსცნენ შენ მიერ წარვლენილთა მათ თანა; რაჲთა იდიდნეთ ღმრთისა მიერ საქმითა ამით საუკუნოჲთა.

ვითარცა უღირსი მოვიკითხავ ყოველთა სახელით და ეპიტროპისა მეუღლესა ყოვლით სახლით მისითურთ და შვილთა მისთა.

მოვიკითხავ ატტალონს, საყუარელსა ჩემსა.

მოვიკითხავ მასცა, რომელი ღირს იქმნეს წარვლენად ასურეთს. და იყავნ ყოვლადვე მადლი ღმრთისაჲ მის ზედა და წარმვლენელსა მისსა პოლიკარპოს.

(422) [მარადის ვლოცავ უფლისა ჩემისა იესუ ქრისტეს] მიმა[რთ სიმ]რთელისა და სიცოცხლისა თქუენისათჳს, რომელსა-იგი შინა ჰგიეთმცა ერთობით მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, ერთობასა ზედა სარწმუნოებისასა.

მოვიკითხავ ალკინს, სასურველსა ჩემსა სახელსა. ამენ.

და უვნებელადმცა ჰგიეთ მადლითა უფლისაჲთა.
...................................................................................................................................................................

შენიშვნები:

1. რეცა - თითქოს, ვითომც.

2. ე.ი. ის ვისაც თქვენ გააგზავნით ანტიოქიაში შეასრულებს დაკისრებულ საქმეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat