მეშჳდე ებისტოლე წმიდისა ეგნატისი ზმირნელთა მიმართ
მეშჳდე ებისტოლე წმიდისა ეგნატისი ზმირნელთა მიმართ
ეგნატი ღმერთშემოსილი, ეკლესიასა ზმირნისასა, რომელი არს ასიას შინა, ღმრთისა მამისა მაღლისა და საყუარელისა ძისა მისისა იესუ ქრისტეს შეწყალებულსა და ყოვლითა მადლითა აღვსებულსა სარწმუნოებით და სიყუარულით და უნაკლულოსა ყოველთავე მადლთაგან, ღმრთივშუენიერსა და წმიდასა სულითა წმიდითა და სიტყჳთა ღმრთისაჲთა: მოუკლებელად გიხაროდენ და განმრავლდინ სიხარული შენი.

ვადიდებ ღმერთსა მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან მის მიერ ესრეთ განგაბრძნვნა თქუენ რამეთუ გპოენ თქუენ განმტკიცებულად შეუძრველითა სარწმუნოებითა, ვითარცა შემშჭუალულნი ჯუარსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა სულით და ჴორცით და დაფუძნებულნი სიყუარულითა სისხლითა ქრისტეს მჴსნელისაჲთა და გულსავსენი ჭეშმარიტად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეჱს მიმართ, ძისა ღმრთისა, პირმშოჲსა მის ყოველთა დაბადებულთაჲსა (კოლ. 1.15); რომელი-იგი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძე მხოლოდშობილი დაუსაბამოჲსა მამისაჲ, რომელი იშვა ჴორციელად ნათესავისაგან დავითისა (რომ. 1.3), ქალწულისა მარიამისაგან; და ნათელ-იღო იოანესგან, რაჲთა აღესრულოს ყოველი სიმარ[582]თლე (მათე 3.15); და მოქალაქეობდა ქუეყანასა ზედა სიწმიდით და უცოდველად; და მთავრობასა პონტოელისა პილატესსა და ოთხმთავრისა ჰეროდესსა, (ვ) ჩუენთჳს და ჩუენისა ცხორებისათჳს ჭეშმარიტებით ჴორცითა ჯუარსა შეემშჭუალა და ესრეთ გუაცხოვნნა ჩუენ ღმრთივსანატრელითა მით ვნებითა თჳსითა; და აღიღო ნიში საუკუნეთა მიმართ აღდგომისა მიერ წმიდათა მისთა და მორწმუნეთა სახელისა მისისათა (ის. 5.26; 49.22), გინათუ ჰურიათა და გინათუ წარმართთა, ერთითა მით გუამითა ეკლესიისა თჳსისაჲთა.

ესრეთ უკუე ივნო ჴორცითა ჩუენთჳს და პირადპირადნი გუემანი დაითმინნა. და ჭეშმარიტად ივნო და არა საოცრად, ვითარცა-იგი და ჭეშმარიდცა აღდგა. და არა ეგრეთ, ვითარცა-იგი ვიეთმე ურწმუნოთა სირცხჳლ უჩნს შობაჲ მისი ჴორციელად და ვნებაჲ და ჯუარცუმაჲ და სიკუდილი; და ჰგმობენ, ვითარმედ უცნებით და არა ჭეშმარიტად მიიხუნა ქალწულისაგან ჴორცნი და უცნებით ივნო, რამეთუ დაივიწყეს მათ ყოვლადწმიდაჲ იგი სწავლაჲ, ვითარმედ: "სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის" (იოანე 1.14); და ვითარმედ: "დაჰჴსენით ტაძარი ესე და მე მესამესა დღესა აღვადგინო იგი" (იოანე 2.19); და ვითარმედ: "ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა" (იოანე 12.32). ვინაჲცა სიტყუაჲ ღმრთისაჲ განკაცნა ჭეშმარიტებით და სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი (სიბრ. 9.1) და თჳსი იგი ტაძარი დაჴსნილი ქრისტესმბრძოლთა ჰურიათაგან, მესამესა დღესა აღადგინა. და ამაღლდა რაჲ ჯუარსა ზედა, - ვითარცა გუელი იგი რვალისაჲ უდაბნოს, - ყოველნი მიიზიდნა მისა და ღირს ყვნა ცხორებასა საუკუნესა (რიცხ. 21.9; იოანე 3.14).

ხოლო მე არა ხოლო თუ შობითა ოდენ და ჯუარცუმითა უწყო ჴორცთა შესხმაჲ მისი, არამედ შემდგომად აღდგომისაცა ჴორცითავე აღვიარებ და მრწამს. და რაჟამს იგი შევიდა მოციქულთა თანა ჰრქუა მათ, ვითარმედ: "განიმცადეთ და მიხილეთ მე, რამეთუ არა (II) ვარ სული რაჲმე, გინა უცნებაჲ, რამეთუ სულსა ჴორც არა ასხენ, ვითარ ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ" (ლუკა 24.39). და თომას უბრძანა, ვითარმედ: "მოყავნს თითნი შენნი და იხილე სახე ესე სა[583]მშჭუალთაჲ და მოყავ ჴელი შენი და იხილე გუერდი ჩემი" (იოანე 20.27,28). და იხილა და ჰრწმენა და აღიარა, ვითარმედ იგი არს ქრისტე და ჴმა ყო, ვითარმედ: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი" (იოანე 20.27,28).

ვინაჲცა სიკუდილი შეურაცხყვეს და გინებანი და შეურაცხებანი არად შეჰრაცხეს და წყლულებანი და გუემანი მადლობით მიითუალნეს. და არა ხოლო თუ ესე, არამედ შემდგომად განხილვისა მის და უწყებისა, ვითარმედ ჭეშმარიტად აღდგა და არა უცნებით, და ჭამაცა მათ თანა და სუა, ვიდრე ორმეოც დღემდე. და ესრეთ, ვიდრეღა-იგი ხედვიდეს, ჴორცითა ამაღლდა მომავლინებელისა თჳისისა (საქმე 10.41; 1.3,9) და მითვე ჴორცითა კულავად მომავალ არს ძალითა და დიდებითა მრავლითა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა სახედ იხილეთ აღმაღლებული ზეცად" (საქმე 1.11). ხოლო უკუეთუ თჳნიერ ჴორცთაჲსა იტყჳან მოსლვასა მისსა, უკუანაჲსკნელ ვითარ იხილონ იგი განმგურემელთა მათ და იცნან იგი და იტყებდენ თავთა თჳსთა (ზაქ. 12.10), რამეთუ უჴორცოჲსაჲ არცა მსგავსებაჲ არს და არცა ხატი და არცა შეწყობაჲ აქუს ჴორციელთა ასოთა და ნაწევართაჲ, რამეთუ მარტივ არს უჴორცოჲ ბუნებაჲ.

და დაღაცათუ ამას გამცნებ თქუენ, საყუარელნო, უწყი, რამეთუ კეთილად გრწამს და კეთილად აღიარებთ. არამედ წინაჲსწარ განგაკრძალებ თქუენ მჴეცთა მათგან კაცისსახეთა, რომელთა-იგი არა ხოლო თუ გარემიქცევაჲ ოდენ1 ჯერ-არს, არამედ სივლტოლაჲცა. (419) [გარნა] ხოლო ილოცევდით მათთჳს, ვინ უწყის, ნუუკუე და შეინ[ანონ. რამეთუ] უკუეთუ უცნებით განკაცნა [უფალი] და უცნებით ჯუარს-ეცუა და მეცა სამე უცნებით შეკრულ ვარ. ანუ რაჲსათჳს მიცემით მივეც თავი ჩემი სიკუდილსა და ცეცხლსა და მახჳლსა და მჴეცთა? გარნა არა უცნებით, არამედ ჭეშმარიტებით. ყოველსავე დავითმენ ჭეშმარიტებით ქრისტესთჳს, რაჲთა ვივნო მის თანა, მის მიერითა განძლიერებითა. და უკუეთუმცა არა იგი მხოლოჲ განმაძლიერებდა მე, ვინაჲმცა მეძლო მე ესეოდენთა ამათ ჭირთა თავსდებაჲ.

რომლისა-იგი უმეცარ ვიეთნიმე იქმნნეს და უვარყვეს იგი და უფროჲსღა ტყუვილსა ეწამებიან თანა, ვიდრე ჭეშმარიტებასა; რომელთა-იგი ვერ არწმუნეს წინაჲსწარმეტყუელებათა, ვერცა შჯულ[584]მან მოსესმან და ვერცა სახარებამან, ვიდრე აქამომდე, და არცაღა ჩუენმან კაცადკაცადისა ვნებამან. და რამეთუ ჩუენთჳსცა ეგრეთვე ზრახვენ და არად სარგებელ ეყო ესეოდენი-იგი სწავლაჲ ჩუენი და შერჩულვაჲ. რამეთუ რად საჴმარ არს ჩემდა, უკუეთუ მე ვინმე მაქებდეს, ხოლო უფალსა ჩემსა ჰგმობდეს და არა აღიარებდეს მას ღმრთად განკაცებულად? რამეთუ, რომელი ამას არა იტყოდის, სრულიად უარ-უყოფიეს იგი2 და არს იგი მკუდარ გონებითა. ხოლო სახელები ესევითართა მათ ურწმუნოთაჲ არა ჯერ-ვიჩინე წერით მოჴსენებად (შდრ. ფს. 15.4) და ნუცა ყოს უფალმან, რაჲთამცა მოვიჴსენენ ეგევითარნი-იგი ვიდრემდის შეინანონ.

ნუმცა ვინ უკუე სცთების ყოვლადვე, რამეთუ უკუეთუ არა ჰრწმენეს იესუ ქრისტეს ჴორციელად მოქალაქეობაჲ ქუეყანასა ზედა და აღიაროს ჯუარი მისი და ვნებაჲ და სისხლი (რომელ დასთხია სოფლისა ცხორებისათჳს), თუმცა საუკუნესა ცხორებასა მიემთხჳა, გინათუ მეფე იყოს, გინათუ მღდელთ(II)[მოძღუარი]3 , გინა მთავარი, გინა ერისკაცი, გინა მეუფე, გინა მონაჲ, გინა დიდი, გინა მცირე. გინა დედაკაცი, გინა მამაკაცი, რომელსა ესმის - ისმინენ და რომელი დაიტევს - დაიტიენ (ლუკა 10.27).

ადგილი, პატივი და სიმდიდრე ნუვის აღაზუავებს, სიგლახაკე და შეურაცხებაჲ ნუვის დაამდაბლებს. რამეთუ ყოველივე საწუთროჲ და საუკუნოჲ კეთილი და მოსალოდებელთა მათ საშუებელთა განსუენებაჲ ამას შინა შემოკრებულ არს, ესე იგი არს: სარწმუნოებასა ღმრთისა მიმართ და სასოებასა ქრისტესსა და სიყუარულსა ღმრთისა მიმართ და მოყუასისასა; რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და მოყუასი შენ, ვითარცა თავი თჳსი" (ლუკა 10.27). და უფალი იტყჳს, ვითარმედ: "ესე არს საუკუნოჲ ცხორებაჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე" (იოანე 17.3); და ვითარმედ: "მცნებასა ახალსა მიგცემთ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთარს" (იოანე 13.34); და ვითარმედ: "ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან" (მათე 22.40).

[585]მიხედენითღა მწვალებელთა, თუ ვითარ მოძღურიან და უმეცრად სახელსდებენ მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა და თუ ვითარ აქუს დაუგებელი ბრძოლაჲ ურთიერთარს და დაურწმუნებელი მტერობაჲ. სიყუარულისათჳს არა ჰგლიან4 , ყოფადთა მათ კეთილთა შეურაცხჰყოფენ, საწუთრონი ესე, ვითარცა წარუვალნი შეურაცხიან, მცნებათა ქრისტესთა უგულებელსჰყოფენ, ქურივსა და ობოლსა არა მიხედვენ, ჭირვეულსა თანაწარჰჴდებიან, შეკრულსა ეცინიან, ჯუარი სირცხჳლ-უჩნს, ვნებასა ჰბასრობენ, აღდგომასა შეასმენენ. ნაშო(V)ბნი არიან ბოროტთა დასაბამისა მის სულისანი, რომელმან-იგი ადამ დედაკაცისა მიერ მცნებისა გარდამავალ-ყო (დაბ. 3) და აბელ კაენის მიერ მოკლა (დაბ. 4.8) და იობს ზედა აღბორგდა (იობი 1.6-2.7) და იესუ იოსედკეანი შეასმინა (ზაქ. 3.1) და მოციქულთა სარწმუნოებისა აღცრაჲ გამოითხოვა (ლუკა 22.31) და ჰურიათა სიმრავლე მაცხოვრისა ზედა აღჭურა, რომელი-იგი ვიდრე აქამომდეცა იქმს ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა (ეფეს. 2.2), რომელთაგან გჳჴსენინ ჩუენ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, რომელი იგი ევედრა მამასა, რაჲთა არა მოაკლდეს სარწმუნოებაჲ მოციქულთა (ლუკა 22.31); არა თუ, ვითარმცა ვერ შემძლებელ იყო დაცვად მათდა, არამედ რამეთუ უხაროდა უაღრესობაჲ მამისაჲ და პატივსცემდა მას, ვითარცა დასაბამსა უჟამოსა.

ჯერ-არს უკუე ესევითართაგან განშორებაჲ. და ჯერ-არს და თანანადებ და არცა თჳსაგან ზრახვად მათთჳს და არცა ზოგებით, არამედ განკუთნვაჲ და შეკრძალვაჲ შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთაჲ და მახარებელთა მათ ჩუენთაჲ, რომელთა-იგი მახარეს ჩუენ სიტყუაჲ ცხოვრებისაჲ. ხოლო მედგართა წვალებასა და განხეთქილებისა მოქმედთა, ვითარცა ძირთა ყოვლისა ბოროტისათა ევლტოდეთ

და ყოველნივე ეპისკოპოსსა თქუენსა ჰმორჩილობდით, ვითარცა ქრისტე - მამასა, ხოლო მღდელთა - ვითარცა მოციქულთა, ხოლო დიაკონთაგან ესრეთ შეიკდემდით, ვითარცა მსახურთაგან წმიდისა საკურთხეველისათა და ქრისტეს მცნებისა მორჩილთა. და ნურარასმცა ვინ იქმს, თჳნიერ ეპისკოპოსისა, განსაგებელსა ეკლესიისასა. და იგიმცა შერაცხილ არს მტკიცედ და მადლიერ, არამდ [586]რომელი ეპისკოპოსმან განაწესოს და რომელი მან ბრძანოს. და რომელთა უბძანოს, ვითარცა ღმრთისა მცნებასა ესრეთმცა ერჩიან.

და სადაცა იყოს ეპისკოპოსი, მუნმცა არს (II) [ყოველი სამრემლოჲ5 ; ვითარ]ცა-იგი: სადაცა ქრისტე [იყოს, ყოველნივე] მჴედრობანი ცათანი [მის წინაშე] მდგომარე არიან6 , ვითარცა ძალთმთავრისა და შემოქმედისა უხილავთა მათ და უჴორცოთა ბუნებათაჲსა.

არა ჯერ-არს თჳნიერ ეპისკოპოსისა არცა ნათლვაჲ, არცა წირვაჲ, არცა შესაწირავისა აღებაჲ, არცა ანჯმნისა7 შეკრებაჲ, არცაღა ანდმანთა8 და სერობათა აღსრულებაჲ; არამედ, რაოდენიცა მას ჯერ-უჩნდეს, იგიცა სათნო არს ღმრთისა. და რომელიცა ესრეთ იქმნებოდის, მტკიცე არს იგი და სავსე მადლითა.

ვინაჲცა ჯერ-არს განღჳძებად ჩუენდა, ვიდრე ესე ჟამი გუაქუსდა, და შენანებად ცოდვათა ჩუენთა წინაშე ღმრთისა, რამეთუ ჯოჯოხეთსა შინა აღსაარებაჲ არა არს (ფს. 6.6). და, აჰა, კაცი და საქმენი მისნი წინაშე პირსა მისსა! (შდრ. ის. 49.10; 62.11).

თქუმულ არს უკუე, ვითარმედ: "პატივსცემდით ღმერთსა და მეფესა" (იგავ. 24.21). ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ: პატივ-ეც ღმერთსა, ვითარცა ღმერთსა და უფალსა და მიზეზსა არსთა არსებისასა, ხოლო ეპისკოპოსსა - ვითარცა მღდელთმთავარსა და მობაძავსა ღმრთისასა, მთავრობისა წესითა მსგავსსა ღმრთისასა9 , ხოლო მღვდელთმოძღურებითა მსგავსსა ქრისტესსა. და შემდგომად ამათსა ჯერ-არს მეფისაცა პატივისცემაჲ. და რამეთუ არცა ვინ არს უაღრეს ღმრთისა, გინა თუ მობაძავ ყოველთავე არსთა შორის. და არცა ეკლესიასა შინა - უაღრეს ეპისკოპოსისა და უმახლობელეს ღმრთისა, რომელი-იგი ევედრების ღმერთსა ცხორებისათჳს ყოვლისა სოფლისა. და არცა მეფისა ვინ მსგავს არს მთავართა შორის, რომელი-იგი მშჳდობასა და მყუდროებასა ერისასა განაწესებდეს და მათთჳს ზრუნვიდეს.

[587]რომელი ეპისკოპოსსა პატივსცემდეს, იგიცა პატივცემულ იქმნეს ღმრთისა მიერ; ვითარცა იგი: რომელი შეურაცხჰყოფდეს მას, საშჯელსა მოიტყუებს ღმრთისაგან და დაისაჯების. რამეთუ უკუეთუ, რომელი მეფეთა ადგებოდის, გინა წინა-აღუდგებოდის, სამართლად ღირს იქმნების ტანჯვისა, ვითარცა დამჴსნელი ზოგადისა წესიერებისა და მშჳდობისაჲ. რაოდენ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს იქმნების, რომელი ეპისკოპოსსა ადგებოდის და თჳნიერ ნებისა მისისა და ჯერჩინებისა იქმოდის რას, გინა იტყოდის და ერთობასა და წესიერებასა ეკლესიისასა განჰბრძარვიდეს და შეჰრევდეს; რამეთუ მღდელთმოძღურებაჲ ყოველთა კაცობრივთა კეთილთა უვაღრეს არს. რომლისა მიმართ უკუეთუ ვინ აღბორგნეს, არა კაცსა შეურაცხჰყოფს, არამედ ღმერთსა და ქრისტეს იესუს, პირმშოსა მას და მხოლოსა ბუნებით მღდელთმოძღუარსა მამისასა.

ყოველივე თქუენი წესიერებით იქმნებოდენ ქრისტეს მიერ. ერისკაცნი დიაკონთა დაემორჩილნეთ და დიაკონნი - ხუცესთა და ხუცესნი - ეპისკოპოსსა და ეპისკოპოსი - ქრისტესა, ვითარცა ქრისტე - მამასა.

ვითარცა განმისუენეთ მე, ძმანო, და თქუენცა განგისუენენ იესუ ქრისტემან. რამეთუ არა რაჲ ხოლო თუ მახლობელად რაჲ ვიყავ, მაშინ ოდენ მაჩუენეთ მე სიყუარული, არამედ უფროჲსად შორიელსაცა. მიგაგენ თქუენ ღმერთმან, რომლისათჳს ესევითარი მოწლებაჲ აჩუენეთ კრულსა მისსა. რამეთუ მე დაღაცათუ არა ღირს ვიყავ, არამედ გულსმოდგინებაჲ თქუენი დიდ არს და გარდარეულ, რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: "რომელმან პატივსცეს წინაჲსწარმეტყუელსა სახელად წინაჲსწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მიიღოს" (მათე 10.41). და ამის მიერ ცხადად არს, რამეთუ, რომელმან პატივსცეს ქრისტესთჳს შეკრულსა, სასყიდელი მარტჳლთაჲ მიიღოს.

ფილონ და გაიოს და აღაპოპუს, დიაკონნი ქრისტესნი, რომელნი ღმრთისათჳს შემომიდგეს მე, კეთილად ჰყავთ, რამეთუ შეიწყნარენით, ვითარცა მსახურნი ღმრთისანი; რომელნი-იგი მას ილოცვენ თქუენთჳს უფლისა მიმართ10 , (II) [რამეთუ განუსუენეთ მათ ყოვლითკერძო]. და რომელი-იგი მათ აჩუენეთ, [ვესავ] უფალსა, რამეთუ არა რაჲ წარგიწყმდეს მისგან. მოგეცინ თქუენ უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა (ტიმ. 1.18).

[588]თავსმდებ არს თქუენდა სული ჩემი და საკრველნი ჩემნი, რომელნი-იგი არა ითავდიდენით, არცა სირცხჳლ-იჩინენით; რამეთუ არცა უფალმან სირცხჳლ-იჩინოს წყალობისა თჳსისა უხუად მოფენაჲ თქუენ ზედა; და არცა სადა გარცხჳნოს თქუენ სრულმან მან სასოებამან ქრისტეანეთამან11 .


ლოცვანი თქუენნი შემწე ექმნნეს ანტიოქელთა ეკლესიასა და მშჳდობით ცხოვნდების, ვინაჲცა, საკრველით ჩემითურთ, მოგიკითხავ თქუენ ყოველთა. არა ვიყავ ღირს, არამედ უნარჩევესი ვიყავ მათ ყოველთაჲ; და არა ნებითა ჩემითა, არამედ ნებითა და მადლითა ღმრთისაჲთა ღირს ვიქმენ, რომლისა ვლოცავ, რაჲთა სრულიად მომენიჭოს მე და რაჲთა ლოცვითა თქუენითა ღმერთსა მივემთხჳო12 .

ხოლო, რაჲთა საქმე თქუენი სრულ იქმნეს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ჯერ-არს და გშუენის, რაჲთა პატივად ღმრთისა თანაშემწე ექმნეს ღმრთივპატივცემული ეკლესიაჲ თქუენი დადგინებასა მღდელთმოძღურისასა და ჴელთდასმასა მისსა, რომლისაჲ ჯერ-არს აღსრულება ასურეთს. და რაჲთა მშჳდობისა მათისათჳს მათ თანა იხარებდით; და რაჲთა მიიღონ მათ თჳსი დიდებაჲ და რაჲთა აღეშენოს და განსრულდეს თავი და გუამი მათი, და ერთ-ჴორც იქმნეს მის თანა. და რომელი-იგი ღირსად აღმიჩნდა მე, ესე არს: რაჲთა წარავლინნეთ ვიეთნიმე თქუენგანნი ეპისტოლითა თქუენითა, რაჲთა მადლი მისცენ ღმერთსა მყუდროებისათჳს მათისა ღმრთივმინიჭებულისა; და, ვითარმედ, ნავთსადგურსა უღელვოსა შევევედრე მე ქრისტესა ლოცვითა თქუენითა.

და ვითარცა სრულნი, სრულსა ზრახევდით, რამეთუ ჰნებავს თქუენთანა საქმე კეთილისაჲ და განმზადებულ (V) [არიან] მინიჭებად.

მოგიკითხავს თქუენ სიყუარული ძმათა თქუენთა ტროადელთაჲ, ვინაჲ-ესე მივსწერ ეპისტოლესა ამას ბურგის მიერ, რომელი-იგი მოავლინეთ ჩემდა თქუენ და ეფესელთა ძმათა ჩემთა, რომელმან-იგი ყოვლითკერძო განმისუენა მე. და თუმცა ყოველნი ჰბაძვიდეს მას და თუმცა ყოველნი ემსგავსებოდეს მას, რომელი-იგი არს სალბუნი საღმრთოჲსა მსახურებისა და დიაკონობისა. მიაგენ მას მადლმან უფლისამან ყოვლისავეთჳს.

მოვიკითხავ ღირსსა ღმრთისასა ეპისკოპოსსა თქუენსა პოლიკარპოს და ღმრთივშუენიერთა ხუცესთა და ქრისტეშემოსილთა დიაკონთა, ჩემთანა მონათა ღმრთისათა, და კაცად-კაცადსა განთჳ[589]სებულად და ზოგად ყოველთა, [სა]ხელითა იესუ ქრისტესითა და ჴორცი[სა] და სისხლისა და ვნებისა და აღდგომისა მისისაჲთა ჴორციელითა და სულიერითა, ერთობითა თქუენითა და და ღმრთისაჲთა. მადლი თქუენდა და წყალობაჲ და მშჳდობაჲ და სამარადისოჲ მოთმინებაჲ ქრისტეს მიერ.

მოვიკითხავ სახლსა ძმათა [ჩემთა]სა, დედათა თანა და შვილთა; და ქალწულთა და ქურივთა. და ცოცხლებითმცა ხართ ძალითა სულისა წმიდისაჲთა.

მოგიკითხავს თქუენ ფილონ დიაკონი და თქუენთანა მსახური ღმრთისაჲ, რომელი არს ჩემთანა.

მოგიკითხავ სახლსა ღავიაჲსსა და ვილოცავ, რაჲთა დაემტკიცოს იგი სარწმუნოებითა და სიყუარულითა სულიერითა და ჴორციელითა.

მოვიკითხავ ალკინს, სასურველსა ჩემსა სახელსა, და დაფნონს და ასჳნკლიტეს და ევტეკნონს და ყოველთავე სახელად-სახელად. ცოცხლებითმცა ხართ ყოველნი მადლითა უფლისა ღმრთისა მჴსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, აღვსებულნი სულითა წმიდითა და სიბრძნითა საღმრთოჲთა და ყოვლადწმიდითა.
......................................................................................................................................................................

შენიშვნები:

1.ხელნაწერში: [ოდენ]

2. იგი - იესუ ქრისტე.

3. ბერძნ. ἱερεὺς - მღვდელი.

4. არა ჰვლიან - არ ზრუნავენ, უგულებელ-ყოფენ.

5. სამრემლოჲ - πλῆθος. ხალხის სიმრავლე, ხალხი, მრევლი. ე.ი. მართლმადიდებელ ეპისკოპოსთან ერთობაში უნდა იყოს მთელი მორწმუნე ერი, ხალხი.

6. შდრ. "საშუალო" რედაქცია: ὥσπερ ὅπου ἄν ῇ Χριστος "Ιησοῦς, ἐκεῖ καθολική ἐκλκησία - სადაც იესუ ქრისტეა, იქ არის კათოლიკე ეკლესია.

7. ანჯმანი - საჯარო შეკრება.

8. ანდმანი? A 60: არცაღა ანდამთა; არცა პანდმანთა (?).

9. ხელნაწერში: [მთავრობისა წესითა მსგავსსა ღმრთისასა]. ეს ფრაზა არის A 60 და A 66 ხელნაწერებში და PG-ს ბერძნულ ტექსტში.

10. რომელნი მას ილოცვენ თქუენთჳს უფლისა მიმართ - რომელნი თქვენთვის მადლობას წირავენ უფალს.

11. ქრისტიანების სრული სასოებაა უფალი იესუ ქრისტე.

12. აქ წმ. ეგნატი თავის მარტვილობის შესახებ საუბრობს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat