მეხუთე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ფილიპელთა მიმართ განსაქიქებლად მტერისა 1.
მეხუთე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ფილიპელთა მიმართ განსაქიქებლად მტერისა 1.
ეგნატი ღმერთშემოსილი, ეკლესიასა ფილიპელთასა, ღმრთისა მიერ შეწყალებულსა სარწმუნოებითა და მოთმინებითა და სიყუარულითა შეუორგულებელითა: მადლი, მშჳდობაჲ და წყალობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელი-იგი არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ და უფროჲსღა მორწმუნეთაჲ (ტიმ. 4.10).

მომეჴსენების სიყუარული თქუენი და ქრისტეს მიერ მოსწრაფებაჲ, რომელი აჩუენეთ ჩუენდა მომართ, და ჯეროვნად შევჰრაცხეთ მიწერად ძმათმოყუარისა და სულიერისა და საღმრთოჲსა სიყუარულისა თქუენისა, რაჲთა მოგაჴსენოთ თქუენ ქრისტეს მიერი ეგე სრბაჲ თქუენი. რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი და ერთსულ იყვენით და ერთგონება, და მასვე წესსა და კანონსა სარწმუნოებისასა ზედა ეგნეთ (I კორ. 1.10; ფილ. 2.2 და 3.6), ვითარცა პავლე გასწავა თქუენ. რამეთუ უკუეთუ ერთ არს ღმერთი ყოველთაჲ, მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომლისაგან არს ყოველი; და ერთ არს უფალი ჩუენი იესუ, ყოველთა უფალი, რომლისა მიერ არს ყოველი (I კორ. 8.6); და [561]ერთ არს სული წმიდაჲ და ყოველთავე წმიდამყოფელი და უფალი, რომელი იტყოდა (I კორ. 12.11) მოსეს მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა, და იქმოდა მათ მიერ ნიშთა და სასწაულთა; და ერთ ნათლისღება2 სიკუდილისა მიმართ უფლისა მოცემული; და ერთ რჩეულიცა კათოლიკე და სამოციქულოჲ ეკლესიაჲ. ეგრეთვე ჯერ-არს, რაჲთა სარწმუნოებაჲცა ქრისტესი ერთი იყოს და, რამეთუ ერთ არს უფალი და ერთ სარწმუნოება და ერთ ნათლისღება და ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ და ყოველთა მიერ და ყოველსა შინა (ეფეს. 4.5-6).

(ვ) ერთ უკუე ღმერთი არს და მამაჲცა, და არა ორნი, არცა სამნი; ერთ არს რომელი-იგი არს და არა არს სხუაჲ მისა გარეშე, მხოლოჲ იგი და ჭეშმარიტი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთ არს" (I I შჯლ. 6.4; მარკ. 2.29); და კუალად, ვითარმედ: "ანუ არა ერთმან ღმერთმან დამბადნა ჩუენ, ანუ არა ერთი მამაჲ არსა ჩუენ ყოველთაჲ?" (მალ. 2.10).

და ეგრეთვე ერთი ძე, სიტყუაჲ და ღმერთი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "მხოლოდშობილი, რომელი-იგი იყო წიაღთა მამისათა" (იოანე 1.18); და კუალად, ვითარმედ: "ერთი უფალი იესუ ქრისტე" (I კორ. 8.6); და კუალად, ვითარმედ: "რაჲ არს სახელი მისი და რაჲ არს სახელი ძისა მისისაჲ, რაჲთა უწყოდით?" (იგავ. 30.4).

და ერთ არს და ნუგეშინისმცემელიცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "ერთ არს და სულიცა წმიდაჲ, ვინაჲ-იგი ვიჩინენით ერთითა სასოებითა ჩინებისა ჩუენისაჲთა" (ეფეს. 4.4). და კუალად, ვითარმედ: "ერთისა სულისა მიერ განვიპოხენით და ერთი სული ვსუთ ყოველთა", და შემდგომი, რამეთუ ყოველთავე ამათ მადლითა ერთი და იგივე სული აღასრულებს (I კორ. 12,13,14).

არცა უკუე სამნი მამანი არიან და არცა სამნი ძენი და არცა სამნი სულნი წმიდანი ნუგეშინისმცემელნი, არამედ ერთი მამაჲ და ერთი ძე და ერთი სული წმიდაჲ ნუგეშინისმცემელი.

[562]ამისთჳსცა უფალი წარ-რაჲ-ავლენდა მოციქულთა მოქცევად ყოველთა წარმართთა, ამცნო მათ და უბრძანა, რაჲთა ნათელსცემდენ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა (მათე 27.19). ესე იგი არს, არცა ერთისა სამსახელისა, არცა სამთა განკაცებულთა, არამედ სამთა მიმართ სწორთა პატივითა.

რამეთუ ერთ არს, რომელი განკაცნა; არცა მამაჲ, არცა ნუგეშინისმცემელი, არამედ მხოლოჲ ძე. არა საოცრად, არცა უცნებით, არამედ ჭეშმარიტებით სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა (იოანე 1.14), და სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი (იგავ. 9.1; შდრ. ეგნატი, ზმირნელებს I). და იშვა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორციელად, ვითარცა კაცი, ქალწულისაგან, თჳნიერ ხრწნილებისა, ვითარცა ითქუა, ვითარმედ: "ქალწული მიუდგეს და შვეს ძე" (ის. 7.14); და (I I) ჭეშმარიტად იშვა და ჭეშმარიტად აღიზარდა და ჭეშმარიტად ჭამა და სუა და ჭეშმარიტად ჯუარს-ეცუა და მოკუდა და აღდგა.

და რომელსა ესე ჰრწმენეს, ვითარცა არს და ვითარცა იქმნა, ნეტად იყოს მისა. და რომელსა არა ჰრწმენეს, ბილწ არს იგი, არა რაჲთა უდარეს ქრისტეს ჯუარისმცუმელთაჲსა. რამეთუ მთავარსა მას ამის სოფლისასა უხარის, რაჟამს უვარ-ჰყოფდეს ვინ ჯუარსა, რამეთუ წარმწყმედელად თავისა3 უწყის აღსაარებაჲ4 ჯუარისაჲ, რამეთუ ესე არს საძლეველ ძალისა მისისა. რომელი-იგი იხილოს თუ - ძრწის, და ესმას თუ - ეშინის.

და პირველ შექმნამდე ჯუარისა ისწრაფდა, რაჲთა შეიქმნეს ჯუარი და ასწრაფებდა ნაშობთა მათ ურჩებისათა (ეფეს. 2.2), და ასწრაფებდა იუდას და ფარისეველთა და სადუკეველთა და მოხუცებულთა და ჭაბუკთა და მღდელთმოძღუართა. და რაჟამს იწყეს ქმნად მისა, აღშფოთნა და სინანული შთაუგდო მიმცემელსა და შიშთვილითა5 დასაჯა იგი. და შეაძრწუნა დედაკაციცა იგი სიზმართა მიერ და დაჴსნად აზმნობდა აღმართებასა ჯუარისასა (მათე 27), რომელმან-იგი ყოველივე ღონისძიებაჲ აღძრა შემზადებისა მისისათჳს. არათუ ინანდა სიბოროტესა მისსა, - რამეთუ უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, განაღა არცამცა იყო ესოდენ ბოროტ, - არამედ აგრძნა წარწყმედაჲ თჳსი, რამეთუ დასაბამ დაშჯისა მისისა და [563]სიკუდილისა და წარწყმედისა ჯუარი მაცხოვრისაჲ გამოჩნდა. ამისთჳსცა ისწრაფის, რომელთაცა შორის შეუძლოს, რაჲთა უვარაყოფიოს ჯუარი და ვნებაჲ სარცხჳნელ ყოს და სიკუდილი უფლისაჲ საგონებელ და ქალწულისაგან შობაჲ დაურწმუნებელ და ბუნებაჲ ჩუენი შესასმენელ, ვითარცა საძლეველი. და ჰურიათა თანა (413ა) შეეწევის უვარჰყოფად ჯუარისა, და წარმართთა - ცილისწამებად გრძნებისა, და მწვალებელთა - უცნებისა. რამეთუ მრავალსახე არს ბოროტისა იგი ერისთავი და მპარავ და დაუდგრომელ და თჳთ თავისა თჳსისა მჴდომ, რამეთუ სხუასა წარმოაჩენს და სხუებრ საგონებელ ჰყოფს, რამეთუ ბრძენ არს ბოროტისყოფად, ხოლო კეთილისა ყოვლისა უცნობელ (იერ. 4.22) და უგლიმ6 და აღვსებულ უგუნურებითა, ნებსითითა უშჯულოებითა. და რამეთუ ვითარ არა ესევითარი არს. რომელი-იგი თჳსსა მას სიტყუასა თქუმასავე თანა უვარჰყოფს?

და რამეთუ, უკუეთუ ლიტონი კაცი არს უფალი, სულისა და ჴორცთაგან ოდენ აგებულ, რაჲსათჳს ეშურები შობასა ზოგადისა მის კაცთა ბუნებისასა? ანუ თუ რაჲსათჳს, ვითარმცა დიდი რაჲმე და მაღალი საქმე ქმნილ-იყო კაცსა ზედა, გშურს ვნებაჲ უფლისაჲ და საგონებლად უწოდ და სიკუდილსა მოკუდავისასა დიდებად ჰგონებ მოკუდავთა? ხოლო უკუეთუ ღმერთ არს და კაც, რაჲსათჳს უწეს უშჯულოდ უფალსა მას დიდებისასა (I კორ. 2.8) და ბუნებით უქცეველსა მას? ანუ თუ ვითარ ეტყჳ უშჯულოდ შჯულისმდებელსა, რომელმან-იგი კაცობრივი სული მიიღო? რამეთუ სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა (იოანე 1.14) და სრული კაცებაჲ მიიღო და არაჲ თუ კაცსა შორის დაემკჳდრა. ანუ თუ ვითარ არს მაოცარ, რომელმან-იგი, პირველ, ყოველივე ხილული და უხილავი ბუნებაჲ არსებად მოიყვანა ნებითა მამისაჲთა და რაჟამს იგი განკაცნა, ყოველნი სენნი და უძლურებანი განჰკურნნა? (მათე 4.23; 9.35). ანუ ვითარ, არა ნუ ამან აღადგინნა მკუდარნი და მკელობელნი ავლინნა და კეთროვანნი განსწმიდნა და ბრმანი თუალიერ-ყვნა? (მათე 11.5) და არსთა ანუ აღაორძინებდა, ანუ შესცვალებდა, ვითარცა ხუთნი იგი პურნი (II) და ორნი თევზნი და წყალი, რომელი ღვინოდ გარდააქცია (იოანე 6 და 2), და [564]შენთა მათ მჴედრობათა სიტყჳთ ხოლო აოტებდა და დასწუვიდა? (ლუკა 8.30-32).

ანუ რაჲსათჳს შეასმენ ბუნებასა ქალწულებისასა და ასოთა მათ წმიდათა საძაგელად სახელსდებ? რომელმან-ეგე პირველ, ძეთა მათ წინაშე ღმრთისათა. განაქიქენ იგინი და განაშიშულენ მამანი სახილველად დედათა, ხოლო დედანი აღაზრზინენ სიძვისა გულისთქუმითა მამათა მიმართ. და მაშინ საწადელ იყო უშუერებაჲ იგი წინაშე შენსა, ხოლო აწ საძაგელად შეირაცხა იგი შენ წინაშე, ამისთჳს, რამეთუ უცხო არს ესე ყოველისავე არაწმიდებისაგან. და არა უწყი, რამეთუ საძაგელ მაშინ იქმნების, რაჟამს ცოდვითა შეიგინოს და უშჯულოებითა შეიმწიკულოს, ხოლო სადა ცოდვაჲ არა იყოს, მუნ აღსრულებული საქმე საძაგელ არა იქმნების, არამედ ყოველივე კეთილ და კეთილ ფრიად. ხოლო შენ, ვინაჲთგან ბრმა ხარ და ვერ ხედავ, ამისთჳს უწეს მას ბოროტად, ბოროტი ეგე და სავსე უშჯულოებითა.

ანუ ვითარ კუალად არა გნებავს შენ მაცხოვრისა ქალწულისაგან შობაჲ, ხოლო ყოველთა ზედა ღმრთად აღიარებ და სცბი, ვითარმედ: იგი არს, რომელი-იგი არს და ვითარმედ: იგი არს ყოვლისა მპყრობელი? - რაჲთა დაჰჴსნე წესიერებაჲ იგი მოვლენისაჲ. თქუ უკუე, ვინაჲთგან ესრეთ არს: ვინ არს, რომელმან მოავლინა იგი? ანუ თუ ვინ არს, რომელი უფლებს მის ზედა? ანუ თუ ნებასა ვისსა დაემორჩილა იგი? ანუ თუ რომლისა შჯულისა იქმნა აღმასრულებელ, რომელი-იგი არცა ნებასა ვისსა დაემორჩილებისა და არცა ჴელმწიფებასა? და ესრეთ, ქრისტესა უცხო ჰყოფ შობისაგან, ხოლო უშობელისა მის შობასა შჯულისმდებლობ და დაუსაბამოსა ჯუარსა შეჰმშჭუალავ. და თუ ვისითა შენდობითა და ნებითა იტყჳ ამისსა ქმნასა, არა უწყი, ვერცა თქუმად ძალმიც. გარნა ვერცა ძალგიც დაფა(ვ)რვად ჩემგან გმობისა შენისა. და არა უმეცარ ვარ მრჩობლსა მას მარჩბივსა გონებასა შენსა მზაკუარებითა სავსესა და მწვალებელსა, რამეთუ უმეცარ ხარ და იტყჳ, ვითარმედ: შენ ვინ ხარ, რომელი-ეგე შობილ ხარ? იკითხავ, ჵ, მზაკუარო, თუ ვინ არს? გარნა მითხარ, ყოვლად ბოროტო: არა იცი და იკითხავ თუ ვინ არს? ანუ იცი და ორგულობ და ზაკუავ? ანუ, რომელი-ეგე ქუესკნელისა საქმეთა ცნობასა იჩემებ, ნათელი ესე და მზისა უბრწყინვალესი საქმე ვითარ შეგცილდა? და სამართლად, რამეთუ არცა ღირს იყავ ცნობასა მისსა. ხოლო უწყოდე, რამეთუ ფრიადნი საქმენი შეგიცილებიან7 ; ესე [565]იგი არს (ხოლო არა ვთქუნე შეწყობით, არამედ შეთხზვით საიდუმლონი იგი ცხორებისა ჩემისანი, რომელთა-იგი შენ უმეცარ ხარ, რაჲთა აწ ხოლო თუ სცნნე და დაიწუა შენ ცეცხლითა მით ზეგარდამოჲთა):

არცა სცანა ქალწულებაჲ იგი უბიწოჲსა მის დედისაჲ და არცა საკჳრველი იგი შობაჲ მისი? და არცა შობილი იგი, ბუნებათა უვაღრესი, რომელი-იგი ჩემითა ამით ჴორცითა გამოჩნდა, რაჲთა ღმერთ მყოს მე? და არცა ვარსკულავი იგი იხილე, რომელი-იგი მოგუთა მათ აღმოსავალისათა იხილეს და ძღუნითა მოვიდეს და თაყუანისცემაჲ შეწირეს? არცა ხარებაჲ იგი მთავარენგელოზისაჲ? არცა განსაკრთომელი იგი მიდგომილებაჲ ქალწულისაჲ? არცა მითხოვაჲ იგი იოსებისი? და არცა მოკითხვაჲ იგი ელისაბედისაჲ? და არცა ქადაგებაჲ იგი წინამორბედისაჲ და აღმღერებაჲ იგი უსრული და საშოჲთგამო თაყუანისცემაჲ მეუფისაჲ? და არცა გალობაჲ იგი ნაგელოზთაჲ, რომელი იქმნა შობასა მისსა? არცა ხარებაჲ იგი მწყემსთაჲ? და ჰეროდესი შიში (I I) მიღებისათჳს მეფობისა? და ჩჩჳლთა მოსრვაჲ? და ეგჳპტედ სივლტოლაჲ? და მიერ აღმოსლვაჲ? და ჩჩჳლებრნი იგი სახუეველნი? და აღწერაჲ იგი კაცობრივი? და სძითა ზრდაჲ? და სახელისდებაჲ იგი უმამოჲსა მის ჩჩჳილისაჲ? და ბაგაჲ? და ქუაბი ("რამეთუ არა იყო მათდა ადგილ სავანესა მას", ლუკა 2.7)? და არცა რაჲ განმზადებულებაჲ კაცობრივი? და არცა აღორძინებაჲ და წარმატებაჲ კაცობრივნი იგი სიტყუანი? და უკუეთუ არა სრულისა მის რაჲმცა იქმნა უსრულეს? და შიმშილი? და წყურილი? და გზასა სლვაჲ? და სიმაშურალე? და შეწირვაჲ იგი მსხუერპლთაჲ? და წინადაცუეთაჲ? და ნათლისღებაჲ? და ჴმაჲ ღმრთისაჲ ნათელღებულსა მას ზედა მაღლით გარდამოსრული: და თუ ვინ არს, ანუ თუ ვინაჲ არს? და გარდამოსლვაჲ იგი სულისა წმიდისაჲ? და ჴმასა მას მამისასა დამტკიცებაჲ? წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი იოანესი, მომასწავებელი ვნებისაჲ უწყებითა მით და წოდებითა ტარიგისაჲთა? სასწაულთა მათ პირადპირადთა აღსრულებაჲ? და თითოსახენი იგი კურნებანი? შერისხვაჲ იგი მეუფებრი, რომელი უბრძანებდა ქართა და ზღუასა? სულთა ბოროტთა სივლტოლაჲ? თჳთ შენი იგი გუემაჲ და ტანჯუა? და ნაწევართა მათ შენთა არაწმიდათა დაჴსნაჲ ძალისა მისგან? და ჴმისა საუფლოჲსა, რომლისა-იგი თუალთა შედგმად ვერ ძალ გედვა?

და თუ რაჲმცა ჰყავ, არა უწყოდე; ამას ყოველსა ხედევდი და [566]განჰლიგნებოდე8 . და რამეთუ ქალწულმან შვა, უმეცარ იყავ. ჭეშმარიტად უმეცარ იყავ! რამეთუ განგაცჳბრებდა შენ გალობაჲ იგი ანგელოზთაჲ და დიდებისმეტყუელებაჲ მწყემსთაჲ და ელვარებაჲ იგი ვარსკუ(414)ლავისაჲ და თაყუანისცემაჲ მოგუთაჲ.

ანუ თუ ნუუკუე, ვინ უწყის, და რამეთუ გწუნს სიგლახაკე იგი განმამდიდრებელისა ჩემისაჲ და ამისთჳს იჩემებ უმეცრებასა. ესე იგი არს: სახუეველნი და ბაგაჲ და წინადაცუეთაჲ და სძითა ზრდაჲ. და უღირსად აღგიჩნდესა საქმენი ესე მდაბალნი ღმერთებისა? გარნა ესე რაჲ არს, რამეთუ არა თუ მდაბალნი იხილვებოდეს და მაღალნი დაფარულ იყვნეს. არამედ განგაცოფა შენ მოშურნემან მან და ზუავმან გონებამან შენმან და ღმრთისმბრძოლმან მან ამპარტავანებამან შენმან.

ხოლო ამისთჳს რაჲ სთქუა, რამეთუ კუალად იხილე კაცი ორმეოც დღე და ორმეოც ღამე თჳნიერ საზრდელისა კაცობრივისა, რომელსა-იგი ჰმსახურებდეს ანგელოზნი, რომელნი-იგი იხილენ რაჲ, შესძრწუნდი? რამეთუ რაჟამს იგი ნათელსა იღებდა მსგავსად კაცთა, მიზეზი იგი ნათლისღებისაჲ არა უწყოდე, რამეთუ არცა ღირს იყავ ცნობად, დაღაცათუ დაგტეხნა ჴმამან მან მამისამან და სულისა წმიდისა გარდამოსლვამან. ხოლო აწ შიმშილმან მისმან კადნიერ გყო და შეჰკადრე, ვითარცა ლიტონსა ვისმე კაცსა გამოცდად. და უმეცარ იქმენ თუ ვინ არს და მზაკუვარებით აზმნობდ ცთუნებასა და ეტყოდე, ვითარმედ: "უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ არქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ" (მათე 4.3). რამეთუ სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: "უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ" - უმეცრებისაჲ არს და რამეთუ ჭეშმარიტად უმეცარ იყავ. და უკუეთუ არა, ვითარმცა არა უწყოდე, რამეთუ მეუფესა არაარსთა დაბადებაჲ და არსთა, ვითარცა ინებოს, შეცვალებაჲ სწორებით ძალუც და ადვილ არს წინაშე მისსა? და საზრდელისა მიერ განსცდიდ, და შიმშილითა ეწყვებოდე მზრდელსა მას ყოველთა ჴორციელთასა და უფალსა მას დიდებისასა (I კორ. 2.8), რამეთუ შეგცილებოდა უკეთურებითა შენითა, ვითარმედ: "არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მათე 4.4). რამეთუ უკეთუმცა უწყოდე, ვითარმედ ძე არს ღმრთისაჲ, ესემცა სამე გეცნა უეჭუელად, ვითარმედ, რომელმან-იგი ორმეოც დღე და ორმეოც ღამე უნაკლულო ყო ჴორცთა ბუ(II)ნებაჲ, მას განაღა და სამარადისოდმცა ძალ ედვა უნაკლულო ყოფაჲ მათი.

[567]და რაჲსათჳს შეემშია? რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ჭეშმარიტად მიიხუნა ჴორცნი მსგავსნი კაცთანი. რამეთუ პირველისა მის მიერ საცნაურ ყო, ვითარმედ ღმერთი არს, ხოლო მეორისა მიერ, ვითარმედ და კაციცა არს.

შენ უკუე, რომელი-ეგე ვითარცა ელვაჲ გარდამოითხიე მაღლისა მისგან დიდებისა (ლუკა 10.18), კადნიერ იქმნები და ეტყჳ უფალსა, ვითარმედ: "გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანით" (მათე 4.6). და რომლისადა-იგი არსებაჲ ყოველთა სიმდიდრეთაჲ შერაცხილ არს ვითარცა არა არსი (რომ. 4.17) და, უფროჲსღა, ჴელსა შინა მისსა არიან ყოველნი საუნჯენი და სიმდიდრენი (I ნეშტ. 29.12; I I ნეშტ. 20.6), ამპარტავანებასა ასწავებ და ზუაობად მოუწოდ აღუზუავებელსა მას, და იჩემებ მისთჳს აღმოკითხვასა წერილთასა და რამეთუ: "და ანგელოზთა მისთა დაუბრძანებიეს შენთჳს", და ვითარმედ: "ჴელთა მათთა ზედა ღგიპყრან შენ, რაჲთა არა წარსცე ქვასა ფერჴი შენი"?! (მათე 4.6) და ნეშთისა მის მიპარვად ღონე-ჰყოფ! ანუ არა შენთჳს და შენთა მათ უკეთურთა მჴედრობათათჳს პირველ მრავლისა ჟამისა აღწერა მანვე წინაჲსწარმეტყუელმან და თქუა, ვითარმედ: "ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხჳდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი"? (ფს. 90.13).

და ვინაჲთგან შენ დასათრგუნველ ხარ ფერჴთა უფლისათა, ვითარ განსცდი განუცდელსა მას და დაივიწყებ ბრძანებასა მას შჯულისმდებელისასა, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: "არა განსცადო უფალი ღმერთი შენი"? (შჯ. 6.16) და არა თუ ამას ხოლო იქმ, არამედ კადნიერცა იქმნები საქმეთა ღმრთისათა განჩემებად, შეგინებულო, და ვითარმედ შენდა მოცემულ არს ჴელმწიფებაჲ მათი (ლუკა 4.6; მათე 4.9) და დაცემასა შენსა წინაუყოფ ღმერთსა და მისსა მისდა მიცემად აღუთქუამ, უკუეთუ დავარდეს ქუეყანასა ზედა და თაყუანისგცეს შენ (მათე 4.9). და ვითარ არა შესძრწუნდი ესევითარისა ამის ჴმისა წინაყოფად მეუფისა, ჵ, ყოველთა სულთა ბოროტთა უუკეთურესო და უბოროტესო სულო!" და აზმნობ ნაყროვანებითა ძლევასა მისსა და ზუაობითა მონადირებასა მისსა, და საჴმართმოყუარებითა და მთავრობისმოყუარებითა უღმრთოებად მიიზი(V)დავ შენ. [568]შენ, მომპოვნებელი ეგე ყოვლისა ბოროტისაჲ - ბელიარ, ვეშაპი ეგე განდგომილი და გუელი გულარძნილი ქუესკნელისაჲ, რომელი-ეგე ღმერთსა განუდეგ და ქრისტესა განეშორე და სულისა წმიდისაგან უცხო იქმენ და მწყობრისაგან წმიდათა ანგელოზთაჲსა განიკითხე და შჯულთა საღმრთოთა მაგინებელ იქმენ და მტერ წესთა მათ შჯულიერთა. რომელი-ეგე პირველქმნილთა მათ ზედა აღჰბორგდი და საღმრთოჲსა მცნებისა დამთრგუნველ ჰქმნენ და ღმერთსა განაშორენ და სამოთხით ექსორია-ჰყვენ, რომელთა-იგი არარაჲ სადა ევნო შენდა. რომელმან აბელს ზედა ძმისმკვლელი კაინ აღშჭურვე და უბრალოჲ იგი უჟამოდ და მწარედ მოაკლვიე; და იობს მართალსა მრავალფერად ეკუეთე; და ყოველთა წმიდათა მრავალი შრომაჲ შეამთხჳე. შენ ეტყჳ უფალსა, ვითარმედ: "უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანისმცე მე"?! ეჰა კადნიერებაჲ! ეჰა სილირწე9 ! მონაჲ ლტოლვილი, მონაჲ საგუემელი და ღირსი ყოვლისა ბოროტისაჲ, რომელი-იგი განუდგა სახიერსა მას მეუფესა, შემოქმედსა და ღმერთსა და მპყრობელსა ყოველთა ხილულთა და უხილავთასა ეტყვის, ვითარმედ: "უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანისმცე მე"!

ხოლო უფალი სულგრძელებს და არა ჰაერად განაბნევს და სრულიად უჩინო ჰყოფს არსებასა მისსა, რომელი ესრეთ მყეფარ იქმნების და ცოფ, არამედ სიმშჳდით მიუგებს, ვითარმედ: "წარვედ ჩემგან მართლუკუნ ეშმაკო" (მათე 4.10). და არა ეტყჳს, ვითარმედ: წარვედ დაწყეულო ცეცხლსა მას დაუშრეტელსა და ბნელსა გარესკნელსა; არამედ, ვითარმედ წარვედ ჩემგან მართლუკუნ მათ ადგილთა, რომელნიცა აღირჩიენ, წარვედ მუნ სადაცა-იგი თჳთ შეიყუარე წარსლვაჲ უკეთურებითა შენითა; რამეთუ მე არა უმეცარ ვარ, თუ ვინ ვარ და თუ ვის მიერ მოვლინებულ ვარ; და უწყი, თუ ვისი ჯერ-არს თაყუანისცემაჲ; რამეთუ ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე" (მათე 4.10; II შჯ. 6.13); უწ(II)ყი მხოლოჲ იგი, მეცნიერ ვარ ერთისა მის, რომელსა-იგი შენ განუდეგ; და არა ვარ ღმრთისმბრძოლ და აღვიარებ უვაღრესობასა; და არა უმეცარ ვარ შობისა მის ჩემისა მიზეზსა - მამასა.

ამათ უკუე სიტყუათა სიყუარულისა თქუენისათჳს ვიიძულე აღმოთქუმად და წარმოცემად თქუენდა, ძმანო, სადიდებელად [569]ღმრთისა. და გამცნებ და გასწავებ, არათუ ვითარმცა ვიყავ რაჲმე, არამედ ვითარცა ძმაჲ.

დაემორჩილენით ეპისკოპოსსა თქუენსა და მღდელთა და დიაკონთა. და იყუარებოდეთ ურთიერთარს უფლისა მიერ, ვითარცა ხატნი სამეუფონი.

მეუღლეთა თქუენთა, ქმარნი, ვითარცა თჳსთა ასოთა, ესრეთ ჰყუარობდით. და ცოლთა, ეგრეთვე განუწვალებელად გიყუარდინ ქმარნი თქუენნი (ეფეს. 5).

უკუეთუ ვინმე ქალწულებდეს, გინა იღუწიდეს, ნუ მაღლოჲს, რაჲთა არა წარწყმიდოს სასყიდელი თჳსი.

დღესასწაულთა ნუ შეურაცხჰყოფთ. და წმიდათა მათ ორმეოცთა დღეთა წადიერად იმარხევდით, რამეთუ აქუს მათ ხატი და მსგავსებაჲ უფლისა მოქალაქეობისაჲ, შჳდეულითურთ ვნებისაჲთ. და ოთხშაბათ-პარასკევთა ნუ უგულებელს-ჰყოფთ, არამედ წადიერად იმარხევდით. და ნამეტნავსა თქუენსა გლახაკთა განუყოდით10 .

რომელმან კჳრიაკე ანუ შაბათი იმარხოს, თჳნიერ ერთისა შაბათისა, იგი ქრისტეს მკლველი არს.

ლოცვანი თქუენნი მიჰფინენით ანტიოქიისა ეკლესიასა, სადაჲთ-იგი კრული წარვჰყავ ჰრომედ.

მოვიკითხავ წმიდასა ეპისკოპოსსა პოლიკარპოსს, მოვიკითხავ წმიდასა ეპისკოპოსსა ვიტალის და წმიდათა პატიოსანთა მღდელთა და ჩემთანა მონათა ღმრთისათა - დიაკონთა, რომელნი-იგი სწორად სულისა ჩემისა მიყუარან.

მერმეცა უკუე ვამცნებ ეპისკოპოსსა და მღდელთა ქრისტეს მიერ: რომელი ჰურიათა თანა აღასრულებ(415)დეს აღვსებასა და ანუ თუ წესსა ზატიკობისა მათისასა შეიწყნარებდეს, ზიარ და მონაწილე არს მათდა, რომელთა-იგი მოკლეს უფალი და მოციქულნი მოსწყჳდნეს.

მოგიკითხვენ თქუენ ფილონ და აღათოპოს დიაკონნი.

მოვიკითხავ მწყობრსა ქალწულთასა, კრებულსა ქურივთასა, რომელნი-იგი მიყუარან უფლისა მიერ.

მოვიკითხავ ერსა უფლისასა მცირეთაგან, ვიდრე დიდადმდე მათდა.

[570]წარმოვეც წიგნი ესე ჩემი ევფანის მიერ წიგნისმკითხველისა, კაცისა ღმრთივპატივცემულისა და სარწმუნოჲსა, რომელი-იგი ვპოვე რიგიონ11 აღ-რაჲ-ვიდოდა ნავსა.

მოიჴსენენით კრულებანი ჩემნი (კოლ. 4.18), რაჲთა სრულ ვიქმნე ქრისტეს მიერ.

ცოცხლებითმცა ხართ და მშჳდობით სულით და ჴორცით და სამშჳნველითურთ, და სრულებითმცა და უნაკლულოდ ჰზრახავთ წესსა სარწმუნოებისასა და ღმრთისმსახურებისასა. მართლ-უკუაქცევდით მუშაკთა მათ უშჯულოებისათა და სიტყჳსა ჭეშმარიტებისა განმხრწნელთა (ლუკა 13.27; მათე 7.23), განძლიერებულნი მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა.
......................................................................................................................................................................

შენიშვნები:

1. ბერძნულ ტექსტში ვკითხულობთ: "მისივე ფილიპელებს ნათლისღების შესახებ" (περί βαπτίσματος).

2. ესეა.

3. თ(ავი)სა.

4. A 60: აღსარებაჲ.

5. შიშთვილი - დახრჩობა

6. უგლიმი - მოურიდებელი, ურცხვი.

7. ცილება - მოტყუება.

8. განჰლიგნება - გაოგნება, გაშტერება.

9. სილირწე - გარყვნილება, ურცხვინოება.

10. შდრ. სწავლა "მარხვისათჳს", რომელიც წმ. იოანე ოქროპირს მიეწერება, - მამათა სწავლანი X და XI ს-ის ხელნაწერების მიხედვით. თბ., 1955, გვ. 25-26.

11.  A 60: რიგიონს.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat