ასურასტანითგან და ვიდრე ჰრომამდე მჴეცთა ვეწყვები და შევიჭამები; და ესე არა პირუტყუთა მჴეცთაგან (რამეთუ მათ, ვითარცა უწყით, ინება რაჲ ღმერთმან, ჰრიდეს დანიელს და არა შეეხნეს, (დან. 6 და 14), არამედ კაცისმსგავს(412)თა და კაცისსახეთა, რომელთა შორის დაბუდებულ არს მჴეცი იგი მძჳნვარე და სულთა განმხრწნელი, რომელი მწყლავს და განმბრძარავს დღითიდღე. გარნა არა რაჲ მგავან2 მე ძჳრთა ამათთჳს, არცა შემირაცხიეს თავი ჩემი უპატიოსნეს სულისა ჩემისა (საქმე 20.24), რაჲთამცა უფროჲს უფლისა შევიყუარე იგი. ვინაჲცა მზა ვარ ცეცხლისა მიმართ და მახჳლისა და მჴეცთა და ჯუარცუმად და სიკუდილად, რაჲთა ქრისტე ოდენ ვიხილო, მაცხოვარი ჩემი და ღმერთი, რომელი-იგი ჩემთჳს ჯუარს-ეცუა.
და გლოცავ და გევედრები მე - კრული ეგე იესუ ქრისტესი, და ზღუათა და ჴმელთა დევნული, რაჲთა ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა (I კორ. 16.13) და უფროჲს განმსტკიცნეთ, ვინაჲთგან უწყით, რამეთუ "მართალი სარწმუნოებითა ცხოვნდეს" (აბაკ. 2.4; გალ. 3.11). და იქმნენით მიუდრეკელ და უცვალებელ, ვითარცა-ეგე ხორთცა. და იცით, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "უფალმან დაამკჳდრნეს ერთსახენი სახლსა" (ფს. 67.7).
[556]მესმა, რამეთუ ვიეთმე ეშმაკისა მსახურთა ჴელყვეს აღშფოთებაჲ თქუენი, რამეთუ რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ: იესუ საოცრად იშვა და საოცრად ჯუარს-ეცუა; და სხუანი, ვითარმედ: არა არს ძე ღმრთისაჲ; და სხუანი, ვითარმედ: იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა; და სხუანი, ვითარმედ: ლიტონი კაცი არს; და სხუანი, ვითარმედ: ჴორცნი არა აღდგებიან, და ჯერ-არს შუებით და ფუფუნებით ცხორებაჲ, ვინაჲთგან დასასრული იქმნების საწუთროთა ამათ კეთილთაჲ და, რამეთუ შემდგომად მცირედისა განიხრწნებიან. და ესეოდენთა ბოროტთა სიმრავლე შორის შემოიღეს, ხოლო თქუენ არცათუ ჟამ ერთ არა თავს იდევით დამორჩილებაჲ მათი (გალ. 2.5).
და რამეთუ პავლეს მოქალაქენი ხართ და მოწაფენი, რომელმან-იგი იჱრუსალემითგან და გარემოჲს და ვიდრე ილურიკიადმდე განსთესა სიტყუაჲ სახარებისაჲ (საქმე 9.21; რომ. 15.19) და საწერტელნი ქრისტესნი ჴორცთა შინა იტჳრნა (გალ. 6.17).
და გაჴსოვს მოძღურებაჲ მისი და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტად იშვა უფალი მარიამისგან, ვითარცა თქუა, ვითარმედ: "შობილი დედაკაცისაგან"; და ჭეშმარიტად ჯუარს-ეცუა, ვითარცა თქუა, ვითარმედ: "ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა (II) უფლისა იესუჲსითა" (გალ. 6.14); და ჭეშმარიტად ივნო და მოკუდა და აღდგა, და ვითარმედ: "რამეთუ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა, რომელი-იგი იქმნა პირმშო მკუდართა აღდგომისა" (საქმე 26.23); და ვითარმედ: "რომელი-იგი მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთგზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა" (რომ. 6.10).
და უკუეთუ არა, რად საჴმარ არიან კრულებანი, უკუეთუ ქრისტე არა ჯუარცუმულ არს? და რად საჴმარ არს მოთმინებაჲ? და რად საჴმარ არიან გუემანი? ანუ რაჲსათჳს-მე ჯუარს-ეცუმოდა პეტრე და პავლე? და იაკობ მახჳლითა მოიკლვოდა? (საქმე 12.2) და იოანე პატმოს ექსორია იქმნებოდა? და სტეფანე ქვითა განიტჳნვოდა უფლისა მკვლელთა ჰურიათაგან? (საქმე 7). გარნა არა რაჲ არს ამათგანი ამაო, რამეთუ ჭეშმარიტად ჯუარს-ეცუა უფალი უშჯულოთა მათ მიერ.
[557]და, რამეთუ ესე შობილი დედაკაცისაგან - ძე არს ღმრთისაჲ; რომელი ჯუარს-ეცუა - პირმშოჲ არს ყოველთა დაბადებულთაჲ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ და რომელმან შექმნა ყოველი. იგივე3 იტყჳს მისთჳს, ვითარმედ: "ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ არს ყოველი (I კორ. 8.6); და, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთი შუვამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე" (I ტიმ. 2.5); და ვითარმედ: "მის მიერ დაებადა ყოველი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ხილული და არახილული, და იგი არს ყოველთა წინა და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა" (კოლ. 1.16-17).
და რამეთუ, ვითარმედ არა იგი არს მამაჲ და ღმერთი ყოველთა ზედა, არამედ ძე მისი მხოლოდშობილი, თჳთ თავადი წამებს და იტყჳს, ვითარმედ: "აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა და ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა" (იოანე 20.17); და ვითარმედ: "რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა4 მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა" (I კორ. 15.28). აწ უკუე, სხუაჲ არს, რომელმან დაამო(ვ)რჩილა და რომელი-იგი არს ყოვლად ყოველსა შინა; და სხუაჲ არს, რომელი დაემორჩილა და რომელი შემდგომად ყოველთა დაემორჩილების.
და არცა ლიტონი კაცი არს, რომლითა და რომლისა მიერ ყოველი შეიქმნა. და რამეთუ ყოველივე მის მიერ (იოანე 1.3), რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "რაჟამს იგი შეიქმოდა ცათა, მის თანა ვიყავ" (იგავ. 8.27); და ვითარმედ: "მე ვიყავ მომზავებელ საქმეთა მისთა და მე ვიყავ, რომლისა თანა იხარებდა იგი დღითიდღე" (იგავ. 8.30). ანუ თუ ლიტონსა კაცსა ვითარ ესმა, ვითარმედ: "დაჯედ მარჯუენით ჩემსა"? (ფს. 109.1) ანუ თუ ვითარ იტყოდა, ვითარმედ: "აბრაჰამის ყოფამდე ვიყავ"? (იოანე 8.28) და ვითარმედ: "მადიდე მე დიდებითა მით, რომელი მაქუნდა პირ[558]ველ სოფლისა დაბადებისა"? (იოანე 17.5) ანუ ვინ თქუას კაცთაგანმან, ვითარმედ: "ზეცით გარდამოვჴედ არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ"? (იოანე 6.38) ანუ ვითარისა კაცისათჳს იტყოდა, ვითარმედ: "იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალი სოფლად; სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმან იგი ვერ იცნა; თჳსთა მოვიდა და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს"? (იოანე 1.9) და ვითარ არს ესევითარი-იგი ლიტონი კაცი და ვითარმცა მარიამისგან აქუნდა დასაბამი არსებისაჲ და არამცა იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძე მხოლოდშობილი მამისაჲ? ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი" (იოანე 1.1); და კუალად იტყჳს სხუასა ადგილსა, ვითარმედ: "უფალმან დამბადა მე დასაბამად გზათა მისთა, საქმეთა შინა მისთა და უწინარეს საუკუნეთა დამაფუძნა მე და პირველ ყოველთა ბორცუთათაჲსა მშვა მე" (იგავ. 8.22,23,25).
ხოლო და, რამეთუ ჴორცნიცა ჩუენნი აღდგებიან ესრეთ იტყჳს: "ამინ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა შინა (II) ყოველნი, რომელნი იყვნენ საფლავსა შინა, ისმინონ ჴმაჲ ძისა ღმრთისაჲ და რომელთა ისმინონ, ცხოვნდნენ" (იოანე 5.25,28). და მოციქული იტყჳს, ვითარმედ: "ჯერ-არს ხრწნილისა მის შემოსად უხრწნელებაჲ და მოკუდავისა მის შემოსად უკუდავებაჲ" (I კორ. 15.53). და, რამეთუ ჯერ-არს სიწმიდით და სიმართლით ცხორებაჲ, ვითარცა იტყჳს იგივე მოციქული პავლე, ვითარმედ: "ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა მაგინებელთა, არცა მემთვრალეთა, არცა მპარავთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ" (I კორ. 6.9-10); და ვითარმედ: "უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად საქმე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი; და შესვენებულნიცა იგი ქრისტესმიერნი სამე წარწყმდენ" (I კორ. 15.13-14,18); და ვითარმედ: "უკუეთუ ამას ხოლო სოფელსა და ამას ხოლო ცხორებასა ოდენ მოსავ ვართ ქრისტესა, უსაწყალო[559]ბელეს ყოველთა კაცთაჲსა ვართ. უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით" (I კორ. 15.19,32). და უკუეთუ ესრეთ ვიყოფოდით, რაჲთა5 განყოფილ ვართ ვირთა და ძაღლთაგან, რომელნი-იგი ყოფადთა მათთჳს არარას ზრუნვენ, არამედ ჭამისა ხოლო არიან გულისმთქუმელ და შემდგომად ჭამისა დაუმჭირველ და უგულისჴმო და უაღჳრო არიან გონებითა და მიმმართებელ6 ვინაჲცა შინაგანმან ნებამან აწყოს?
ვინაჲ გევედრები თქუენ, საყუარელნო ჩემნო, და გლოცავ უფლისა მიერ: ნუ მიხედავთ მზრახვალთა მათ ბოროტისათა და მსახურთა ეშმაკისათა, ნუცა გულითა და ნუცა გონებითა და ნუცა სასმენელითა თქუენითა, არამედ კაცადკაცადმან განიფრთხვეთ და განიშორეთ მჴეცებრივი იგი მრისხანებაჲ და ყოველივე საქმე ბოროტისაჲ და ძვირისზრახვისაჲ და ცილისწამებისაჲ და ზრახვაჲ საძაგელი და განცხრომაჲ და ცუნდრუკებაჲ და სილაღე და მთ(413)რვალობაჲ და სიძვაჲ და ვეცხლისმოყუარებაჲ და დიდებისმოყუარებაჲ და შური და ყოველივე მსგავსი ამათი უჯეროჲ და არაწმიდაჲ უკეთურებაჲ და შეიმოსეთ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულისსათქუმელად (რომ. 13.14).
ხუცესნი დაემორჩილენით ეპისკოპოსსა და დიაკონნი - ხუცესთა და ერისკაცნი - მღდელთა და დიაკონთა. და ნაწილიმცა ჩუენი არს დამცველთა მათ თანა ესევითარისა წესიერებისათა და წყალობა ღმრთისაჲ იყავნ მათ თანა სამარადისოდ.
ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თქუენნი და ეგრეთვე ცოლთა - მეუღლენი თქუენნი, შვილნი პატივსცემდით მამა-დედათა თქუენთა, მამა-დედათა განზარდენით შვილნი თქუენნი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა (ეფეს. 6.4). რომელნი ქალწულებით ცხოვნდებოდინ, პატივსცემდით მათ, ვითარცა მსხვერპლთა უფლისათა; და ღმრთისმოყუარეთა და პატიოსანთა ქურივთა - ვითარცა საკურთხეველთა ღმრთისათა. და მონანი შიშით ჰმონებდით თჳსთა უფალთა, უფალნი რიდობით და წყალობით იმსახურებდით თჳსთა მონათა (შდრ. ეგნატი პოლიკარპეს, IV). და ნუმცა ვინ არის თქუენ შორის უქმ, რამეთუ უქმობაჲ დედაჲ არს სიგლახაკისაჲ. ამას არა ეგრეთ გიბრძანებ, ვითარმცა თუ ვარ რაჲმე, დაღაცათუ შეკრულ ვარ, არამედ, ვითარცა ძმაჲ მოგაჴსენებ. და უფალიმცა არს თქუენ თანა.
[560]მომანიჭეთ მე ნიჭი ლოცვათა თქუენთაჲ და ლოცვა ყავთ ჩემთჳს, რაჲთა ლოცვითა თქუენითა მივემთჴჳო უფალსა ჩემსა იესუ ქრისტესა. შეგვედრებთ თქუენ ანტიოქისა ეკლესიასა.
გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ფილიპელთანი, ვინაჲცა ესე მივსწერ თქუენდა. გიკითხავს თქუენ ფილან, დიაკონი თქუენი, რომლისადა-იგი მადლიერ ვარ, რამეთუ მოსწრაფებით მსახურებს მე ყოველსა შინა. გიკითხავს თქუენ აღათოპუს, დიაკონი ასურეთისაჲ, რომელი შემოდგომილ არს ჩემდა ქრისტეს მიერ.
(II) მოიკითხევდით ურთიერთარს ამბორისყოფითა წმიდითა (I პეტრე 5.14). მოგიკითხავთ ყოველთა მამათა და დედათა ქრისტეს მიერ. და ცოცხლებით იყვენით სულით და ჴორცით და სამშჳნველითურთ. და ნუ დამივიწყებთ მე, ვითარცა ესე მე არასადა დაგივიწყებ თქუენ. და უფალი იყავნ თქუენ თანა.
....................................................................................................................................................................
შენიშვნები:
1. A 60: ტარსუნელთა; A 66: ტარსელთა. ტარსო - კილიკიის მთავარი ქალაქი. ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა მოციქული პავლე.
2. ესეა!? ასოები "მგვა" გადაწერილია შავი მელნით. A 62: მგლინ(?); A 66: მგლიან. დაგლა - შემუსრვა, დამსხვრევა.
3. ე.ი. პავლე მოციქული.
4. ხელნაწერშია: დაამორჩილოს. A 66: დაამორჩილა
5. A 60: არაჲთ.
6. ხელნაწერში: მიმმ[მ]ართებელ (?!). A 66: მიმმ(ა)რთებ(ე)ლ.