ვცან რაჲ ფრიადი იგი ღმრთისა მიმართ წესიერი იგი სიყურული თქუენი, სიხარულითა აღვივსე და წადიერ ვიქმენ სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ზრახვად თქუენდა.
რამეთუ ვინაჲთგან ღირს ვიქმენ სასურველისა მის საღმთოჲსა სახელისა2 , - საკრველთა ამათ მიერ, რომელნი მიტჳრთავნ, - ამბორს უყოფ და შევიტკბობ და განვამტკიცებ ეკლესიათა მათ, რომელთათანა ერთობასა ვილოცავ სულისა და ჴორცისა იესუ ქრისტეს მიერ, რომელი-იგი არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ და უფროჲსღა მორწმუნეთაჲ (I ტიმ. 4.10); რომლისა-იგი სისხლითა გამოიჴსნენით და რომლისა მიერ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა ცნობილ იქმნენით მის მიერ (გალ. 4.9). და რომლისათჳს დაითმენთ ყოველთა განსაცდელთა ამის ცხორებისათა ულტოლველად, რაჲთა განერნეთ მათგან, რამეთუ სარწმუნო არს, რაჲთა არა გიტევენ თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა (I კორ. 10.13).
ვინაჲთგან უკუე ღირს ვიქმენ ხილვად ღირსისა ღმრთისა ეპისკოპოსისა თქუენისა3 , მოძღურებათა და სწავლათა და ხატსა მისსა საწადელსა, და მღდელთა მათ ღირსთა ღმრთისათა - ბასოს და აპოლონიოსს, და შვილსა ჩემსა დიაკონსა ზოტიონს, რომელი-იგი აღვზარდე და განვსწავლე. და ვისწავე, რამეთუ ჰმორჩილობთ [546]თქუენ (ვ) ეპისკოპოსსა თქუენსა და მღდელთა მადლითა ღმრთისაჲთა და შჯულითა ქრისტე იესუჲსითა.
მადლი შევწირე ღმრთისა და, რამეთუ ჭეშმარიტად თანა-გაც4 და გშუენის, რაჲთა არა შეურაცხჰყოთ ჰასაკი ეპისკოპოსისა თქუენისაჲ, არამედ რაჲთა ნებითა ღმრთისა მამისაჲთა ყოველივე მოწიწებაჲ და სირცხჳლი წინაუყოთ; ვითარცა იქმან მღდელნი წმიდანი, - ვითარ-იგი მეუწყა, - და არა საჩინოს მას განიცდიან სიჭაბუკესა მისსა, არამედ ღმრთივმინიჭებულსა მას გონიერებასა მისსა, რამეთუ არა თუ მრავალჟამეულნი არიან ყრმა და არც ბერთა უწყიან გონიერებაჲ, არამედ სული არს, რომელი მისცემს კაცთა სიბრძენსა და გულისჴმისყოფასა (იობ. 32.8-9). რამეთუ ბრძენი დანიელ ათორმეტისა წლისაჲ აღივსო სულითა წმიდითა და ცუდადმხცოვანთა მათ მოხუცებულთა ცილისწამებაჲ და გულისთქმაჲ უცხოჲსა სიკეთისა ამხილა (დან. 12). და სამოალ, ყრმამან მცირემან ოთხმეოცდაათისა5 წლისა მოხუცებულსა ელლის ამხილა, რომელმან-იგი უფროჲს ღმრთისა პატივსცა არაწმიდათა მათ შვილთა თჳსთა (I მეფ. 3.1-18). და ეგრეთვე იერემიას ესმა ღმრთისა მიერ: "ნუ იტყჳ, ვითარმედ, ყრმა ვარ" (იერ. 1.7). და სოლომონ და იოსია, რომელთაგან ერთი-იგი ათორმეტისა წლისაჲ დაჯდა მეფობად და საშინელი იგი და ძნიად სათარგმნელი დედათა მათ გაბჭობაჲ ყრმათა მათთათჳს კეთილად გულისჴმა-ყო და განბჭო (III მეფ. 3.16-18) ხოლო მეორე იგი რვა წლისაჲ მფლობელ იქმნა და ბომონნი და ტაძარნი კერპთანი მოაოჴრნა და სერტყები6 მოწუა (რამეთუ ეშმაკთადა იყვნეს განჩინებულ და არა ღმრთისადა) და მღდელნი იგი მტყუვარნი მოსწყჳ(II)დნა, ვითარცა განმხრწნელნი და მაცთურნი კაცთანი და არამსახურნი ღმრთისანი (IV მეფ. 22 და 23). ვინაჲცა არათუ სიჭაბუკე არს საწუნელ, რაჟამს ღმრთისადა განკუთვნილ (!) იყოს, არამედ გონებაჲ ბოროტი, დაღაცათუ დაძუელებულ იყოს დღეთა ბოროტთაგან (დან. 13.52). ჭაბუკი იყო ღმერთშემოსილი ტიმოთე, არამედ ისმინეთ, თუ რაბამთა სიტყუათა მიუწერს მას ყოვლადქებული იგი მოძღუარი, ვითარმედ: "ნუმცა ვინ შეურაცხჰყოფს [547]სიჭაბუკესა შენსა, არამედ სახე იქმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა და სლჳთა და მოძღურებითა" (I ტიმ. 4.12).
და თქუენდაცა7 ჯერ-არს, რაჲთა ერჩდეთ ეპისკოპოსსა თქუენსა და ნურარასმცა ზედა აცილობთ მას, რამეთუ საზარელ არს ესეჳთარისა მის ცილობაჲ და გინა წინააღდგომაჲ. და ნუმცა აცთუნებს მას სახე იგი და ხილვაჲ საჩინოჲ, რამეთუ არა მას შეურაცხჰყოფს, არამედ უხილავსა მას მამასა, რომლისაჲ-იგი ვერვის ძალუც შეურაცხებაჲ. და ესევითარი-იგი ბრალი არა კაცსა ზედა დასრულდების, არამედ ღმრთისა აღიწევის. ვითარცა-იგი სამოელს ეტყჳს ღმერთი, ვითარმედ: "არა შენ უგულებელს-გყვეს, არამედ მე" (I მეფ. 8.7). და მოსე იტყჳს, ვითარმედ: "არა ჩუენდა მომართ არს დრტჳნვაჲ ეგე, არამედ უფლისა ღმრთისა მიმართ" (გამოს. 16.8). და არავინ დაშთომილ არს უტანჯუელად განლაღებული უხუცესსა ზედა და, რამეთუ დათან და აბირონ არათუ შჯულისა იქმნნეს წინააღმდგომ, არამედ მოსესა და ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთაიჴადნეს (რიცხ. 16). და კუალად, კორე და მიმდგომნი მისნი, რომელნი, აჰრონს მჴდომ ექმნნეს, ორასერგასისნი იგი ცეცხლითა დაიწუნეს (რიცხ. 16). და აბესალომ მამისა მკვლელობისათჳს ხესა დამოეკიდა, და ბოროტისმზრახი იგი გული მისი ლახურითა განიგუმირა (II მეფ. 18). და ეგევითარისავე მიზეზისათჳს აბედადს თავი წარეკუეთა (II მეფ. 10.14-22)8 . და მღდელობასა რაჲ და მღდელთმოძღურებასა შეჰკადრა ოზია, კეთრითა აღივსო (II ნეშტ. 26.16-21). (410) და საულ იგინა და შეურაცხ-იქმნა ურჩებისათჳს სამოელისა (I მეფ. 13).
ჯერ-არს უკუე და თქუენდაცა შეკდიმებაჲ წინამძღუართა და უხუცესთა თქუენთაჲ.
და გშუენის, არათუ რაჲთა ქრისტიანედ სახელგედებოდეს, არამედ, რაჲთა იყვნეთ ქრისტიანე, რამეთუ არა სახელი, არამედ საქმე მისცემს ნეტარებასა.
[548]რამეთუ, უკუეთუ ვიეთნიმე ეპისკოპოსად უწოდდენ, ხოლო ყოველსავე თჳნიერ მისა იქმოდინ, ეგევითართა მათ ჰრქუას მანცა, ვითარცა-იგი ჭეშმარიტმან მან ეპისკოპოსმან და ბუნებითმან მან და პირველმან მღდელთმოძღუარმან, ვითარმედ: "რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა გეტყჳ თქუენ?" (ლუკ. 6.46). რამეთუ ეგევითარნი-იგი არა მართლგონებითა, არამედ მოკიცხრად და მაჩუენებელად შემირაცხიან.
აწ უკუე, ვინაჲთგან აღსასრული იქმნების ამის ცხორებისაჲ და საქმეთა მისთაჲ, და განკრძალულთა მათ და მუშაკთა სათნოებისათა მიელის ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო ურჩთა მათ და მაცილობელთა - სიკუდილი საუკუნოჲ. და თითოეულსა თქუმულთა ამათგანსა თანააც, რაჲთა, რომელსაცა საზომსა შინა იპოვოს, მას ზედაცა განიკითხოს. ვივლტოდით სიკუდილისაგან და აღვირჩიოთ ცხორებაჲ.
რამეთუ ორნი ხატნი იპოვებიან კაცსა თანა: ერთი-იგი დრაჰკნისაჲ და მეორე ტყჳვისა9 დრაჰკნისაჲ, მორყუნილი. და ღმრთისმსახური კაცი დრაჰკანი არს ჭეშმარიტი, ღმრთისა მიერ დაბეჭდული; ხოლო უღმრთოჲ - მტყუვარი-იგი და ტყჳვისაჲ და ამაოდ მსგავსი დრაჰკანისაჲ, არა ღმრთისა მიერ გამოქანდაკებული, არამედ ეშმაკისა მიერ მორყუნილი..
ორთა ბუნებათაგან შეერთებულად ვიტყჳ კაცსა გარნა ერთი-იგი კაცი ოდესმე ღმრთისად შეიცვალების და ოდესმე ეშმაკისად. ესე იგი არს: უკუეთუ ვინმე ღმრთისმსახურებით ცხონდებოდის, ეგევითარი-იგი კაცი არს ღმრთისაჲ; ხოლო უკუეთუ უღმრთოებდეს - კაცი არს ეშმაკისაჲ, არა ბუნებისაგან, არამედ თჳსისა გონებისა შეცვალებითა.
ურწმუნოთა მსგავსებაჲ (II) ჰმოსიეს მთავრისა მის უკეთურისაჲ, ხოლო მორწმუნეთა აქუს ხატი და მსგავსებაჲ მთავრობისა საღმრთოჲსა: ღმრთისა მამისა და იესუ ქრისტესი. ვინაჲცა11 , უკუეთუ არა წადიერ ვიქმნენით12 ნებსით თჳსით ჭეშმარიტებისათჳს სიკუდილსა ვნებისა მიმართ მისისა, ცხორებაჲ მისი არა არს ჩუენ შორის.
და ვინაჲთგან პირველ აღწერილთა მათ პირთა მიერ ყოველივე სავსებაჲ თქუენი ვიხილე სარწმუნოებით და შევიყუარე, გამცნებ თქუენ, რაჲთა ერთობითა ღმრთისა მიერითა ყოველსავე სარწმუ[549]ნოებით იქმოდით, რაჟამს იგი, მსგავსად ღმრთისა, წინაშე-მჯდომარე იყოს ეპისკოპოსი თქუენი და ხუცესნი სახედ მოციქულთა კრებულისა და დიაკონნი, სიტკბოებანი იგი ჩემნი, სახედ ზეცისა მსახურთა, რომელთადა-იგი რწმუნებულ არს მსახურებაჲ იგი იესუ ქრისტესი; რომელი-იგი წინა საუკუნეთა იშვა მამისაგან, რომელი-იგი არს სიტყუაჲ, ღმერთი და მხოლოდ შობილი ძე ღმრთისაჲ, და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა დაუსრულებელად ჰგიეს იგი თავადი და მეუფებისა და სუფევისა მისისა არა არს დასასრულ, ვითარცა თქუა წინაჲსწარმეტყუელმან დანიელ (დან. 2.44; 7.14; 7.27).
ყოველნივე უკუე ერთითა ერთობითა ურთიერთარს ვიყუარებოდით. და ნუმცა ვინ ხედავს მოყუასსა თჳსსა ჴორციელად, არამედ ქრისტეს იესუჲს მიერ უზაკუელად და ღმრთივშუენიერად. და ნუმცა რაჲ არს თქუენ შორის, რომელმან შეუძლოს განწვალებაჲ თქუენი, არამედ ყავთ ერთობაჲ ეპისკოპოსისა თანა და დაემორჩილენით ღმერთსა მის ძლით ქრისტეს მიერ.
და ვითარცა-იგი უფალი არარას იქმს თჳნიერ მამისა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "არა ჴელმეწიფების თავით თჳსით ქმნად რაჲსამე" (იოანე 5.30), ეგრეთვე თქუენცა - თჳნიერ ეპისკოპოსისა თქუენისა; და ნუცა ხუცესნი და ნუცა დიაკონნი და ნუცა ერისკაცნი. და ნუცამცა რაჲ იქმნების დაჯე(ვ)რებულ თქუენ მიერ თჳნიერ მისსა, რომელსა-იგი დაშჯერდეს, რამეთუ ესევითარი-იგი უშჯულოება არს და მტერობა ღმრთისა.
ყოველნივე ურთიერთარს ერთბამად შეკრბებოდეთ ლოცვად და ერთი და ზოგადი ვედრებაჲ იყავნ ყოველთაჲ, ერთი გონებაჲ და ერთი სასოებაჲ და ერთი სიყუარული უბიწოჲთა სარწმუნოებითა ქრისტეს იესუჲს მიმართ, რომლისა-იგი უვაღრეს არა რაჲ არს.
ყოველნივე, ვითარცა ერთი, მირბიოდეთ სახლსა ღმრთისასა, ერთისა საკურთხეველისა და ერთისა ქრისტესა - დიდისა მის მღდელთმოძღურისა და უშობელისა ღმრთისა თანასწორისა და თანამოსაყდრისა.
ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ მწვალებელთა ზრახვითა, ნუცა თავს იდებთ ზღაპართა და ტომის-რაცხათა დაუსრულებელთა (I ტიმ. 1.4) და ჰურიაებრთა სიცბილთა და ზუაობათა.
პირველი-იგი წარჴდა, და13 აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ (II კორ. 5.17). [550]რამეთუ უკუეთუ ვიდრე აქამომდე შჯულისაებრ ჰურიაჲთაჲსა და წინადაცუეთისა ჴორცთაჲსა ვცხონდებით, მადლისა მოღებასა უვარვჰყოფთ.
და რამეთუ წმიდანი იგი წინაჲსწარმეტყუელნი იესუ ქრისტეს მიმართ14 ცხოველ იყვნეს, ამისთჳსცა იდევნნეს და, რამეთუ აღვსებულნი მადლისა მიერ, გულსავსე ჰყოფდეს ურჩთა, ვითარმედ: ერთი ღმერთი არს ყოვლისა მპყრობელი, რომელმან გამოაცხადა თავი თჳსი იესუ ქრისტეს მიერ, ძისა თჳსისა, რომელი-იგი არს სიტყუაჲ მისი არა წარმოჩენილი15 , არამედ ბუნებითი; რამეთუ არათუ ზრახვაჲ არს შეწყობილი თქუმისა მიერ და ჴმისა, არამედ ძლიერებაჲ ღმრთეებისაჲ და არსებაჲ დაუბადებელი16 , რომელი-იგი ყოვლითკერძო სათნო-ეყო მომავლინებელსა თჳსსა.
აწ უკუე, უკუეთუ, რომელნი-იგი ძუე(II)ლთა წერილთა შინა აღზრდილ იყვნეს, განახლებასა სასოებისასა მოვიდეს და ჰრწმენა და მოელოდეს ქრისტესა, ვითარცა გუასწავებს უფალი და იტყჳს, ვითარმედ: "უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, ჩემიცამცა გრწმენა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა" (იოანე 5.46); და ვითარმედ: "აბრაჰამსა - მამასა თქუენსა უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი და იხილა და განიხარა; რამეთუ პირველ აბრაჰამის ყოფამდე მე ვარ" (იოანე 8.56,58). ვითარმე უკუე შეუძლოთ ჩუენ თჳნიერ მისა ცხორება? რომელსა-იგი წინაჲსწარმეტყუელნი სულისა მიერ წმიდისა, ვითარცა მონანი ქადაგებდეს და წინაჲსწარ-ხედვიდეს და ვითარცა მოძღუარსა ელოდეს და ვითარცა უფალსა და მეუფესა და მაცხოვარსა მიელოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: "იგი თავადი მოვიდეს და მაცხოვნნეს ჩუენ" (ის. 35.4).
ნუღარამცა უკუე ვშაბათობთ მსგავსად ჰურიათა და ნუმცა გჳხარის უქმობისათჳს, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: "უქმი იგი ნუცაღა ჭამნ" (II თეს. 3.10); და კუალად, ვითარმედ: "ოფლითა პირისა შენისაჲთა შჭამდე პურსა შენსა" (დაბ. 3.19); არამედ კაცადკაცადი ჩუენი სულიერად შაბათობდინ და წურთითა შჯულისაჲთა იხარებდინ [551]და ნუ განსუენებითა ჴორცთაჲთა; და საქმეთათჳს საღმრთოთა და დაბადებულთა ღმრთისათა უკჳრდინ.
რამეთუ საჭმელთა და სასუმელთა განხრწნადთა და მიმოდგომათა და განცხრომათა და როკვათა და ტყუელვათა17 ვერ ძალუც განცხრომაჲ გონებისაჲ და არცაღა განმხიარულებაჲ სულისა, არამედ დაბნელებაჲ და წარტყუენვაჲ.
ხოლო შემდგომად შაბათობისა მის საღმრთოჲსა, დღესასწაულობდინ ყოველი ქრისტეს მოყუარე წმიდასა კვირიაკეს, აღდგომისა დღესა, მეუფესა და მფლობელსა ყოველთა დღეთასა; რომელსა-იგი მოელოდა წინაჲსწარმეტყუელი და იტყოდა, ვითარმედ: "დასასრულსა მერვისათჳს" (ფს. 6.1; 11.1); რომელსა შინა ცხორებაჲ ჩუენი აღმობრწყინდა და იქმნა ძლევაჲ სიკუდილისაჲ ქრისტეს მიერ. რომელსა-იგი შვილნი წარწყმედისანი (იოანე 17.12) უვარჰყოფენ, მტერნი მაცხოვრისანი, რომელთა ღმერთ მუცელი არს, რომელნი-იგი ქუეყანისასა ზრახვენ (ფილიპ. 3.18-19), გემოთმოყუარენი და არა ღმრთისმოყუარენი, რომელთა(411)-იგი ხატი ღმრთისმსახურებისაჲ ჰმოსეს, ხოლო ძალსა მისსა უვარჰყოფენ (II ტიმ. 3.4-5). ქრისტესმყიდელნი და ვაჭარნი სიტყჳსანი (II კორ. 2.17) და მოფარდულნი სარწმუნოებისანი, განმხრწნელნი დედათანი და უცხოთა და არა თჳსთა გულისთქუმელნი, გრიგალნი საჴმართა და მონაგებთა შემკრებელნი, რომელთაგან-იგი ჴსნილმცა ხართ მოწყალებითა ღმრთისაჲთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ.
ნუმცა უკუე ვართ უგულისჴმო სიტკბოებისა მისისა, რამეთუ უკუეთუ მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და ცოდვათა ჩუენთა ვიჴსენებდეთ, არღარა ვიყვნეთ უგულისჴმო, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?" (ფს. 129.3). და კუალად: "უკუეთუ ჯერ-გიჩნს, ნუცაღა ჩუენსა ამას სახესა შეურაცხჰყოფთ, არამედ გუემსგავსენით ჩუენ ჭირთა და კრულებათა თავსდებითა, და ვჰგონებ, თუ არა-იპოვნეთ უგუნურ18 .
ვიქმნნეთ უკუე ღირს სახელისა ამის, რომელი მოვიღეთ, რამეთუ უკუეთუ სხჳთა ვინმე19 სახელითა იწოდებოდის გარეშე ამისა, [552]ეგევითარი-იგი არა არს ღმრთისაჲ და არცა მიუთუალავს მას წინაჲსწარმეტყუელებაჲ, რომელი იტყჳს ჩუენთჳს, ვითარმედ: "ეწოდოს მათ სახელი ახალი, რომელი-იგი უფალმან უწოდოს მათ; და იყოს ერი წმიდაჲ" (ის. 62.2,12). რომელი ესე სრულ იქმნა პირველად ასურეთს, რამეთუ ანტიოქიას შინა იწოდა მოწაფეთა ქრისტიანე (საქმე 11.26), რაჟამს იგი პეტრე და პავლე დააფუძნეს ეკლესიაჲ.
განაგდეთ უკუე ბოროტი იგი ცომი დაძუელებული და დამპალი და შეიცვალენით ახლად ცომად (I კორ. 5.7,8) მადლისად. და ეგენით ქრისტეს თანა, რაჲთა არა გეუფლოს თქუენ უცხოჲ იგი მტერი. რამეთუ უჯერო არს იესუ ქრისტეს აღმოთქუმაჲ ენითა და დადუმებულისა მის ჰურიაებისა გონებისა შინა ქონებად. რამეთუ სადა ქრისტეანობაჲ იყოს, მუნ ჰურიაებაჲ არა არს. რამეთუ ერთი არს ქრისტე, რომლისა მიმართ ჰრწმენა ყოველთა ტომთა და ყოველმან ენამან აღიარა და ერთისა ღმრთისა მონებად შემოკრბეს და იქმნნეს გულნი ქვისა(II)ნი შვილ ღმრთისა და მეგობარ აბრაჰამისა (მათ. 3.9; ის. 11.8; იაკ. 2.23) და ნათესავისა მისისა მიმართ იკურთხევიან ყოველნი, რომელნი დაწესებულ არიან ცხორებად საუკუნოდ ქრისტეს მიერ (დაბ. 28.4; გალ. 3.19).
ესე უკუე საყუარელნო ჩემნო, ვიეთმე არა აქუს ესრეთ თქუენ შორის, ვითარცა ვცან, ხოლო მე, ვითარცა უმრწემესსა თქუენსა, მნებავს განგრძალვაჲ თქუენი, რაჲთა არა განგეწონოს თქუენ სამჭედური ურწმუნოებისაჲ, არამედ გულსავსებით გრწმენეს ქრისტეს მიმართ, რომელი-იგი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იშვა მამისაგან და უკუანაჲსკნელ განკაცნა ქალწულისა მარიამისაგან უთესლოდ და უმამაკაცოდ, და იქცეოდა ქუეყანასა ზედა წმიდად და ღმრთივშუენიერად, და ყოველთა სენთა და ყოველთა ვნებათა და ყოველთა უძლურებათა განჰკურნებდა ერსა შორის (მათე 4.23), და სასწაულნი და ნიშნი აღასრულნა ქველისმოქმედებად კაცთა, და განთხეულთა მათ მრავალღმრთეებისა20 მიმართ, ერთი მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა - მამაჲ თჳსი, და ვნებაჲ თავს-იდვა ღმრთისმკლველთა ჰურიათა მიერ მთავრობასა პონტოელისა პილატესსა და მეფობასა ჰეროდესსა, და ჯუარმუაჲ დაითმინა და მოკუდა და აღდგა და ზეცად აღვიდა მომავლინებელისა თჳსისა და დაჯდა მარჯუენით მისსა და კუალად მოვალს დასასრულსა საუკუ[553]ნეთასა დიდებითა მამისაჲთა განშჯად ცხოველთა და მკუდართა (მათე 16.27; მარკ. 8.38; 13.26; 14.62) და მიგებად კაცადკაცადსა საქმეთა მათთაებრ (II ტიმ. 4.1; რომ. 2.6).
ესე უკუე, რომელმან გულსავსებით გულისჴმა-ყოს და ჰრწმენეს, ნეტარ იყოს და სამგზის სანატრელ, ვითარცა ეგე თქუენ, ჵ, ღმრთის მოყუარენო, გულსავსე ხართ და გრწამს სასოებაჲ იგი ჩუენი, რომლისაგან-იგი გარდაქცევაჲ ნუმცა ქმნილ-არს ნუცა ერთისა თქუენგანისაჲ.
და ამისთჳს მსურის და წადიერ ვარ და ვითხოვ ღმრთისაგან, რაჲთა თქუენ ყოველნი შეგიძინნე და ყოველთა სარგებელ გექმნე ყოვლითკერძო, უკუეთუ ოდენ21 ღირს მყოს უფალმან. და ამას რაჲ ვიტყჳ, არცა ამას უმეცარ ვარ, რამეთუ, დაღაცათუ შეკრულ ვარ, ერთისაცა თქუენგანისა განჴსნილისა არა ვარ სწორ. და უწყი, რამეთუ არა22 აჰღზუავნებით, რამეთუ იესუ გაქუს თავისა თქუენისა შორის. და უფროჲსღა, რაჟამს იგი გაქნე თქუენ, ვიცი, რამეთუ უფროჲს შეიკდემთ23 და მორცხუე იქმნებით და სინანულსა და აღსარებასა განითჳსებთ, ვითარცა იგი წერილს არს, ვითარმედ: "მართალი შემასმენელ არს თავისა თჳსისა" (იგავ. 18.17); და ვითარმედ: "პირველად იტყოდე შენ ცოდვათა შენთა, რაჲთა განჰმართლდე" (ის. 43.26); და კუალად, ვითარმედ: "რაჟამს ჰყოთ ყოველი ბრძანებული თქუენი, თქუათ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი" (ლუკ. 17.10); და ვითარმედ: "ყოველი მაღალი კაცთა შორის, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა" (ლუკა 16.5); და ვითარმედ ესრეთ იტყოდა მეზუერე იგი: "ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას" (ლუკა 18.13). და ამისთჳს დიდნი იგი აბრაჰამ და იაკობ24 მიწად და ნაცრად სახელსდებდეს თავთა თჳსთა წინაშე ღმრთისა სწორებით (დაბ. 18.27). და დავით იტყოდა, ვითარმედ: "ვინ ვარ მე წინაშე შენსა [554]უფალო, რამეთუ ესრეთ მადიდე მე" (I ნეშტ. 17.6); და კუალად მოსე, რომელი-იგი უმშჳდეს იყო ყოველთა კაცთასა (რიცხ. 12.3), ესრეთ იტყოდა ღმრთისა მიმართ, ვითარმედ: "ჴმაწულილ ვარ მე და ენა მძიმე" (გამ. 4.10). და თქუენცა უკუეთუ დამდაბლდით, რაჲთა აჰმაღლდეთ, რამეთუ "რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს, და რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს" (ლუკა 14.11).
ესწრაფეთ უკუე, რაჲთა დაემტკიცნეთ მოძღურებათა ზედა ქრისტესთა და მოციქულთასა, რაჲთა ყოველსა, რაოდენსაცა იქმოდით, წარგემართოს თქუენ ჴორციელად და სულიერად, სარწმუნოებით და სიყუარულით ღმრთივშუენიერისა ეპისკოპოსისა თქუენისა თანა და პატიოსნად შეთხზულისა და სულიერისა გჳრგჳნისა - მღდელთა თქუენთაჲსა და ღმრთივ(II)ბრწყინვალეთა დიაკონთა.
დაემორჩილენით უკუე, საყუარელნო ჩემნო, ეპისკოპოსსა თქუენსა და ურთიერთარს, ვითარცა ქრისტე - მამასა, რაჲთა საღმრთოჲ ერთობაჲ იხილვებოდეს თქუენ შორის.
და ვინაჲთგან უწყოდე, რამეთუ აღსავსე ხართ ყოვლითა კეთილითა, ამისთჳს მოკლედ25 მივწერე თქუენდა წიგნი ესე სასწაულად საღმრთოჲსა სიყუარულისა.
და მოწლედ გლოცავ26 თქუენ სიყუარულითა ქრისტესითა: მიჴსენებდით მე ლოცვათა შინა თქუენთა, რაჲთა ღმერთსა მივემთხჳო და ნუ დაივიწყებთ ეკლესიათა ასურეთისათა, რომელთა არა ღირს ვარ ეპისკოპოსად წოდებად; რამეთუ ვესავ ღმრთისა მიერ27 ერთჴმასა მას და შეერთებულსა ლოცვასა და სიყუარულსა თქუენსა, რაჲთა ღირს ვიქმნე წესიერებითა თქუენითა დამწყსად ეკლესიათა ასურეთისათა.
მოგიკითხვენ თქუენ ეფესელნი ზმირნით, ვინაჲცა ესე მივსწერ თქუენდა, რამეთუ აქა იყვნეს ჩუენ თანა სადიდებელად ღმრთისა და, ვითარცა-იგი თქუენ, ყოვლითავე განმისუენეს მე პოლჳკარპოჲს თანა.
და ეგრეთვე სხუანი იგი ეკლესიანი პატივად და დიდებად იესუ ქრისტესა მოგიკითხვენ თქუენ.
[555]და ცოცხლებითმცა ხართ ერთობით, განუწვალებელითა28 სულითა, ქრისტე იესუჲს მიერ, ნებითა ღმრთისაჲთა.
....................................................................................................................................................................
შენიშვნა:
1. მაგნესია, Μαγνησία - ქალაქი იონიაში, მეანდროსის (მდ. მცირე აზიაში), მარჯვენა ნაპირზე.
2. სახელი აღმსარებლისა ან მოწამისა.
3. PG-ს ბერძნულ ტექსტში აქ ეპისკოპოსის სახელიც წერია, დამასი (Δαμᾶς). იხ. ევსები კესარიელის საეკლ. ისტორია, III, 36.
4. თანა-გაც - გმართებთ.
5. ხელნაწერში: ოთხმეოც[დაათ]ისა.
6. სერტყი - აქ, რიტუალური ტყე.
7. ხელნაწერში: თქუენდა[ცა].
8. II მეფ. 20.14-22-ში მოთხრობილია შება ბიქრის ძის თავის მოკვეთის ამბავი. შება დავით მეფეს წინაღუდგა. აბედადის ვინაობა უცნობია.
9. ტყჳვი - ტყვია, კალა.
10. გარნა - ასე რომ.
11. ვინაჲცა - ამიტომ, ამის გამო.
12. ხელნაწერშია: [ვ]იქმნნეთ
13. ხელნაწერში: [და].
14. ხელნაწერში ეწერა "მიერ" და გადასწორებულია "მიმართ"-ზე. A 66: მიმართ.
15. წარმოჩენილი: PG-ში: οὐ ρίτὸς - არა გამოთქმული, ნონ პრონუნტიატუმ.
16. არსება - οὐσία, არსი, ბუნება. ლათ. სუბსტანტია, რუს. сущность. იესო ქრისტე საღვთო ბუნებით დაუბადებელია (უქმნელია).
17. ტყუელვა - ტაშის კვრა, ცეკვა.
18. ხელნაწერშია: უგ[უ]ნურ.
19. ხელნაწერშია: ვინ[მე].
20. მრავალღმრთეება - πολύθεος, რუს. многобожие. A 55: ღ~ღეებისა; A 66: ღ~თეებისა.
21. [ოდენ].
22. [არა].
23. კდემა - რიდება.
24. PG-ს ძირითად ტექსტში, ისევე როგორც ქართულში წერია: Αβραὰμ καὶ Ιακὼβ; ბერძნული ტექსტის ვარიანტებში და ლათინურ თარგმანში იაკობის მაგივრად წერია იობი. შდრ.: "შემრაცხა მე სწორად თიჴისა, მიწისა და ნაცრისა დადვა ნაწილი ჩემი" (იობ. 30.19).
25. მოკლე[დ].
26. ხელნაწერში: გლოცავ[დ].
27. ღმრთისა მიერ - ღმრთისაკენ (ἐν Θεῷ, ინ Dეო).
28. ხელნაწერშ: განუწვალებ[ელ]ითა.