უვაღრეს წიგნისა არს პირისპირ ხილვაჲ, ვითარცა კერძოჲ და ნაწილი მწყობრისა მის საცნობელთაჲსა, არა ხოლო თუ მოკითხვითა მით ოდენ სიყუარულისაჲთა და პატივთა, რომელსა-იგი მისცემს მიმღებელსა, არამედ მათ მიერცა, რომელთა-იგი მათ წილ მიითუალავს და ფრიადისა მის სურვილისა გულისთქუმასა აღივსებს და განმდიდრდების. გარნა სახესაცა წიგნისასა, ვითარცა იტყჳან, მეორედი საყუდელი და ნავთსადგური უპყრიეს, რომელი-იგი, ვითარცა მყუდროჲ ნავთსადგური და კეთილი შესავედრებელი მივითუალეთ სარწმუნოებისა შენისა მიერ შორით, და სიკეთე შენი და პატიოსნებაჲ, ვითარცა თუალითა განვიცადეთ. რამეთუ სულნი კეთილნი, ჵ, ყოვლად ბრძენო დედაკაცო, წმიდათა წყაროთა მიმსგავსებულ არიან, რომელნი-იგი, დაღაცათუ არა სწყურო[534]დის თანაწარმავალთა, შუენიერებითა ხილვისა მათისაჲთა აღმოვსებად მიიზიდვენ მათ და აიძულებენ სუმად. და ეგრეთვე (406) გულისჴმისყოფაჲ შენი გუაწუევს ჩუენ და გჳბრძანებს საღმრთოთა მათ წყალთა სულისა შენისათა აღმოვსებად.
ხოლო მე, ჵ, ნეტარო, არა ვზრუნავ ათ თავისა ჩემისათჳს ესოდენ, რაოდენ იგი ვზრუნავ სხუათათჳს და მრავალთა წინააღმდგომთა ზრუნვათაგან ვიდევნები, რამეთუ რომელნიმე სივლტოლითა იჭირვიან და რომელნიმე დილეგთა შინა განილევიან და რომელნიმე კრულებითა იჭირვიან. და დაღაცათუ მელმის მათთჳს და ვიურვი, გარნა არავე მძაგან ეგევითარნი იგი ჭირნი, არამედ საწადელად შემირაცხიან და ღუაწლთა მათ მათთა დავემოწაფები, რაჲთა უფალსა ჩემსა იესუ ქრისტესა მივემთხჳო; და მსურის ჩემთჳს განმზადებულთა მათ ტკივილთათჳს, ვინაჲთგან ვერ ღირს არიან ვნებანი ესე ამის ჟამისანი მერმისა მისთჳს დიდებისა, რომელი გამოცხადებულ არს (რომ. 8.18).
ხოლო შენ3 მიერ ეპისტოლისა მიერ ბრძანებული სიხარულით აღვასრულე და არცა ერთი რაჲ მიზეზი შემოვიღე შორის, რომელი შენ კეთილად განგებჭო, რამეთუ ვცან, ვითარმედ ნებითა და განგებითა ღმრთისაჲთა გექმნა წამებაჲ კაცთაჲ მათ და არა თუალთღებითა და მიმადლებითა ჴორციელითა, რამეთუ პატიოსნად შევჰრაცხენ წამებანი იგი წერილთანი, რომელნი შორის შემოგეხუნეს; და ფრიად დამიკჳრდა და ზედაჲსზედა4 მოვიჴსენებდ, ვინაჲცა წარ-რაჲ-ვიკითხენ. არცა თუ გონებითა დავყდუნდი5 საქმისა მისთჳს, რამეთუ არცა შესაძლებელ იყო სიტყუათა შენთა თანაწარსლვაჲ6 რომელთა დაამტკიცებდესს სახენი იგი უცილობელნი. ვინაჲცა ვჰნატრი გულსმოდგინებასა შენსა, რამეთუ ესრეთ მდუღარედ გიყუარს უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. და უწყოდე, რამეთუ მანცა თავადმან გრქუას შენ, ვითარმედ: "მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან და რომელნი მეძიებდენ, პოონ მათ მშჳდობაჲ" (იგავ. 8.17).
და მარადის ვიგონებ და უწყი დამტკიცებულად, ვითარმედ ჭეშმარიტ იყვნეს სიტყუანი იგი, (II) რომელნი შენთჳს მესმოდეს, ვიდრეღა იყავ ჰრომს ნეტარისა ანენკლიტო7 პაპისა თანა, რომ[535]ლისა-იგი მოსაყდრე იქმნა აწ ნეტარი კლემენტოს, მოწაფე პეტრესი და პავლესი. ხოლო აწ ასწილად შესძინე მას ზედა და კვალადცა შესძინე, ჵ, სულიერო ასულო.
ფრიად მსუროდა მოსლვად თქუენდა და განსუენებად თქუენ თანა, გარნა არა კაცსა ზედა არს გზაჲ მისი (იერ. 10.23). რამეთუ აღჳრასხამს წადიერებასა ჩემსა და არა უტევებს სრულყოფად მჴედართა მიერი ესე ჴუმილვაჲ და გარეშეცვაჲ უწყალოჲ, რომელნი-ესე არა გვიტევებენ მცირედცა განსუენებად და არცა გუცემენ ფლობასა, გინა ლხინებასა. ამისთჳსცა მეორედ მეგობართა სიყუარულისა ადგილად მიმითუალავს ნუგეშინისცემაჲ წიგნთა და ამბორს-უყოფ უბიწოსა სულსა შენსა და გლოცავ, რაჲთა შესძინო სიმტკიცესა შენსა ზედა სიმტკიცე. რამეთუ საწუთროჲ ესე ჭირი და ტკივილი წუთჟამ არს, ხოლო სასყიდელი იგი მათთჳს მოლოდებადი - აურაცხელი.
ივლტოდე მათგან, რომელნი უვარჰყოფენ ვნებასა ქრისტესსა და ჴორცითა შობასა, ხოლო მრავალნი არიან აწ, რომელნი ამით სენითა სნეულ არიან. და ამისსა რასმე უმეტესსა სწავლად შენდა არა ჯერ-მიჩნს, ვინაჲთგან განმტკიცებულ ხარ ყოვლითავე სიტყჳთა და საქმითა კეთილითა და შემძლებელ სხვათაცა სწავლად ქრისტეს მიერ.
მოიკითხენ ჩუენ მიერ ყოველნი მობაძავნი შენნი და შემკრძალველნი ცხორებისა მათისანი ქრისტეს მიერ.
მოგიკითხვენ შენ მღდელნი და დიაკონნი და, პირველთაჲსა8 , ნეტარი ირონ; მოგიკითხავს შენ კასიანე, მესტუმრე ჩემი და დაჲ ჩემი - მეუღლე მისი და სა(ვ)ყუარელნი შვილნი მათნი.
ცოცხლებით უკუე დაგიცევინ და წმიდა გყავინ უფალმან სულით და ჴორცით. და მიხილავმცა მიმთხუელი9 გჳრგჳნსა ქრისტეს მიერ.
...................................................................................................................................................................
შენიშვნები
1.ესეა!2. თავის სამნიტურ წარმოშობის ლათინურ სახელს Eგნატიუს (ბერძნული ფორმით Ἰγνάτιος), წმ. ეგნატიმ დაუმატა ბერძნული სახელი Θεοφόρος; თავის წერილებში იგი წერს: Ἰγνάτιος, ὁ καὶ Θεοφόρος, რაც ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც "ეგნატი, იგივე ღმრთისმტვირთველი". ასეთი საკუთარი სახელი ეგნატიმდე ცნობილი არ არის და, როგორც ჩანს, მის მიერ არის მოფიქრებული. ეფესელებს იგი წერს: ღმრთისმტვირთველნი... და ქრისტესმტვირთველნი (IX,2. წერილს ვიმოწმებთ "საშუალო" რედაქციიდან; ხოლო "ვრცელში" ვკითხულობთ: Θεοφορόι, πνευματοφόροι, ναοφόροι, ἁγιοφόροι; ამ ადგილის ქართულ თარგმანში კი: ... და ღმერთშემოსილ, და სადგურ სულისა წმიდისა, და ტაძარ წმიდა და სათნო..., რაც ერთგვარი ადაპტაციაა). აქ ზედსართავი გარდაიქმნა საკუთარ სახელად, და ეს სახელი ქრისტიანის არსებით დახასიათებას წარმოადგენს. ევსებიოსი თავის წიგნში "პალესტინელ მოწამეების შესახებ" (თ. XI) ყვება რა თეოდულოსის (ღმრთის მონა) და პამფილიოსის (ყველას მეგობარი) წამების ამბავს, შენიშნავს, რომ მათ "განაცხოველეს თავისი სახელები" (შდრ. კლიმენტი ალექსანდრიელი, სტრომატები, VI, 12, 104; VII, 13, 82).
3. თვით ასეთი მეტსახელის გაფორმება ὁ καὶ - აგრეთვე, ჩვეულებრივია ელინისტური პერიოდის ბერძნულისათვის. მაგ.: საქმე 13.9: Σαῦλος δέ ὁ καὶ Παῦλος - სავლე, რომელ არს პავლე; იოსებ ფლავიოსი "იუდეველთა სიძველეები", XIII, 5,1: Διόδοτος, ὁ καὶ Τρύφων ἐπικληθείς - დიოდოტოსი, აგრეთვე ტრიფონად წოდებული; Ἰώσηπος, ὁ καὶ Καϊάφας - იოსები, იგივე კაიაფა (შოურცეს ცჰრეტიენნეს № 10, გვ. 55-56).
ხელნაწერშია: ზედაჲზედა.
4. დაყუდნება - შეჩერება, შეფერხება.
5. თანა-წარსლვა - გვერდის ავლა.
6. PG-ს ძირითად ბერძნულ ტექსტში წერია პაპა ლინოსის (Λίνος) სახელი. ვარიანტში მოყვანილია ანენკლეტოსი (Ανεγκλήτος).
7. ხელნაწერშია; პირველთა[ჲ]სა.
8. ხელნაწერშია: გყ[ა]ვინ.
9. ხელნაწერშია: მიმთხვეულ[ი].