(405რ)1 [530]2 ეპისტოლე მარიამ კასოვოლელისაჲ3 წმიდისა ეგნატი მღდელმოწამისა მიმართ მთავარეპისკოპოსისა ღმრთისა ქალაქისა ანტიოქესა
(405რ)1  [530]2  ეპისტოლე მარიამ კასოვოლელისაჲ3   წმიდისა ეგნატი მღდელმოწამისა მიმართ მთავარეპისკოპოსისა ღმრთისა ქალაქისა ანტიოქესა
მარიამ, მწირი იესუ ქრისტესი, ეგნატი ღმერთშემოსილსა, ნეტარსა ეპისკოპოსსა ანტიოქელთა სამოციქულო ეკლესიისასა4 , ღმრთისა მამისა და იესუ ქრისტეს შეყუარებულსა. მარადის ვილოცოთ შენთჳს სიხარულსა და სიმართლესა და მის მიერსა მხიარულებასა და მშჳდობასა.

ვინაჲთგან, ჵ, საკვირველო, ჩუენ შორისცა იცნობა ქრისტე ძედ ღმრთისა ცხოველისაჲ, რომელი-იგი უკანაჲსკნელთა ჟამთა განკაცნა ქალწულისა მარიამისგან, თესლისაგან აბრაჰამისა და დავითისა, მისთვის წინაჲსწარ თქუმულთა მათებრ სიტყუათა კრებულისაგან წინაჲსწარმეტყუელთაჲსა. და ამისთჳს გევედრებით, რაჲთა წარმოივლინოს ჩუენდა შენისა გონიერებისაგან მარი, მოყუასი ჩუენი, ეპისკოპოსად იმედაპისა ახლისა ქალაქისა ანაზორბოჲსა5 და ევლოგი კასსოვილონისა მღდელი, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ ოჴერ წინამძღუართაგან და მასწავლელთა საღმრთოჲსა სიტყჳსათა, ვითარცა იგი სამე იტყჳს მოსე, ვითარმედ: "იგულოს უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი უძღოდის ერსა მისსა და არა იყოს შესაკრებელი უფლისაჲ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი" (რიცხ. 27.15-17).

ხოლო ამისთჳს, რამეთუ ჭაბუკ6 არიან ზემო წერილნი ესე, [531]ნურარას გეშინინ, ჵ, ნეტარო, რამეთუ უწყებაჲ შენი მნებავს, ვითარმედ უგულებელ-უქმნიან ჴორცნი და ვნებანი მისნი შეურაცხუყოფიან და თჳთ თავთა შორის თჳსთა ახალსა მას შინა სიჭაბუკესა მჴცოვანებითა მღდელობისაჲთა ბრწყინვენ.

და შენ თჳთ გამოიძიე გონებასა შინა შენსა, მოცემულისა მის მიერ შენდა სულისა ღმრთისაგან ქრისტეს მიერ და სცნა, რამეთუ სამოელ(II)ცა, მცირე ყრმაჲ, - რომელსა მხილველ ეწოდა და კრებულსა წინაჲსწარმეტყუელთასა შეერთო, - მოხუცებულისა ელის უსჯულოებასა ამხილებს, რამეთუ განცოფებულთა მათ შვილთა ღმრთისა (ყოველთა მიზეზსა) უფროჲს პატივსცემდა. და ვინაჲთგან მღდელობასა ემღერდეს და ერის მიმართ სიბილწით უშჯულოებდეს, არა უტევნა იგინი ღმერთმან უტანჯველად (I მეფ. 3.20; 9,9,19).

და კუალად, ბრძენი დანიელ ყრმა იყო ჰასაკითა და განსაჯნა მოაჩინნა. და დაღაცათუ ნათესავით ჰურიანი იყვნეს, სახითა და გონებითა ქანანელობაჲ ამხილა (დან. 13).

ხოლო იერემია სიჭაბუკისათჳს იჯმნიდა ჴელთდებულისა მისგან მისდა ღმრთისა მიერ წინაჲსწარმეტყუელებასა. ამისთჳსცა ესმა: "ნუ იტყჳ, ვითარმედ ჭაბუკ ვარ მე, რამეთუ ყოველთა მიმართ, რომელთა მიგავლინო - მიხჳდე; და ყოვლისა მისებრ, რავდენი გამცნო შენ - იტყოდი, რამეთუ მე შენ თანა ვარ" (იერ. 1.7-8).

და ეგრეთვე ბრძენი სოლომონ ათორმეტისა წლისაჲ იყო, რაჟამს გულისჴმა-ყო დიდი იგი და უცნაური დედათა მათ განჩემებისათჳს შვილთაჲსა ძიებაჲ, ვიდრეღა ყოველი ერი განჰკრთა ესოდენისა მისთჳს ყრმისა მის სიბრძნისა და შეეშინა არა ვითარცა ყრმისაგან, არამედ ვითარცა სრულისა მამაკაცისა. და იგავნი იგი დედოფლისა მის ჰინდოეთისანი, მობაძავნი ნილოსისა საქანელთანი, ესრეთ ადვილად აუჴსნნა, ვიდრეღა თჳთ ეგეოდენ ბრძნისა მის დედაკაცისაგან განითქუა სიბრძნე იგი მისი განსაკრთომელი და იგი საკჳრველ იქმნა სოლომონის მიერ (III მეფ. 3 და 10).

ხოლო იოსია, ღმრთისმოყუარე, ვიდრეღა (ვ) იგი ყრმა იყო ჰასაკითა და კნინღა და უსრულ მეტყუელებითა, ამხილა ბოროტთა მათ, ურწმუნოებისა ღელვითა განთქმულთა, ვითარცა მტყუვართა და მაცთურთა ერისათა, და ეშმაკისა საცთურნი გამოაცხადნა და არაღმერთნი იგი განაქიქნა და მღდელნი იგი მათნი მოსწყჳდნა და [532]ბომონნი დაამჴუნა და საკურთხეველნი დაარღჳნა და ძუალებითა მკუდართაჲთა შეაგინნა და კერპნი დამუსრნა და სერტყნი მოკაფნა და ძეგლნი შემუსრნა და უღმრთოთა მათ სამარენი აღმოთხარნა და ძუალნი განსთხინა, რაჲთა არცაღა სასწაულნი ჩანდენ სიბოროტისა მათისანი (IV მეფ. 22 და 23). ესევითარი უკუე იყო მოშურნე ღმრთისმსახურებისაჲ და უშჯულოთა მტანჯველი. და ესე ვიდრეღა იგი ყრმა იყო ჰასაკითა.

და ეგრეთვე დავით მეფე და წინაჲსწარმეტყუელი ერთბამად, ჴორციელად ძირი მაცხოვრისაჲ, სიყრმესავე იცხო მეფედ სამოელისა მიერ ( I მეფ. 16), ვითარცა თჳთ იგი თავადი წამებს თავისა თჳსისათჳს და იტყჳს, ვითარმედ: "უმწმეს ვიყავ ძმათა ჩემთა შორის და უმრწემეს სახლსა მამისა ჩემისასა" (ფს. 151.1).

და დამაკლდეს მე ჟამი, უკეთუ ყოველთავე გამოკულევაჲ მენებოს, რომელი სიჭაბუკესა შინა სათნო ეყვნეს ღმერთსა და წინაჲსწარმეტყუელებაჲ და მეფობაჲ და მღდელობაჲ ღმრთისა მიერ ერწმუნა, ხოლო მოსახსენებელად კმა არს და თქუმულიცა ესე. და შევრდომით ვევედრები სიწმიდესა შენსა: ნუმცა აღჩენილ ვარ წინაშე შენსა, ვითარცა ნამეტნავი რაჲმე და მაჩუენებელი, რამეთუ, არათუ ვითარმცა გას(II)წავებდი, არამედ ვითარმცა მოგაჴსენებდი ჩემსა ღმრთისა მიერ მამასა და ამისთჳს წარმოვაჩენნე7 სიტყუანი ესე. რამეთუ არა უმეცარ ვარ საზომსა ჩემსა და არა შევატყუებ თავსა ჩემსა გარდარეულისა მისთანა დიდებისა თქუენისა.

მოვიკითხავ წმიდასა სამწყსოსა შენსა მღდელთა თანა და დიაკონთა და ყოველისავე ქრისტეს მოყვარისა ერისა, რომელნი-იგი მოღუაწებისა შენისა ქუეშე იმწყსებიან.

ყოველნივე ჩუენ შორის მყოფნი8 მორწმუნენი მოგიკითხვენ შენ.

ღმრთისა მიმართ სიცოცხლისა ჩემისათჳს ლოცვა ყავ, ჵ, მწყემსო ყოვლად ნეტარო.
..................................
შენიშვნები
1.ტექსტი წარმოდგენილია ხელნაწერ A 55-ის (XII ს.) მიხედვით (გვერდები: 405ვ - 430რ). სქოლიოებში მოყვანილია მხოლოდ ზოგი წაკითხვა A 60 (XIII ს) და A 66 (ის ნაწილი, რომელშიც წერილებია დაცული 1728-1729 წლებშია გადაწერილი) ხელნაწერებიდან.

2. [ ] ჩასმული ნუმერაცია უთითებს პუბლიცირებული ტექსტის გვერდებს.

3.მისი ვინაობა გაურკვეველია, როგორც მისი წარმოშობის ადგილი - კასოვოლელი (ἐκ Κασσοβήλων). ვარაუდობენ, რომ მას ახსენებს პავლე მოციქული (რომ. 16.6). ალბათ მის შესახებ წერს წმ. ეგნატი ანტიოქიელ დიაკონ ირონს: მოიკითხე... მარიამცა, პატიოსანი ასული ჩემი, ფრიად სწავლული და გონიერი... (IX). ირონს ახსენებს წმ. ეგნატი მარიამისადმი წერილში.

4. ხელნაწერშია: ეკლესიასა.

5. ახალი ქალაქი (νεὰπόλις) - ნეაპოლი (Νεάπολις).

6.ხელნაწერშია: ჭაბუკ [არა] არიან. უარყოფითი ნაწილაკის ჩასმა გაუგებარს ხდის აზრს და ეწინააღმდეგება ბერძნულ ტექსტს, სადაც მხოლოდ ჭაბუკები (νέοις) წერია.

7. ხელნაწერშია: წარმოვაჩენ[ნე]. A-60-ში და A-66-ში: წარმოვაჩინენ.

8.ხელნაწერშია: მყოფ[ე]ნი.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat