***
ჯვარი ჩვენი ძალაა განწმედის გზაზე. იგია უღონოთა ღონე, სუსტთა სიმტკიცე და ძლიერება, უძლურთა და სნეულთა მკურნალი, ცხოველმყოფელი, დაუშრეტელი წყარო, ფარი და მახვილია ხილული და უხილავი ბოროტი ძალის წინააღმდეგ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
თუ არ გსურს შენი ჯვრის აღება და იესოს კვალდაკვალ სვლა ან იმის აღსრულება, რაც მან გვამცნო, მაშინ დარწმუნებული იყავი, რომ არ ხარ ქრისტიანი, თუმცა ქრისტიანულ ტაძარში დადიხარ.
***
ნუ ეძებ თავისუფლების რჯულის სრულქმნილებას ადამიანურ სათნოებებში, რადგან ამათში არ ვლინდება სრულქმნილი რჯული, ვინაიდან ხსენებული რჯულის სრულქმნილება ქრისტეს ჯვარშია დაფარული.წმინდა მარკოზ მონაზონი (განშორებული)
როგორც ძაღლი იმ კეტის დანახვაზე, რომელიც ოდესღაც მოხვდა, გარბის მისგან, ასევე ეშმაკსაც ქრისტეს ჯვრის დანახვა, რომლითაც შეიმუსრა მისი ძალა, ეშინია, თრთის და გარბის მორწმუნეთაგან.
***
ერთმა ზნეობრივმა ხუცესმა აღსასრულის წინ წარმოსთქვა: "ოჰ! რაოდენ მსუბუქად მეჩვენება ახლა ის ჯვრები, რომლებსაც ვტვირთულობდი, ისინი ნეტარებისა და დიდების სასუფევლისკენ მიჩვენებენ გზას".წმინდა თეოფანე დაყუდებული