აბბა დოროთე
"ვნებებს არ შეუძლიათ ღვთის მოშიშართა დაძლევა".
წმინდა ათანასე დიდი
ჩვენ სიმართლისათვის მკვდრები ვართ და საუბედუროდ, ვცოცხლობთ სიბნელისათვის! გულცივნი ვართ საკუთარი სულის საცხონებელი საქმისათვის, რწმენის გაძლიერებისათვის. მაცხოვრის მცნება კი მოგვიწოდებს გვშიოდეს და გვწყუროდეს სიმართლე, ანუ გვქონდეს ძლიერი სურვილი - ვიყოთ მართალნი ღვ თის წინაშე იმის რწმენით, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის გამომსყიდველი ამა ქვეყნისა. გვაქვს თუ არა ჩვენ სურვილი უმწიკვლო ცხოვრებისა? განა მთელი ძალით ვცდილობთ ჩვენი ნების სიკეთისაკენ წარმართვას? ჩვენი სულები მძიმედ, სასიკვდილოდ არის ავად, მაგრამ არ ვეძებთ საკურნებელ საშუალებას. იმასაც კი არ ვიღებთ, რასაც გვთავაზობს შვილებს მოყვარული დედა ეკლესია, რომელსაც სურს შეგვასვას საკურნებელი მადლი ღმრთისა.
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თუ ადამიანი არ აღასრულებს ღვთის ნებასა და რჯულს "თავისი მუცლის", ესე იგი - თავისი გულის შუაში, ვერც იმას შეძლებს, რომ გარეგანად იმოქმედოს ადვილად, და ეტყვის ღმერთს არამღვიძარე და უგულისყურო: "არ მსურს ვიცოდე შენი გზები", უთუოდ საღვთო გაბრწყინების ნაკლებობის გამო (იგულისხმება, რომ ამგვარ ვინმეს არ სურს იცოდეს უფლის გზები მის პიროვნებაში საღვთო გაბრწყინების ნაკლებობის გამო), რომლის თანაზიარიც არათუ არ იქნება გულსავსებას მოკლებული, არამედ ჯეროვნად გაძლიერდება კიდეც საღვთოთა მხრივ.
წმინდა ევსუქი ხუცესი