***
ვინც ივიწყებს უფალს, მას უფალიც დაივიწყებს თავისი მოწყალებით.***
იმისათვის, რომ ჩვენთან იყოს ღმერთი, საჭიროა, ჩვენ ვიყოთ მასთან.***
ღმერთი სწორედ იქ ავლენს თავის ძალას, სადაც ადამიანის ძალა სუსტდება.***
მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ჩვენ კი ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.***
ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად შორს ვიქნებით ღმერთთან, ის კი ყოველთვის ახლოა ჩვენთან.***
ღმერთმა იცის, ყოველი ადამიანის საჭიროება, ძალების საზომი და ყოველი მათგანის უძლურება.სულიერი მდელო
როგორებიც ვართ ღვთისათვის, ისეთია ღმერთი ჩვენთვის. ადიდე უფალი და თავად მიიღებ ჯილდოს მისგან.
***
ეშმაკი იმიტომაც შთააგონებს ზოგიერთს იმის ფიქრს, თითქოს გეენია არ არსებობს, რომ მასში ჩააგდოს.წმინდა იოანე ოქროპირი
ო, სულო ჩემო! უფალი ყოველთვის შენთანაა, შენ კი ისე ცხოვრობ, თითქოს ის მეტისმეტად შორს იყოს შენგან.
***
ადამიანები ჰგვანან ღრუბლებს, რომლებიც ქარის ცვლილებასთან ერთად ჰაერში აქეთ-იქით გადაადგილდებიან.***
ადამიანი ღმერთი არ არის, მაგრამ მისი არსებობის მიზანი, უფლის მცნების მიხედვით, ღვთის მსგავსებაა (ლევ. 11, 45; მათე 5, 48).***
უფალი ერთგულია თავისი აღთქმების, ოღონდ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც თავიანთი აღთქმების ერთგულნი არიან.წმინდა ბასილი დიდი