* როდესაც ადამიანთა შემწეობის იმედს დაკარგავ, ღმერთს მიმართე და მიიღებ მას იქ და ისე, სადაც და როგორც არც ელოდი და არც წარმოგედგინა.
* უფალი ყოველთვის ახლოსაა ადამიანთან, ვინაიდან ყველგანაა, ადამიანი კი ყოველთვის არაა მასთან ახლოს - თავისი შეზღუდული ბუნების, უყურადღებობისა და დაბნეულობის გამო.
* განა გასაოცარია, რომ იქ, სადაც ღმერთი საუბრობს, ზოგჯერ ადამიანური ცნობიერება არ კმარა?! რაოდენ ხშირია, რომ ბავშვს არ ესმის სრულყოფილად ის, რასაც მას სრულწლოვანი ეუბნება.
სულიერი მდელო
ნეტავ ადამიანმა ისე დააფასოს ღმერთი, რა პატივშიც იმყოფება იგი ღვთისაგან.
* ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის დაღუპვა და იღუპავს კიდეც, მაგრამ გადარჩენა თავისით არ ძალუძს.
წმინდა ტიხონ ზადონელი
რაც მეტად უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით მეტად ხედავს საკუთარ ცოდვილობას.
ამბა დოროთე
უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს, ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებაა.
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
ადამიანი ღვთაებრივი სულის ნათესავია და სულით უერთდება ღმერთს ლოცვის მეშვეობით.
პაისი მთაწმინდელი
ღმერთთან ახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ვინაიდან უფალი ყველგან არის.
* მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, შორს ვიყოთ ღვთის სულისგან, ღვთის სულს კი არ შეუძლია ჩვენგან შორს იყოს.
წმინდა იოანე ოქროპირი