***
დედა მუცლით ატარებს შვილს სულ ცხრა თვეს, დედა ხელით ატარებს შვილს, ვიდრე ფეხზე დადგება, დედა გულით ატარებს შვილს, შემდგომ, მთელი სიცოცხლე.ფრიდრიხ ფონ ლოგაუ
ჩვენ გვიყვარს ცოლიც, დაც, მამაც, მაგრამ უბედურებისას ვიგონებთ დედას.
ნიკოლოზ ნეკრასოვი
ის, რასაც ადამიანის თვალი ვერ ამჩნევს, ესაა, როგორ თანდათან გვიბერდება დედა.
სიონაგონი სეი
დედის ხელები ალერსიანობის განსახიერებაა, ბავშვებს ტკბილად სძინავთ ამ ხელებზე.
ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი.
ვიქტორ ჰიუგო
დედაც კაცია, - გვეუბნება ჩვენი ენა, - და მამაცაო.
ილია ჭავჭავაძე
"მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში.
ალბათ დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად".
გოდერძი ჩოხელი "ანგელოზთღამეობა".
"დედაჩემი ბუნებით პოეტი იყო, ლექსებს კი არ წერდა, მაგრამ რაღაცნაირი იყო... ალბათ იტანჯებოდა, იმიტომ რომ სულ ბალახს და ყვავილს ელაპარაკებოდა და რომ ელაპარაკებოდა, ფეხის დადგმაც ხომ უჭირდა მერე?"
გოდერძი ჩოხელი, "ძაღლისა და დედობისა".