წმინდა კირილე იერუსალიმელი
როდესაც რაიმე ვნება შეგიპყრობს და ცოდვაში ჩაეფლობი, გაიხსენე საშინელი სამსჯავრო და უცებ გაღვიძებული შიში დაგიცავს მოზღვავებული ცოდვისაგან.
წმიდა ბასილი დიდი
მაცდურ ნებას შევყავარ ცოდვაში; ხოლო როცა ვცოდავ, ვაბრალებ სატანას, მაგრამ ვაი, რომ იგი არ მაიძულებს, მე თვითონ ვარ მიზეზი ჩემი ცოდვებისა, ვცოდავ ჩემივე ნებით.
მადლი შენი მოსული ჩემს გულთან, იხილავს რა მასში ბილწ გულისთქმათა სიმყრალეს, უმალვე განეშორება, რადგან ვერ ჰპოვებს თავის შესასვლელს და შესაძლებლობას დასახლდეს ჩემში თავისი ნებისაებრ.
ასეთია ჩემი ცხოვრება, რამდენ ცუდს წინააღვუდგენ ჩემს ხსნას. ამპარტავნება, ქედმაღლობა, მზვაობრობა არ მაძლევენ საშუალებას მოვიხილო საკუთარი წყლულები და ვუმკურნალო მათ. აი, ჩემი ქველი საქმეები! ესოდენ მრავალი ცოდვით მიტევს მტერი. ყველაფერი ამის შემდეგ მე წყეული ვეძიებ განდიდებას სიწმინდით, ცოდვებში მცხოვრებს მსურს, რომ მრაცხდენ მართალთა თანა.
წმინდა ეფრემ ასური