სულიერი მდელო
პირველი თვისება ფარისევლობისა არის ამპარტავნება ანუ დიდგულობა. ფარისეველი შევიდა საყდარში ლოცვად და ნაცვლად ლოცვისა, წინ დადგა და დაიწყო თავის გულში თავისი თავის ქება. რა საშინელი ამპარტავნება და დიდგულობა უნდა ახასიათებდეს კაცს, თუკი იგი საყდარშიაც კი, ლოცვის დროს, არ იქცევა თავმდაბლურად, არამედ იქაც ახსოვს თავისი დიდგულობა, იქაც ეძიებს პატივსა და წინდგომას, იქაც იმისთვის შედის, რათა სხვებს აჩვენოს თავისი დიდკაცობა და სიმდიდრე.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას წყალში სამგზის შთაფლვით თქვენც სამგზისვე ხელახლა იშვებოდით. ასე რომ, ნათლისღების მაცხოვნებელი წყალი საფლავადაც შეიქნა თქვენთვის და მშობელ დედადაც. მაგრამ ეს უბრალოდ მოგონება როდია უფალ იესო ქრისტეს სამდღიანი სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომისა, ეს სრულიად ახალი და უჩვეულო საქმეა: ჩვენ სინამდვილეში როდი დავეფლვით, არც ნამდვილადვე ვეცმებით ჯვარს, არამედ ეს მიმსგავსება უფლის ვნებასთან და მკვდრეთით აღდგომასთან მხოლოდ სახისმიერია, ხატოვანი, ჩვენი ხსნა - ცხონება კი ჭეშმარიტად, ნამდვილად აღესრულება.
წმინდა კირილე იერუსალიმელი
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს".
წმინდა იოანე დამასკელი
შენ ნახშირი ხარ ადამიანო, უფალი კი - შენი ალი და ნათელი.
ნეტარი ავგუსტინე