* ვნებათა დედად სიზარმაცე შერაცხე, რადგან ყოველივეს კარგს, რაიც გაგაჩნია, ის წარიტაცებს; ხოლო რაც არა გაქვს, მის შეძენაში დაგაბრკოლებს.
წმინდა ნილოს სინელი
სულიერი საქმიანობებისადმი თქვენი სიზარმაცე იქიდან მომდინარეობს, რომ საქმემ გაგიტაცათ. ძლიერ ნუ წარგიტაცებთ საქმიანობა, თორემ გონება აგემღვრევათ. გონების ამღვრევას კი გულის ამღვრევა მოჰყვება.
წმინდა თეოფანე დაყუდებული
თუ იზარმაცებთ, მწარე სასმისის შესმა მოგიწევთ, მაგრამ თუ თავს ძალას დაატანთ, საუკუნოდ ცხონდებით. გახდებით ნელსურნელოვანი საკმეველი და ძვირფასი მირონი. ჭეშმარიტად შეიქნებით უფლისთვის სათნო სიტყვიერი მსხვერპლი
იოსებ ათონელი (ისიქასტი)
ცაში მყოფები უკვდავნი არიან მათში არსებული სიკეთის გამო, მიწაზე მყოფნი კი მოკვდავნი მათში არსებული თვითარჩევითი ბოროტის გამო, რაც შეემთხვევათ უგუნურთ თავიანთი მცონარებისა და ღვთის შესახებ უმეცრების გამო.
* ყოფითი იმედებით ცთუნებულებს და მხოლოდღა სიტყვით მცოდნეებს იმისას, რაც უმშვენიერესი ცხოვრებისთვის არის საქმნელი, იგივე სჭირთ, რაც იმათ, რომლებიც წამლებსა და სამკურნალო საშუალებებს მოიხმარენ, მაგრამ თუ როგორ უნდა მოიხმარონ, არც უწყიან და არც აწუხებთ ეს. ამიტომაც, ჩვენგან ჩადენილ შეცოდებათა გამო ნურც ოდესმე ჩვენს წარმოშობას და ნურც ვისმე სხვას დავდებთ ბრალს, თუ არა მხოლოდ ჩვენსავე თავს, რადგან თუ თვით სულს ნებავს მცონარება, არ შეიძლება არ დამარცხდეს იგი.
წმინდა ანტონი დიდი