***
იგი, ვინც ზარმაცობს მცირედში, რომელიც მას ეხება, ნუ დაიჯერებ, რომ ოდესმე დიდებაში თავს გამოიჩენს.წმინდა ისააკ ასური
როგორც მეორედ მოსვლის საყვირი აღადგენს მკვდრებს, იმგვარადვე აფხიზლებს უმაქნისს ამაოდმეტყველება.
***
ღვთისმოყვარე მონაზონი ლოცვის ზარს რომ გაიგონებს, იტყვის: ვაშა, ვაშა, დიდება ღმერთს! ხოლო უქმი და ზარმაცი ამბობს: - ვაიმე, ვაიმე, როგორ მეზარება!***
ჭარბი ძილი გულმავიწყობას იწვევს, მღვიძარება კი გონებას წმენდს. ჭარბი ძილი ბოროტი მეუღლეა, რადგან ზარმაცებს მათი ცხოვრების ნახევარს სტაცებს.***
მონაზვნობის გზას ახლადშედგომილთ ძლიერად ებრძვის, რათა იმთავითვე სიზარმაცეს მიაჩვიოს, ან სიძვის ეშმაკს მოუმზადოს მათში ადგილი.წმინდა იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
მადლი არის უფლის ტალანტი, რომელიც ერთგულ და გულმოდგინე მონას ამდიდრებს, ორგულ და ზარმაცს კი დასჯის და განეშორება.
***
ზარმაცი და უსაქმური ცხოვრება იგივეა, რაც დაუმუშავებელი ყანა, რომელსაც მხოლოდ თივად გამოიყენებ.***
მას, ვინც შრომობს, ნაკლები ვნებები და ცბიერება აწუხებს, ხოლო ვინც მცონარებს, ხშირად დაპყრობილია მძვინვარე ვნებებით.***
ხელის სამუშაო აძლიერებს სხეულს და აჯანსაღებს მას, ხოლო უქმად ყოფნა და მცონარობა აუძლურებს, ადუნებს და აავადმყოფებს მას.წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი