ბერი იოსები (ისიხასტი)
ამ ხანმოკლე სიცოცხლეში შრომა შეიყვარე, რათა საუკუნოდ განისვენო.
წმინდა ეფრემ ასური
დაე, საუკუნო ცეცხლის ხსენება შენთან ერთად იძინებდეს და იღვიძებდეს და უდებება არასოდეს შეგიპყრობს.
წმინდა იოანე სინელი
არაწმიდა დემონები შეეჩვივნენ იმათთან ყოფნას, და უმეტესად აშფოთებენ იმათ, რომელნიც თავს სიზარმაცით იუძლურებენ და ლოცვაში დაუდევრობენ.
ღირსი მამა ნილოს სინელი
ჩვენი ყოველი საქმე თესლსა და ნაყოფს ჰგავს: შესწირავს კაცი ღმერთს ერთგულებასა და გულსმოდგინებას, ღმერთიც აკურთხებს მის შრომას და იძლევა სანაცვლოდ მადლს.
მიწის მუშაკი, რომელიც თუმცა ბევრს არ თესავს, მაგრამ უფალი აკურთხებს მის შრომას, ღებულობს მრავალს, როგორც ისაკის შესახებ წერია, რომ დათესა ისაკმა და შეიძინა იმ ზაფხულს ასი წილი ნაყოფი ქერისა, რადგან აკურთხა მისი შრომა უფალმა. ასევე, თუ ჩვენი გულმოდგინება დაინახა უფალმა, ჩვენს შრომასაც დალოცავს.
აგრეთვე ლოცვა ჭირითა და შრომით და მოთმინება, შობს წმიდა, უჭირველ განსვენებით ლოცვას, რაც შედეგია ჩვენი გულსმოდგინებისა, ხოლო უჭირველი ლოცვა შობს საღმრთო მადლს.
წმინდა ზოსიმე პალესტინელი
თვით ღმერთია გულღია, რამეთუ გონიერი ქმნილებები შექმნა, რომელთათვისაც შეეძლო, საკუთარი სრულყოფილება გაეხსნა.
სულიერი მდელო