* "მოიღვაწე ღვაწლი იგი კეთილი" (1 ტიმ. 6,12), რამეთუ ხშირად მომხდარა, რომ ერთი საათის შრომას სამოთხე მოუპოვებია და პირიქით, დაუდევრობის გამო ერთ საათში დაუკარგავთ იგი.
* ნუ უსმენ ეშმაკს, როცა ჩაგჩურჩულებს: ახლა მე მომეცი, ღმერთს კი მისცემ ხვალ. არა, არა, არამედ მუდამ ღმრთის სათნოდ იცხოვრე, გახსოვდეს, რომ სხვა დრო არ მოგეცემა და თითოეული ამჟამინდელი წამისათვის პასუხს მკაცრად აგებ. გახსოვდეს, რომ დრო, რომელიც შენს ხელთაა, ძვირფასია. დაკარგულად ჩათვალე ის დღე, როცა თუმცა კეთილ საქმეებს აკეთებდი, მაგრამ შენს უკეთურ მიდრეკილებებსა და სურვილებს არ სძლევდი.
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
უკეთუ უდებ ხარ და მცონარ, მოიხსენენ, რომელმან იგი ქანქარი ქვეყანასა დაჰფლა და რაი-იგი შეემთხვია, და განიღვიძო ძილისა მისგან უდებებისა.
* მაცდურთან ბრძოლაში არ შეიძლება იარაღი აიყარო და ძილს მისცე თავი. ვისაც დაჭრა არ სურს, მან ორიდან ერთი უნდა აირჩიოს: ან იარაღი მოიხსნას, დაეცეს და დაიღუპოს, ან მუდამ შეიარაღებული იდგეს და ფხიზლობდეს. მტრის ურიცხვი ლაშქარი თვალყურს ადევნებს ჩვენს დაუდევრობას და გაცილებით მეტად ზრუნავს ჩვენი დაღუპვისათვის, ვიდრე ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი ცხონებისათვის. მტერთან ბრძოლას განსაკუთრებით აძნელებს ის, რომ იგი უხილავია და მოულოდნელად გვესხმის თავს.
წმინდა იოანე ოქროპირი
სიკვდილამდე უნდა ვიღვაწოთ, რადგან, ვინც მიატოვებს მოღვაწეობას, მგლის ლუკმა გახდება.
წმინდა ისააკ ასური