წმინდა იოსებ ათონელი სასოწარკვეთილების დროს გვმოძღვრავს:
-სული მტკივა და მძიმე ღრუბელი ეფარება გულს. გონება მეყინება, ენა დუმდება, ხელი მიჩერდება შენ გამო. საგონებელში ვარ და მიკვირს, რომ არ შეგიძლია თავს ოდნავ მაინც დაატანო ძალა. ოჰ, რომ ხედავდე, საყვარელო შვილო, ჩემს ტკივილსა და ცრემლებს, რომლებიც შენ გამო დავღვარე! როგორ ვღელავ, სანამ გაიგებ, რომ ადექი და მოწინააღმდეგეს სილა გააწანი! რადგან შენ კი არ აკეთებ ამას, არამედ ის, მაცდური, მეამბოხე, ეშამკი, დაე, ღმერთმა გააცამტვეროს ის! მაშ ასე, გამბედაობა მოიკრიბე, შვილო და აღდექი, აღემართე, განრისხდი მაცდურზე, რადგანაც იცი, რომ მისი წამოწყებულია მთელი ეს მზაკვრობა.
მაგრამ შენ ნუ მისცემ ამის უფლებას, შეებრძოლე მას. და როცა იმ პიროვნების მოგონებას აღგიძრავს, ჯოხი აიღე და ძლიერად დაირტყო თეძოებზე ავხორცი გულისთქმის ჩასახშობად. ტკივილისგან ატირდები, მაგრამ გონება განდევნი მოგონებას, სახეები გაქრება და წარმოდგენების სიცრუე წავა.
ძალიან უფრთხილდი, ჩემო შვილო, ამ ცდუნებას, რადგან ის შებღალავს შენს სულს. ამ უწმინდურს დაუნდობელი ჯოხი სჭირდება. აქ ყველა ახალგაზრდას სასთუმალთან ჯოხი უდევს. და როგორც კი სიძვის გულისსიტყვა მოვა-მაშინვე ჯოხი დაჰკარი! ასე დაჭკნება გულისთქმა და აყვავდება სული. ამრიგად, სხვა წამალი არ არსებობს-ლოცვა, მარხვა და ჯოხი! და მაშინ გონება იწმინდება, სული ადვილად ლბება, გული რბილდება და ლოცვის ჟამს შემართება გეძლევა.
სასო არ წარიკვეთო! ეს ყველას მოსდის, ეს მაცდურის ბრძოლაა და ჩაივლის. შენ თავიდან ებრძოდი მას, ახლა კი გულმოდგინება შეასუუსტე და ის ხელიდანგაშვებულის აღდგენას ცდილობს. მაგრამ შენც ისევ ადექი, შეინანე და იტირე. არ გახსოვს ის ძმა, რომელიც ეშმაკს ეუბნებოდა: "ეს სენაკი-სამჭედლოა: ჩაქუჩით ერთხელ უტყამ-საპასუხოდ ერთს იღებ".
მაშ ასე, მხნედ შეებრძოლე ვნებას და ღვთის შემწეობით სწრაფად გათავისუფლდები მისგან. მაგრამ თავდაპირველად შენი განსაცდელის მიზეზი უნდა გაიზიარო. ეს იმიტომ გემართება, რომ შენ შიგნით იტოვებ გულისსიტყვებს მოძღვრისა და ძმობის მიმართ. ეშმაკი, როგორც მზაკვარი მაცდური, მოძღვრისა და ძმების სიძულვილს გინერგავს, სიყვარულის ერთობა რომ დაარღვიოს.
მას სათნოებით შემკული ყველა ძის მიმართ ზიზღი მოაქვს, რომ მათ ლოცვა შეწყვიტოს, რადგან მრავალთა ლოცვა ხელ-ფეხს უბორკავს და ძალას ართმევს. ამიტომაც ის რაიმე ხერხს ან მიზეზს ეძებს, რომ ისინი, ვინც მის აზრებს მიიღებს, გამოაცალკევოს და მამათა საკრებულოს ჩამოაშოროს. ამის შესახებ კი ბატონობს მთაზე, როგორც ხელქვეითებზე. ამით მიხვდები, რომ ეს ყველაფერი მაცდურის ხრიკები და მანქანებაა. ამიტომ, უ მოუსმენ იმას, რასაც გულისსიტყვებში გეჩურჩულება.
ფრთხილად იყავი, კანონიდან რომ არ ამოგაგდოს-მაშინ დაიღუპები. დაე, გაუცრუვდეს მოლოდინი. ველოდები, რომ სილას გააწნავ მას და გამახარებ. ახლა ძმობას ლოცვად დავაყენებ, რომ ზეგარდამო ძალა მოგცეს. მართალია, მე არ შემიწყვეტია შენთვის ლოცვა, მაგრამ ახლა ეს ერთობლივად იქნება. შენ კი ნუღარ იზარმაცებ და იმედს ნუ დაკარგავ. მიიღე ეს პატარა სკვნილი, ილოცე და ძალა შეიძინე. გიყვარდეს შენი მოძღვარი და ძები და უსამართლოდ ნუ ამწარდები მათზე. ჭეშმარიტად, სიყვარული მტრის ყოველგვარ ხრიკსა და ძალაზე უმტკიცესია.
რაც უნდა მოხდეს, არარად ჩააგდე, რადგან ხრიკსა და ძალაზე უმტკიცესია. რაც უნდა მოხდეს არარად ჩააგდე, რადგან შენ არ ხარ დამანშავე, შენ არ გაგინაწილებია ისინი და არც მათ-შენ, არამედ მაცდურმა, რომელიც ყველას წინააღმდეგ იბრძვის და თავგზას გვიბნევს. ეს მისი საქმეა: დღეს შენ გაცდუნოს, ხვალ-სხვას, ზეგ კი-მესამეს, რადგან მაცდური მუდმივად იქნება ამ ცხოვრებაში. მაგრამ ისევ გეუბნები და გაიგონე: "სასო არ წარიკვეთო! ერთად წავალთ სასუფეველში. თუ შენ ვერ მიგიყვან იქ, არც მე დავმკვიდრდები". ამ სიტყვებით შეიცანი უდიდესი სიყვარული იესო ქრისტეში, ჩვენს უფალში.