ამბა ნესტორი
ვნებები წმიდანებსაც აქვთ; მაგრამ ისინი მათ აცხრობენ.
***
ეცადე, ყოველთვის შენ გაიმარჯვო ვნებებზე, ვიდრე მათ დაგამარცხონ.***
ჩვენთვის ჯვარცმული დაგვეხმარება ჯვარს ვაცვათ ჩვენი ვნებები და ჟინი.ამბა აბრაამი
ვინც დასაწყისიდანვე ეწინააღმდეგება ვნებებს, იგი მალე გაიმარჯვებს მათზე.
***
ქარიშხალში ჩირაღდანი ქრება; ასევე ვნებების ქარიშხლისაგან გონება იბინდება.წმინდა ისააკ ასური
ღვთის მონად არ ითვლება ის, ვინც ვნებებს ემსახურება: იგი იმის მონაა, ვინც მას ფლობს.
***
მტკივნეულია ვნებასთან განშორება, მაგრამ იმაზე მეტად არა, ვიდრე მარადიული ტანჯვა.***
სინანულის ღვაწლი და ვნებებთან ბრძოლა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გრძელდებოდეს.ამბა ისაია
რაც უნდა დიდი იყოს ვნების ძალა, თუ ღვთის შიშით შეიზღუდავ თავს, მის დამარცხებას მაინც შეძლებ.
წმინდა იოანე ოქროპირი
ვინც არ იცის მტრის საფარი, ადვილად მოიკვლება. ასევე, ვინც არ იცის ვნებათმიზეზები, იოლად დაეცემა.
***
ვნებები ცეცხლოვან მთას ჰგავს, რომელიც თავის გარშემო სულ მალე სიცარიელესა და საშინელებას ტოვებს.წმინდა მარკოზ მონაზონი (განშორებული)