***
საჭიროა, დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს მიწიერი ცხოვრება.***
უკუაგდე საკუთარი სურვილები, რათა ემსგავსო სუფთა ჭურჭელს, რომელშიც ინახება დიდი საუნჯე.წმინდა ტიხონ ზადონელი
კარგად თქვა მოციქულმა: "რომლისგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ" (II პეტ. 2, 19). ბერსაც უთქვამს: რამდენი გატაცებაცაა, იმდენივე უფალია. ბერმა მადლი შესწირა ღირს მამა ზოსიმეს ამ სიტყვებით: გიპოვია ღმერთი, რომელიც დიდად სასურველია შენთვის, რადგანაც დიდად მასარგებლე შენი საუბრით.
თავისუფალია ის ადამიანი, ვინც ხორციელ სიტკბოებას და გრძნობისმიერ სიამოვნებას კი არ ემონება, არამედ ბატონობს თავის სხეულზე გონიერი განსჯისა და კეთილკრძალულების გზით. მადლიერია და კმაყოფილია იმით, რასაც ღმერთი აძლევს, თუნდაც კი ძალზე მცირე იყოს.
როგორც ზომაზე მეტად გრძელი სამოსი უშლის მოგზაურს ხელს სიარულში, ასევე ზედმეტი ქონების შეძენის სურვილი არ აძლევს ნებას ადამიანს, სულის ხსნისათვის იღვწოდეს და საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროს.
წმინდა ანტონი დიდი
ვერ დაიმკვიდრებ ზეციურ სასუფეველს, თუ საკუთარი სურვილებისა და აზრების მბრძანებელი არ გახდები.
წმინდა დიმიტრი როსტოველი
ზოგიერთი, ცდუნებას აყოლილი, ამპარტავნებისა და თვითნებობის გამო ისჯება; ხოლო ის, ვინც მორჩილებითა და თავმდაბლობით ეძიებს ღმერთს, ქრისტეს წყალობა არ მოაკლდება და განსაცდელში არ ჩავარდება.
ღირსი გრიგოლ სინელი