* მაშ, მღვიძარების პირველი სახე ესაა მუდმივად დაკვირვება წარმოსახვაზე (რაც არის კვეთება - იგულისხმება წარმოსახვითი აზრი, რაც მაცდურისგან ეკვეთება ადამიანს), რადგან არ ძალუძს სატანას, რომ წარმოსახვის გარეშე შეთხზას გულისზრახვები და ცრუ შემაცდენლობით წარმოუჩინოს ისინი გონებას.
* ვერ ხედავს მზეს ბრმადშობილი. ამგვარადვე, ვერც მღვიძარების გარეშე მავალი ხედავს ზეგარდმო მადლის მდიდრულ გაბრწყინებებს, ვერცთუ უკეთური და ღვთისთვის საძაგელი საქმეებისგან, სიტყვებისა და აზრებისგან გათავისუფლდება იგი. ამგვარნი მიცვალების ჟამს ვერ აუვლიან გვერდს თავისუფალი სახით ტარტაროზის მთავართ.
წმინდა ევსუქი ხუცესი
გულის გაცივებას წინ უძღვის მისი რაიმეთი შეპყრობა, რაიმეთი შეზრუნველობა, წუწუნი და განკითხვა... უკმაყოფილება, რაიმე სხეულებრივი სიამე... და აზრების ქროლვა! ფხიზლად იყავით და გულიც ნაკლებად გაგიცივდებათ.
გული! სადაა სიცოცხლე, თუ არა გულში?
* რასაც აკეთებთ, ისე აკეთეთ, რომ სიმხურვალეს უწყობდეს ხელს და გულს არ აციებდეს: კითხვაც, ლოცვაც, შრომაც, სხვებთან საუბარიც, ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს - არ მიგიყვანოთ გულის გაციებამდე. შესვენების გარეშე მოკლე ლოცვით, თქვენი შინაგანი ღუმელი გაახურეთ და უფრთხილდით გრძნობას, რომ მათი მეშვეობით არ გაჟონოს სითბომ. გარეგანი შთაბეჭდილებები ძალიან ძნელად ეწყობა შინაგან საქმიანობას.
წმინდა თეოფანე დაყუდებული