* ქრისტიანე მღვიძარე, აღჭურვილი ლოცვითა, ღვთის მადლითა და მდევნელი, მოძულე ყოველთა თვისთა ვნებათა და ბოროტთა გულისთქმათა, არის ეშმაკისათვის მიუდგომელი ციხე.
* თუ ქრისტიანმა დაიძინა, მღვიძარე არ არის და ფრთხილად არ იქცევა, ადვილად შთავარდება განსაცდელსა შინა და მოაკლდება სარწმუნოებასა, ესე იგი, სულიერსა თვისსა სიცოცხლესა, სულიერსა საუნჯესა.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ქრისტიანმა შეძლებისდაგვარად უნდა შეზღუდოს თავისი საჭიროებები; სიფხიზლე და ზომიერება - საუკეთესო მარაგია, რომელიც ზეცისაკენ სავალ გზაზე შეგიძლია თან გაიყოლო.
წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი
საკუთარი თავის მიმართ ყურადღება და უფლისადმი ლოცვა მტრის ყოველგვარ მახეებს აქარწყლებს. წაიკითხეთ და ისწავლეთ, ისიხის დამოძღვრის მიხედვით, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ ამ დროს.
ფხიზლად ყოფნა ნიშნავს, არ მივუშვათ გული რაიმეს მიეკედლოს ღვთის გარდა. ასეთი მიტმასვნა ათრობს სულს და ის უკვე გაუცნობიერებლად მოქმედებს. სიფხიზლე გულის მკაცრ დაკვირვებას გულისხმობს, რათა უკეთურმა შეგრძნებამ არ წამოყოს თავი.
წმინდა თეოფანე დაყუდებული
არ შეიძლება, ძმანო, ძილს ეშურებოდეს ის, ვისაც სურს, რომ ყოვლითურთ უვნებელი იყოს, არამედ გარდაუვალია ორთაგან ერთი: ან დაეცეს და წარწყმდეს იგი სათნოებათაგან განძარცვული, ანდა ყოველჟამს მდგომარე იყოს გონებით შეჭურვილი, რადგან მტერიც თავისი ლაშქრითურთ მარადის მდგომარეა.
წმინდა ევსუქი ხუცესი