* ცხოვრებაში ისეთი ცოდვა არ არსებობს, რის შენდობაც უფალს არ შეეძლოს აღსარება-ზიარების გზით.
* ღვთის გმობა ის არის, როცა ადამიანი ღვთის რწმენით, ეკლესიურად არ ცხოვრობს.
* მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი.
* უტიფარია ადამიანი, ვინც თავის ცოდვებს ვერ ხედავს და თავი მოაქვს. ყოველი ამაყი და ამპარტავანი გულითა, საძაგელი არს უფლის წინაშე.
* თუ არ დაეცი, ღვთის ძალას ვერ შეიცნობ. მე რომ ცოდვილი არ ვიყო, ცოდვილებს რა შემაყვარებდა!
* კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილი გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა... მე რა უფლება მაქვს, ან ასე ვთქვა, ან ისე.
* ღვთის სახელის ხსენება უმიზეზოდ არ შეიძლება, ხშირად რომ ახსენებ, მესამე მცნება ირღვევა.
ღირსი გაბრიელი
ყოველთვის, როდესაც გულის განწმენდისა და ცუდ Gვეულებათაგან განშორების ნაცვლად, მალავ ცოდვას შენივე გულის სიღრმეში და გარეგნულად კეთილ სახეს იღებ, ფარისევლობის ცოდვაში ვარდები. ფარისევლობ, როდესაც პირისპირ აქებ და ეფერები კაცს და პირს უკან კი ცუდად ახსენებ მას; ფარისეველი ხარ, როდესაც ელაპარაკები რა შენზე უფროს კაცს, ამბობ არა იმას, რასაც გული გკარნახობს, არამედ რაც ეამება იმ კაცს; სიმართლეს კი არ ამბობ, არამედ სარგებლის გამო სიცრუეს მიმართავ; ფარისეველი ხარ, როდესაც კაცს აქებ, არა იმიტომ, რომ იგი ღირსია ქებისა, არამედ იმიტომ, რომ შენი მოყვარე და მეგობარია; როდესაც ენით ამტკიცებ სიმართლისა და სათნოების დიდ სიყვარულს, ხოლო საქმით კი უსამართლო ხარ.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)