პასკის რეცეპტი "კარიბჭის" რედაქტორისგან
პასკის რეცეპტი "კარიბჭის" რედაქტორისგან
"კარიბჭის" და "მკურნალის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი პასკის საკუთარ რეცეპტს გვიზიარებს და ამ სააღდგომო ტკბილეულის სარგებლიანობაზე გვესაუბრება: - "კარიბჭის" და "მკურნალის" მკითხველს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ღვთის წყალობას, სიყვარულს, სიხარულს და ჯანმრთელობას ვუსურვებ.

ვიდრე პასკის იმ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებით დავხვეწე, მის ინგრედიენტებზე უნდა გითხრათ ორიოდე სიტყვა. სანელებლები, რომლებიც პასკის ცხობისას გამოიყენება, უნიკალურ სიმბიოზს ქმნის ამ ტკბილეულში და მიხედავად იმისა, რომ ნახშირწყლოვანი საკვები დიეტოლოგიური თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლოა, სწორედ სანელებელთა ეს კომბინაცია მას ჯანმრთელობისთვისაც სასაგებლოს და საამოს ხდის.

ილი:
ილი ცნობილია სამკურნალო თვისებებით:
ეფექტურია თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. მისი რეგულარული მიღება აქვეითებს სისხლის წნევას და თირკმლებიდან გამოდევნის კალციუმიან მარილებს.
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
ებრძვის ანემიას, ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქნას
გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
ამაღლებს იმუნიტეტს
ხსნის უძილობას, დეპრესიას, ორგანიზმი ტონუსში მოჰყავს.
აღადგენს თმას

მიხაკი:
ხალხურ მედიცინაში არის რეცეპტები, რომლებშიც მიხაკი ანტიალეგიულ საშუალებად არის მოწოდებული, გარდა ამისა იგი აიმჯობესებს განწყობას, აქვს ანტივირუსული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებაც.

დარიჩინი:
აღმოსავლეთში ეს სანელებელი ცნობილი ანტიდეპრესანტი გახლავთ. საკმაოდ ფართოდ გამოიყენება როგორც ტკბილეულში, ისე მარილიან კერძებში და ყავასთან ერთადაც.

მუსკატის - იგივე ჯავზის კაკალი:
ხალხური მედიცინა იყენებს ბრონქების ანთებითი დაავდებების სამკურნალოდ, გარდა ამისა ცნობილია, რომ ხსნის სტრესს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

ასე რომ, მიირთვით პასკა - ის არა მარტო გემრიელი, ჯანმრთელობისთვის სასრგებლოც არის. თუმცა ზომიერება ყოველთვის საჭიროა.

ახლა კი, დაპირებული პასკის რეცეპტი.

ჩემს ოჯახში უქიშმიშო პასკა უყვართ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ რეცეპტში ქიშმიშს ვერ ნახავთ.

ინგრედიენტები:

9 კვერცხი
1 კგ შაქარი
1,25 ლ რძე
300 გრამი კარაქი
120 გრამი მარგარინი
1 ჩ. კ. სოდა ძმრით
4 შეკვრა ვანილი
1 ცალი ლიმონი - კანი წვრილ სახეხზე გახეხეთ და წვენი ჩააწურეთ
დაფქვილი სანელებლები: მუსკატი - 1 ჩ,კ; ილი - 1/2 ჩ.კ; მიხაკი 1/4 ჩ.კ; დარიჩინი - დანის წვერით (ბევრი დარიჩი ძალიან მძაფრ გემოს და სუნს აძლევს პასკას, ამიტომ ზედმეტი არ მოგივიდეთ). ზოგი ყვითელ ყვავილსაც უმატებს, მაგრამ ჩემს რეცეპტში ის არ არის საჭირო.
საფუარი - 5 ს.კ.
ფქვილი - 3 კგ.

კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. კარაქი და მარგარინი გაალღვეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ისე, რომ არ აადუღოთ. რძე შეათბეთ, ცივი არ შეიძლება, თორემ საფუარი არ აფუვდება (ზოგადად, საფუარი რომ კარგად აფუვდეს ცომის ტემპერატურა უნდა იყოს 37-38 გრადუსი); დაამატეთ ყველა ინგრედიენტი და ნელ-ნელა ურიეთ. სულ ბოლოს შეაზილეთ ფქვილი. კარგად მოზილეთ ცომი. დადგით თავდახურულ ქვაბში და შეფუთეთ ან მოათავსეთ თბილ ადგილას, რომ ამოვიდეს. ამოსული ცომი უნდა ჩაზილოთ მინიმუმ 2-ჯერ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ცომი გადაიტანოთ ფორმებში ისე, რომ ფორმის მესამედი შეივსოს და დააყოვნეთ, ვიდრე 2/3-მდე არ ამოვა და შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად.

შეგიძლიათ გამომცხვარ პასკას მოაყაროთ შაქრის პუდრა.

ბეჭდვაელფოსტა
18.05. 2021
ია
რამდენ გრადუსზე გამოვაცხოთ?
სხვა სიახლეები
19.01.2022

გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):

-ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი.

01.01.2022
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;
01.01.2022
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
22.10.2021
აკაკი წერეთელი თავის მოგონებებსა თუ ლექსებში ხშირად და სხვადასხვა კონტექსტით მოიხსენიებს ქართულ ღვინოს სუფრას თუ ტრადიციულ სასმისებს
26.09.2021
ცურტავი ქვემო ქართლში, მდინარეების ქელისა და დებედის შუა დაბლობზე მდებარეობს.
29.07.2021
2021 წლის 2 აგვისტოს თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზ ელიზბარ (ერისკაცობაში ელგუჯა) ოდიშვილს მღვდლად კურთხევიდან
10.07.2021
დღეს, 14:00 საათზე, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
27.06.2021
უდიდესი სასწაული, ქრისტეს აღდგომა გვიახლოვდებოდა...
29.04.2021
გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და ტიბერიუსს ეახლა.
03.04.2021
მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. ის "ნიუ ჰოსპიტალსში" გუშინ გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებში იმყოფებოდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს ხატი ბრძანდება ათონზე, კარეესში, წმინდა საბა განწმენდილის  კელიასთან მდებარე ეკლესიაში, რომელიც ქილანდარის მონასტერს ეკუთვნის.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org