ჩვენი მიზანია, ქართველ ბავშვებს უცხო ქვეყანაში შევუქმნათ ქართული გარემო და ქართველებად აღვზარდოთ
ჩვენი მიზანია, ქართველ ბავშვებს უცხო ქვეყანაში შევუქმნათ ქართული გარემო და ქართველებად აღვზარდოთ
უცხოეთში განსაკუთრებით ენატრებათ ქართველებს მშობლიური ქვეყანა და წუხან, რომ დროთა განმავლობაში მათ შთამომავალთ გაუნელდებათ დამოკიდებულება ქართული ტრადიციების მიმართ. ამიტომაც ქართველი ემიგრანტები უცხოეთში აფუძნებენ ქართული კულტურის კერებს, საგანმანათლებლო ცენტრებს. კიევში ყოფნის დროს დეკანოზმა კახაბერ გოგოლაძემ შემახვედრა ქართული კულტურის საგანმანათლებლო ცენტრის პრეზიდენტს მანანა სულაქველიძეს.

- კიევში მეუღლესა და შვილთან ერთად 2000 წელს ჩამოვედი. საქართველოში იმ დროს გაუსაძლისი მდგომარეობა იყო, - მიამბობს ქალბატონი მანანა, - ჩემი შვილი ექვსი წლის იყო. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება. ჩემი შვილისთვის უფრო ძნელი იყო. 6 წლისამ არ იცოდა ენა და მოითხოვდა საქართველოში, ქართულ გარემოში დაბრუნებას. როცა მოულოდნელად აღმოვჩნდი იზოლაციაში, მოვიძიე, თუ სად იყო კიევში ქართული სკოლა ან სტუდია. მივმართე ჩვენს ელჩს, გრიგოლ ქათამაძეს. სამწუხაროდ, კიევში ქართული საკვირაო სკოლა არ აღმოჩნდა. იყო მხოლოდ ერთი ადგილი, სადაც ოთხი ქართველი ბავშვი სწავლობდა ქართულს ქალბატონი როზა არობელიძის დახმარებით. გამიჩნდა იდეა, ჩამომეყალიბებინა ქართული ცეკვის სკოლა-სტუდია, სადაც ჩემი შვილი და ასევე სხვა ქართველი ბავშვები ისწავლიდნენ ყველაფერ ქართულს. პირადად მე სუხიშვილების ანსამბლში ვცეკვავდი. მუსიკალური განათლებაც დამეხმარა მიზნის შესრულებაში. იდეის განხორციელებაში ძალიან დამეხმარნენ ემიგრანტი ბავშვების მშობლები და ასე დავიწყე საქმიანობა. თავიდან ოთხი ბავშვი იყო, ჩემი შვილის ჩათვლით. შემდეგ გავმრავლდით. დღეს უკვე ასამდე ბავშვია ჩვენს სკოლაში. ბავშვები სწავლობენ ქართულ ცეკვას, სიმღერას, ქართულ ენას, ისტორიას. საკვირაო სკოლამ დროთა განმავლობაში შეიცვალა სახელი და გახდა ქართული კულტურის საგანმანათლებლო ცენტრი.

- როგორ შემოიკრიბეთ ქათველი ბავშვები?

- საელჩოს დახმარებით გახდა ცნობილი ჩვენი სკოლის არსებობა და თანდათან შემოგვემატნენ ბავშვები. ჩვენი მუშაობა იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ ერთი წლის თავზე კიევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პირველი კონცერტი ჩავატარეთ. მოვიწვიეთ ქართველი ემიგრანტები და ასე გაიგეს ჩვენი არსებობა. მოვიძიეთ პედაგოგებიც. ქართულის მასწავლებელი მამა კახაბერ გოგოლაძემ მოგვიყვანა.

- რა არის ამ სკოლის არსებობის მიზანი?

- მომავალი თაობების აღზრდა, რომლებიც ძირითადად უცხო გარემოში იმყოფებიან. ჩვენი ქართველი ემიგრანტი ბავშვები სწავლობენ უკრაინულ ან რუსულ სკოლებში და ამიტომაც ქართულ გარემოს მოკლებული არიან. მშობლები მუშაობენ, შვილებისთვის არ სცალიათ. ჩვენი მიზანია, ქართველ ბავშვებს უცხო ქვეყანაში შევუქმნათ ქართული გარემო და ქართველებად აღვზარდოთ. ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონდა, როცა ბავშვები თავად არ აღიარებდნენ, რომ ისინი ქართველები იყვნენ. რცხვენოდათ ეთქვათ, - ქართველი ვარო. ერთ პატარას რომ ვკითხე, ვინ ხარ ეროვნებით-მეთქი, უკრაინელიო. რატომ ხარ უკრაინელი-მეთქი. უკრაინაში ვიზრდები, ქართული არ ვიციო. ჩვენთან მოსვლის შემდეგ მან გაიგო, თუ ვინ არიან მისი წინაპრები, რა არის ქართული ცეკვა, სიმღერა, მშობლიურ ენაზე დაიწყო მეტყველება. ეს არის ჩვენი მისია, ქართველ ბავშვებს შევუქმნათ ქართული გარემო და ისინი ვაზიაროთ ჩვენს საუნჯეს - მშობლიურ ენას, ისტორიას, ხელოვნებას, ცეკვას, სიმღერას. მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, ვისი გორისანი არიან. ჩვენი მიზანი ის არის, რომ აღვზარდოთ ჭეშმარიტ ქართველებად უცხო ქვეყანაში. ჩვენს სკოლაში სწავლობენ ასევე შერეული მშობლების შვილები. სხვათა შორის, ძალიან ცდილობენ უკრაინელი დედები, რომ ბავშვები აღზარდონ ქართველებად. თუ დედას არ უნდა ეს, ძალიან ძნელია ამის გაკეთება. ქართველი მამები უფრო მეტად ცდილობენ და კმაყოფილნი არიან. ძალიან მტკივნეულია, როცა ბავშვები კარგად ვერ საუბრობენ მშობიურ ენაზე. ქართულად მხოლოდ ოჯახში საუბრობენ, ისიც საღამოს. ერთ-ერთი შერეული ოჯახის გოგონა სწავლობს ჩემთან. ვერონიკამ თავიდან ქართული საერთოდ არ იცოდა. კონცერტისთვის გამზადებული ქართული კაბა რომ ჩავაცვი, მოულოდნელად გვერდზე გაიქცა და ტირილი დაიწყო. ვკითხე, ვინმემ გაწყენინა-მეთქი. რუსულად მიპასუხა, - ჩემი საქართველო არ მინახავს და ქართული კაბა მაცვიაო. იმ წელს ჩაიყვანეს პირველად 9 წლის ვერონიკა საქართველოში.Aახლა 17 წლისაა. არაჩვეულებრივად მღერის ქართულად, ცეკვავს კიდეც და მთლიანად ხორცშესხმული ქართველია. აქ შევქმენით ანსამბლი, რომელსაც მინიჭებული აქვს უკრაინის სახალხო წოდება. ჩვენი ანსამბლი ფესტივალებში, ასევე უკრაინულ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. გავდივართ ევროპის ქვეყნებში და იქ ვაჩვენებთ ქართულ კულტურას.

გვახარებს ის, რომ ამდენი ქართველი ერთად იყრის თავს და ასე ვახერხებთ ტრადიციების შენარჩუნებას. ვამაყობთ ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით. ქართულად აღვნიშნავთ ახალ წელს, რელიგიურ დღესასწაულებს. ჩვენს ცენტრში არის ჩვენებურების თავშესაყარი, ქართული სულის შესაკრებელი. ჩვენთვის პატარა საქართველოა აქ, "იბერიაში". ბედნიერი ვარ იმით, რომ იქ, მოვხვდი, სადაც საჭირო ვიყავი. ძალიან ბევრი ქათველი ბავშვი გადავარჩინეთ გადაჯიშებას.

ბავშვები შეძლებისდაგვარად დადიან ეკლესიაში. ვისურვებდი, რომ ყველა ქართველი დაბრუნებულიყოს საქართველოში. ძალიან მინდა, ამ ბავშვებმა იცხოვრონ თავიანთ ქვეყანაში.

უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენმა იუშჩენკომ გადმოგვცა ჯილდო, რომელმაც სიამაყით ამავსო და დიდი სტიმული მომცა. ეს არის უკრაინის დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ქართულის მასწავლებელი თამარ დუმბაძე: - ძალიან რთულ პერიოდში მომიწია უკრაინაში ჩამოსვლა. მამა კახაბერის დახმარებით მოვედი ამ ცენტრში. პროფესიით ისტორიკოსი ვარ, მაგრამ ახლა ქართულიც შევითავსე. საქართველოში, ერთ-ერთ სოფელში 13 წელი ვმუშაობდი ისტორიის მასწავლებლად. ქართული ბუნებაა მაინც, რომ აქ ჩამოსვლის შემდეგ მინდოდა მომეძებნა, სად იყო ისეთი ადგილი, სადაც ქართველები იყრიდნენ თავს. მშობლიური ენის ცოდნა ნამდვილდ სჭირდებათ აქაურ ქართველ ბავშვებს. ინდივიდუალურადაც ვამზადებ მათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ოჯახებშიც დავდივარ მათთან. ეს არის ჩემი ფინანსური შემოსავალი. უმეტესად ისეთ ბავშვებთან დავდივარ, ვინც ვერ დადის სტუდიაში. ძალიან ბევრი მშობელი ცდილობს, შეინარჩუნოს ქართული ტრადიციები, ენა, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც შვილებს რუსულად ესაუბრებიან. ბავშვი ვერ ისწავლის სხვანაირად ქართულს, თუკი არ იქნება ოჯახში საკმარისი ხელის შეწყობა. ძალიან ძნელია უცხოობაში ქართულის შენარჩუნება. სულით ღრმა ქართველები არიან ჩვენს გვერდით. ზოგმა საერთოდ არ იცოდა ქართული. ახლა უკვე საუბრობენ, ლექსებს კითხულობენ, წერენ შეძლებისდაგვარად ქართულად.

- როგორ ცხოვრობთ უცხო ქვეყანაში?

- უკრაინელებთან არ მაქვს ურთიერთობა, მხოლოდ ქართველებთან. ვაფასებ იმ ქვეყანას, სადაც დროებით ვცხოვრობ, მაგრამ ვერ ვახერხებ ამ ხალხთან კონტაქტს. ჩემს მეუღლესაც ქართველებთან აქვს ურთიერთობა, ჩვენ მხოლოდ ქართველი ბავშვების მშობელ უკრაინელებთან გვაქვს ურთიერთობა. ეს საშუალება რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი უცხო ქვეყანაში. თავიდან ექვსი თვე ძალიან გამიჭირდა. ტაძარში სიარულმა და მამა კახაბერთან ურთიერთობამ დამამშვიდა. გაკვეთილების დაწყების წინ საუბარს ვიწყებ სამშობლოთი და ვამთავრებ სამშობლოს სიყვარულზე საუბრით და ასე ვასრულებ, - ყველა უნდა დავბრუნდეთ ჩვენს სამშობლოში. ქართველებმა საქართველოში უნდა ვიცხოვროთ. ჩვენი გასაკეთებელი საქმე საქართველოში უნდა ვაკეთოთ. საქართველოში რომ ვაკეთებდე ამ საქმეს, რასაც აქ ვაკეთებ, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი.

მშობელი მარინა მაჭავარიანი: - 23 წელია, უკრაინაში ვცხოვრობ. ოჯახიც აქ შევქმენი. სამი შვილი მყავს და სამივემ კარგად იცის ქართული. ჩემი შვილიშვილი უკრაინაშია დაბადებული და სუფთა ქართულით საუბრობს. დავდივართ ქართულ ეკლესიაში. მართალი გითხრათ, ვერ შევეგუეთ აქაური ცხოვრების წესს. მატერიალური კუთხით ერთი ნაბიჯით წინ არის უკრაინა. სულიერებაზე რა მოგახსენოთ, კარგავენ თავიანთ კულტურას. ვცდილობ, შევინარჩუნო ჩვენი ტრადიციები. ჩემი საქართველო მთელ ქვეყანას მირჩევნია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler